სოციალურ ქსელში კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის ბრალდებული იტალიის ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის ფოტო ვრცელდება, სადაც ის საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეს ასრულებს.
ყოფილ პრემიერს, საგადასახადო მაქინაციების გამო, ერთი წლით საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯეს.
ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ პოლიტიკოსს პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მისი ასაკის გამო ციხე შინა პატიმრობით ან საზოგადოებრივი სამუშაოთი უნდა შეეცვალათ. ექს-პრემიერის დაცვამ მეორე ვარიანტი მოითხოვა.
2012 წლის ოქტომბერში, ბერლუსკონის საკუთრებაში არსებული მედია კორპორაცია Mediaset-ში საგადასახადო მაქინაციების გამო, ბერლუსკონი გაასამართლეს. სასამართლოს განაჩენი უზენაესმა სასამართლომ აგვისტოში დაამტკიცა.
მილანის სასამართლომ ბერლუსკონის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექვსი წლით ჩამოართვა. გარდა ამისა, ექს-პრემიერი იტალიის სენატიდან გარიცხეს.