მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება

ჩემი "გა­გო­რე­ბით" მათი პრობ­ლე­მა ვერ გა­და­იჭ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით აშე­ნე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­სნი­სას, ამე­რი­კი­დან ვი­დე­ო­ჩარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" მო­წო­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ეპო­ქის­გან გან­სხვა­ვე­ბით მას­თან ბრძო­ლა რთუ­ლია, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში უკვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის იდეა არ­სე­ბობს.

"მა­შინ­დე­ლი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი" იყო გა­ზე­თე­ბი "მგზავ­რი" და "კვა­ლი", რო­მე­ლიც დღე და ღამე ლან­ძღავ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს, აბ­რა­ლებ­და ათას­გვარ სი­სა­ძაგ­ლეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ო­ბა მო­ამ­ზა­და სწო­რედ ამ გა­ზეთ­მა. მე ვნა­ხე, რომ დღეს უკვე "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი" მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩემი "გა­გო­რე­ბის­კენ". ძა­ლი­ან ბევ­რი პა­რა­ლე­ლია იმ ეპო­ქას­თან - ნუთუ ვე­რა­ვინ ის­წავ­ლა ჭკუა და ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ტა­ნა დას­კვნე­ბი?! მინ­და ვთქვა, რომ ჩემი "გა­გო­რე­ბით" მათი პრობ­ლე­მა ვერ გა­და­წყდე­ბა, რად­გან იდეა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის უკვე არ­სე­ბობს. რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კონ, რომ ინ­გრე­ო­და სა­ქარ­თვე­ლო, სი­მარ­თლე არის ის, რომ ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა შენ­დე­ბო­და და პირ­ვე­ლად შევ­ქმე­ნით ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აღმშე­ნებ­ლო­ბის ტრა­დი­ცია. ასე რომ, ვფიქ­რობ დღეს უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ჩვენ და ნაკ­ლე­ბად სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, როცა წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შექ­მნა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თქმით, ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, ცოდ­ნას მო­წყუ­რე­ბუ­ლია და ვე­რა­ნა­ი­რი სი­ძულ­ვი­ლის მუხ­ტი და სიბ­ნე­ლის მცდე­ლო­ბა ვერ შე­აბ­რუ­ნებს მათ.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ნა­ი­რი სიც­რუ­ის მე­ქა­ნიზ­მი ჩა­მო­იშ­ლე­ბა და მი­ვაღ­წევთ იმას, რომ ბევ­რად მეტი ინ­ფორ­მა­ცია იყოს ჩვენ­თვი­საც და ჩვენ­ზე სხვე­ბის­თვი­საც. ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენ ვიბ­რძვით ჩვე­ნი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში და ქვეყ­ნის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის მსოფ­ლი­ო­ში", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება

ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი ინიციატივით აშენებული ბიბლიოთეკის გახსნისას, ამერიკიდან ვიდეოჩართვაში განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნულით ხელისუფლებისადმი გაზეთ "ასავალ-დასავალის" მოწოდებას გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ილია ჭავჭავაძის ეპოქისგან განსხვავებით მასთან ბრძოლა რთულია, რადგან ქვეყანაში უკვე ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა არსებობს.

"მაშინდელი "ასავალ-დასავალი" იყო გაზეთები "მგზავრი” და ”კვალი", რომელიც დღე და ღამე ლანძღავდა ილია ჭავჭავაძეს, აბრალებდა ათასგვარ სისაძაგლეს. საბოლოო ჯამში, ილია ჭავჭავაძის მკვლეობა მოამზადა სწორედ ამ გაზეთმა. მე ვნახე, რომ დღეს უკვე "ასავალ-დასავალი" მოუწოდებს ხელისუფლებას ჩემი "გაგორებისკენ". ძალიან ბევრი პარალელია იმ ეპოქასთან - ნუთუ ვერავინ ისწავლა ჭკუა და ვერავინ გამოიტანა დასკვნები?! მინდა ვთქვა, რომ ჩემი "გაგორებით" მათი პრობლემა ვერ გადაწყდება, რადგან იდეა ქართული სახელმწიფოებრიობის უკვე არსებობს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ინგრეოდა საქართველო, სიმართლე არის ის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანა შენდებოდა და პირველად შევქმენით ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ტრადიცია. ასე რომ, ვფიქრობ დღეს უკეთეს მდგომარეობაში ვართ ჩვენ და ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში იყო ილია ჭავჭავაძე, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შექმნა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ქართველების უმეტესობა ძალიან ნიჭიერი, ცოდნას მოწყურებულია და ვერანაირი სიძულვილის მუხტი და სიბნელის მცდელობა ვერ შეაბრუნებს მათ.

"დარწმუნებული ვარ, ყველანაირი სიცრუის მექანიზმი ჩამოიშლება და მივაღწევთ იმას, რომ ბევრად მეტი ინფორმაცია იყოს ჩვენთვისაც და ჩვენზე სხვებისთვისაც. ყოველდღიურად ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ადგილის დამკვიდრებისთვის ცხოვრებაში და ქვეყნის დამკვიდრებისთვის მსოფლიოში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა