მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

2014-2015 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცია დღეს იწყე­ბა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, რე­გის­ტრა­ცია სამ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პი დღეს და­ი­წყე­ბა და 2 მა­ისს დას­რულ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პის ფარ­გლებ­ში, სკო­ლა­ში რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლის და-ძმაც ამ სკო­ლა­ში სწავ­ლობს, რომ­ლის მშო­ბე­ლიც სკო­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რომ­ლის ოჯა­ხი­და­ნაც ერ­თდრო­უ­ლად ორი ან მეტი ბავ­შვი შე­დის პირ­ველ კლას­ში.

პირ­ვე­ლი ეტა­პი მშობ­ლის მიერ შვი­ლის ონ­ლა­ინ და­რე­გის­ტი­რე­ბას არ გუ­ლის­ხმობს და პრო­ცე­სი მხო­ლოდ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მშო­ბე­ლი 23 აპ­რი­ლი­დან იმ სკო­ლა­ში მი­დის, სა­დაც მისი ერთი შვი­ლი უკვე სწავ­ლობს, და­რე­გის­ტრი­რე­ბა კი სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა 5 მა­ი­სი­დან 15 მა­ი­სის ჩათ­ვლით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რე­გის­ტრა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცი­ის ფორ­მით ჩა­ტარ­დე­ბა. რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან. ის 20 მა­ისს და­ი­წყე­ბა და 20 ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა.

ლია გი­გა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ ეტაპ­ზე ვერ და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან, რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ვებგ­ვერ­დზე ელექტრო­ნუ­ლად გა­ივ­ლი­ან. ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 23 ივ­ნი­სი­დან 4 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტა­ცი­ის მე­სა­მე ეტაპს, ის ისევ სკო­ლებ­ში მოხ­დე­ბა, 10 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 18 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა. წინა ეტაპ­ზე მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის წა­რუდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ად­გილ­ზე, იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც პირ­ველ და მე­ო­რე ეტაპ­ზე ვერ და­რე­გის­ტრირ­დნენ და შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებს წა­რად­გე­ნენ.

რო­გორც ლია გი­გა­უ­რი გან­მარ­ტავს, მშო­ბელს ბავ­შვის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა 6 წლის ასა­კი­დან შე­უძ­ლია, თუმ­ცა წელს გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­რე­გის­ტრირ­დნენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც 6 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე ხდე­ბი­ან. კი­დევ ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სია კერ­ძო სკო­ლე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ ჯგუფ­ში ჩა­რი­ცხუ­ლი ნაკ­ლე­ბი ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მა გავ­ლი­ლი აქვთ.

"მხო­ლოდ ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც 2013-2014 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში და­რე­გის­ტრირ­დნენ კერ­ძო სკო­ლებ­ში, რო­გორც მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე, ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან პირ­ველ კლას­ში და მათ არ ექ­ნე­ბა ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა, რად­გან შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მა მათ უკვე გავ­ლი­ლი აქვთ", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

2014-2015 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს იწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განმარტებით, რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი დღეს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. პირველი ეტაპის ფარგლებში, სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც ამ სკოლაში სწავლობს, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველი ეტაპი მშობლის მიერ შვილის ონლაინ დარეგისტირებას არ გულისხმობს და პროცესი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში, მშობელი 23 აპრილიდან იმ სკოლაში მიდის, სადაც მისი ერთი შვილი უკვე სწავლობს, დარეგისტრირება კი სკოლის ადმინისტრაციის მეშვეობით ხდება. პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი ონლაინ რეგისტრაციის ფორმით ჩატარდება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ის 20 მაისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება.

ლია გიგაურის განმარტებით, მოსწავლეები, რომლებიც პირველ ეტაპზე ვერ დარეგისტრირდებიან, რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.

რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტაციის მესამე ეტაპს, ის ისევ სკოლებში მოხდება, 10 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც პირველ და მეორე ეტაპზე ვერ დარეგისტრირდნენ და შესაბამის დოკუმენტებს წარადგენენ.

როგორც ლია გიგაური განმარტავს, მშობელს ბავშვის სკოლაში შეყვანა 6 წლის ასაკიდან შეუძლია, თუმცა წელს გარდამავალი ეტაპიდან გამომდინარე, შესაძლებელია დარეგისტრირდნენ ბავშვები, რომლებიც 6 წლის 31 დეკემბრამდე ხდებიან. კიდევ ერთი გამონაკლისია კერძო სკოლების მოსამზადებელ ჯგუფში ჩარიცხული ნაკლები ასაკის მოსწავლეები, რომელთაც შესაბამისი პროგრამა გავლილი აქვთ.

"მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში დარეგისტრირდნენ კერძო სკოლებში, როგორც მოსამზადებელი კლასის მოსწავლე, ავტომატურად ჩაირიცხებიან პირველ კლასში და მათ არ ექნება ასაკობრივი შეზღუდვა, რადგან შესაბამისი პროგრამა მათ უკვე გავლილი აქვთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია