პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ჭორებზე მთავრობაში მოღალატეების შესახებ
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ჭორებზე მთავრობაში მოღალატეების შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გახ­ში­რე­ბულ სა­უბ­რებს სპე­კუ­ლა­ცი­ას უწო­დებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.

"მინ­და, მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო იმ გა­უ­თა­ვე­ბელ სპე­კუ­ლა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მთავ­რო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ლებ­თან, მი­ნის­ტრე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე 6-პრო­ცენ­ტი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აგო­რებს ჭო­რებს, თით­ქოს რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრი აპი­რებს გა­დად­გო­მას. აბა, მი­მარ­თეთ, რო­მე­ლი მი­ნის­ტრი აპი­რებს გა­დად­გო­მას, რა­ღაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას და ა.შ? მე არ მგო­ნია და ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ჩვენ გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მო­ღა­ლა­ტე. მო­ღა­ლა­ტე­ებს სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მათ, მაგ­რამ ზო­გა­დად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­სა­გე­ბია, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რა­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზა­ნია ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შე­ი­ტა­ნონ და­ძა­ბუ­ლო­ბა და გარ­კვე­უ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა გა­ა­ჩი­ნონ.

"ვიცი, რომ ბოლო კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი, ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა არ­სე­ბობს და 70 პრო­ცენტზე მეტი ოპ­ტი­მის­ტუ­რად უყუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს. ის კურ­სი, რო­მე­ლიც ჩვენ ავი­ღეთ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი. ამას გპირ­დე­ბით მე, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ არა­ვი­თა­რი არც ცვლი­ლე­ბა, არც გა­და­ად­გი­ლე­ბა და არც სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა. ესაა მარ­ტი­ვი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მისი ე.წ. აგენ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ჭო­რებს მარ­ტი­ვად ავ­რცე­ლე­ბენ",- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ჭორებზე მთავრობაში მოღალატეების შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ჭორებზე მთავრობაში მოღალატეების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ გახშირებულ საუბრებს სპეკულაციას უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

"მინდა, მცირე კომენტარი გავაკეთო იმ გაუთავებელ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობს მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილელებთან, მინისტრების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ასევე 6-პროცენტიანი "ნაციონალური მოძრაობა" აგორებს ჭორებს, თითქოს რომელიმე მინისტრი აპირებს გადადგომას. აბა, მიმართეთ, რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას, რაღაც გადატრიალების მცდელობას და ა.შ? მე არ მგონია და ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენ გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მოღალატე. მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ზოგადად ძალიან მარტივი გასაგებია, სპეკულაციები რატომ მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნულის მიზანია ის, რომ მოსახლეობაში შეიტანონ დაძაბულობა და გარკვეული არასტაბილურობის განცდა გააჩინონ.

"ვიცი, რომ ბოლო კვლევების მიხედვით საზოგადოებაში პოზიტიური, ოპტიმისტური განწყობა არსებობს და 70 პროცენტზე მეტი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს. ის კურსი, რომელიც ჩვენ ავიღეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამას გპირდებით მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი არც ცვლილება, არც გადაადგილება და არც სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. ესაა მარტივი სპეკულაციები "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ე.წ. აგენტი ჟურნალისტების მხრიდან, რომლებიც ჭორებს მარტივად ავრცელებენ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა