კასპის შესასვლელში მდინარე ლეხურაზე მოვარდნილმა წყალმა კომპანია "ხიდმშენის" ტექნიკა ნიაღვარში მოაქცია და ნაპირი მოანგრია. ამჟამად აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტილია და მოძრაობა შემოვლითი გზით ხორციელდება.
იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე საყრდენი კედლის აღდგენითი სამუშაოები 2013 წლის 8 ნოემბერს დაიწყო და 2014 წლის 1 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.