მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარატისტ გიორგი მსხვილიძეს წარმატება შეყვარებულთან დაშორებამ მოუტანა
კარატისტ გიორგი მსხვილიძეს წარმატება შეყვარებულთან დაშორებამ მოუტანა

26-29 მარტს თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში ჩა­ტარ­და ტურ­ნი­რი კა­რა­ტე­ში "მსოფ­ლიო თასი", რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­აც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ქარ­თვე­ლებ­მა სამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვეს. მძი­მე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მსხვი­ლი­ძე გახ­და, რო­მელ­მაც და­ძა­ბულ ფი­ნა­ლურ ორ­თაბ­რძო­ლა­ში ირა­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნი და­ა­მარ­ცხა. სპორ­ტის გარ­და, გი­ორ­გის სხვა საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ის მო­დე­ლი გახ­ლავთ.

- გი­ორ­გი, რო­მე­ლი საქ­მე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენ­თვის - კა­რა­ტე თუ მო­დე­ლო­ბა?

- რა თქმა უნდა, კა­რა­ტე, რად­გან ამ სპორ­ტს და­ახ­ლო­ე­ბით თო­თხმე­ტი წე­ლია, მივ­ყვე­ბი. თორ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, ვარ­ჯი­ში რომ და­ვი­წყე. ახლა 25 წლის ვარ. მო­დე­ლი რომ ხარ, ხან ფილმში გი­ღე­ბენ, ხან კლიპ­ში, ხან ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ხარ და ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს სწავ­ლობ. შე­იძ­ლე­ბა, ჩემს ნათ­ქვამ­ზე ზო­გი­ერ­თმა გა­ი­ცი­ნოს და თქვას, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში რა უნდა ას­წავ­ლო­ნო. გვას­წავ­ლი­ან მე­ტყვე­ლე­ბას, უცხო ენას, ფსი­ქო­ლო­გი­ას და თუ მო­ინ­დო­მებ, ამ ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნებ.

- ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი პო­დი­უმ­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას რთუ­ლად წყვე­ტენ.

- ბევ­რს პო­დი­უმ­ზე გა­მოს­ვლის კომ­პლექ­სი აქვს. მე კი ამ მხრივ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. რო­დე­საც ადა­მი­ან­მა იცის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, უნდა, ეს ყვე­ლას აჩ­ვე­ნოს. რა თქმა უნდა, თა­ვი­დან მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რა მო­დე­ლო­ბა მო­გინ­და, ბიჭო, ხომ არ გა­გიჟ­დიო, მერე და­ი­ნა­ხეს, რომ ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­ვე­დი, ფილ­მებ­სა და კლი­პებ­ში გა­და­მი­ღეს და აზრი შე­ეც­ვა­ლათ. თა­ნაც, გა­და­ღე­ბებ­სა და ჩვე­ნე­ბებ­ზე მარ­ტო ბი­ჭე­ბი არას­დროს მიჰ­ყავთ, რო­გორც წესი, გო­გო­ნებ­თან ერ­თად მივ­დი­ვართ ხოლ­მე და ეს რომ და­ი­ნა­ხეს, აზრი რა­დი­კა­ლუ­რად შე­ეც­ვა­ლათ პო­დი­უმ­ზე. თუ ვინ­მე რამე ცუდს ამ­ბობს, ალ­ბათ, შუ­რის გამო. ამის მერე რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა და დღეს სა­ა­გენ­ტო "ბესთ მო­დელ­ში" ჩემ­თან ერ­თად არი­ან.

- პო­დი­უმ­ზე რომ გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი, გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­მის შეც­ვლა დაგ­ჭირ­და?

- არა­ფე­რი შე­მიც­ვლია, მხო­ლოდ სტი­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ ჩვე­ნე­ბებ­ზე ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

კარატისტ გიორგი მსხვილიძეს წარმატება შეყვარებულთან დაშორებამ მოუტანა

კარატისტ გიორგი მსხვილიძეს წარმატება შეყვარებულთან დაშორებამ მოუტანა

26-29 მარტს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ჩატარდა ტურნირი კარატეში ''მსოფლიო თასი'', რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. ქართველებმა სამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს. მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებული გიორგი მსხვილიძე გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ირანელი სპორტსმენი დაამარცხა. სპორტის გარდა, გიორგის სხვა საქმიანობითაც არის დაკავებული, ის მოდელი გახლავთ.

- გიორგი, რომელი საქმე უფრო მნიშვნელოვანია შენთვის - კარატე თუ მოდელობა?

- რა თქმა უნდა, კარატე, რადგან ამ სპორტს დაახლოებით თოთხმეტი წელია, მივყვები. თორმეტი წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. ახლა 25 წლის ვარ. მოდელი რომ ხარ, ხან ფილმში გიღებენ, ხან კლიპში, ხან ჩვენებებზე გამოდიხარ და ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. შეიძლება, ჩემს ნათქვამზე ზოგიერთმა გაიცინოს და თქვას, სამოდელო სააგენტოში რა უნდა ასწავლონო. გვასწავლიან მეტყველებას, უცხო ენას, ფსიქოლოგიას და თუ მოინდომებ, ამ ყველაფერს კარგად გამოიყენებ.

- ქართველი ბიჭები პოდიუმზე პირველი ნაბიჯის გადადგმას რთულად წყვეტენ.

- ბევრს პოდიუმზე გამოსვლის კომპლექსი აქვს. მე კი ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ კარგად გამოიყურება, უნდა, ეს ყველას აჩვენოს. რა თქმა უნდა, თავიდან მეგობრებმა მითხრეს, რა მოდელობა მოგინდა, ბიჭო, ხომ არ გაგიჟდიო, მერე დაინახეს, რომ ჩვენებებზე გამოვედი, ფილმებსა და კლიპებში გადამიღეს და აზრი შეეცვალათ. თანაც, გადაღებებსა და ჩვენებებზე მარტო ბიჭები არასდროს მიჰყავთ, როგორც წესი, გოგონებთან ერთად მივდივართ ხოლმე და ეს რომ დაინახეს, აზრი რადიკალურად შეეცვალათ პოდიუმზე. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს, ალბათ, შურის გამო. ამის მერე რამდენიმე მეგობარმა მთხოვა და დღეს სააგენტო ''ბესთ მოდელში'' ჩემთან ერთად არიან.

- პოდიუმზე რომ გამოსულიყავი, გარეგნობაში რამის შეცვლა დაგჭირდა?

- არაფერი შემიცვლია, მხოლოდ სტილისტები მუშაობენ, რომ ჩვენებებზე ნორმალურად გამოვიყურებოდეთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება