Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა ანთიმოზის პირველი კომენტარი სამებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ - "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია"
მამა ანთიმოზის პირველი კომენტარი სამებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ - "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია"

ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ასა­ხუ­ლია ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­აღ­დგო­მო წირ­ვი­სას სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მოღ­ვა­წე არ­ქი­მან­დრიტ მამა ან­თი­მოზ­სა (ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი) და სამ­თავ­რო­ბო დაც­ვის წევ­რს შო­რის მოხ­და. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მამა ან­თი­მოზს და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- ეს ფაქ­ტი მარ­თლაც მოხ­და და აქ არა­ფე­რია და­სა­მა­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე იყო მო­სუ­ლი, რო­მელ­საც კარ­გად ვიც­ნობ. იმ კარ­ში, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი შე­დი­ოდ­ნენ, იდგა სამ­თავ­რო­ბო დაც­ვა (მე­ო­რე კა­რიც ღია იყო, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, მაგ­რამ იქ ისე­თი ჭედ­ვა იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ შე­ვი­დო­და ადა­მი­ა­ნი) და ვთხო­ვე, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო შე­მო­უშ­ვით, რად­გან პატ­რი­არ­ქის სტუ­მა­რია-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­პა­სუ­ხეს, ჩვენ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებს არ ვუშ­ვებ­თო და ამა­ზე გავ­ბრაზ­დი. ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ორ­ჯერ იყო პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და რო­გო­რაა უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. სწო­რედ ამას მოჰ­ყვა ინ­ცი­დენ­ტი. მერე პატ­რი­არ­ქთან შე­ვე­დი, ვუ­თხა­რი ეს ამ­ბა­ვი და უწ­მინ­დესს ძა­ლი­ან ეწყი­ნა. ბო­ლოს მე­ო­რე კა­რი­დან შე­მო­ვიყ­ვა­ნე ქალ­ბა­ტო­ნი ნინო და სა­თა­ნა­დო ად­გი­ლიც მო­ვუ­ძებ­ნე, რო­გორც პატ­რი­არ­ქმა მა­კურ­თხა.. ეს იყო და ეს. ისე გა­ავ­რცე­ლეს ეს ვი­დეო, თით­ქოს ვჩხუ­ბობ, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი ჩხუ­ბი იქ არ ყო­ფი­ლა. გა­სა­გე­ბია, რომ წეს­რიგს იცავ, მაგ­რამ ცოტა უნდა ერ­კვე­ო­დე, რა გე­ვა­ლე­ბა, ვინ შე­უშ­ვა და ვინ არა.

- კად­რებ­ში ის­მის, რომ თქვენ ამ­ბობთ - "ეს ჩემი ტა­ძა­რია..."

- დაც­ვამ მი­თხრა, აქ წეს­რიგს ვამ­ყა­რე­ბო და მეც სა­პა­სუ­ხოდ ვუ­თხა­რი, რომ ეს ტა­ძა­რი ჩე­მია, ჩემი სახ­ლია-მეთ­ქი. სა­კუთ­რივ ჩემი კი არა, უბ­რა­ლოდ ამ ტა­ძარ­ში მე ვმსა­ხუ­რობ-მეთ­ქი, თო­რემ ტა­ძა­რი უფ­ლი­საა. გა­ავ­რცე­ლეს, თით­ქოს ვი­გი­ნე­ბი კი­დეც, მაგ­რამ ღვთის წი­ნა­შე ვამ­ბობ, არ შე­მი­გი­ნია, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან გავ­ნერ­ვი­ულ­დი, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­მამ­შვი­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები

მამა ანთიმოზის პირველი კომენტარი სამებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ - "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია"

მამა ანთიმოზის პირველი კომენტარი სამებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ - "ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია"

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ინციდენტი, რომელიც სააღდგომო წირვისას სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწე არქიმანდრიტ მამა ანთიმოზსა (ბიჩინაშვილი) და სამთავრობო დაცვის წევრს შორის მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით მამა ანთიმოზს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს ფაქტი მართლაც მოხდა და აქ არაფერია დასამალი. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იყო მოსული, რომელსაც კარგად ვიცნობ. იმ კარში, საიდანაც მხოლოდ მთავრობის წევრები შედიოდნენ, იდგა სამთავრობო დაცვა (მეორე კარიც ღია იყო, რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგრამ იქ ისეთი ჭედვა იყო, ფაქტობრივად ვერ შევიდოდა ადამიანი) და ვთხოვე, ქალბატონი ნინო შემოუშვით, რადგან პატრიარქის სტუმარია-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, ჩვენ უბრალო მოქალაქეებს არ ვუშვებთო და ამაზე გავბრაზდი. ქალბატონი ნინო ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარე და როგორაა უბრალო მოქალაქე-მეთქი, ვუთხარი. სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი. მერე პატრიარქთან შევედი, ვუთხარი ეს ამბავი და უწმინდესს ძალიან ეწყინა. ბოლოს მეორე კარიდან შემოვიყვანე ქალბატონი ნინო და სათანადო ადგილიც მოვუძებნე, როგორც პატრიარქმა მაკურთხა.. ეს იყო და ეს. ისე გაავრცელეს ეს ვიდეო, თითქოს ვჩხუბობ, მაგრამ არავითარი ჩხუბი იქ არ ყოფილა. გასაგებია, რომ წესრიგს იცავ, მაგრამ ცოტა უნდა ერკვეოდე, რა გევალება, ვინ შეუშვა და ვინ არა.

- კადრებში ისმის, რომ თქვენ ამბობთ - "ეს ჩემი ტაძარია..."

- დაცვამ მითხრა, აქ წესრიგს ვამყარებო და მეც საპასუხოდ ვუთხარი, რომ ეს ტაძარი ჩემია, ჩემი სახლია-მეთქი. საკუთრივ ჩემი კი არა, უბრალოდ ამ ტაძარში მე ვმსახურობ-მეთქი, თორემ ტაძარი უფლისაა. გაავრცელეს, თითქოს ვიგინები კიდეც, მაგრამ ღვთის წინაშე ვამბობ, არ შემიგინია, სიმართლე გითხრათ, ძალიან გავნერვიულდი, მაგრამ ქალბატონმა ნინომ დამამშვიდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"