პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალი კაშკაშა ვარსკვლავი - თბილისში გაგრელი ნანა არახამია გამოჩნდა
მომავალი კაშკაშა ვარსკვლავი - თბილისში გაგრელი ნანა არახამია გამოჩნდა

ეს გო­გო­ნა აფხა­ზეთ­ში, გაგ­რა­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ სამი თვის იყო, იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა რომ მო­უხ­და - მისი ოჯა­ხი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა.

დღეს ნანა არა­ხა­მი­ას, იგი­ვე "ია­სე­ნი­ას" მოს­კოვ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. არა­ერ­თი კლი­პი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი და მას­ზე, რო­გორც ერთ-ერთ ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავ­ზე, სა­მო­მავ­ლოდ დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ, ფსონ­საც დე­ბენ... ახლა თბი­ლის­ში თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა და მო­რი­გი კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა.…

"ამ­ბე­ბი.გე"-მ მომ­ღე­რალს ინ­ტერ­ვიუ სთხო­ვა.

- ნანა, მას მერე, რაც თქვენს ოჯახს გაგ­რის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, თუ ყო­ფილ­ხართ იქ?

- კი, ჩვე­ნი ოჯა­ხი იქ ხში­რად ჩა­დი­ო­და, რად­გა­ნაც დედა გაგ­რე­ლი რუსი მყავს და ბე­ბია ახ­ლაც იქ ცხოვ­რობს, მას არ და­უ­ტო­ვე­ბია ია­ქუ­რო­ბა. თუმ­ცა იქ ჩას­ვლა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, მა­მას არ შე­უძ­ლია, მან და შე­სა­ბა­მი­სად ჩვენც, სახ­ლი დავ­კარ­გეთ... სამ­შობ­ლო­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს...

წლე­ბის წინ, ჩვენ­მა ოჯახ­მა აფხა­ზე­თი რომ და­ტო­ვა, სა­ცხოვ­რებ­ლად სოჭ­ში დავ­სახ­ლდით. სამი წლის წინ კი მოს­კოვ­ში გა­და­ვე­დი. ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ვიქ­ტორ დრო­ბი­ში კას­ტინგს ატა­რებ­და. სა­ერ­თოდ, მის პრო­ექ­ტებ­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობს და მინ­დო­და, ჩემ­თვი­საც მო­ეს­მი­ნა. მოკ­ლედ, მო­მის­მი­ნა და გავ­ხდი მისი "ვარ­სკვლა­ვი".

- ე.ი. გა­გი­მარ­თლათ და კას­ტინ­გი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეთ?

- კი, გა­მი­მარ­თლა. თა­ვი­დან კას­ტინგზე მე და დედა წა­ვე­დით. შეხ­ვედ­რა კი იყო და­ნიშ­ნუ­ლი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არც ვი­ცო­დი, სად მივ­დი­ო­დი და რა შე­იძ­ლე­ბო­და იქ მომ­ხდა­რი­ყო, ახლა იმ პე­რი­ოდს, რო­გორც სი­ზა­მარს, ისე ვიხ­სე­ნებ. ისე, არა­ნა­ი­რი იმე­დი არ მო­ქონ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და.

დრო­ბიშ­მა რომ მო­მის­მი­ნა, თქვა, - ამ გო­გოს გა­მო­უ­ვა, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მჯე­რა, დიდი მო­მა­ვა­ლი ელი­სო და ასე დავ­რჩი მოს­კოვ­ში...

- და აღ­მოჩ­ნდით კი­დეც იქა­ურ შო­უ­ბიზ­ნეს­ში, ხომ?

- კი, ბევ­რი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რეთ, არა­ერ­თი კლი­პი გა­და­ვი­ღეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჟანრს, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­წევს ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა. ახლა ერთი კლი­პის გა­და­ღე­ბას აქ, თბი­ლის­ში ვგეგ­მავთ.

- რას გვე­ტყვით მაგ ახალ კლიპ­ზე? შემ­თხვე­ვით ეს სიმ­ღე­რა ქარ­თულ ენა­ზე ხომ არ არის?

- თბი­ლის­ში პი­არ­მე­ნე­ჯერ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი, ქა­ლაქ­ში რომ გა­ვი­ა­რეთ, ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა ყვე­ლა­ფე­რი და აქვე მო­ვი­და იდეა, კლი­პი ხომ არ გა­დაგ­ვე­ღოო? ვიქ­ტორ დრო­ბიშ­საც და­ვუ­რე­კეთ, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა, რად­გა­ნაც იცის, რომ თბი­ლი­სი ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, არ არის ქარ­თუ­ლი, თუმ­ცა დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ოდეს­მე ქარ­თუ­ლა­დაც ვიმ­ღე­რო. ეს ჩემს გეგ­მებ­ში შე­დის. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლად ცუ­დად ვლა­პა­რა­კობ... უფრო ვერ ვლა­პა­რა­კობ, უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცე­ბი მეს­მის. ეს საკ­მა­რი­სი არ არის.

- თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად ხართ?

- არა, აქ მე და ჩემი ოჯა­ხი ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვართ. ბე­ბია, მა­მი­და, ნა­თე­სა­ვე­ბი თბი­ლის­ში მყავს. ახ­ლაც ბე­ბი­ას­თან ვსტუმ­რობთ მე და ჩემი პი­არ­მე­ნე­ჯე­რი. ისიც დავ­პა­ტი­ჟე და სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­შია, მო­ი­ხიბ­ლა ქა­ლა­ქით.

- კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად რო­მე­ლი ად­გი­ლე­ბი შე­არ­ჩი­ეთ?

- შარ­დე­ნის ქუჩა. ვი­დე­ორ­გო­ლის სი­უ­ჟე­ტი ასე­თია: ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი ვარ, მივ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში, ორ მუ­სი­კოს­თან ერ­თად, ვმღე­რი და ფულს ვაგ­რო­ვებ. ბო­ლოს კი შეგ­რო­ვე­ბულ თან­ხას ხალ­ხს, უბ­რა­ლო გამ­ვლე­ლებს ვუ­რი­გებ, ისი­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით მი­ყუ­რე­ბენ. ბო­ლოს ყვე­ლა­ნი მი­ერ­თდე­ბი­ან, ვცეკ­ვავთ და ვმღე­რით.

- ვინ გა­და­ი­ღებს ამ ვი­დე­ორ­გოლს?

- გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მოს­კო­ვი­დან ჩა­მოფ­რინ­და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის, გრი­გო­რი ვო­ლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მას ბევ­რი ცნო­ბი­ლი კლი­პი გა­და­უ­ღია ვარ­სკვალ­ვე­ბის­თვის და ჩემ­თვი­საც. მუ­შა­ო­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ვი­წყებთ... მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი მაქვს.

- რამ­დე­ნი წლის ხართ?

- 21 წლის.

- რო­გო­რია რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი, რო­მელ­შიც მოხ­ვდით და რო­გორ მი­გი­ღეს?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია იქ მოხ­ვედ­რა, რად­გა­ნაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ მზად ვარ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­ვერ­თო, გა­ვუძ­ლო და სირ­თუ­ლე­ე­ბი დავძლიო, რად­გა­ნაც ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა უინ­ტე­რე­სოა. ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ეს შო­უ­ბიზ­ნე­სი მგო­ნი, ჩემ­თვის სწო­რედ ზედ­გა­მოჭ­რი­ლია.

- ამ­ბობთ, რომ "ომის ბავ­შვი" ხართ. უშუ­ა­ლოდ აფხა­ზე­თის ომმა თქვენს ოჯახ­ზე რო­გორ იმოქ­მე­და?

- ჩვენ იქ დიდი ტკვი­ლი მი­ვი­ღეთ, დავ­კარ­გეთ მა­მის სახ­ლი. დავ­ცილ­დით სამ­შობ­ლოს. რო­გორც გი­თხა­რით, დე­დის სახ­ლი კი გა­დარ­ჩა, ომის შემ­დეგ ბე­ბია იქ დარ­ჩა, რად­გა­ნაც რუ­სია... ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია გა­და­სა­ტა­ნად, ყვე­ლას გუ­ლის­ტკი­ვი­ლია. დარ­დი გვახ­რჩობს, სამ­შობ­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად გვინ­და დაბ­რუ­ნე­ბა. ჩვე­ნებს ყვე­ლას აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სევ­დი­ა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი აქვთ. დიახ, ჩვენ ვართ დევ­ნი­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც ვთქვი, ხან­და­ხან გვი­წევს ხოლ­მე სამ­შობ­ლო­ში ჩას­ვლა. გვიყ­ვარს აფხა­ზე­თი და მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია. იქ ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლო­ბე­ლი და მშობ­ლი­უ­რია. ეს აღუ­წე­რე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ჩემი სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა.

- ბე­ბია, ახლა აქ ვი­საც სტუმ­რობთ, ისიც აფხა­ზე­თი­დან არის?

- კი, ის მა­მის დე­დაა, რო­მე­ლიც ასე­ვე აფხა­ზე­თი­დან გახ­ლავთ და თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. თა­ვი­დან, ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი გაგ­რი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, ჩვე­ნი ოჯა­ხი კი სოჭ­ში გა­და­ვე­დით.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავთ?

- კი. უფ­რო­სი და-ძმა მყავს, მე უმ­ცრო­სი ვარ.

- სიმ­ღე­რა რო­დის და­ი­წყეთ?

- რო­გორც დედა ამ­ბობს, ჯერ კი­დევ ჩვილ­მა. რო­დე­საც მა­ძი­ნებ­და და იავ­ნა­ნას მიმ­ღე­რო­და, თურ­მე ვცდი­ლობ­დი, ავ­ყო­ლო­დი. მერე 1999 წელს იყო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი და 7 წლი­სამ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე. იქ სიმ­ღე­რამ მო­მი­წია და უმაღ­ლე­სი ქულა და­მი­წე­რეს. მერე დე­დას­თან მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ვი­და და უთხრა, გო­გო­ნას სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს და ხომ არ ავიყ­ვა­ნოთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ გა­იხ­სნას და წარ­მო­ა­ჩი­ნოს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიო. იმის მერე დე­დამ ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცია. მერე სკო­ლა­ში ყვე­ლა კონ­კურ­სში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა­გან ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

- "ია­სე­ნია" ვინ შე­გარ­ქვა?

- პრო­დი­უ­სერ­მა მო­ი­ფიქ­რა, მე მომ­წონს, ცუდი არ არის... ახლა დრო­ე­ბით სა­უ­ბა­რი უნდა შევ­წყვი­ტოთ, ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად რე­პე­ტი­ცია მე­წყე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

მომავალი კაშკაშა ვარსკვლავი - თბილისში გაგრელი ნანა არახამია გამოჩნდა

მომავალი კაშკაშა ვარსკვლავი - თბილისში გაგრელი ნანა არახამია გამოჩნდა

ეს გოგონა აფხაზეთში, გაგრაში დაიბადა, მაგრამ სამი თვის იყო, იქაურობის დატოვება რომ მოუხდა - მისი ოჯახი იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის აღმოჩნდა.

დღეს ნანა არახამიას, იგივე "იასენიას" მოსკოვში კარგად იცნობენ. არაერთი კლიპი აქვს გადაღებული და მასზე, როგორც ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავზე, სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ, ფსონსაც დებენ... ახლა თბილისში თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად იმყოფება და მორიგი კლიპის გადასაღებად ემზადება.…

"ამბები.გე"-მ მომღერალს ინტერვიუ სთხოვა.

- ნანა, მას მერე, რაც თქვენს ოჯახს გაგრის დატოვება მოუხდა, თუ ყოფილხართ იქ?

- კი, ჩვენი ოჯახი იქ ხშირად ჩადიოდა, რადგანაც დედა გაგრელი რუსი მყავს და ბებია ახლაც იქ ცხოვრობს, მას არ დაუტოვებია იაქურობა. თუმცა იქ ჩასვლა, გასაგები მიზეზების გამო, მამას არ შეუძლია, მან და შესაბამისად ჩვენც, სახლი დავკარგეთ... სამშობლოში ყოფნა ძალიან მიყვარს...

წლების წინ, ჩვენმა ოჯახმა აფხაზეთი რომ დატოვა, საცხოვრებლად სოჭში დავსახლდით. სამი წლის წინ კი მოსკოვში გადავედი. ცნობილი კომპოზიტორი ვიქტორ დრობიში კასტინგს ატარებდა. საერთოდ, მის პროექტებში ბევრი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს და მინდოდა, ჩემთვისაც მოესმინა. მოკლედ, მომისმინა და გავხდი მისი "ვარსკვლავი".

- ე.ი. გაგიმართლათ და კასტინგი წარმატებით გაიარეთ?

- კი, გამიმართლა. თავიდან კასტინგზე მე და დედა წავედით. შეხვედრა კი იყო დანიშნული, მაგრამ რეალურად არც ვიცოდი, სად მივდიოდი და რა შეიძლებოდა იქ მომხდარიყო, ახლა იმ პერიოდს, როგორც სიზამარს, ისე ვიხსენებ. ისე, არანაირი იმედი არ მოქონდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა.

დრობიშმა რომ მომისმინა, თქვა, - ამ გოგოს გამოუვა, მისი შესაძლებლობების მჯერა, დიდი მომავალი ელისო და ასე დავრჩი მოსკოვში...

- და აღმოჩნდით კიდეც იქაურ შოუბიზნესში, ხომ?

- კი, ბევრი სიმღერა ჩავწერეთ, არაერთი კლიპი გადავიღეთ. რაც შეეხება ჟანრს, სხვადასხვა მიმართულებით მიწევს ძალების მოსინჯვა. ახლა ერთი კლიპის გადაღებას აქ, თბილისში ვგეგმავთ.

- რას გვეტყვით მაგ ახალ კლიპზე? შემთხვევით ეს სიმღერა ქართულ ენაზე ხომ არ არის?

- თბილისში პიარმენეჯერთან ერთად ჩამოვედი, ქალაქში რომ გავიარეთ, ძალიან მოგვეწონა ყველაფერი და აქვე მოვიდა იდეა, კლიპი ხომ არ გადაგვეღოო? ვიქტორ დრობიშსაც დავურეკეთ, მხარი დაგვიჭირა, რადგანაც იცის, რომ თბილისი ლამაზი ქალაქია. რაც შეეხება სიმღერას, არ არის ქართული, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ ოდესმე ქართულადაც ვიმღერო. ეს ჩემს გეგმებში შედის. სამწუხაროდ, ქართულად ცუდად ვლაპარაკობ... უფრო ვერ ვლაპარაკობ, უბრალოდ, რაღაცები მესმის. ეს საკმარისი არ არის.

- თბილისში პირველად ხართ?

- არა, აქ მე და ჩემი ოჯახი ხშირად ჩამოვდივართ. ბებია, მამიდა, ნათესავები თბილისში მყავს. ახლაც ბებიასთან ვსტუმრობთ მე და ჩემი პიარმენეჯერი. ისიც დავპატიჟე და საოცარი შთაბეჭდილებებშია, მოიხიბლა ქალაქით.

- კლიპის გადასაღებად რომელი ადგილები შეარჩიეთ?

- შარდენის ქუჩა. ვიდეორგოლის სიუჟეტი ასეთია: ქუჩის მუსიკოსი ვარ, მივდივარ ქუჩაში, ორ მუსიკოსთან ერთად, ვმღერი და ფულს ვაგროვებ. ბოლოს კი შეგროვებულ თანხას ხალხს, უბრალო გამვლელებს ვურიგებ, ისინი გაოცებული სახეებით მიყურებენ. ბოლოს ყველანი მიერთდებიან, ვცეკვავთ და ვმღერით.

- ვინ გადაიღებს ამ ვიდეორგოლს?

- გადამღები ჯგუფი მოსკოვიდან ჩამოფრინდა ცნობილი რეჟისორის, გრიგორი ვოლევის ხელმძღვანელობით. მას ბევრი ცნობილი კლიპი გადაუღია ვარსკვალვებისთვის და ჩემთვისაც. მუშაობას რამდენიმე დღეში დავიწყებთ... მოკლედ, სერიოზული გეგმები მაქვს.

- რამდენი წლის ხართ?

- 21 წლის.

- როგორია რუსული შოუბიზნესი, რომელშიც მოხვდით და როგორ მიგიღეს?

- ძალიან რთულია იქ მოხვედრა, რადგანაც მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის, მაგრამ მზად ვარ, ამ ყველაფერში ჩავერთო, გავუძლო და სირთულეები დავძლიო, რადგანაც ამის გარეშე ცხოვრება უინტერესოა. ემოციური ადამიანი ვარ და ეს შოუბიზნესი მგონი, ჩემთვის სწორედ ზედგამოჭრილია.

- ამბობთ, რომ  ''ომის ბავშვი'' ხართ. უშუალოდ აფხაზეთის ომმა თქვენს ოჯახზე როგორ იმოქმედა?

- ჩვენ იქ დიდი ტკვილი მივიღეთ, დავკარგეთ მამის სახლი. დავცილდით სამშობლოს. როგორც გითხარით, დედის სახლი კი გადარჩა, ომის შემდეგ ბებია იქ დარჩა, რადგანაც რუსია... ეს ყველაფერი ძალიან რთული და მტკივნეულია გადასატანად, ყველას გულისტკივილია. დარდი გვახრჩობს, სამშობლოში თავისუფლად გვინდა დაბრუნება. ჩვენებს ყველას აფხაზეთთან დაკავშირებით სევდიანი მოგონებები აქვთ. დიახ, ჩვენ ვართ დევნილები აფხაზეთიდან, მაგრამ საბედნიეროდ, ოჯახიდან გამომდინარე, როგორც ვთქვი, ხანდახან გვიწევს ხოლმე სამშობლოში ჩასვლა. გვიყვარს აფხაზეთი და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. იქ ყველაფერი ახლობელი და მშობლიურია. ეს აღუწერელი სიტუაციაა, ჩემი საოცარი გრძნობაა.

- ბებია, ახლა აქ ვისაც  სტუმრობთ, ისიც აფხაზეთიდან არის?

- კი, ის მამის დედაა, რომელიც ასევე აფხაზეთიდან გახლავთ და თბილისში ცხოვრობს. თავიდან, ჩვენი ნათესავები გაგრიდან თბილისში ჩამოვიდნენ, ჩვენი ოჯახი კი სოჭში გადავედით.

- დედმამიშვილები გყავთ?

- კი. უფროსი და-ძმა მყავს, მე უმცროსი ვარ.

- სიმღერა როდის დაიწყეთ?

- როგორც დედა ამბობს, ჯერ კიდევ ჩვილმა. როდესაც მაძინებდა და იავნანას მიმღეროდა, თურმე ვცდილობდი, ავყოლოდი. მერე 1999 წელს იყო სილამაზის კონკურსი და 7 წლისამ მასში მონაწილეობა მივიღე. იქ სიმღერამ მომიწია და უმაღლესი ქულა დამიწერეს. მერე დედასთან მუსიკალური კონკურსის ხელმძღვანელი მივიდა და უთხრა, გოგონას საუკეთესო მონაცემები აქვს და ხომ არ ავიყვანოთ, ამ მიმართულებით რომ გაიხსნას და წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობებიო. იმის მერე დედამ ყურადღება მომაქცია. მერე სკოლაში ყველა კონკურსში აქტიურად ვიყავი ჩართული, ყველაგან ვმონაწილეობდი.

- "იასენია" ვინ შეგარქვა?

- პროდიუსერმა მოიფიქრა, მე მომწონს, ცუდი არ არის... ახლა დროებით საუბარი უნდა შევწყვიტოთ, ჯგუფის წევრებთან ერთად რეპეტიცია მეწყება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება