თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში შვილმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა, ხოლო მოკლულის გვამი საღორეში დამარხა. როგორც topnews.com.ge-ს გარდაცვლილის მეზობელმა განუცხადა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამინისტიით არის გათავისუფლებული და ის მსხვერპლს რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში მალავდა. მეზობლებს კი ეუბნებოდა, რომ დედამისი საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა.
"არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო. ორ სოფელში პედაგოგად მუშაობდა. შვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც სახლში არ მოდიოდა და ახლობლებთან რჩებოდა. აღდგომის დღეებში მოვიდა და სურდა, სახლში ყოფილიყო ცოტა ხნით. შვილს ეტყობოდა ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. დედა ყოველთვის ცდილობდა, სიტუაცია განემუხტა და კონფლიქტში არ შესულიყო. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ დედა რამდენიმე დღის მოკლული ჰყავდა და საღორეში მალავდა", -განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა, მაყვალა უკლებამ.
წყარო: topnews.com.ge