Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საყდრისთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია თათბირს გამართავს
საყდრისთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია თათბირს გამართავს

საყ­დრი­სის გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ კაზ­რე­თის ტე­რი­ტო­რია უკვე და­ტო­ვა.

რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ხვალ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ი­მარ­თე­ბა თათ­ბი­რი, სა­დაც საყ­დრის­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­სჯე­ლე­ბენ და გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმ ექ­სპერ­ტე­ბის მოწ­ვე­ვის სა­კითხს, რომ­ლებ­ზეც უცხო­ე­თი­დან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს შე­თა­ვა­ზე­ბა აქვს, საყ­დრი­სი-ყა­ჩა­ღი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­ტე­ტის წევ­რებს, ისი­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­ნაგ­რძო­ბენ. რო­გორც მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, კო­მი­ტეტ­მა გუ­რამ ოდი­შა­რი­ას და ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს გა­აც­ნო სამი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღეა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი აქვს კო­მი­ტეტს. ახალ­გაზ­რდე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მი­ნის­ტრი და­პი­რე­ბი­სა­მებრ მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვებს. მი­ქა­ნა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი­სა და კო­მი­ტე­ტის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც საყ­დრი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. "მი­ნის­ტრი დაგვპირ­და, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით იმუ­შა­ვებს და ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძემ.

გუ­რამ ოდი­შა­რია კო­მი­ტე­ტის წევ­რებს სა­ჯა­როდ, მე­დი­ის თან­დას­წრე­ბით გა­ე­სა­უბ­რა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ და­ათ­ვა­ლი­ე­რა საყ­დრი­სი-ყა­ჩა­ღი­ა­ნის ტე­რი­ტო­რია და ყო­ფი­ლი ძეგლის ნა­წილ­ში კომ­პა­ნია RMG სა­მუ­შა­ო­ებს არ აწარ­მო­ებს. მისი თქმით, გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა უც­ვლე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საყდრისთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია თათბირს გამართავს

საყდრისთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია თათბირს გამართავს

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტისა და კულტურის მინისტრის შეხვედრა დასრულდა. გურამ ოდიშარიამ კაზრეთის ტერიტორია უკვე დატოვა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, ხვალ კულტურის სამინისტროში გაიმართება თათბირი, სადაც საყდრისთან დაკავშირებით იმსჯელებენ და განიხილავენ იმ ექსპერტების მოწვევის საკითხს, რომლებზეც უცხოეთიდან კულტურის სამინისტროს შეთავაზება აქვს, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კომიტეტის წევრებს, ისინი საპროტესტო აქციას განაგრძობენ. როგორც მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კომიტეტის წარმომადგენელმა გიორგი მიქანაძემ განაცხადა, კომიტეტმა გურამ ოდიშარიას და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს გააცნო სამი მოთხოვნა, რომელიც რამდენიმე დღეა გახმაურებული აქვს კომიტეტს. ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მინისტრი დაპირებისამებრ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით იმუშავებს. მიქანაძე იმედოვნებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილისა და კომიტეტის მთავარი მოთხოვნა, რომელიც საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერებას გულისხმობს, დაკმაყოფილდება. "მინისტრი დაგვპირდა, რომ ამ მიმართულებებით იმუშავებს და ჩვენ ვიმედოვნებთ, სამუშაოები შეჩერდება", - აღნიშნა გიორგი მიქანაძემ.

გურამ ოდიშარია კომიტეტის წევრებს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაათვალიერა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორია და ყოფილი ძეგლის ნაწილში კომპანია RMG სამუშაოებს არ აწარმოებს. მისი თქმით, გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება უცვლელია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია