პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი მონები" თურქეთში - ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური, მძიმე ისტორიები
"ქართველი მონები" თურქეთში - ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური, მძიმე ისტორიები

1 კილო რკი­ნა 1 თეთ­რის სა­ნაც­ვლოდ, მძი­მე ტვირ­თე­ბის ზიდ­ვა კი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე – სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თურ­ქეთ­ში ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან. ადა­მი­ან­თა ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ფონდს 2013 წელს სულ ტრე­ფი­კინ­გის 32-მა მსხვერ­პლმა მი­მარ­თა. მათ­გან 27 - შრო­მი­თი, 5 კი სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ შო­რის 2 არას­წრულ­წლო­ვა­ნია.

ცენ­ტრის იუ­რის­ტი ირაკ­ლი ჭყო­ნია Ambebi.ge-ს კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებს უყ­ვე­ბა, თუ რა გა­დახ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თურ­ქეთ­ში.

"შვი­დი მსხვერ­პლი მუ­შა­ობ­და ჯინ­სე­ბის ფაბ­რი­კა­ში. ქა­ლე­ბიც იყ­ვნენ მათ­თან ერ­თად, ზოგს ცო­ლე­ბიც ყავ­დათ წაყ­ვა­ნი­ლი და იქვე ცხოვ­რობ­დნენ. მათ გა­რეთ არ უშ­ვებ­დნენ. ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მის­ცეს სა­ერ­თოდ. მერე თურ­ქეთ­ში ყოფ­ნის ვადა გა­უ­ვი­დათ და გა­მო­იქ­ცნენ. კა­ცე­ბი ტვირ­თებს ზი­დავ­დნენ, ხოლო ქა­ლე­ბი ძა­ფებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ.

მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იყო სტამ­ბულ­ში. ხალ­ხი წა­იყ­ვა­ნეს იმე­რე­თი­დან, კერ­ძოდ ზეს­ტა­ფო­ნი­დან. და­პირ­დნენ მუ­შის სა­მუ­შა­ოს, ექ­ნე­ბო­დათ კარ­გი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და ანა­ზღა­უ­რე­ბა. თუმ­ცა, სარ­დაფ­ში აცხოვ­რებ­დნენ, სა­მუ­შაო კი იყო შემ­დე­გი: ქუ­ჩებ­ში უნდა შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ პლასტმა­სის და რკი­ნის ნივ­თე­ბი და 1 კი­ლოგ­რამ­ზე აძ­ლევ­დნენ 1 თეთ­რს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც წა­მო­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მა­ნამ­დე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც მოხ­და", - აღ­ნიშ­ნა ჭყო­ნი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს, შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრე­ფი­კინ­გის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა თურ­ქეთ­ში მოხ­და.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის კუ­თხით კი "მიმ­ზიდ­ველ" ად­გი­ლად ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო ზოლი ით­ვლე­ბა. ჭყო­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყავთ უზ­ბე­კი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში იძუ­ლე­ბით ერ­თვე­ბი­ან. ამა­ზე მი­უ­თი­თებს ის, რომ ცენ­ტრს გა­სულ წელს 5-მა ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა, სა­ი­და­ნაც 4 სწო­რედ უზ­ბე­კი იყო.

"უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­ზეც გან­ხორ­ცი­ელ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ხდე­ბო­და აჭა­რა­ში, კერ­ძოდ გო­ნი­ო­ში. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მე­ხუ­თე შემ­თხვე­ვა კი ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნა იუ­რის­ტმა.

ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა შო­რის არის არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, რო­მელ­საც დედა პორ­ნოგ­რა­ფი­ულ სუ­რა­თებს უღებ­და და ის­რა­ელ­ში აგ­ზავ­ნი­და. მან ცენ­ტრს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა და თავ­შე­სა­ფარ­შიც მო­უ­წია ცხოვ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კას, რო­გორც ჭყო­ნია აცხა­დებს, 2013 წლის მო­ნა­ცე­მებ­სა და გა­სუ­ლი წლე­ბის მო­ნა­ცე­მებს შო­რის დიდი სხვა­ო­ბა არ არის: "ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის გაყ­ვა­ნა ქვეყ­ნი­დან იმ პი­რო­ბით, რომ და­ა­საქ­მე­ბენ და ექ­ნე­ბათ ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა. ამა­ზე თან­ხმდე­ბი­ან, თუმ­ცა ჩას­ვლი­სას ხე­და­ვენ, რომ არ ხვდე­ბათ ის პი­რო­ბე­ბი, რა­საც და­პირ­დნენ. ვი­ნა­ი­დან მათ აქვთ შიში, რომ ვე­რა­ფერს მო­ა­ხერ­ხე­ბენ, უკან ბრუნ­დე­ბი­ან, მაგ­რამ რო­გორც წესი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. ტრე­ფი­კინ­გი ისე­თი და­ნა­შა­უ­ლი და მოვ­ლე­ნაა, რომ 2014 წელს შე­იძ­ლე­ბა იფეთ­ქოს და 100-მა ადა­მი­ან­მა მოგ­ვმარ­თოს, 2015-ში შე­იძ­ლე­ბა სულ არ იყოს მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა აქ­ტი­უ­რი. რომ გა­დავ­ხე­დოთ, არც მა­ტე­ბაა და არც კლე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, თურ­ქე­ბი, უზ­ბე­კე­ბი, უკავ­შირ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ახ­ლო­ბელს, რო­მე­ლიც არის შუ­ა­მა­ვა­ლი.

"ეს შუ­ა­მა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქარ­თვე­ლიც. თუმ­ცა, ბოლო შემ­თხვე­ვა­ში უზ­ბე­კი ქალი იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მელ­საც ჰქონ­და გახ­სნი­ლი ბარი და თა­ვად ჩა­მოჰ­ყავ­და თა­ვი­სი ქვეყ­ნე­ბი­დან გო­გო­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჭყო­ნი­ამ.

თა­ვად ჭყო­ნია ვერ სა­უბ­რობს, რა ბერ­კე­ტე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მუდ­მი­ვად გა­დის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით და ბუკ­ლე­ტე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ცენ­ტრი ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას უწევს (1000 ლარი). ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით, სა­მარ­თლებ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბით, თავ­შე­საფ­რით და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბით. ჭყო­ნი­ას თქმით, ამ დახ­მა­რე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლაა სა­ჭი­რო, რათა პირს მსხვერ­პლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლთა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში არ არის კარ­გი. ასე­ვე იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­დათ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2014 წლის სტა­ტის­ტი­კა ახლო მო­მა­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ქართველი მონები" თურქეთში - ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური, მძიმე ისტორიები

"ქართველი მონები" თურქეთში - ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური, მძიმე ისტორიები

1 კილო რკინა 1 თეთრის სანაცვლოდ, მძიმე ტვირთების ზიდვა კი ანაზღაურების გარეშე – საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს 2013 წელს სულ ტრეფიკინგის 32-მა მსხვერპლმა მიმართა. მათგან 27 - შრომითი, 5 კი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 2 არასწრულწლოვანია.

ცენტრის იურისტი ირაკლი ჭყონია Ambebi.ge-ს კონკრეტულ დეტალებს უყვება, თუ რა გადახდათ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში.

"შვიდი მსხვერპლი მუშაობდა ჯინსების ფაბრიკაში. ქალებიც იყვნენ მათთან ერთად, ზოგს ცოლებიც ყავდათ წაყვანილი და იქვე ცხოვრობდნენ. მათ გარეთ არ უშვებდნენ. ანაზღაურება არ მისცეს საერთოდ. მერე თურქეთში ყოფნის ვადა გაუვიდათ და გამოიქცნენ. კაცები ტვირთებს ზიდავდნენ, ხოლო ქალები ძაფებზე მუშაობდნენ.

მეორე შემთხვევა იყო სტამბულში. ხალხი წაიყვანეს იმერეთიდან, კერძოდ ზესტაფონიდან. დაპირდნენ მუშის სამუშაოს, ექნებოდათ კარგი საცხოვრებელი პირობები და ანაზღაურება. თუმცა, სარდაფში აცხოვრებდნენ, სამუშაო კი იყო შემდეგი: ქუჩებში უნდა შეეგროვებინათ პლასტმასის და რკინის ნივთები და 1 კილოგრამზე აძლევდნენ 1 თეთრს. ეს ადამიანებიც წამოვიდნენ, თუმცა მანამდე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა", - აღნიშნა ჭყონიამ.

მისივე ინფორმაციით, 2013 წელს, შრომით ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ტრეფიკინგის ყველა შემთხვევა თურქეთში მოხდა.

სექსუალური ექსპლუატაციის კუთხით კი "მიმზიდველ" ადგილად ბათუმის სანაპირო ზოლი ითვლება. ჭყონიას ინფორმაციით, საქართველოში ჩამოყავთ უზბეკი ქალები, რომლებიც პროსტიტუციაში იძულებით ერთვებიან. ამაზე მიუთითებს ის, რომ ცენტრს გასულ წელს 5-მა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 4 სწორედ უზბეკი იყო.

"უზბეკეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებზეც განხორციელდა სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოში. ეს ხდებოდა აჭარაში, კერძოდ გონიოში. ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მეხუთე შემთხვევა კი ლოკალურ დონეზე, საქართველოში", - აღნიშნა იურისტმა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის არის არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც დედა პორნოგრაფიულ სურათებს უღებდა და ისრაელში აგზავნიდა. მან ცენტრს დახმარების თხოვნით მიმართა და თავშესაფარშიც მოუწია ცხოვრება.

რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც ჭყონია აცხადებს, 2013 წლის მონაცემებსა და გასული წლების მონაცემებს შორის დიდი სხვაობა არ არის: "ხდება ადამიანების გაყვანა ქვეყნიდან იმ პირობით, რომ დაასაქმებენ და ექნებათ ნორმალური ანაზღაურება. ამაზე თანხმდებიან, თუმცა ჩასვლისას ხედავენ, რომ არ ხვდებათ ის პირობები, რასაც დაპირდნენ. ვინაიდან მათ აქვთ შიში, რომ ვერაფერს მოახერხებენ, უკან ბრუნდებიან, მაგრამ როგორც წესი ანაზღაურების გარეშე. ტრეფიკინგი ისეთი დანაშაული და მოვლენაა, რომ 2014 წელს შეიძლება იფეთქოს და 100-მა ადამიანმა მოგვმართოს, 2015-ში შეიძლება სულ არ იყოს მომართვიანობა აქტიური. რომ გადავხედოთ, არც მატებაა და არც კლება".

მისივე თქმით, თურქები, უზბეკები, უკავშირდებიან საქართველოში მყოფ ახლობელს, რომელიც არის შუამავალი.

"ეს შუამავალი შეიძლება იყოს ქართველიც. თუმცა, ბოლო შემთხვევაში უზბეკი ქალი იყო ჩამოსული, რომელსაც ჰქონდა გახსნილი ბარი და თავად ჩამოჰყავდა თავისი ქვეყნებიდან გოგონები", - განაცხადა ჭყონიამ.

თავად ჭყონია ვერ საუბრობს, რა ბერკეტები და მექანიზმები აქვს საქართველოს ხელისუფლებას თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა აცხადებს, რომ პრევენციული სახის ინფორმაციები მუდმივად გადის სატელევიზიო ეთერით და ბუკლეტებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრი ტრეფიკინგის მსხვერპლთ ფულად დახმარებას უწევს (1000 ლარი). ასევე უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებით, სამართლებრივი მომსახურებით, თავშესაფრით და ფსიქოლოგიური დახმარებით. ჭყონიას თქმით, ამ დახმარებების მისაღებად რამდენიმე ეტაპიანი პროცედურების გავლაა საჭირო, რათა პირს მსხვერპლის სტატუსი მიენიჭოს.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში არ არის კარგი. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ გაუარესებული.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლის სტატისტიკა ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

ლექსო ნაბახტეველი, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ