კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმხილველის ნაამბობი: ლანძღვა-გინების კორიანტელი და დაპირისპირება სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის ბრუკლინის რესტორანში
თვითმხილველის ნაამბობი: ლანძღვა-გინების კორიანტელი და დაპირისპირება სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის ბრუკლინის რესტორანში

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­თან შეხ­ვედ­რა ინ­ცი­დენ­ტით დას­რულ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას ბრუკ­ლინ­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "ნა­ცი­ო­ნალ­ში", სა­დაც ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი იმარ­თე­ბო­და, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა.

ექს-პრე­ზი­დენ­ტი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ბი­ძას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად მი­ვი­და. ყო­ველ­წლი­ურ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე "ქარ­თვე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში" ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლებს აჯილ­დო­ვე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლის რეს­ტო­რან­ში მის­ვლის შემ­დეგ, მისი გა­მო­ჩე­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლო ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონს დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რეს­ტო­რან­ში მხო­ლოდ ერთი სა­ა­თით დარ­ჩა. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად თბი­ლი­სი­დან მიწ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფი "აგა­ნი" აფორ­მებ­და.

Ambebi.ge ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რანტს, შო­რე­ნა თეთ­რა­ულს და­უ­კავ­შირ­და:

– ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ყო­ველ წელს ტარ­დე­ბა, სა­დაც ხდე­ბა აქ, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თვის. მე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ვი­ცო­დით, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის პირ­ველ ნა­წილ­ში და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი იქ­ნე­ბო­და და მე­ო­რე ნა­წილ­ში კონ­ცერ­ტი, სა­დაც თბი­ლი­სი­დან მოწ­ვე­უ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი იმ­ღე­რებ­დნენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ მო­ვი­დო­და, ეს არა­ვის უთ­ქვამს. არც კი ვიცი, ვინ მო­იწ­ვია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რეს­ტო­რან­ში.

– რა რე­აქ­ცია გქონ­დათ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნახ­ვი­სას? ამ­ბო­ბენ, რომ ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონს დარ­ბა­ზიც კი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს ამის გამო...

– პირ­ვე­ლად ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და. მე, ასე ვთქვათ, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვი­ჯე­ქი და მუ­სი­კას ვუს­მენ­დი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ვი­და. ატყდა ხმა­უ­რი და ძა­ხი­ლი - ამას აქ რა უნ­დაო. ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ იქ მო­ვი­დო­და სა­ა­კაშ­ვი­ლი. ჩემს გვერ­დზე ლან­ძღვა-გი­ნე­ბის ისე­თი კო­რი­ან­ტე­ლი ატყდა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ.

იქ იყ­ვნენ მისი ბიძა, თე­მურ ალა­სა­ნია და მისი ბე­ბია. მიშა სუ­რა­თებს იღებ­და მხარ­დამ­ჭე­რებ­თან. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტად ხალ­ხმა ტა­შის დაკ­ვრა და ან­სამ­ბლის სა­ხე­ლის ძა­ხი­ლი და­ი­წყო. უსი­ა­მოვ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია სწო­რედ იმან, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გა­მო­ა­ცხა­და, სი­ტყვით სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ვაო. ამის შემ­დეგ იყო ხალ­ხის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია, ვი­ნა­ი­დან მათ უნ­დო­დათ კონ­ცერ­ტის მოს­მე­ნა და არა სა­ა­კაშ­ვი­ლის. ატყდა ტა­შის კვრა და ან­სამ­ბლის სა­ხე­ლის ყვი­რი­ლი მო­წო­დე­ბით, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ დაკ­ვრა. ემიგ­რან­ტებ­მა მას არ მის­ცეს სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე იქ ვი­ყა­ვი, არც მსმე­ნია, რომ ვინ­მეს დარ­ბა­ზი და­ე­ტო­ვე­ბი­ნოს, მაგ­რამ დარ­ბა­ზი ნა­ხე­ვარ­მა ხალ­ხმა და­ტო­ვა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო: ვის­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­დგო­მა ნიუ-იორკში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თვითმხილველის ნაამბობი: ლანძღვა-გინების კორიანტელი და დაპირისპირება სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის ბრუკლინის რესტორანში

თვითმხილველის ნაამბობი: ლანძღვა-გინების კორიანტელი და დაპირისპირება სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის ბრუკლინის რესტორანში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა ინციდენტით დასრულდა. სააკაშვილის გამოჩენას ბრუკლინში მდებარე რესტორან "ნაციონალში", სადაც ქართველი ემიგრანტების  დაჯილდოების ცერემონიალი იმართებოდა, უკმაყოფილება და ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა.

ექს-პრეზიდენტი ქართველი ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიალზე ბიძასთან და ბებიასთან ერთად მივიდა. ყოველწლიურ ცერემონიალზე "ქართველები ამერიკაში" ამერიკაში მოღვაწე ქართველებს აჯილდოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის რესტორანში მისვლის შემდეგ, მისი გამოჩენით უკმაყოფილო ერთ-ერთ ქალბატონს დარბაზი დაატოვებინეს. მიხეილ სააკაშვილი რესტორანში მხოლოდ ერთი საათით დარჩა. საღამოს მუსიკალურად თბილისიდან მიწვეული ჯგუფი "აგანი" აფორმებდა.

Ambebi.ge ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, შორენა თეთრაულს დაუკავშირდა:

– ეს ღონისძიება ყოველ წელს ტარდება, სადაც ხდება აქ, ამერიკაში მცხოვრები ქართველების დაჯილდოება სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის. მე პირველად ვიყავი ამ ღონისძიებაზე. ვიცოდით, რომ ღონისძიების პირველ ნაწილში დაჯილდოების ცერემონიალი იქნებოდა და მეორე ნაწილში კონცერტი, სადაც თბილისიდან  მოწვეული მუსიკოსები იმღერებდნენ. სააკაშვილი რომ მოვიდოდა, ეს არავის უთქვამს. არც კი ვიცი, ვინ მოიწვია მიხეილ სააკაშვილი რესტორანში.

– რა რეაქცია გქონდათ სააკაშვილის დანახვისას? ამბობენ, რომ ერთ-ერთ ქალბატონს დარბაზიც კი დაატოვებინეს ამის გამო...

– პირველად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მე, ასე ვთქვათ, მეორე სართულზე ვიჯექი და მუსიკას ვუსმენდი, როდესაც სააკაშვილი მოვიდა. ატყდა ხმაური და ძახილი - ამას აქ რა უნდაო. ვერ ვიჯერებდი, რომ იქ მოვიდოდა სააკაშვილი. ჩემს გვერდზე ლანძღვა-გინების ისეთი კორიანტელი ატყდა, გაოგნებული ვარ.

იქ იყვნენ მისი ბიძა, თემურ ალასანია და მისი ბებია. მიშა სურათებს იღებდა მხარდამჭერებთან. სიტუაციის განსამუხტად ხალხმა ტაშის დაკვრა და ანსამბლის სახელის ძახილი დაიწყო. უსიამოვნება გამოიწვია სწორედ იმან, რომ ორგანიზატორმა გამოაცხადა, სიტყვით სააკაშვილი გამოვაო. ამის შემდეგ იყო ხალხის უარყოფითი რეაქცია, ვინაიდან მათ უნდოდათ კონცერტის მოსმენა და არა სააკაშვილის. ატყდა ტაშის კვრა და ანსამბლის სახელის ყვირილი მოწოდებით, რომ გაეგრძელებინათ დაკვრა. ემიგრანტებმა მას არ მისცეს სიტყვით გამოსვლის საშუალება. ღონისძიების დასრულებამდე იქ ვიყავი, არც მსმენია, რომ ვინმეს დარბაზი დაეტოვებინოს, მაგრამ დარბაზი ნახევარმა ხალხმა დატოვა პროტესტის ნიშნად.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: ვისთან ერთად აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა აღდგომა ნიუ-იორკში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა