პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ წაუკიდეს ცეცხლი მეჩეთს ქვემო ქართლში?
რატომ წაუკიდეს ცეცხლი მეჩეთს ქვემო ქართლში?

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­ღან­ლო­ში მუს­ლიმ­თა სამ­ლოც­ვე­ლოს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა დრო­უ­ლად მოხ­და. თუმ­ცა, შიდა ფა­სა­დი და კარ-ფან­ჯრე­ბი და­იწ­ვა.

ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნელ ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ლოც­ვე­ლოს­თვის ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის მი­ზე­ზი იქ მა­ცხოვ­რებ­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და. ხოლო ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ლას გან­ცხა­დე­ბით, ქორ­წილ­ში მომ­ხდარ ჩხუბ­ში ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა კი სამ­ლოც­ვე­ლო­ში შე­ხიზ­ნულ თა­ნა­სოფ­ლელ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, შე­ნო­ბას ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

"ჩვენ სამ­ლოც­ვე­ლო­ში ვლო­ცუ­ლობ­დით და გა­ვი­გეთ, რომ გა­რეთ ჩხუ­ბი იყო. ერთ-ერთი გა­მო­იქ­ცა და მე­ჩეთ­ში თავი შე­მო­ა­ფა­რა. ბი­ჭე­ბიც შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ და კარი დავ­კე­ტეთ. შემ­დეგ ერთი კაცი შე­მო­ვი­და და წყა­ლი ითხო­ვა, ერთ-ერთი, რო­მელ­საც და­არ­ტყეს, ცუ­დად გამ­ხდა­რა. ცოტა ხან­ში ეს ადა­მი­ა­ნიც (ნუს­ლა­დი­ნი) სამ­ლოც­ვე­ლო­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს, ნა­ცე­მი იყო, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ნუს­ლა­დინს დანა და­ურ­ტყამს იმის­თვის, ვის­თა­ნაც ჩხუ­ბობ­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ამის გამო წა­უ­კი­დეს ცე­ცხლი სამ­ლოც­ვე­ლოს. მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა და სა­ერ­თოდ, ხალ­ხმა წა­უ­კი­და ცე­ცხლი მე­ჩეთს," - ამ­ბობს "გუ­რია ნი­უს­თან" ად­გი­ლობ­რი­ვი მოლა ჰუმ­ბერტ ალი­ე­ვი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რატომ წაუკიდეს ცეცხლი მეჩეთს ქვემო ქართლში?

რატომ წაუკიდეს ცეცხლი მეჩეთს ქვემო ქართლში?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში მუსლიმთა სამლოცველოს ცეცხლი წაუკიდეს. ადგილობრივების განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. თუმცა, შიდა ფასადი და კარ-ფანჯრები დაიწვა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელ ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, სამლოცველოსთვის ცეცხლის წაკიდების მიზეზი იქ მაცხოვრებლებს შორის არსებული დაპირისპირება გახდა. ხოლო ადგილობრივი მოლას განცხადებით, ქორწილში მომხდარ ჩხუბში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მოკლულის ოჯახის წევრებმა კი სამლოცველოში შეხიზნულ თანასოფლელზე შურისძიების მიზნით, შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

"ჩვენ სამლოცველოში ვლოცულობდით და გავიგეთ, რომ გარეთ ჩხუბი იყო. ერთ-ერთი გამოიქცა და მეჩეთში თავი შემოაფარა. ბიჭებიც შემოვიყვანეთ და კარი დავკეტეთ. შემდეგ ერთი კაცი შემოვიდა და წყალი ითხოვა, ერთ-ერთი, რომელსაც დაარტყეს, ცუდად გამხდარა. ცოტა ხანში ეს ადამიანიც (ნუსლადინი) სამლოცველოში შემოიყვანეს, ნაცემი იყო, დასისხლიანებული. შემდეგ გავიგე, რომ ნუსლადინს დანა დაურტყამს იმისთვის, ვისთანაც ჩხუბობდა, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ამის გამო წაუკიდეს ცეცხლი სამლოცველოს. მოკლულის ოჯახის წევრებმა და საერთოდ, ხალხმა წაუკიდა ცეცხლი მეჩეთს," - ამბობს "გურია ნიუსთან" ადგილობრივი მოლა ჰუმბერტ ალიევი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა