საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმი, რომელიც დონბასში მოქმედებს, გადმოსხმული იყო კოჯრის მიდამოებში თბილისის ცენტრის ასაღებად
მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმი, რომელიც დონბასში მოქმედებს, გადმოსხმული იყო კოჯრის მიდამოებში თბილისის ცენტრის ასაღებად

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმან, რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, აჩ­ვე­ნა, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბა იყო სწო­რი. ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­სნის დროს, აშშ-იდან ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის, ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დის იმ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც 2008 წლის ომში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და და ახლა აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დებს, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის (ГРУ) აგენ­ტია.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ის სპეც­რაზ­მი, რო­მე­ლიც დონ­ბას­ში მოქ­მე­დებს, იყო იგი­ვე ხალ­ხი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და ცხინ­ვალ­ში. მე კარ­გად მახ­სოვს ეს სპეც­რაზ­მი. მა­შინ­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი გად­მოს­ხმუ­ლი იყ­ვნენ კო­ჯრის მი­და­მო­ებ­ში და მათი ამო­ცა­ნა იყო თბი­ლი­სის ცენ­ტრის აღე­ბა. ჩვენ რომ მა­შინ არ გვე­მოქ­მე­და, დღეს ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა არ გვექ­ნე­ბო­და. ყი­რი­მი არის სამ­ჯერ დიდი, ვიდ­რე აფხა­ზე­თი. დონ­ბა­სი, ყი­რი­მი, ლუ­განსკი, ერ­თად აღე­ბუ­ლი არის სა­ქარ­თვე­ლო­ზე დიდი. დღეს ეს რუ­სეთს პრაქ­ტი­კუ­ლად უბ­რძოლ­ვე­ლად აქვს აღე­ბუ­ლი. რამ­დენ­ჯერ უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ მა­შინ მე ვი­ყა­ვი მარ­თა­ლი? დღეს უკ­რა­ი­ნამ, რო­გორც არას­დროს, აჩ­ვე­ნა, ჩვენ რომ მა­შინ ხელი არ გაგ­ვენძრია, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გაგ­ვე­წია, არ გაგ­ვეს­რო­ლა, არ დაგ­ვე­ხო­ცა მათი პირ­ვე­ლი რაზ­მე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო დღეს აღარ იქ­ნე­ბო­და, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო. ჩვენ მა­შინ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლო­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმი, რომელიც დონბასში მოქმედებს, გადმოსხმული იყო კოჯრის მიდამოებში თბილისის ცენტრის ასაღებად

მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმი, რომელიც დონბასში მოქმედებს, გადმოსხმული იყო კოჯრის მიდამოებში თბილისის ცენტრის ასაღებად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, აჩვენა, რომ 2008 წელს საქართველოს მთავრობის ქმედება იყო სწორი. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნის დროს, აშშ-იდან ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი პირი, რომელიც 2008 წლის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) აგენტია.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გამოაქვეყნა დოკუმენტური მასალა იმის თაობაზე, რომ ის სპეცრაზმი, რომელიც დონბასში მოქმედებს, იყო იგივე ხალხი, რომელიც მოქმედებდა ცხინვალში. მე კარგად მახსოვს ეს სპეცრაზმი. მაშინდელი ინფორმაციით, ისინი გადმოსხმული იყვნენ კოჯრის მიდამოებში და მათი ამოცანა იყო თბილისის ცენტრის აღება. ჩვენ რომ მაშინ არ გვემოქმედა, დღეს ჩვენ სახელმწიფოებრიობა არ გვექნებოდა. ყირიმი არის სამჯერ დიდი, ვიდრე აფხაზეთი. დონბასი, ყირიმი, ლუგანსკი, ერთად აღებული არის საქართველოზე დიდი. დღეს ეს რუსეთს პრაქტიკულად უბრძოლველად აქვს აღებული. რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მაშინ მე ვიყავი მართალი? დღეს უკრაინამ, როგორც არასდროს, აჩვენა, ჩვენ რომ მაშინ ხელი არ გაგვენძრია, წინააღმდეგობა არ გაგვეწია, არ გაგვესროლა, არ დაგვეხოცა მათი პირველი რაზმები, საქართველო დღეს აღარ იქნებოდა, როგორც სახელმწიფო. ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ სახელმწიფო და საქართველოს ეროვნულობა, ერთიანობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - რომელი მინისტრები დანიშნა პრემიერმა

მამუკა ხაზარაძე: "ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"