პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორედ თუ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას, ხელისუფლება მომკლავს"
"მეორედ თუ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას, ხელისუფლება მომკლავს"

"ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკო ლო­მი­ნა­ძის შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გია გვი­ჩი­ა­ნი ახა­ლი ვერ­დიქ­ტის მო­ლო­დინ­შია. მისი საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში ახა­ლაღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, თა­ვი­დან გა­ნი­ხი­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში მოკ­ლეს ნიკო ლო­მი­ნა­ძე. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლო­ბა ლო­მი­ნა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. ბრალ­დე­ბუ­ლი, "თბილ­გა­ზის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, გია გვი­ჩი­ა­ნი წლე­ბია, იბ­რძვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. იგი 2006 წლის 7 მარ­ტი­დან იხ­დის სას­ჯელს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნიკო ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა გა­უხ­სნე­ლად გა­მო­ა­ცხა­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­რო­დან შე­მო­სუ­ლი დას­კვნა საქ­მე­ში არ იდო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­მო­ი­რი­ცხა თი­თის ანა­ბეჭდსა და სი­გა­რე­ტის ნამ­წვზე, მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დნმ-ის არ­სე­ბო­ბა. საქ­მეს ასე­ვე არ და­ერ­თო 2006 წლის 8 თე­ბერ­ვლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დას­კვნა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში წარ­დგე­ნილ მა­სა­ლა­ზე, თმი­სა და ბოჭ­კო­ე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა და კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ დას­კვნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის გა­რე­შე, 2006 წლის 15 აგ­ვის­ტოს, საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ისე გა­მო­ი­ტა­ნეს, რომ საქ­მე­ში ბრა­ლე­უ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­დაო, - ამ­ბობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის დროს და გა­მო­ძი­ე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მუხ­ლი­თაც და­ი­წყო.

ნიკო ლო­მი­ნა­ძის ოჯა­ხის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ისი­ნი დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ მკვლე­ლო­ბა გია გვი­ჩი­ა­ნის დაკ­ვე­თით მოხ­და და ამ საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი შეკ­ვე­თის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან. ოჯახ­მა ეს პო­ზი­ცია არა­ერ­თხელ და­ა­ფიქ­სი­რა.

ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ზი­ცია ისევ შეც­ვა­ლა და გია გვი­ჩი­ანს დამ­ნა­შა­ვედ აცხა­დებს. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი კი აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვა­ში მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ახ­ლან­დელ მო­ად­გი­ლეს, ირაკ­ლი შო­თა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებს. სწო­რედ ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში, როცა გვი­ჩი­ან­სა და ჩე­მი­ას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ცი­ხი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­და გია გვი­ჩი­ა­ნი და საქ­მის ირ­გვლივ არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

გია გვი­ჩი­ა­ნი:

- მგო­ნი, უკვე მე­ო­რედ მო­მის­ჯი­ან სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას და ამას არ შე­ვე­გუ­ე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო: 2005 წლის 10 ნო­ემ­ბერს, სოდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კრი­მი­ნა­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვის დროს და­ა­კა­ვეს, 250 აბი სუ­ბუ­ტექ­სი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ეს მის­თვის მე-7 ნა­სა­მარ­თლო­ბა იყო, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, ცი­ხი­დან 2 თვის გა­მო­სუ­ლი, უკან შებ­რუნ­და. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის პო­ლი­ტი­კა ჰქონ­და. ეტყო­ბა, ნო­დარ გვი­ჩი­ანს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ნა­ნა­ხი ჰქონ­და, 2003 წელს 3 დღით უკა­ნო­ნოდ რომ და­მა­კა­ვეს. მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ ნიკო ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი იყო ფი­ნან­სურ საქ­მე­ზე ცალ­კე წარ­მო­ე­ბა და ამ საქ­მის გამო და­მა­კა­ვეს. ნო­დარ გვი­ჩი­ან­მა ცი­ხი­დან თა­ვის და­საღ­წე­ვად საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ითხო­ვა, იც­რუა, თით­ქოს ჩვენ ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. 2005 წლის 5 დე­კემ­ბერს ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას, თით­ქოს ჩემს სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა ლო­მი­ნა­ძის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში. ამის შემ­დეგ თით­ქოს და­უ­კავ­შირ­და ნაც­ნობს, ნიკა ჩე­მი­ას, რო­მელ­მაც 20.000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა მკვლე­ლო­ბის­თვის. შემ­დეგ თით­ქოს ჩე­მია უკან დას­დევ­და ლო­მი­ნა­ძეს და მკვლე­ლო­ბას ამ­ზა­დებ­და. 2 კვი­რა­ში თით­ქოს ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი 5-6 ჯერ შეხ­ვდა ჩე­მი­ას და ეც­ნო­ბო­და საქ­მის დე­ტა­ლებს. 13 აგ­ვის­ტოს ნიკა ჩე­მი­ამ მე­გობ­რე­ბი - პა­პა­ჩაშ­ვი­ლი და ხერ­კი­ლა­ძე და­იხ­მა­რა. კარ­თან დახ­ვდნენ ნიკო ლო­მი­ნა­ძეს, ია­რა­ღის მუ­ქა­რით უკან შე­აბ­რუ­ნეს და მოკ­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბამ ეს ჩვე­ნე­ბა არც კი გა­და­ა­მოწ­მა, ისე გა­უშ­ვა ცი­ხი­დან ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი. ჩემი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ი­წყეს ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა.

- რა გა­ირ­კვა?

- აღ­მოჩ­ნდა, რომ ნიკა ჩე­მია სი­ნამ­დვი­ლე­ში კი­ლე­რი კი არ იყო, მან­ქა­ნე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­და გერ­მა­ნი­ი­დან და თვე­ში ორ­ჯერ ას­წრებ­და გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლას. წე­სით, იმ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიკა ჩე­მია, ნიკო ლო­მი­ნა­ძე და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი თბი­ლის­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. გა­ირ­კვა, რომ გვი­ჩი­ა­ნის მიერ მი­თი­თე­ბულ დღე­ებ­ში ჩე­მია გერ­მა­ნი­ა­ში იყო და მხო­ლოდ 10 აგ­ვის­ტოს დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში. 10 და 11 აგ­ვის­ტოს ნიკო ლო­მი­ნა­ძე გუ­რი­ა­ში გახ­ლდათ, მხო­ლოდ 12 აგ­ვის­ტოს იყ­ვნენ ჩე­მია და ლო­მი­ნა­ძე ერ­თდრო­უ­ლად თბი­ლის­ში. მათი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის ანა­ლი­ზით, ან­ძე­ბის მი­ხედ­ვით დად­გე­ნი­ლია, იმ დღე­საც არა­ნა­ი­რი გა­დაკ­ვე­თა და შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ ერ­თმა­ნეთ­თან. ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, თა­ვად ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი, 24 ივ­ლი­სი­დან 24 აგ­ვის­ტომ­დე ბა­თუმ­ში იყო და არც ნიკა ჩე­მი­ას შეხ­ვედ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ვერც მათი 5 შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბო­და აგ­ვის­ტო­ში. ეს ფაქ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა შე­თხზუ­ლია. რა ექნა გა­მო­ძი­ე­ბას, ჩიხ­ში შე­სუ­ლი, გა­უ­რიგ­და კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბულს, ხერ­კი­ლა­ძეს. მას ათ­ქმე­ვი­ნა, ნიკა ჩე­მი­ამ ამ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ორი კვი­რა კი არა, თვე, თვე-ნა­ხე­ვა­რი მო­ან­დო­მაო, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ 27 ივ­ნისს ნიკა ლო­მი­ნა­ძე სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და და თბი­ლის­ში 22 ივ­ლისს დაბ­რუნ­და. ნიკა ჩე­მია კი 23 ივ­ლისს გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ესეც რომ არ და­ემ­თხვა, ხერ­კი­ლა­ძემ კვლავ სცა­და, შეკ­ვე­თის თა­რი­ღის უკან გა­და­ტა­ნა, ივ­ნის­ში, მაგ­რამ არც ეს გა­მო­ად­გათ. აღ­მოჩ­ნდა, ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი მი­თი­თე­ბულ დროს ცი­ხე­ში იყო და ის ცი­ხი­დან 3 ივ­ლისს გა­მო­ვი­და. თე­ო­რი­უ­ლად, შეკ­ვე­თის მი­ცე­მა და ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და 3 ივ­ლი­სი­დან 13 აგ­ვის­ტომ­დე მომ­ხდა­რი­ყო. ნიკა ჩე­მია და ნიკო ლო­მი­ნა­ძე ერ­თდრო­უ­ლად თბი­ლის­ში მხო­ლოდ ერთ დღეს, 12 აგ­ვის­ტოს იყ­ვნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ­ხე­ლა მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა ერთ დღე­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სა­სა­მარ­თლომ სა­ერ­თოდ გვერ­დი აუ­ა­რა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს და ისე გაგ­ვა­სა­მარ­თლეს, არც კი გა­ნუ­ხი­ლავთ ეს. გარ­და ამი­სა, ჩე­მი­ას აქვს უტყუ­ა­რი ალი­ბი, მო­ბი­ლუ­რის ან­ძით დად­გე­ნი­ლია, რომ 13 აგ­ვის­ტოს ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის დი­ლას, 8 სა­ათ­სა და 20 წუთ­ზე, იგი მა­ტა­რებ­ლით წა­ვი­და ბა­თუმ­ში, იქი­დან გა­დაკ­ვე­თა სარ­ფის სა­ზღვა­რი და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა მო­რი­გი მან­ქა­ნის ჩა­მო­საყ­ვა­ნად. ნო­დარ გვი­ჩი­ანს გა­მო­ძი­ე­ბამ 9-ჯერ შე­აც­ვლე­ვი­ნა ჩვე­ნე­ბა და ძა­ლი­ან ბევ­რი არ­სე­ბი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა. ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბე­ბია ხერ­კი­ლა­ძი­სა და პა­პა­ჩაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბებ­ში. პირ­ველ 3 ჩვე­ნე­ბა­ში ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ნიკა ჩე­მია მუდ­მი­ვად უკავ­შირ­დე­ბო­და მას ტე­ლე­ფო­ნით, ნო­მერ­საც უთი­თებს, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ მათ არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს ჩვე­ნე­ბა შე­აც­ვლე­ვი­ნა ნო­დარ გვი­ჩი­ანს და ათ­ქმე­ვი­ნა, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნე­თის ტე­ლე­ფონ­ზე არ დაგ­ვე­რე­კაო. გვი­ჩი­ა­ნი ამ­ბობ­და, მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ით თბი­ლის­ში, სახ­ლში ყოფ­ნის დროს გა­ვი­გე, მივ­ხვდი, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა შე­ას­რუ­ლეს შეკ­ვე­თა. ტე­ლე­ფო­ნით მათ რომ ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი, პა­პა­ჩაშ­ვი­ლის სახ­ლთან, ბახ­ტრი­ონ­ზე მი­ვე­დი, ქუ­ჩი­დან და­ვუ­ძა­ხე, მის­მა ცოლ­მა გად­მო­ი­ხე­და და მი­თხრა, რომ გია პა­პა­ჩაშ­ვი­ლი სახ­ლში არ იყო. მერე გა­ვი­გე, მკვლე­ლო­ბის დღეს სა­მი­ვემ ქა­ლა­ქი და­ტო­ვაო.

- აქ რა არის შე­უ­სა­ბა­მო?

- გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და იმ პე­რი­ოდ­ში, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ შე­აც­ვლე­ვი­ნეს ჩვე­ნე­ბა. მერ­ვე ჩვე­ნე­ბა­ში და­ა­წე­რი­ნეს, მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ბა­თუმ­ში გა­ვი­გე, ტე­ლე­ვი­ზი­ი­თო. ესეც შეც­ვა­ლა სა­სა­მარ­თლო­ში და თქვა, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ჩე­მი­ამ ტე­ლე­ფო­ნით შე­მა­ტყო­ბი­ნაო. ასე­თი დე­ტა­ლე­ბი საქ­მე­ში ათა­სამ­დეა, ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მაქვს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მის­ჯი­ლი. დღე­ვან­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რაც იმა­ვეს აკე­თებს. მას შემ­დეგ, რაც ჩემი საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ირაკ­ლი შო­თა­ძე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ზი­ცია ისევ შეც­ვა­ლა და ახლა უკვე მე­ო­რედ აპი­რე­ბენ ჩემ­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბის მოს­ჯას.

- ბა­ტო­ნო გია, ნიკო ლო­მი­ნა­ძის ოჯახ­თან არა­ერ­თხელ მქო­ნია შეხ­ვედ­რა. მათი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია, ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ თქვენ ხართ დამ­ნა­შა­ვე. რო­გორ ფიქ­რობთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვის გა­მოვ­ლე­ნას არ მო­ი­თხოვ­დნენ?

- მათ საქ­მე არ შე­უს­წავ­ლი­ათ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვი­დან­ვე შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა ისი­ნი და და­ა­ჯე­რა ეს ვერ­სია. უფრო მე­ტიც, მათ ცრუ ჩვე­ნე­ბა მი­ა­ცე­მი­ნეს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, თით­ქოს ნიკო სახ­ლში ამ­ბობ­და, რომ გია გვი­ჩი­ან­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი. ამ სიც­რუ­ემ ჩემი და ნიკა ჩე­მი­ას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია, სა­სა­მარ­თლოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მა­მა­ჩემს გული გა­უს­კდა და ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლო­მი­ნა­ძე­ე­ბი დღეს მძევ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი ჩვე­ნე­ბის. მე მივ­მარ­თე კი­დეც სა­ჯა­როდ, მოკ­ლუ­ლის მა­მას, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ის გა­რე­მო­ე­ბა, რის გა­მოც სჯე­რა, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩემი ჩა­დე­ნი­ლია. ასე­თად მან ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო თქვენ­სა და ლო­მი­ნა­ძეს შო­რის?

- ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. მკვლე­ლო­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე, 10.000 დო­ლა­რი პრე­მია გა­მო­მი­წე­რა, ხელს აწერს ნიკო ლო­მი­ნა­ძე. ესეც ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ შო­რის ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. თუ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებ­და ლო­მი­ნა­ძე, მა­შინ ამ­ხე­ლა პრე­მი­ას გა­მო­მი­წერ­და? სად არის აქ ლო­გი­კა?

- თქვე­ნი აზ­რით, მა­შინ ვის უნდა მო­ეკ­ლა ლო­მი­ნა­ძე?

- ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან თი­თის ანა­ბეჭ­დი არის აღე­ბუ­ლი, მას მერე 10 წელი გა­ვი­და და ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვის ანა­ბეჭდს ადა­რე­ბენ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ვერ გა­ირ­კვა, ვისი ანა­ბეჭ­დია.

- რა ინ­ტე­რე­სი უნდა ჰქო­ნო­და ნო­დარ გვი­ჩი­ანს თქვე­ნი, რომ ამ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლი და­ებ­რა­ლე­ბი­ნა?

- ნო­დარ გვი­ჩი­ან­მა თავი გა­და­ირ­ჩი­ნა. კრი­მი­ნა­ლებს ჰქო­ნი­ათ გა­და­წყვე­ტი­ლი მისი მოკ­ვლა, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლამ­დე უც­დი­ათ კი­დეც, 2 თვე­ში უკან შე­აბ­რუ­ნეს. იცო­და, მოკ­ლავ­დნენ და გა­მო­ი­ყე­ნა მოს­მე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, შე­თხზა ტყუ­ი­ლი და ასე გა­მოძ­ვრა. ჩვენ ამ ოჯახ­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. 1992 წელს, ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის უფ­რო­სი ძმა ურ­თი­ერ­თსრო­ლი­სას მოკ­ლეს. მა­შინ ეს და­აბ­რა­ლეს ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის ქმარს, ის და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ 2 კვი­რა­ში გა­მო­ვი­და... ჩვე­ნი მა­მე­ბი წარ­მო­შო­ბით ერთი სოფ­ლი­დან არი­ან, მაგ­რამ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია.

- ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა მისი ძმა, ნუგ­ზარ გვი­ჩი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე თქვენ გამ­ხელ­დათ და ამ­ბობ­და, რომ თავ­დას­ხმის ინ­სცე­ნი­რე­ბა შე­უკ­ვე­თეთ. ის მა­ინც რა­ტომ და­გი­პი­რის­პირ­დათ?

- ეს ცალ­კე ამ­ბა­ვია. როცა და­მა­პა­ტიმ­რეს, სოდ-ის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი შემ­ხვდნენ და მათ ვუ­თხა­რი, - ეტყო­ბა, რა­ღაც გეშ­ლე­ბათ, არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ნო­დარ გვი­ჩი­ან­თან არ მაქვს, უფრო მე­ტიც, ვეჭ­ვობ, ის თავს და­მეს­ხა-მეთ­ქი. ამ ფაქ­ტამ­დე 8 თვით ადრე, ჩემ­ზე თავ­დას­ხმა და ჩემი გა­ტა­ცე­ბა ვი­ღა­ცებ­მა თე­ლა­სის წინ სცა­დეს. მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი და სრო­ლა ამი­ტე­ხეს. 6 ტყვია და­მი­ში­ნეს. ეჭვი მქონ­და, რომ ძმე­ბი, ნო­დარ და ნუგ­ზარ გვი­ჩი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ამა­ში გა­რე­უ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ნუგ­ზარ გვი­ჩი­ა­ნი ტე­ლე­ფონ­ზე მი­რე­კავ­და, კონ­ტაქ­ტზე გა­მოს­ვლას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ არ ვპა­სუ­ხობ­დი. ეს რომ ვთქვი სოდ-ში, იმა­ვე ღა­მით, "კუ­რი­ერ­ში" ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გა­მო­ვი­და და თქვა, ამ და­ნა­შა­უ­ლამ­დე გია გვი­ჩი­ან­მა ნო­დარ გვი­ჩი­ანს თა­ვის თავ­ზე თავ­დას­ხმის ინ­ცე­ნი­რე­ბა შე­უკ­ვე­თა და ამა­ში 5.000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დაო. ეტყო­ბა, სოდ-ში გა­და­წყვი­ტეს, რო­გორ­მე გა­ე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნათ ეს ამ­ბა­ვი და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს თა­ვი­ან­თი ვერ­სია გა­ახ­მო­ვა­ნე­ბი­ნეს. ამის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, მი­სუ­ლი­ყო ნო­დარ გვი­ჩი­ან­თან, რომ ეთ­ქვა ასე­თი რამ. იმ პე­რი­ოდ­ში ნო­და­რი ცი­ხე­ში იჯდა, ამი­ტომ აქ­ცენ­ტი გა­და­ი­ტა­ნეს მის ძმა­ზე, ნუგ­ზარ­ზე. მან მის­ცა ასე­თი ჩვე­ნე­ბა, თით­ქოს 5.000 დო­ლა­რი და ია­რა­ღი მი­ვე­ცი და მან მეს­რო­ლა. გა­მო­დის, გიჟი ვყო­ფილ­ვარ... ამის სა­ნაც­ვლოდ, ნუგ­ზარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა მი­ე­ღო. მას 27 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ეტყო­ბა მიხ­ვდნენ, ასეთ სა­შიშ დამ­ნა­შა­ვეს გა­რეთ ვერ გა­უშ­ვებ­დნენ, არა­და, ის მთა­ვა­რი მოწ­მე იყო სა­სა­მარ­თლო­ში და ხომ უნდა მო­ეყ­ვა­ნათ? იქ იტყო­და სი­მარ­თლეს. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს მისი ლიკ­ვი­და­ცია. გა­და­იყ­ვა­ნეს ცალ­კე სა­კან­ში და იმა­ვე ღა­მეს იპო­ვეს ჩა­მომ­ხრჩვა­ლი.

- რო­გორც მახ­სოვს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ხერ­კი­ლა­ძე­მაც აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, ისიც ტყუ­ის?

- ხერ­კი­ლა­ძემ ბო­დი­ში მო­მი­ხა­და და მი­თხრა, 25 წელს მაძ­ლე­ვენ სხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის და ეს რომ არ ვა­ღი­ა­რო, სხვა გზა არ მაქ­ვსო. მას თურ­ქი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და და­ყა­ჩა­ღე­ბუ­ლი და შე­მო­აკ­ვდა. თუ ამას აღი­ა­რებ­და, 5 წელს მი­უს­ჯიდ­ნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­ბობ­და, ნიკო ლო­მი­ნა­ძის სახ­ლი­დან გა­მოს­ვლას ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვე­ლო­დი­თო და სახ­ლის შე­სას­ვლე­ლი კა­რის ფერი არ იცო­და. მიც­ვა­ლე­ბულს გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და წი­თე­ლი პირ­სა­ხო­ცი, ის კი ამ­ბობ­და, ფერი ზუს­ტად არ მახ­სოვს, მგო­ნი ღია ფე­რის იყოო. კაცი მოკ­ლა და იმ სა­ში­ნელ სუ­რათს რა და­გა­ვი­წყებს? ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- თქვენ წლე­ბია აცხა­დებთ, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხართ, ახ­ლაც გე­ში­ნი­ათ, რომ ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა. თუ ამ­დე­ნი დარ­ღვე­ვაა საქ­მე­ში, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ვერ აღ­წევთ სა­მარ­თალს?

- 8 წე­ლია, ამა­ზე ფიქ­რის მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. მერ­წმუ­ნეთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე არის ტეს­ტი, საით მი­დის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. თუ ჩემი სი­მარ­თლე ვერ დამ­ტკიც­და, გახ­სოვ­დეთ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნი და­ა­პა­ტიმ­რონ ერთი კა­ცის გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მე სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ვარ და სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს დღე­საც გრძელ­დე­ბა. მივ­მარ­თავ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნოს ჩემი საქ­მე. ორი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გაჩ­ნდე­ბი­ან. დღეს ირაკ­ლი შო­თა­ძე მებ­რძვის, რად­გან ის არის დამ­ნა­შა­ვე ჩემს უკა­ნო­ნო და­პა­ტიმ­რე­ბა­ში და იცის, ამის გამო მას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს სა­სა­მარ­თლომ და სა­მუ­და­მოდ გა­მომ­კე­ტონ ცი­ხე­ში. მივ­მარ­თავ ირაკ­ლი შო­თა­ძეს, სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. მე­ო­რე­ჯერ თუ მო­მის­ჯი­ან სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას, ეს ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მომ­კლავს. ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ, მე­ო­რედ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მო­ვი­ხა­დო. მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს ბრძო­ლის სხვა ფორ­მე­ბიც, მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი ახლა არ მინ­და.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მეორედ თუ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას, ხელისუფლება მომკლავს"

"მეორედ თუ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას, ხელისუფლება მომკლავს"

"ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკო ლომინაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანი ახალი ვერდიქტის მოლოდინშია. მისი საქმე სასამართლოში ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო, თავიდან განიხილება.

შეგახსენებთ, 2002 წლის 13 აგვისტოს, საკუთარ ბინაში მოკლეს ნიკო ლომინაძე. გამოძიების მტკიცებით, მკვლელობა ლომინაძის საქმიანობას უკავშირდებოდა. ბრალდებული, "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი, გია გვიჩიანი წლებია, იბრძვის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. იგი 2006 წლის 7 მარტიდან იხდის სასჯელს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ ნიკო ლომინაძის მკვლელობა გაუხსნელად გამოაცხადა. პროკურატურის მტკიცებით, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროდან შემოსული დასკვნა საქმეში არ იდო, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა თითის ანაბეჭდსა და სიგარეტის ნამწვზე, მკვლელობის შემსრულებლების დნმ-ის არსებობა. საქმეს ასევე არ დაერთო 2006 წლის 8 თებერვლით დათარიღებული დასკვნა, ლაბორატორიაში წარდგენილ მასალაზე, თმისა და ბოჭკოების არარსებობისა და კვლევის ჩატარების შესახებ. ამ დასკვნების გამოკვლევის გარეშე, 2006 წლის 15 აგვისტოს, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ისე გამოიტანეს, რომ საქმეში ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდაო, - ამბობდა პროკურატურა არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს და გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების მუხლითაც დაიწყო.

ნიკო ლომინაძის ოჯახისთვის პრო­კურატურის განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო. ისინი დღემდე დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა და ამ საქმეზე გასამართლებული სხვა ბრალდებულები შეკვეთის შემსრულებლები არიან. ოჯახმა ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.

ახლა პროკურატურამ პოზიცია ისევ შეცვალა და გია გვიჩიანს დამნაშავედ აცხადებს. თავად ბრალდებული კი აღნიშნული მტკიცებულებების დამალვაში მთავარი პროკურორის ახლანდელ მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს ადანაშაულებს. სწორედ ის მონაწილეობდა სასამართლო პროცესებში, როცა გვიჩიანსა და ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ციხიდან დაგვიკავშირდა გია გვიჩიანი და საქმის ირგვლივ არსებულ დარღვევებზე გვესაუბრა.

გია გვიჩიანი:

- მგონი, უკვე მეორედ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას და ამას არ შევეგუები. ყველაფერი ასე დაიწყო: 2005 წლის 10 ნოემბერს, სოდ-ის თანამშრომლებმა კრიმინალი ნოდარ გვიჩიანი დიდი ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვის დროს დააკავეს, 250 აბი სუბუტექსი აღმოუჩინეს. ეს მისთვის მე-7 ნასამართლობა იყო, სამუდამო პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა, ციხიდან 2 თვის გამოსული, უკან შებრუნდა. იმ პერიოდში სააკაშვილის ხელისუფლებას საპროცესო გარიგების წახალისების პოლიტიკა ჰქონდა. ეტყობა, ნოდარ გვიჩიანს საინფორმაციო საშუალებებით ნანახი ჰქონდა, 2003 წელს 3 დღით უკანონოდ რომ დამაკავეს. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკო ლომინაძის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილი იყო ფინანსურ საქმეზე ცალკე წარმოება და ამ საქმის გამო დამაკავეს. ნოდარ გვიჩიანმა ციხიდან თავის დასაღწევად საპროცესო შეთანხმება ითხოვა, იცრუა, თითქოს ჩვენ ბიძაშვილები ვიყავით. 2005 წლის 5 დეკემბერს ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას, თითქოს ჩემს სამუშაო კაბინეტში ვთხოვე დახმარება ლომინაძის ლიკვიდაციაში. ამის შემდეგ თითქოს დაუკავშირდა ნაცნობს, ნიკა ჩემიას, რომელმაც 20.000 დოლარი მოითხოვა მკვლელობისთვის. შემდეგ თითქოს ჩემია უკან დასდევდა ლომინაძეს და მკვლელობას ამზადებდა. 2 კვირაში თითქოს ნოდარ გვიჩიანი 5-6 ჯერ შეხვდა ჩემიას და ეცნობოდა საქმის დეტალებს. 13 აგვისტოს ნიკა ჩემიამ მეგობრები - პაპაჩაშვილი და ხერკილაძე დაიხმარა. კართან დახვდნენ ნიკო ლომინაძეს, იარაღის მუქარით უკან შეაბრუნეს და მოკლეს. გამოძიებამ ეს ჩვენება არც კი გადაამოწმა, ისე გაუშვა ციხიდან ნოდარ გვიჩიანი. ჩემი დაკავების შემდეგ დაიწყეს ნოდარ გვიჩიანის ჩვენების გადამოწმება.

- რა გაირკვა?

- აღმოჩნდა, რომ ნიკა ჩემია სინამდვილეში კილერი კი არ იყო, მანქანები ჩამოჰყავდა გერმანიიდან და თვეში ორჯერ ასწრებდა გერმანიაში წასვლას. წესით, იმ 2 კვირის განმავლობაში ნიკა ჩემია, ნიკო ლომინაძე და ნოდარ გვიჩიანი თბილისში უნდა ყოფილიყვნენ. გაირკვა, რომ გვიჩიანის მიერ მითითებულ დღეებში ჩემია გერმანიაში იყო და მხოლოდ 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში. 10 და 11 აგვისტოს ნიკო ლომინაძე გურიაში გახლდათ, მხოლოდ 12 აგვისტოს იყვნენ ჩემია და ლომინაძე ერთდროულად თბილისში. მათი მობილური ტელეფონების ანალიზით, ანძების მიხედვით დადგენილია, იმ დღესაც არანაირი გადაკვეთა და შეხება არ ჰქონიათ ერთმანეთთან. ასევე დადგენილია, თავად ნოდარ გვიჩიანი, 24 ივლისიდან 24 აგვისტომდე ბათუმში იყო და არც ნიკა ჩემიას შეხვედრია. შესაბამისად, ვერც მათი 5 შეხვედრა შედგებოდა აგვისტოში. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ნოდარ გვიჩიანის ჩვენება შეთხზულია. რა ექნა გამოძიებას, ჩიხში შესული, გაურიგდა კიდევ ერთ ბრალდებულს, ხერკილაძეს. მას ათქმევინა, ნიკა ჩემიამ ამ მკვლელობის ორგანიზებას ორი კვირა კი არა, თვე, თვე-ნახევარი მოანდომაო, მაგრამ გაირკვა, რომ 27 ივნისს ნიკა ლომინაძე საზღვარგარეთ წავიდა და თბილისში 22 ივლისს დაბრუნდა. ნიკა ჩემია კი 23 ივლისს გერმანიაში გაემგზავრა. ესეც რომ არ დაემთხვა, ხერკილაძემ კვლავ სცადა, შეკვეთის თარიღის უკან გადატანა, ივნისში, მაგრამ არც ეს გამოადგათ. აღმოჩნდა, ნოდარ გვიჩიანი მითითებულ დროს ციხეში იყო და ის ციხიდან 3 ივლისს გამოვიდა. თეორიულად, შეკვეთის მიცემა და ორგანიზება შეიძლებოდა 3 ივლისიდან 13 აგვისტომდე მომხდარიყო. ნიკა ჩემია და ნიკო ლომინაძე ერთდროულად თბილისში მხოლოდ ერთ დღეს, 12 აგვისტოს იყვნენ. წარმოუდგენელია ამხელა მკვლელობის მომზადება ერთ დღეში. პროკურატურამ და სასამართლომ საერთოდ გვერდი აუარა ამ მნიშვნელოვან საკითხს და ისე გაგვასამართლეს, არც კი განუხილავთ ეს. გარდა ამისა, ჩემიას აქვს უტყუარი ალიბი, მობილურის ანძით დადგენილია, რომ 13 აგვისტოს ლომინაძის მკვლელობის დილას, 8 საათსა და 20 წუთზე, იგი მატარებლით წავიდა ბათუმში, იქიდან გადაკვეთა სარფის საზღვარი და გერმანიაში გაემგზავრა მორიგი მანქანის ჩამოსაყვანად. ნოდარ გვიჩიანს გამოძიებამ 9-ჯერ შეაცვლევინა ჩვენება და ძალიან ბევრი არსებითი წინააღმდეგობაა. ასევე განსხვავებებია ხერკილაძისა და პაპაჩაშვილის ჩვენებებში. პირველ 3 ჩვენებაში ნოდარ გვიჩიანი ამბობს, რომ ნიკა ჩემია მუდმივად უკავშირდებოდა მას ტელეფონით, ნომერსაც უთითებს, მაგრამ გაირკვა, რომ მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ. პროკურატურამ ეს ჩვენება შეაცვლევინა ნოდარ გვიჩიანს და ათქმევინა, შეთანხმებული ვიყავით, ერთმანეთის ტელეფონზე არ დაგვერეკაო. გვიჩიანი ამბობდა, მკვლელობის ფაქტი ტელევიზიით თბილისში, სახლში ყოფნის დროს გავიგე, მივხვდი, ჩემმა მეგობრებმა შეასრულეს შეკვეთა. ტელეფონით მათ რომ ვერ დავუკავშირდი, პაპაჩაშვილის სახლთან, ბახტრიონზე მივედი, ქუჩიდან დავუძახე, მისმა ცოლმა გადმოიხედა და მითხრა, რომ გია პაპაჩაშვილი სახლში არ იყო. მერე გავიგე, მკვლელობის დღეს სამივემ ქალაქი დატოვაო.

- აქ რა არის შეუსაბამო?

- გამოძიებით დადგინდა, რომ ნოდარ გვიჩიანი ბათუმში იმყოფებოდა იმ პერიოდში, ამიტომ სასწრაფოდ შეაცვლევინეს ჩვენება. მერვე ჩვენებაში დააწერინეს, მკვლელობის შესახებ ბათუმში გავიგე, ტელევიზიითო. ესეც შეცვალა სასამართლოში და თქვა, რომ მკვლელობის ფაქტი ჩემიამ ტელეფონით შემატყობინაო. ასეთი დეტალები საქმეში ათასამდეა, ასეთი აბსურდული ჩვენების საფუძველზე მაქვს სამუდამო პატიმრობა მისჯილი. დღევანდელი პროკურატურაც იმავეს აკეთებს. მას შემდეგ, რაც ჩემი საქმის გამომძიებელი, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, პროკურატურამ პოზიცია ისევ შეცვალა და ახლა უკვე მეორედ აპირებენ ჩემთვის სამუდამო პატიმრობის მოსჯას.

- ბატონო გია, ნიკო ლომინაძის ოჯახთან არაერთხელ მქონია შეხვედრა. მათი პოზიცია უცვლელია, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თქვენ ხართ დამნაშავე. როგორ ფიქრობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალური დამნაშავის გამოვლენას არ მოითხოვდნენ?

- მათ საქმე არ შეუსწავლიათ, პროკურატურამ თავიდანვე შეცდომაში შეიყვანა ისინი და დააჯერა ეს ვერსია. უფრო მეტიც, მათ ცრუ ჩვენება მიაცემინეს ჩემს წინააღმდეგ, თითქოს ნიკო სახლში ამბობდა, რომ გია გვიჩიანთან ჰქონდა პრობლემები. ამ სიცრუემ ჩემი და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა გამოიწვია, სასამართლოს მიმდინარეობისას მამაჩემს გული გაუსკდა და ინფარქტით გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ლომინაძეები დღეს მძევლები არიან თავიანთი ჩვენების. მე მივმართე კიდეც საჯაროდ, მოკლულის მამას, დაესახელებინა ის გარემოება, რის გამოც სჯერა, რომ დანაშაული ჩემი ჩადენილია. ასეთად მან ნოდარ გვიჩიანის ჩვენება დაასახელა.

- როგორი ურთიერთობა იყო თქვენსა და ლომინაძეს შორის?

- ინტენსიური ურთიერთობა არ გვქონია. მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, 10.000 დოლარი პრემია გამომიწერა, ხელს აწერს ნიკო ლომინაძე. ესეც ადასტურებს, რომ ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობა იყო. თუ ჩემს წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა ლომინაძე, მაშინ ამხელა პრემიას გამომიწერდა? სად არის აქ ლოგიკა?

- თქვენი აზრით, მაშინ ვის უნდა მოეკლა ლომინაძე?

- ამაზე პასუხი არ მაქვს. შემთხვევის ადგილიდან თითის ანაბეჭდი არის აღებული, მას მერე 10 წელი გავიდა და ყველა დაკავებული დამნაშავის ანაბეჭდს ადარებენ, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ვერ გაირკვა, ვისი ანაბეჭდია.

- რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ნოდარ გვიჩიანს თქვენი, რომ ამხელა დანაშაული დაებრალებინა?

- ნოდარ გვიჩიანმა თავი გადაირჩინა. კრიმინალებს ჰქონიათ გადაწყვეტილი მისი მოკვლა, ციხიდან გამოსვლამდე უცდიათ კიდეც, 2 თვეში უკან შეაბრუნეს. იცოდა, მოკლავდნენ და გამოიყენა მოსმენილი ინფორმაცია, შეთხზა ტყუილი და ასე გამოძვრა. ჩვენ ამ ოჯახთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. 1992 წელს, ნოდარ გვიჩიანის უფროსი ძმა ურთიერთსროლისას მოკლეს. მაშინ ეს დააბრალეს ჩემი ბიძაშვილის ქმარს, ის დააკავეს, მაგრამ 2 კვირაში გამოვიდა... ჩვენი მამები წარმოშობით ერთი სოფლიდან არიან, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ გვქონია.

- ციხეში გარდაიცვალა მისი ძმა, ნუგზარ გვიჩიანი, რომელიც ასევე თქვენ გამხელდათ და ამბობდა, რომ თავდასხმის ინსცენირება შეუკვეთეთ. ის მაინც რატომ დაგიპირისპირდათ?

- ეს ცალკე ამბავია. როცა დამაპატიმრეს, სოდ-ის გამომძიებლები შემხვდნენ და მათ ვუთხარი, - ეტყობა, რაღაც გეშლებათ, არანაირი ურთიერთობა ნოდარ გვიჩიანთან არ მაქვს, უფრო მეტიც, ვეჭვობ, ის თავს დამესხა-მეთქი. ამ ფაქტამდე 8 თვით ადრე, ჩემზე თავდასხმა და ჩემი გატაცება ვიღაცებმა თელასის წინ სცადეს. მანქანაში ჩავჯექი და სროლა ამიტეხეს. 6 ტყვია დამიშინეს. ეჭვი მქონდა, რომ ძმები, ნოდარ და ნუგზარ გვიჩიანები იყვნენ ამაში გარეული. რამდენიმე თვით ადრე, ნუგზარ გვიჩიანი ტელეფონზე მირეკავდა, კონტაქტზე გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ არ ვპასუხობდი. ეს რომ ვთქვი სოდ-ში, იმავე ღამით, "კურიერში" ნანუკა ჟორჟოლიანი გამოვიდა და თქვა, ამ დანაშაულამდე გია გვიჩიანმა ნოდარ გვიჩიანს თავის თავზე თავდასხმის ინცენირება შეუკვეთა და ამაში 5.000 დოლარი გადაუხადაო. ეტყობა, სოდ-ში გადაწყვიტეს, როგორმე გაენეიტრალებინათ ეს ამბავი და ნანუკა ჟორჟოლიანს თავიანთი ვერსია გაახმოვანებინეს. ამის შემდეგ გამოძიება იძულებული იყო, მისულიყო ნოდარ გვიჩიანთან, რომ ეთქვა ასეთი რამ. იმ პერიოდში ნოდარი ციხეში იჯდა, ამიტომ აქცენტი გადაიტანეს მის ძმაზე, ნუგზარზე. მან მისცა ასეთი ჩვენება, თითქოს 5.000 დოლარი და იარაღი მივეცი და მან მესროლა. გამოდის, გიჟი ვყოფილვარ... ამის სანაცვლოდ, ნუგზარს თავისუფლება უნდა მიეღო. მას 27 წელი ჰქონდა მისჯილი. ეტყობა მიხვდნენ, ასეთ საშიშ დამნაშავეს გარეთ ვერ გაუშვებდნენ, არადა, ის მთავარი მოწმე იყო სასამართლოში და ხომ უნდა მოეყვანათ? იქ იტყოდა სიმართლეს. ამიტომ გადაწყვიტეს მისი ლიკვიდაცია. გადაიყვანეს ცალკე საკანში და იმავე ღამეს იპოვეს ჩამომხრჩვალი.

- როგორც მახსოვს, მკვლელობაში ბრალდებულმა ხერკილაძემაც აღიარა დანაშაული, ისიც ტყუის?

- ხერკილაძემ ბოდიში მომიხადა და მითხრა, 25 წელს მაძლევენ სხვა დანაშაულისთვის და ეს რომ არ ვაღიარო, სხვა გზა არ მაქვსო. მას თურქი მოქალაქე ჰყავდა დაყაჩაღებული და შემოაკვდა. თუ ამას აღიარებდა, 5 წელს მიუსჯიდნენ. წარმოიდგინეთ, ამბობდა, ნიკო ლომინაძის სახლიდან გამოსვლას ნახევარი საათი ველოდითო და სახლის შესასვლელი კარის ფერი არ იცოდა. მიცვალებულს გადაფარებული ჰქონდა წითელი პირსახოცი, ის კი ამბობდა, ფერი ზუსტად არ მახსოვს, მგონი ღია ფერის იყოო. კაცი მოკლა და იმ საშინელ სურათს რა დაგავიწყებს? ეს შეუძლებელია.

- თქვენ წლებია აცხადებთ, რომ უდანაშაულო ხართ, ახლაც გეშინიათ, რომ ძალაში დარჩება სამუდამო პატიმრობა. თუ ამდენი დარღვევაა საქმეში, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ აღწევთ სამართალს?

- 8 წელია, ამაზე ფიქრის მეტი არაფერი გამიკეთებია. მერწმუნეთ, აღნიშნული საქმე არის ტესტი, საით მიდის საქართველოს ხელისუფლება. თუ ჩემი სიმართლე ვერ დამტკიცდა, გახსოვდეთ, ხვალ შეიძლება ნებისმიერი თქვენგანი დააპატიმრონ ერთი კაცის გადაუმოწმებელი ჩვენების საფუძველზე. მე სააკაშვილის პოლიტპატიმარი ვარ და სამწუხაროა, რომ ეს დღესაც გრძელდება. მივმართავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს ჩემი საქმე. ორი უდანაშაულო ადამიანისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტპატიმრები გაჩნდებიან. დღეს ირაკლი შოთაძე მებრძვის, რადგან ის არის დამნაშავე ჩემს უკანონო დაპატიმრებაში და იცის, ამის გამო მას მოუწევს პასუხისგება. ამიტომ ყველაფერს აკეთებს, უკანონო გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ და სამუდამოდ გამომკეტონ ციხეში. მივმართავ ირაკლი შოთაძეს, საჯაროდ გამოაქვეყნოს, რა მტკიცებულება აქვს ჩემს წინააღმდეგ. მეორეჯერ თუ მომისჯიან სამუდამო პატიმრობას, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მომკლავს. ნამდვილად არ ვაპირებ, მეორედ სამუდამო პატიმრობა მოვიხადო. მოფიქრებული მაქვს ბრძოლის სხვა ფორმებიც, მაგრამ ამაზე საუბარი ახლა არ მინდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ