მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 ფაქტი ენერგეტიკულ და კოფეინის შემცველ სასმელებზე
9 ფაქტი ენერგეტიკულ და კოფეინის შემცველ სასმელებზე

ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ფე­ინს შე­ი­ცავს. შე­დე­გად, ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბი ახალ­გაზ­რდებს კო­ფე­ინ­ზე და­მო­კი­დე­ბულს ხდის. საფრ­თხე გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ მა­ტუ­ლობს, რო­დე­საც ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს ალ­კოჰოლ­თან, ან ნარ­კო­ტიკ­თან ერ­თად იღე­ბენ. კო­ფე­ინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს.

1. Substance Abuse and Mental Health Services Administration-ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 20 783 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი ალ­კოჰო­ლის გამო სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ეს რი­ცხვი 2007 წლის შემ­დეგ გა­ორ­მაგ­და.

2. ადა­მი­ა­ნე­ბის 42%-ს, ვი­საც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი ალ­კოჰოლ­თან და ნარ­კო­ტიკ­თან ჰქონ­და შე­ზა­ვე­ბუ­ლი.

3. კომ­პა­ნია FDA-ში (საკ­ვე­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია) და­ა­დას­ტუ­რეს, რომ შარ­შან მათ მი­ი­ღეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის 5 ცნო­ბა - სიკ­ვდი­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

4. ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის შე­დე­გად, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად 18-დან 25 წლამ­დე ახალ­გაზ­რდებს სჭირ­დე­ბათ.

5. ალ­კოჰო­ლის კო­ფე­ინ­თან შე­რე­ვით მომ­ხმა­რე­ბელს ისე­თი შეგ­რძნე­ბა და­ე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს ნაკ­ლე­ბად მთვრა­ლია, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის.

6. 2013 წელს ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის ინ­დუსტრი­ამ 10 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. მსგავ­სი სას­მე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად დიდ ქი­ლებ­ში იყი­დე­ბა.

7. ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბი გათ­ვლებს თი­ნე­ი­ჯე­რებ­სა და მო­ზარ­დებ­ზე აკე­თე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, იყე­ნე­ბენ როკ-მუ­სი­კის, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სუ­რა­თებს. მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდ ნა­წილს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, თუ რამ­დე­ნად დიდ დოზა კო­ფე­ინს იღე­ბენ.

8. მარ­თა­ლია ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ცო­ტაა მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­ბუ­თი, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათი პრო­დუქ­ტი აუმ­ჯო­ბე­სებს ფსი­ქი­კურ და ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

9. ამე­რი­კა­ში მდე­ბა­რე ჯან­მრთე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის SAMHSA-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყეს, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­უ­ა­რეს­დათ; მათი დას­კვნით, ამის მი­ზე­ზი კო­ფე­ი­ნის დიდი დო­ზაა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენტზე ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია inspiremalibu.com-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

9 ფაქტი ენერგეტიკულ და კოფეინის შემცველ სასმელებზე

9 ფაქტი ენერგეტიკულ და კოფეინის შემცველ სასმელებზე

ენერგეტიკული სასმელები დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს. შედეგად, ენერგეტიკული სასმელები ახალგაზრდებს კოფეინზე დამოკიდებულს ხდის. საფრთხე განსაკუთრებით მაშინ მატულობს, როდესაც ენერგეტიკულ სასმელს ალკოჰოლთან, ან ნარკოტიკთან ერთად იღებენ. კოფეინზე დამოკიდებულება ჯანმრთელობის კუთხით სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

1. Substance Abuse and Mental Health Services Administration-ის მონაცემების მიხედვით, 20 783 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პაციენტები ალკოჰოლის გამო სასწრაფოდ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ეს რიცხვი 2007 წლის შემდეგ გაორმაგდა.

2. ადამიანების 42%-ს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ენერგეტიკული სასმელი ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან ჰქონდა შეზავებული.

3. კომპანია FDA-ში (საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაცია) დაადასტურეს, რომ შარშან მათ მიიღეს გარდაცვალების 5 ცნობა - სიკვდილი ყველა შემთხვევაში ენერგეტიკული სასმელით იყო გამოწვეული.

4. ენერგეტიკული სასმელის შედეგად, სამედიცინო დახმარება ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სჭირდებათ.

5. ალკოჰოლის კოფეინთან შერევით მომხმარებელს ისეთი შეგრძნება დაეუფლება, თითქოს ნაკლებად მთვრალია, ვიდრე რეალურად არის.

6. 2013 წელს ენერგეტიკული სასმელების ინდუსტრიამ 10 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. მსგავსი სასმელები ძირითადად დიდ ქილებში იყიდება.

7. ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლები გათვლებს თინეიჯერებსა და მოზარდებზე აკეთებენ, შესაბამისად, იყენებენ როკ-მუსიკის, ექსტრემალური სპორტისა და სექსუალური ხასიათის სურათებს. მომხმარებელთა დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რამდენად დიდ დოზა კოფეინს იღებენ.

8. მართალია ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა მეცნიერული საბუთი, მაგრამ ენერგეტიკული სასმელების კომპანიებში ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქტი აუმჯობესებს ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას.

9. ამერიკაში მდებარე ჯანმრთელობის დეპარტამენტის განყოფილების SAMHSA-ს ინფორმაციით, უფროსი ასაკის ადამიანებს, რომელთაც ენერგეტიკული სასმელების მოხმარება დაიწყეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ; მათი დასკვნით, ამის მიზეზი კოფეინის დიდი დოზაა, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტზე ნეგატიურად მოქმედებს.

მომზადებულია inspiremalibu.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს