Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საგანელიძე ხადურის უწყების გამომზეურებულ სმა-ჭამის ხარჯებზე
დავით საგანელიძე ხადურის უწყების გამომზეურებულ სმა-ჭამის ხარჯებზე

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის აზ­რით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი მე­ნიუ მო­სა­ლოდ­ნე­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გვერ­დის ავ­ლის მიზ­ნით გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­ნე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "ნორ­მა და ზომა ყვე­ლა­ფერ­შია სა­ჭი­როა და, თუ რა დევს ქარ­თულ სუფ­რა­ზე, გა­ზე­თე­ბით და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით არ უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს".

"ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტის მხრი­დან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია სა­კი­თხი­სად­მი მიდ­გო­მა, თუ რა იდო ბან­კე­ტის სუფ­რა­ზე და ა.შ. გარ­კვე­უ­ლი ნორ­მე­ბი ყო­ველ­თვის უნდა იყოს და­ცუ­ლი, მაგ­რამ ეს აჟი­ო­ტა­ჟის სა­გა­ნი არ უნდა გახ­დეს. ჩა­მო­დი­ან სტუმ­რე­ბი, მათ გა­მას­პინ­ძლე­ბა სჭირ­დე­ბა. ასე რომ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ასეთ აჟი­ო­ტაჟს რომ აუ­ა­როს გვერ­დი, წი­ნას­წარ თქვა, სტუმ­რე­ბი­სათ­ვის სუფ­რა­ზე რა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო 23 აპ­რი­ლის­თვის და­გეგ­მი­ლი აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის მარ­თვის რე­გი­ო­ნუ­ლი ფო­რუ­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბის მე­ნი­უს აქ­ვეყ­ნებს.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს სთა­ვა­ზობს, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ შე­ი­ტა­ნონ მას­ში შეს­წო­რე­ბე­ბი. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მე­ნი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ მთავ­რდე­ბა სა­უ­ბა­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­წე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მე­ნიუ 120 კაც­ზე (ერთი პორ­ცი­ის ფასი): 1. კიტ­რი­სა და პო­მიდვ­რის სა­ლა­თი - 3 ლარი; 2. ქათ­მის სა­ლა­თი - 3.50 ლარი; 3. სა­ლა­თი "ოლი­ვიე" – 4.00 ლარი; 4. ქათ­მის ღვიძ­ლის სა­ლა­თი - 5.30 ლარი; 5. ბად­რი­ჯა­ნი ნიგვზით - 4.50 ლარი; 6. ყვე­ლის ასორ­ტი - 7 ლარი; 7. ნა­დუ­ღი სულ­გუნ­ში - 4.00 ლარი; 8. მწნი­ლის ასორ­ტი - 4.00 ლარი; 9. ზე­თის­ხი­ლი - 2.00 ლარი; 10. ხბოს მწვა­დი - 12.00 ლარი; 11. სა­ქონ­ლის ხორ­ცის წვნი­ა­ნი (ოს­ტრი) - 7.50 ლარი; 12. ქათ­მის ღვიძ­ლი კეც­ზე - 3.50 ლარი; 13. შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი (გლე­ხუ­რად) – 3.50 ლარი; 14. სოკო კეც­ზე - 5.00 ლარი; 15. ხორ­ცის ბლი­ნე­ბი - 4.00 ლარი; 16. ლო­ბიო ქო­თან­ში ნიგვზით - 4.50 ლარი; 17. შემ­წვა­რი კალ­მა­ხი - 6.00 ლარი; 18. თევ­ზი ქინ­ძმარ­ში - 13.00 ლარი; 19. შემ­წვა­რი ქა­თა­მი - 17.50 ლარი; 20. იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი - 6.50 ლარი; 21. პური - 0.75 ლარი; 22. მჭა­დი - 1.00 ლარი; 23. ლი­მო­ნა­თი - 1.50 ლარი; 24. ბორ­ჯო­მი - 1.40 ლარი; 25. ღვი­ნო "წა­რა­ფი" – 1ლ - 4.50 ლარი.

ყო­ველ­წლი­უ­რი შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გარ­და,სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­სა­ჩე­ნად და 120 სტუმ­რის პა­ტივ­სა­ცე­მად, გეგ­მავს ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის" მოწ­ვე­ვას და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბის გა­მარ­თვას.

"მე­ნი­უს ვა­რი­ან­ტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე www.mof.ge, აგ­რეთ­ვე, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს Facebook-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ასე­ვე იხი­ლეთ:

სმა-ჭა­მის ანონ­სი ხა­დუ­რის უწყე­ბის­გან - შემ­წვა­რი კალ­მა­ხი, ქათ­მის ღვიძ­ლი კეც­ზე, ხბოს მწვა­დი...

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დავით საგანელიძე ხადურის უწყების გამომზეურებულ სმა-ჭამის ხარჯებზე

დავით საგანელიძე ხადურის უწყების გამომზეურებულ სმა-ჭამის ხარჯებზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკის ფორუმის მონაწილეთათვის განკუთვნილი მენიუ მოსალოდნელი აჟიოტაჟის გვერდის ავლის მიზნით გამოაქვეყნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანელიძემ განუცხადა, "ნორმა და ზომა ყველაფერშია საჭიროა და,  თუ რა დევს ქართულ სუფრაზე, გაზეთებით და ტელევიზიებით არ უნდა განიხილებოდეს".

"ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან არასერიოზულია საკითხისადმი მიდგომა, თუ რა იდო ბანკეტის სუფრაზე და ა.შ. გარკვეული ნორმები ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს აჟიოტაჟის საგანი არ უნდა გახდეს. ჩამოდიან სტუმრები, მათ გამასპინძლება სჭირდება. ასე რომ, ფინანსთა სამინისტრომ ასეთ აჟიოტაჟს რომ აუაროს გვერდი, წინასწარ თქვა, სტუმრებისათვის სუფრაზე რა იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ფინანსთა სამინისტრო 23 აპრილისთვის დაგეგმილი აზიის განვითარების ბანკის სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონული ფორუმის ოფიციალური მიღების მენიუს აქვეყნებს.

ფინანსთა სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მენიუს გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მიზანმიმართულად არ მთავრდება საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე.

მენიუ 120 კაცზე (ერთი პორციის ფასი): 1. კიტრისა და პომიდვრის სალათი - 3 ლარი; 2. ქათმის სალათი - 3.50 ლარი; 3. სალათი "ოლივიე" – 4.00 ლარი; 4. ქათმის ღვიძლის სალათი - 5.30 ლარი; 5. ბადრიჯანი ნიგვზით - 4.50 ლარი; 6. ყველის ასორტი - 7 ლარი; 7. ნადუღი სულგუნში - 4.00 ლარი; 8. მწნილის ასორტი - 4.00 ლარი; 9. ზეთისხილი - 2.00 ლარი; 10. ხბოს მწვადი - 12.00 ლარი; 11. საქონლის ხორცის წვნიანი (ოსტრი) - 7.50 ლარი; 12. ქათმის ღვიძლი კეცზე - 3.50 ლარი; 13. შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) – 3.50 ლარი; 14. სოკო კეცზე - 5.00 ლარი; 15. ხორცის ბლინები - 4.00 ლარი; 16. ლობიო ქოთანში ნიგვზით - 4.50 ლარი; 17. შემწვარი კალმახი - 6.00 ლარი; 18. თევზი ქინძმარში - 13.00 ლარი; 19. შემწვარი ქათამი - 17.50 ლარი; 20. იმერული ხაჭაპური - 6.50 ლარი; 21. პური - 0.75 ლარი; 22. მჭადი - 1.00 ლარი; 23. ლიმონათი - 1.50 ლარი; 24. ბორჯომი - 1.40 ლარი; 25. ღვინო "წარაფი" – 1ლ - 4.50 ლარი.

ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქართული კულტურის წარმოსაჩენად და 120 სტუმრის პატივსაცემად, გეგმავს ანსამბლ "რუსთავის" მოწვევას და ოფიციალური მიღების გამართვას.

"მენიუს ვარიანტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mof.ge, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ასევე იხილეთ:

სმა-ჭამის ანონსი ხადურის უწყებისგან - შემწვარი კალმახი, ქათმის ღვიძლი კეცზე, ხბოს მწვადი...

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა