კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხმძიმე მეგი გოგიტიძე უკრაინულ "ვოისში" გამარჯვებისთვის იბრძვის
ფეხმძიმე მეგი გოგიტიძე უკრაინულ "ვოისში" გამარჯვებისთვის იბრძვის

მომ­ღე­რა­ლი მეგი გო­გი­ტი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან - "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია" გა­იც­ნო, დღეს­დღე­ო­ბით კი მისი ნამ­ღე­რი ბევ­რს მოს­წონს და უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სის" "ბრმა კას­ტინგზე" ფეხ­მძი­მე მე­გის გა­მოს­ვლას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამის შემ­დეგ, მან რამ­დე­ნი­მე ეტა­პი გა­და­ლა­ხა და ახლა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი "შე­ტე­ვის­თვის" ემ­ზა­დე­ბა.

- მეგი, პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავ უკ­რა­ი­ნულ "ვო­ის­ში" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პე­ბის გა­და­ლახ­ვას.

- დიდი მად­ლო­ბა. "ბრმა კას­ტინ­გის" შემ­დეგ, რომ­ლის ვი­დე­ოც ქარ­თვე­ლებ­მა ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით იხი­ლეთ, "რინგსა" და "ნო­კა­უ­ტში" გა­მოს­ვლა­მაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. სხვა­თა შო­რის, "ბრმა კას­ტინგზე" ხუთი თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი. საკ­მა­ოდ ვი­ნერ­ვი­უ­ლე, სიმ­ღე­რაც არას­წო­რად შე­ვარ­ჩიე და სა­კუ­თარ თავ­თან რა­ღაც პრე­ტენ­ზი­ე­ბიც მაქვს, - რო­გორც მე მინ­დო­და, ისე ვერ გა­მო­ვე­დი. მა­ნამ­დე "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" შე­ვას­რუ­ლე და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. "რინგზე" მე და ჩემ­მა მო­პა­ექ­რემ ერთი და იგი­ვე სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლეთ, "ტრე­ნერ­მა" კი არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე გა­ა­კე­თა.

- ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი თამ­რი­კო გვერდწი­თე­ლია, რაც, რა თქმა უნდა, სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ა­მა­ყოა.

- დიახ, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტის ჟი­უ­რი­ში ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლიც არის. თამ­რი­კო გვერდწი­თე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნია. თა­ვი­დან, "ვო­ი­სის" გვერ­დი რომ შე­ვავ­სე, არ ვი­ცო­დი, ჟი­უ­რი­ში ვინ იქ­ნე­ბო­და და როცა ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე, უკ­რა­ი­ნულ პრო­ექ­ტში გე­ცა­და ბედი?

- უკ­რა­ი­ნა საკ­მა­ოდ ახ­ლოს არის სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ვი­ცო­დი, იქ წას­ვლას უპ­რობ­ლე­მოდ შევ­ძლებ­დი და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, ბედი სწო­რედ იქა­ურ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მე­ცა­და. თა­ნაც, ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ წას­ვლა ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რო­გორ მი­მი­ღებ­დნენ.

- კი­ევ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ში­შის მო­მენ­ტი არ გქონ­და, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­დი­ო­დი?

- როცა ქმარ­თან ერ­თად ვარ, არაფ­რის მე­ში­ნია. ის ჩემ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი საყ­რდე­ნია და თუ რა­ი­მე ისეთ საფრ­თხეს ვიგ­რძნობ­დით, რა­საც ვერ გა­ვუძ­ლებ­დი, უკან წა­მო­მიყ­ვან­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რი შეგ­ვხე­ბია, მო­რა­ლუ­რად კი, რა თქმა უნდა, ჩვენც მხარ­ში ვე­დე­ქით მე­გობ­რებს.

- პრო­ექ­ტში მოხ­ვედ­რამ­დე, ოდეს­მე კი­ევ­ში თუ გქო­ნია კონ­ცერ­ტი?

- კი, 1-2 კონ­ცერ­ტი მქონ­და ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ კლუბ­ში, სა­დაც ჩემი მე­გო­ბა­რი, ძა­ლი­ან მა­გა­რი მუ­სი­კო­სე­ბი უკ­რა­ვენ.

- "ვო­ის­ში" ქარ­თულ სიმ­ღე­რას თუ შე­ას­რუ­ლებ?

- აუ­ცი­ლებ­ლად, ოღონდ, ჯერ ვერ გა­ვამ­ხელ, რო­დის რა იქ­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლებს ქარ­თვე­ლე­ბი ისე­ვე უყ­ვართ, რო­გორც ჩვენ - ისი­ნი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გად იცი­ან ჩვე­ნი სიმ­ღე­რის სიღ­რმე და სუ­ლი­ე­რე­ბა, მე კი რა­საც ვმღე­რი, ყო­ველ­თვის გუ­ლით ვმღე­რი.

- კონ­კურ­სებს მღელ­ვა­რე­ბა და ემო­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს. ორ­სუ­ლო­ბის დროს ასეთ საქ­მეს­თან შე­ჭი­დე­ბა რთუ­ლი არ არის?

- მარ­თა­ლია, სა­სი­ა­მოვ­ნოდ დამ­ღლე­ლი საქ­მეა, მაგ­რამ 7 თვის ორ­სუ­ლის­თვის, ეს მა­ინც რთუ­ლია... კონ­კურ­სან­ტებ­თან ვმე­გობ­რობ, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. თბი­ლის­ში რომ ვი­ყა­ვი, სულ მწერ­დნენ: რას შვრე­ბი, რო­დის ჩა­მოხ­ვა­ლო? თან, ფეხ­მძი­მედ რომ ვარ, ჩემ მი­მართ უფრო მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან.

- რო­გორ ფიქ­რობ, შენი ფეხ­მძი­მო­ბა ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს?

- არა მგო­ნია, ასე მოხ­დეს. სიმ­ღე­რა რომ არ შე­მეძ­ლოს, პრო­ექ­ტში ხომ არ ამიყ­ვან­დნენ? "ვო­ის­ში" მოხ­ვედ­რა სურ­და გო­გო­ნას, რო­მელ­საც სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, ქმარ­მა კი მი­ა­ტო­ვა. მოკ­ლედ, ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ვერ იმ­ღე­რა და პრო­ექ­ტში არ აიყ­ვა­ნეს. თუ ვერ იმ­ღე­რებ, სხვას ფეხ­მძი­მო­ბით ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ფა­რავ.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ფეხმძიმე მეგი გოგიტიძე უკრაინულ "ვოისში" გამარჯვებისთვის იბრძვის

ფეხმძიმე მეგი გოგიტიძე უკრაინულ "ვოისში" გამარჯვებისთვის იბრძვის

მომღერალი მეგი გოგიტიძე საზოგადოებამ პროექტიდან - "ვარსკვლავების აკადემია" გაიცნო, დღესდღეობით კი მისი ნამღერი ბევრს მოსწონს და უკრაინული "ვოისის" "ბრმა კასტინგზე" ფეხმძიმე მეგის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ, მან რამდენიმე ეტაპი გადალახა და ახლა უფრო სერიოზული "შეტევისთვის" ემზადება.

- მეგი, პირველ რიგში, გილოცავ უკრაინულ "ვოისში" მნიშვნელოვანი ეტაპების გადალახვას.

- დიდი მადლობა. "ბრმა კასტინგის" შემდეგ, რომლის ვიდეოც ქართველებმა ინტერნეტის მეშვეობით იხილეთ, "რინგსა" და "ნოკაუტში" გამოსვლამაც წარმატებით ჩაიარა. სხვათა შორის, "ბრმა კასტინგზე" ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი. საკმაოდ ვინერვიულე, სიმღერაც არასწორად შევარჩიე და საკუთარ თავთან რაღაც პრეტენზიებიც მაქვს, - როგორც მე მინდოდა, ისე ვერ გამოვედი. მანამდე "ყვავილების ქვეყანა" შევასრულე და ძალიან მოეწონათ. "რინგზე" მე და ჩემმა მოპაექრემ ერთი და იგივე სიმღერა შევასრულეთ, "ტრენერმა" კი არჩევანი ჩემზე გააკეთა.

- ჟიურის ერთ-ერთი წევრი თამრიკო გვერდწითელია, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულო და საამაყოა.

- დიახ, მეამაყება, რომ ასეთი სერიოზული პროექტის ჟიურიში ქართველი მომღერალიც არის. თამრიკო გვერდწითელი შესანიშნავი ადამიანია. თავიდან, "ვოისის" გვერდი რომ შევავსე, არ ვიცოდი, ჟიურიში ვინ იქნებოდა და როცა ქალბატონი თამრიკო დავინახე, ძალიან გამიხარდა.

- რატომ გადაწყვიტე, უკრაინულ პროექტში გეცადა ბედი?

- უკრაინა საკმაოდ ახლოს არის საქართველოსთან. ვიცოდი, იქ წასვლას უპრობლემოდ შევძლებდი და ამიტომაც გადავწყვიტე, ბედი სწორედ იქაურ მუსიკალურ კონკურსში მეცადა. თანაც, ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს. მე და ჩემმა მეუღლემ წასვლა ერთად გადავწყვიტეთ. ჩემთვის საინტერესო იყო, უკრაინელები როგორ მიმიღებდნენ.

- კიევში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, შიშის მომენტი არ გქონდა, როცა საქართველოდან მიდიოდი?

- როცა ქმართან ერთად ვარ, არაფრის მეშინია. ის ჩემთვის სერიოზული საყრდენია და თუ რაიმე ისეთ საფრთხეს ვიგრძნობდით, რასაც ვერ გავუძლებდი, უკან წამომიყვანდა. საბედნიეროდ, ფიზიკურად არაფერი შეგვხებია, მორალურად კი, რა თქმა უნდა, ჩვენც მხარში ვედექით მეგობრებს.

- პროექტში მოხვედრამდე, ოდესმე კიევში თუ გქონია კონცერტი?

- კი, 1-2 კონცერტი მქონდა ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში, სადაც ჩემი მეგობარი, ძალიან მაგარი მუსიკოსები უკრავენ.

- "ვოისში" ქართულ სიმღერას თუ შეასრულებ?

- აუცილებლად, ოღონდ, ჯერ ვერ გავამხელ, როდის რა იქნება. უკრაინელებს ქართველები ისევე უყვართ, როგორც ჩვენ - ისინი და აქედან გამომდინარე, კარგად იციან ჩვენი სიმღერის სიღრმე და სულიერება, მე კი რასაც ვმღერი, ყოველთვის გულით ვმღერი.

- კონკურსებს მღელვარება და ემოციები ყოველთვის თან ახლავს. ორსულობის დროს ასეთ საქმესთან შეჭიდება რთული არ არის?

- მართალია, სასიამოვნოდ დამღლელი საქმეა, მაგრამ 7 თვის ორსულისთვის, ეს მაინც რთულია... კონკურსანტებთან ვმეგობრობ, კარგი ადამიანები არიან. თბილისში რომ ვიყავი, სულ მწერდნენ: რას შვრები, როდის ჩამოხვალო? თან, ფეხმძიმედ რომ ვარ, ჩემ მიმართ უფრო მეტად ყურადღებიანები არიან.

- როგორ ფიქრობ, შენი ფეხმძიმობა ჟიურის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას იქონიებს?

- არა მგონია, ასე მოხდეს. სიმღერა რომ არ შემეძლოს, პროექტში ხომ არ ამიყვანდნენ? "ვოისში" მოხვედრა სურდა გოგონას, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, ქმარმა კი მიატოვა. მოკლედ, ტრაგიკული ცხოვრების მქონე ადამიანი იყო, მაგრამ ვერ იმღერა და პროექტში არ აიყვანეს. თუ ვერ იმღერებ, სხვას ფეხმძიმობით ვერანაირად ვერ გადაფარავ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება