Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძაშვილებისა და და-ძმის ქორწინებები საქართველოში - "გუმბათი ჩამონგრეულა და დაუქორწინებელი წყვილი მოუკლავს"
ბიძაშვილებისა და და-ძმის ქორწინებები საქართველოში - "გუმბათი ჩამონგრეულა და დაუქორწინებელი წყვილი მოუკლავს"

ეს ამ­ბა­ვი მრა­ვა­ლი წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ კუ­თხე­ში მოხ­და. ერთ მრა­ვალ­შვი­ლი­ან და ღა­რიბ ოჯახს შვი­ლი მოს­ტა­ცეს. ძვე­ლად, თურ­მე ამას ხში­რად სჩა­დი­ოდ­ნენ უშ­ვი­ლო ოჯა­ხე­ბი... და­კარ­გუ­ლი შვი­ლის მშობ­ლებ­მა ბევ­რი კი იდარ­დეს, მაგ­რამ მის კვალს რომ ვერ მი­აგ­ნეს, ბედს შე­უ­რიგ­დნენ; და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბი და­ზარ­დეს და ქა­ლიშ­ვი­ლის გა­თხო­ვე­ბა­საც მო­ეს­წრნენ. სა­სი­ძო კარ­გი და წარ­მო­სა­დე­გი ვაჟ­კა­ცი გახ­ლდათ, მაგ­რამ ობო­ლი და დრო­ე­ბით სხვა სოფ­ლი­დან იყო ნა­თე­სა­ვებ­თან ჩა­მო­სუ­ლი. ჯვრის­წე­რის დღეს, ბედ­ნი­ე­რი წყვი­ლი სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ი­სა­კენ გა­ე­მარ­თა, მაგ­რამ რო­გორც კი ფეხი ტა­ძარ­ში შე­უდ­გამთ, გუმ­ბა­თი ჩა­მონ­გრე­უ­ლა და ჯერ კი­დევ და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი წყვი­ლი მო­უკ­ლავს. მხო­ლოდ ამ ღვთი­უ­რი რის­ხვის ხილ­ვამ აი­ძუ­ლა სოფ­ლის ერთ-ერთი "კუ­დი­ა­ნი" ეფიქ­რა (ის თურ­მე თა­ვად ყო­ფი­ლა გა­რე­უ­ლი ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა­ში), რომ ნეფე-დე­დო­ფა­ლი სი­ნამ­დვი­ლე­ში ერ­თმა­ნე­თის ღვიძ­ლი და-ძმა იყო...

იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ჩვენ­შიც შეხ­ვდე­ბით ისეთ ოჯა­ხებს, სა­დაც ცოლი და ქმა­რი ერთი გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. რიგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა ეს უბ­რა­ლო დამხთვე­ვა იყოს და მოგ­ვა­რე­ებს არა­ნა­ი­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დეთ, მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვე­ბი რო­დე­საც ნა­თე­სა­ვე­ბი ქორ­წინ­დე­ბი­ან, რაც უდი­დე­სი ცოდ­ვაა და ამას­თა­ნა­ვე, უამ­რავ პა­თო­ლო­გი­ურ მან­კი­ე­რე­ბა­საც წარ­მო­შობს.

ნი­ნე­ლი, 21 წლის (წე­რილ­ში მო­თხრო­ბი­ლი ყვე­ლა ამ­ბის მო­ნა­წი­ლე­თა სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია):

- ამ ამ­ბის შემ­დეგ ყვე­ლა კეთ­რო­ვა­ნი­ვით მექ­ცე­ვა. მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი გი­თხრათ, ახა­ლი მე­ზობ­ლე­ბიც, გა­ი­გე­ბენ თუ არა, რომ მე­უღ­ლე ბი­ძაშ­ვი­ლად მე­კუთ­ვნის, მა­შინ­ვე თავს შორს იჭე­რენ ჩვენ­გან. დე­დამ მკვდრად გა­მო­მა­ცხა­და, მა­მა­ჩე­მი კი, ამ ამ­ბავ­მა იმ­სხვერ­პლა - ერთ წე­ლი­წად­ში გუ­ლის შე­ტე­ვის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, ამ ამ­ბავ­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი ჩემი და ზაქ­როს მშობ­ლებ­საც მი­უ­ძღვით.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- დე­და­ჩე­მი ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი ყო­ფი­ლა, რო­დე­საც ბი­ძა­ჩემს – მის ძმას, ცო­ლის შერ­თვა და­უ­პი­რე­ბია. ბე­ბი­ა­ჩე­მი გა­და­რე­უ­ლა: ახლა ამ­ხე­ლა ხარ­ჯი გას­წია ოჯახ­მა – გოგო გა­ვა­თხო­ვეთ და სად გვაქვს ამის თა­ვიო?! - თა­ნაც ბი­ძას სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რე­ბი­ნეს, მის რჩე­ულს კი, მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. დე­და­ჩემ­საც აუ­ბამს მის­თვის მხა­რი და სარ­ძლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­უ­ლაშ­ქრია. არც ბი­ცო­ლა­ჩე­მი აღ­მოჩ­ნდა თურ­მე არი­ფი და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­თვის ისე სწრა­ფად მი­უღ­წე­ვია, რომ ვერც დედა და ვერც ბე­ბია ვე­რა­ფერს გამ­ხდა­რან. ბი­ცო­ლამ კი ეს ბოღ­მა გულ­ში ჩა­ი­ტო­ვა და როცა ბი­ძა­ჩე­მის ცოლი მა­ინც გახ­და, დე­და­ჩემს ძმის ოჯახ­ში მის­ვლა აუკ­რძა­ლა. ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ისე გა­ვი­ზარ­დეთ, რომ ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ წე­ლი­წად­ში ერთხელ, ჩვე­ნი სოფ­ლის დღე­ო­ბა­ზე ვხვდე­ბო­დით ხოლ­მე. ამის გამო იყო, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­თე­სა­უ­რი გრძნო­ბა ჩვენ შო­რის არას­დროს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა და ერ­თმა­ნე­თის­თვის სრუ­ლი­ად უცხო­ნი ვი­ყა­ვით. რო­დე­საც ბე­ბი­ა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა, დედა თა­ვის ძმას შე­უ­რიგ­და და ბი­ცო­ლა­მაც მიგ­ვი­ღო ოჯახ­ში. ამას და­ერ­თო ჩემი და ზაქ­როს სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი და ჩვენ­მა ოჯა­ხებ­მა ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯის გა­სა­წე­ვად გა­და­წყვი­ტეს, ჩვენ­თვის ერთი ბინა ექი­რა­ვე­ბი­ნათ – ნი­ნე­ლის ქა­ლაქ­ში პატ­რო­ნი ეყო­ლე­ბა, ის კი ზაქ­როს მო­უვ­ლის, სა­დილს მო­უმ­ზა­დებს და სა­რე­ცხს გა­უ­რე­ცხავ­სო. სწო­რედ ამ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თლტოლ­ვა. მა­შინ, რო­დე­საც ჩემი მე­გობ­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, შინ გვი­ან შე­სუ­ლიყ­ვნენ და დრო გა­რეთ ეტა­რე­ბი­ნათ, მე სახ­ლში მი­მეჩ­ქა­რე­ბო­და, რათა მას­თან სი­ახ­ლო­ვით დავმტკბა­რი­ყა­ვი...

- თუ აც­ნო­ბი­ე­რებ­დით თქვენს საქ­ცი­ელს?

- ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, მაგ­რამ მტკივ­ნე­უ­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დით. ვფიქ­რობ­დით, რომ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მშობ­ლებს ვერ გა­ე­გოთ ჩვენ­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა­ზეც გვი­ფიქ­რია, მაგ­რამ ამის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნდა...

- მშობ­ლებ­მა რო­გორ შე­ი­ტყვეს ამის შე­სა­ხებ?

- ბი­ცო­ლა­ჩე­მის თვალს რა გა­მო­ე­პა­რე­ბო­და?! - ერთხელ, ჩვენს სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­სუ­ლი მიხ­ვდა, რომ ჩვენ შო­რის რა­ღაც ხდე­ბო­და. ან კი, რო­გორ ვერ მიხ­ვდე­ბო­და? - მე თუ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვტრი­ა­ლებ­დი, ზაქ­როც სულ იქ გა­მორ­ბო­და... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და სხვებ­თან თა­ვის შე­კა­ვე­ბა... ნუ მო­მა­ყო­ლებთ იმას, თუ რა ამ­ბე­ბი დატ­რი­ალ­და ამის გამო, რამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფა გა­და­ვი­ტა­ნე!.. მაგ­რამ ამან კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­რა ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე და ზაქ­რო, სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან გა­და­ვე­დით. სწავ­ლას თავი და­ვა­ნე­ბე იმის ში­შით, რომ მო­ვი­დოდ­ნენ და ინ­სტი­ტუ­ტში მცემ­დნენ ან გამ­ლან­ძღავ­დნენ. ზაქ­რო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მო­ე­წყო მუ­შად, რად­გან უნდა ვერ­ჩი­ნე. იმ­დენ­ჯერ შე­ვიც­ვა­ლეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, რომ ჩა­მოთ­ვლა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან ზაქ­როს მშობ­ლე­ბი მა­ინც გვპო­უ­ლობ­დნენ და ქვეყ­ნის სა­მას­ხროდ გვაქ­ცევ­დნენ ხოლ­მე, არ ერი­დე­ბოდ­ნენ არც ფან­ჯრე­ბი­სა თუ კა­რის მტვრე­ვას...

- თუ იცით, რომ დიდი ცოდ­ვა გა­წევთ?

- ვიცი, მაგ­რამ ამ სიყ­ვა­რულ­ზე უა­რის თქმა ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. ძნე­ლია, ჩემი გრძნო­ბე­ბი სი­ტყვით გად­მოგ­ცეთ. მხო­ლოდ გე­ტყვით, რომ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი მთელ ამ ტან­ჯვად მი­ღირს... ვიცი, რომ ცოდ­ვი­ლი ვარ, თა­ნაც მამა, ხომ ჩემ გამო მოკ­ვდა. ამას და­ვუ­მა­ტეთ, რომ მე და ზაქ­როს შვი­ლი არ გვიჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნი მსმე­ნია ამ­გვა­რი ცოდ­ვის ნა­ყო­ფის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა, ეს ღვთის წყა­ლო­ბა­დაც მი­ვიჩ­ნიო...

ნი­ნე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემს მე­ო­რე რეს­პონ­დენ­ტსა და მის ბი­ძაშ­ვილს და ამა­ვე დროს ქმარს, შვი­ლე­ბიც ჰყავ­დათ და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ და ყვე­ლაფ­რის მი­ხუ­ე­და­ვად, მე­ზობ­ლებ­ში, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ.

ქალ­ბა­ტო­ნი ნინო, 65 წლის:

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ალა­ლი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ვართ. ხომ გი­ნა­ხავთ, სო­ფელ­ში ორ ძმას ერთ სახ­ლს რომ გა­უ­კე­თე­ბენ ხოლ­მე და შუ­ა­ში ღო­ბეს გა­უვ­ლე­ბენ, ასე იყო გა­ყო­ფი­ლი ჩვე­ნი სახ­ლიც. მა­მა­ჩე­მი­სა და მისი ძმის ოჯახს ერ­თმა­ნეთ­ში ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ბავ­შვე­ბი ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით, ერ­თად ვჭამ­დით... დე­და­ჩე­მი სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, ამი­ტომ ხში­რად გვტო­ვებ­და მე და ჩემს ძმას ბი­ცო­ლას­თან, ის კი, თა­ვის ორ შვილ­სა და ჩვენ ერ­თად გვა­ძი­ნებ­და, გვბან­და და ა.შ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე, ყვე­ლა ამ­ჩნევ­და, რომ მე და ჩემს ბი­ძაშ­ვილ რე­ზოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გვქონ­და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ: სულ ერ­თად ვთა­მა­შობ­დით, წყალ­ზე ერ­თად მივ­დი­ო­დით, ბოს­ტან­ში ერ­თად გავ­რბო­დით. მა­მა­ჩე­მი ადრე გარ­და­იც­ვა­ლა და დედა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვის მშობ­ლებ­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ­ლე­ბიც რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ყო­ველ ზა­ფხულს, მა­ინც მა­მი­სე­ულ სახ­ლში ვა­ტა­რებ­დი და ჩემი და რე­ზოს თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კვლა­ვინ­დე­ბუ­რად გრძელ­დე­ბო­და. ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დეთ, მხო­ლოდ მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ თავ­და­ვი­წყე­ბით გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. მე ვხვდე­ბო­დი, რომ ჩემ­თვის პირ­ველ რიგ­ში მა­მა­კა­ცი იყო და მხო­ლოდ მას­თან შევ­ქმნი­დი ოჯახს. თო­თხმე­ტი წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩვენ შო­რის ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე დამ­ყარ­და, მალე და­ვორ­სულ­დი, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, დე­დას ვუ­თხა­რი ყვე­ლა­ფე­რი - მე­გო­ნა გა­მი­გებ­და. დედა კი­ნა­ღამ ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლა, ოთახ­ში ჩემ­თან ერ­თად ჩა­ი­კე­ტა და ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა. თურ­მე ჩემი შე­ში­ნე­ბა უნ­დო­და - იფიქ­რა, ში­შის სა­ფუძ­ველ­ზე მუ­ცე­ლი მო­ეშ­ლე­ბაო. დედა გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ არც მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლა და ვერც მის­მა თავ­გან­წირ­ვამ მა­ი­ძუ­ლა, რეზო გა­და­მეყ­ვა­რე­ბი­ნა... დედა ისევ ცდი­ლობ­და, რომ მუ­ცე­ლი მომშლო­და და ერთხელ, კი­ბე­ზე ზეთი და­მის­ხა - იქ­ნებ, ფეხი და­უ­ცურ­დეს და და­ე­ცე­სო... ყვე­ლა­ფერს იღ­ბა­ლი უნდა, არც ამან გაჭ­რა. მე­სა­მე ცდა­ზე, თაგ­ვის წა­მა­ლი ჩა­მი­ყა­რა საჭ­მელ­ში. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოვ­ხვდი, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს, მაგ­რამ ყვე­ლამ გა­ი­გო, თუ რა მი­ზე­ზით მოხ­და ეს და რე­ზოს ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია ყო­ვე­ლი­ვემ. ჩა­მო­ვი­და ჩემს სა­ნა­ხა­ვად და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან როს­ტოვ­ში გა­ვი­პა­რეთ. არა­ვინ იცო­და ჩვე­ნი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და ტე­ლე­ვი­ზია ხში­რად გად­მოს­ცემ­და მა­შინ ჩემს სუ­რათს და მო­ნა­ცე­მებს, რო­გორც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი­სას... რე­ზოს შე­სა­ხებ არა­ფერს ამ­ბობ­დნენ. მა­მა­მი­სი - ე.ი. ბი­ძა­ჩე­მი თურ­მე ყველ­გან დაგ­ვე­ძებ­და – ჩვე­ნი მოკ­ვლა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი - მაგ­რამ რომ ვერ გვი­პო­ვა, სიბ­რა­ზი­სა და სირ­ცხვი­ლის­გან, თავი სა­ბძელ­ში ჩა­მო­იხ­რჩო... მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე, ჩემს მულს – რე­ზოს დას სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი ჰქონ­და ჩვენ­თან. მან­ვე შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა რე­ზოს მა­მის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი და გა­დავ­წყვი­ტეთ, დაკ­რძალ­ვა­ზე ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. მა­შინ უკვე პირ­ვე­ლი შვი­ლი გვყავ­და და გვე­გო­ნა, ბავ­შვს რომ და­ი­ნა­ხავ­დნენ, ახ­ლობ­ლებს გული მო­ულ­ბე­ბო­დათ... მთე­ლი სო­ფე­ლი აგ­ვიმ­ხედ­რდა. სო­ფელ­ში არც შეგ­ვიშ­ვეს... ვი­ნა­ი­დან რე­ზოს მამა ცო­ცხა­ლი აღარ იყო, ვი­ფიქ­რეთ, რომ საფრ­თხე აღარ გვე­მუქ­რე­ბო­და და თბი­ლის­ში დავ­სახ­ლდით. დრომ თა­ვი­სი ქნა, გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დენ, სო­ფელ­მაც მივ­გი­ღო და ნა­თე­სა­ვებ­მაც. დე­დის გული მა­ინც ვერ მო­ვი­გე - სულ ახ­ლა­ხან, ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მას­თან მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მომ­ცა... ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენს გვარს ეს გე­ნე­ტი­კუ­რად მოს­დგამს - მა­გა­ლი­თად, ბე­ბი­ა­ჩე­მი ღვიძლ დე­ი­დაშ­ვილს ჰყავ­და ცო­ლად... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლე­ბი გვყავს, სამი შვი­ლიშ­ვი­ლიც. მე და რე­ზოს კი, უწინ­დე­ბუ­რად გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. ორი­ვე ეკ­ლე­სი­უ­რად ვცხოვ­რობთ და იმე­დი გვაქვს, რომ ღმერ­თი მოგ­ვი­ტე­ვებს ჩა­დე­ნილ ცოდ­ვას...

ჯე­ნა­რო ქრის­ტე­საშ­ვი­ლი, ჟორ­და­ნი­ას სახ. ადა­მი­ა­ნის რეპ­რო­დუქ­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის, კლი­ნი­კუ­რი გე­ნე­ტი­კი­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი:

- შე­მიძ­ლია თა­მა­მად გი­თხრათ, რომ ჩემი ხან­გრძლი­ვი პრაქ­ტი­კის მან­ძილ­ზე, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მქონ­და იმი­სა, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბო­და ქარ­თვე­ლებს შო­რის ნა­თე­სა­ურ ქორ­წი­ნე­ბას. ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლებ­ში ეს პრობ­ლე­მა არ დგას. ხში­რია ამ­გვა­რი ქორ­წი­ნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­სა და ებ­რა­ე­ლებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე მხო­ლოდ იმ ერებს ვა­სა­ხე­ლებ, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მოგ­ვმარ­თა­ვენ დახ­მა­რე­ბის­თვის. ქორ­წი­ნე­ბას ისეთ ნა­თე­სა­ვებს შო­რის, რო­გო­რე­ბიც არი­ან ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი, მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი, ინბ­რი­დინ­გი, ხოლო რო­დე­საც კავ­ში­რი მყარ­დე­ბა ე.წ. პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ნა­თე­სა­ვებს შო­რის – ინ­ცეს­ტი ეწო­დე­ბა. ინ­ცეს­ტი მი­ღე­ბუ­ლი იყო ეგ­ვიპ­ტის საგ­ვა­რე­უ­ლო­ებ­ში, რათა არ მომ­ხდა­რი­ყო ქო­ნე­ბი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ყო­ფა უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან. ცნო­ბი­ლია აგ­რეთ­ვე, რომ კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია არ კრძა­ლავს ქორ­წი­ნე­ბას მე­ო­რე ხა­რის­ხის ნა­თე­სა­ვებს შო­რის.

- რა­ტომ ვლინ­დე­ბა ასე­თი ქორ­წი­ნე­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ ბავ­შვებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის პა­თო­ლო­გია?

- ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა გე­ნუ­რი მუ­ტა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი. ნორ­მა­ლურ გე­ნე­ტი­კურ აპა­რატ­ში ზო­გი­ერ­თი გენი იც­ვლე­ბა და პა­თო­ლო­გი­უ­რად, მუ­ტან­ტუ­რად იქ­ცე­ვა. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს რამ­დე­ნი­მე ასე­თი მუ­ტა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი. რო­დე­საც ეს ისე­თი მუ­ტა­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ერ­თე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ვლინ­დე­ბა და მხო­ლოდ და­წყვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იჩენს თავს, ეს უკვე სა­ში­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა ხელს უწყობს ერთი ტი­პის გე­ნე­ბის და­წყვი­ლე­ბას. სა­ერ­თოდ, გე­ნე­ბის და­წყვი­ლე­ბის რის­კი, მათ შო­რის, პა­თო­ლო­გი­უ­რი სა­ხის, იზ­რდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მე­უღ­ლე­ე­ბი ერთი რა­ი­ო­ნი­დან, ერთი სოფ­ლი­დან არი­ან. ამას გა­ნა­პი­რო­ბებს ის, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ ერთი წი­ნა­პა­რი ჰყავ­დათ. ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ას ჩვენ ვუ­წო­დებთ სა­ქორ­წი­ნო დის­ტან­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას. ამი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ სხვა ეროვ­ნე­ბას­თან შეჯ­ვა­რე­ბით უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გე­ნე­ტი­კა.

- კერ­ძოდ, რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მუ­ტან­ტუ­რი გე­ნე­ბის და­წყვი­ლე­ბამ?

- მა­გა­ლი­თად, აშ­კე­ნა­ზის გვარ­ში (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ებ­რა­უ­ლი გვა­რია) ძალ­ზე ხში­რია მძი­მე ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე "თე­ი­საქ­სის" და­ა­ვა­დე­ბა. ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თა­ლა­სე­მია, ამი­ტომ აქ ხში­რად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ამ გე­ნე­ბის და­წყვი­ლე­ბა, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა სა­ხის გე­მოგ­ლო­ბი­ნო­პა­თი­ე­ბი­სა. ამ ქვეყ­ნებ­ში ხში­რად ავ­ლე­ნენ გე­ნის მა­ტა­რებ­ლებს. თუ ოჯახ­ში ავად­მყო­ფი ბავ­შვი და­ი­ბა­და, ცხა­დია, რომ მისი და-ძმა­ნი ე.წ. რის­კის ჯგუფ­ში ხვდე­ბი­ან. ხში­რად წყვი­ლებს ქორ­წი­ნე­ბამ­დე უწე­ვენ გე­ნე­ტი­კურ კონ­სულ­ტა­ცი­ას, ამოწ­მე­ბენ, არი­ან თუ არა ისი­ნი ჰე­ტე­რო­ზი­გო­ტე­ბი ანუ გე­ნის ფა­რუ­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბი. თუ წყვილს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ ნა­თე­სა­ურ­მა კავ­შირ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს და­ა­ვა­დე­ბა­თა რის­კი, ისი­ნი ან სა­ერ­თოდ აღარ ქორ­წინ­დე­ბი­ან, ან უნდა ჩა­უ­ტარ­დეთ პრე­ნა­ტა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა (ნა­ყო­ფის გა­მოკ­ვლე­ვა). დიდ როლს თა­მა­შობს აგ­რეთ­ვე ე.წ. "წი­ნაპ­რის ეფექ­ტი" და ამის მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. თურ­მე სა­ნამ ჩუქჩე­ბი მხო­ლოდ ირ­მის ჯო­გე­ბის მოვ­ლით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი, ვე­რა­ვინ ამ­ჩნევ­და მათ გო­ნებ­რივ ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბას. მას შემ­დეგ, რაც მათ მა­თე­მა­ტი­კის შეს­წავ­ლა და­ი­წყეს და აბ­სტრაქ­ტულ აზ­როვ­ნე­ბას მი­ე­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა, მხო­ლოდ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მათ ახა­სი­ა­თებთ ერთ-ერთი ნივ­თი­ე­რე­ბის - ფე­ნი­ლა­ლა­ნი­ნის ცვლის მოშ­ლა, რაც მსუ­ბუ­ქი ტი­პის გო­ნებ­რივ ჩა­მორ­ჩე­ნას იწ­ვევს. რო­გორც გა­ირ­კვა, ვი­ღაც ერთ წი­ნა­პარს ჰქონ­და ეს და­ა­ვა­დე­ბა და ვი­ნა­ი­დან მთე­ლი სო­ფე­ლი ერთი კა­ცის შთა­მო­მა­ვა­ლია და შო­რე­ულ, მი­უწ­ვდო­მელ სოფ­ლებ­ში თა­ვის­თა­ვად მხო­ლოდ ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბი ხდე­ბა, ამან მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ა­ა­ვა­და.

ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი ძალ­ზე ბრძე­ნი იყო: ხში­რად მსმე­ნია, რომ წი­ნათ ქა­ლის შერ­თვა უცხო სოფ­ლი­დან ერ­ჩივ­ნათ. გარ­და და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა, ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის დროს ე.წ. ლე­ტა­ლუ­რი გე­ნე­ბის და­წყვი­ლე­ბა ხდე­ბა, რის გა­მოც, ხში­რია ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა, ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, რომ­ლის მი­ზეზ­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ვერ ად­გე­ნენ.

მამა ღვთი­სო, ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ის მღვდე­ლი:

- ეკ­ლე­სია სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნა­თე­სა­ვებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბას. ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ - ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი ერი, ამი­ტომ გვაქვს, რო­გორც და­წე­რი­ლი, აგ­რეთ­ვე და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბი. ქარ­თვე­ლებ­ში მოგ­ვა­რე­ო­ბაც კი ახ­ლობ­ლო­ბად აღიქ­მე­ბა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია კრძა­ლავს, რო­გორც ქორ­წი­ნე­ბას ნა­თე­სა­ვებს შო­რის, ასე­ვე ნა­თელ-მი­რო­ნის მქო­ნე­თა შო­რის.

- თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ თქვენ­თვის მო­ე­მარ­თოთ ასეთ წყვი­ლებს, ჯვრის­წე­რის ან აღ­სა­რე­ბის მი­ღე­ბის თხოვ­ნით?

- სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ასე­თი შემ­თხვე­ვა მქო­ნია, მაგ­რამ ჯვრის­წე­რის უფ­ლე­ბა არას­დროს მი­მი­ცია. მე მი­მაჩ­ნია, რომ ამ მძი­მე და სა­ში­ნელ­მა დრომ და­ა­ცი­ლა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს. ისე­თი სი­ახ­ლო­ვე ნა­თე­სა­ვებს შო­რის, რო­გო­რიც ადრე იყო, აღარ არის. ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ხვდე­ბი­ან, შე­უყ­ვარ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი და მხო­ლოდ გა­კი­თხვა-გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ ირ­კვე­ვა, რომ ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. ვე­სა­უბ­რე­ბით ასეთ წყვი­ლებს, მოგ­ვყავს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­გუ­მენ­ტე­ბი... სხვა­თა შო­რის, არც გვე­და­ვე­ბი­ან ხოლ­მე. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც და­უ­ჯე­რე­ბი­ათ ჩვენ­თვის და ერ­თმა­ნეთს და­შო­რე­ბი­ან.

- რამ­დე­ნად მძი­მეა, ამ­გვა­რი ქორ­წი­ნე­ბის შე­დე­გად ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვა?

- ათ მცნე­ბა­ში გვი­წე­რია: "არა კაც-ჰკლა. არა იმ­რუ­შო". - ცოდ­ვის ხა­რის­ხი დად­გე­ნი­ლი არ არის, მაგ­რამ ცოდ­ვა ცოდ­ვაა. არ­სე­ბობს მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი ცოდ­ვაც - მა­გა­ლი­თად, სუ­ლიწ­მინ­დის გვე­მა. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ნა­თე­სა­უ­რი ქორ­წი­ნე­ბით ჩა­დე­ნილ ცოდ­ვა­ზე, ძნე­ლია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მსგავ­სად, და­ა­დო მათ სას­ჯე­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ცოდ­ვა უკვე ჩა­დე­ნი­ლია და მათ პა­სუ­ხი უნდა აგონ. მა­გა­ლი­თის­თვის, ერთ შემხთვე­ვას მო­გიყ­ვანთ: გო­გო­ნას დედა და ვა­ჟის მამა ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ - ე.ი. გო­გო­ნას მა­მის და მისი დე­დამ­თი­ლი გახ­და. ბავ­შვებს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და გა­ი­პარ­ნენ. გა­უჩ­ნდათ შვი­ლი, რო­მე­ლიც ხორ­ცის ნა­ჭერს უფრო ჰგავ­და, ვიდ­რე ბავ­შვს, არც თავი ჰქონ­და, არც ფე­ხე­ბი და ხე­ლე­ბი, მხო­ლოდ გული უფეთ­ქავ­და... ყვე­ლამ ჩათ­ვა­ლა, რომ ეს ბავ­შვი მათი დიდი ცოდ­ვის სა­ზღა­უ­რი იყო.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#42 16.10.2003

ბიძაშვილებისა და და-ძმის ქორწინებები საქართველოში - "გუმბათი ჩამონგრეულა და დაუქორწინებელი წყვილი მოუკლავს"

ბიძაშვილებისა და და-ძმის ქორწინებები საქართველოში - "გუმბათი ჩამონგრეულა და დაუქორწინებელი წყვილი მოუკლავს"

ეს ამბავი მრავალი წლის წინ, საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მოხდა. ერთ მრავალშვილიან და ღარიბ ოჯახს შვილი მოსტაცეს. ძველად, თურმე ამას ხშირად სჩადიოდნენ უშვილო ოჯახები... დაკარგული შვილის მშობლებმა ბევრი კი იდარდეს, მაგრამ მის კვალს რომ ვერ მიაგნეს, ბედს შეურიგდნენ; დანარჩენი შვილები დაზარდეს და ქალიშვილის გათხოვებასაც მოესწრნენ. სასიძო კარგი და წარმოსადეგი ვაჟკაცი გახლდათ, მაგრამ ობოლი და დროებით სხვა სოფლიდან იყო ნათესავებთან ჩამოსული. ჯვრისწერის დღეს, ბედნიერი წყვილი სოფლის ეკლესიისაკენ გაემართა, მაგრამ როგორც კი ფეხი ტაძარში შეუდგამთ, გუმბათი ჩამონგრეულა და ჯერ კიდევ დაუქორწინებელი წყვილი მოუკლავს. მხოლოდ ამ ღვთიური რისხვის ხილვამ აიძულა სოფლის ერთ-ერთი "კუდიანი" ეფიქრა (ის თურმე თავად ყოფილა გარეული ზემოთ ხსენებული ბავშვის გატაცებაში), რომ ნეფე-დედოფალი სინამდვილეში ერთმანეთის ღვიძლი და-ძმა იყო...

იშვიათად, მაგრამ ჩვენშიც შეხვდებით ისეთ ოჯახებს, სადაც ცოლი და ქმარი ერთი გვარის წარმომადგენლები არიან. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა ეს უბრალო დამხთვევა იყოს და მოგვარეებს არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდეთ, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ნათესავები ქორწინდებიან, რაც უდიდესი ცოდვაა და ამასთანავე, უამრავ პათოლოგიურ მანკიერებასაც წარმოშობს.

ნინელი, 21 წლის (წერილში მოთხრობილი ყველა ამბის მონაწილეთა სახელები შეცვლილია):

- ამ ამბის შემდეგ ყველა კეთროვანივით მექცევა. მეგობრებსა და ნათესავებზე რომ აღარაფერი გითხრათ, ახალი მეზობლებიც, გაიგებენ თუ არა, რომ მეუღლე ბიძაშვილად მეკუთვნის, მაშინვე თავს შორს იჭერენ ჩვენგან. დედამ მკვდრად გამომაცხადა, მამაჩემი კი, ამ ამბავმა იმსხვერპლა - ერთ წელიწადში გულის შეტევისგან გარდაიცვალა. არადა, ამ ამბავში გარკვეული წვლილი ჩემი და ზაქროს მშობლებსაც მიუძღვით.

- რას გულისხმობ?

- დედაჩემი ახალი გათხოვილი ყოფილა, როდესაც ბიძაჩემს – მის ძმას, ცოლის შერთვა დაუპირებია. ბებიაჩემი გადარეულა: ახლა ამხელა ხარჯი გასწია ოჯახმა – გოგო გავათხოვეთ და სად გვაქვს ამის თავიო?! - თანაც ბიძას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრებინეს, მის რჩეულს კი, მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული. დედაჩემსაც აუბამს მისთვის მხარი და სარძლოს წინააღმდეგ გაულაშქრია. არც ბიცოლაჩემი აღმოჩნდა თურმე არიფი და დასახული მიზნისთვის ისე სწრაფად მიუღწევია, რომ ვერც დედა და ვერც ბებია ვერაფერს გამხდარან. ბიცოლამ კი ეს ბოღმა გულში ჩაიტოვა და როცა ბიძაჩემის ცოლი მაინც გახდა, დედაჩემს ძმის ოჯახში მისვლა აუკრძალა. ბიძაშვილ-მამიდაშვილები ისე გავიზარდეთ, რომ ერთმანეთს მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ჩვენი სოფლის დღეობაზე ვხვდებოდით ხოლმე. ამის გამო იყო, რომ განსაკუთრებული ნათესაური გრძნობა ჩვენ შორის არასდროს ჩამოყალიბებულა და ერთმანეთისთვის სრულიად უცხონი ვიყავით. როდესაც ბებიაჩემი გარდაიცვალა, დედა თავის ძმას შეურიგდა და ბიცოლამაც მიგვიღო ოჯახში. ამას დაერთო ჩემი და ზაქროს სტუდენტობის პერიოდი და ჩვენმა ოჯახებმა ნაკლები ხარჯის გასაწევად გადაწყვიტეს, ჩვენთვის ერთი ბინა ექირავებინათ – ნინელის ქალაქში პატრონი ეყოლება, ის კი ზაქროს მოუვლის, სადილს მოუმზადებს და სარეცხს გაურეცხავსო. სწორედ ამ თანაცხოვრების პერიოდში დაიწყო ჩვენი ურთიერთლტოლვა. მაშინ, როდესაც ჩემი მეგობრები ცდილობდნენ, შინ გვიან შესულიყვნენ და დრო გარეთ ეტარებინათ, მე სახლში მიმეჩქარებოდა, რათა მასთან სიახლოვით დავმტკბარიყავი...

- თუ აცნობიერებდით თქვენს საქციელს?

- ვაცნობიერებდით, მაგრამ მტკივნეულად ვერ აღვიქვამდით. ვფიქრობდით, რომ ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ შეუძლებელი იქნებოდა, მშობლებს ვერ გაეგოთ ჩვენთვის. საქართველოდან წასვლაზეც გვიფიქრია, მაგრამ ამის მატერიალური საშუალება არ გაგვაჩნდა...

- მშობლებმა როგორ შეიტყვეს ამის შესახებ?

- ბიცოლაჩემის თვალს რა გამოეპარებოდა?! - ერთხელ, ჩვენს სანახავად ჩამოსული მიხვდა, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდებოდა. ან კი, როგორ ვერ მიხვდებოდა? - მე თუ სამზარეულოში ვტრიალებდი, ზაქროც სულ იქ გამორბოდა... სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიჭირდა სხვებთან თავის შეკავება... ნუ მომაყოლებთ იმას, თუ რა ამბები დატრიალდა ამის გამო, რამხელა შეურაცხყოფა გადავიტანე!.. მაგრამ ამან კიდევ უფრო დააჩქარა ჩვენი გადაწყვეტილება და მე და ზაქრო, საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. სწავლას თავი დავანებე იმის შიშით, რომ მოვიდოდნენ და ინსტიტუტში მცემდნენ ან გამლანძღავდნენ. ზაქრო მშენებლობაზე მოეწყო მუშად, რადგან უნდა ვერჩინე. იმდენჯერ შევიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, რომ ჩამოთვლა გამიჭირდება, რადგან ზაქროს მშობლები მაინც გვპოულობდნენ და ქვეყნის სამასხროდ გვაქცევდნენ ხოლმე, არ ერიდებოდნენ არც ფანჯრებისა თუ კარის მტვრევას...

- თუ იცით, რომ დიდი ცოდვა გაწევთ?

- ვიცი, მაგრამ ამ სიყვარულზე უარის თქმა ჩვენს ძალებს აღემატება. ძნელია, ჩემი გრძნობები სიტყვით გადმოგცეთ. მხოლოდ გეტყვით, რომ ჩემი სიყვარული მთელ ამ ტანჯვად მიღირს... ვიცი, რომ ცოდვილი ვარ, თანაც მამა, ხომ ჩემ გამო მოკვდა. ამას დავუმატეთ, რომ მე და ზაქროს შვილი არ გვიჩნდება, მაგრამ იმდენი მსმენია ამგვარი ცოდვის ნაყოფის შესახებ, რომ შესაძლოა, ეს ღვთის წყალობადაც მივიჩნიო...

ნინელისგან განსხვავებით, ჩემს მეორე რესპონდენტსა და მის ბიძაშვილს და ამავე დროს ქმარს, შვილებიც ჰყავდათ და შვილიშვილებიც. როგორც ამბობენ, ბედნიერად ცხოვრობენ და ყველაფრის მიხუედავად, მეზობლებში, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობენ.

ქალბატონი ნინო, 65 წლის:

- მე და ჩემი მეუღლე ალალი ბიძაშვილები ვართ. ხომ გინახავთ, სოფელში ორ ძმას ერთ სახლს რომ გაუკეთებენ ხოლმე და შუაში ღობეს გაუვლებენ, ასე იყო გაყოფილი ჩვენი სახლიც. მამაჩემისა და მისი ძმის ოჯახს ერთმანეთში ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვები ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვჭამდით... დედაჩემი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ამიტომ ხშირად გვტოვებდა მე და ჩემს ძმას ბიცოლასთან, ის კი, თავის ორ შვილსა და ჩვენ ერთად გვაძინებდა, გვბანდა და ა.შ. პატარაობიდანვე, ყველა ამჩნევდა, რომ მე და ჩემს ბიძაშვილ რეზოს განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული გვქონდა ერთმანეთის მიმართ: სულ ერთად ვთამაშობდით, წყალზე ერთად მივდიოდით, ბოსტანში ერთად გავრბოდით. მამაჩემი ადრე გარდაიცვალა და დედა იძულებული გახდა, თავის მშობლებთან დაბრუნებულიყო, რომლებიც რაიონში ცხოვრობდნენ. ყოველ ზაფხულს, მაინც მამისეულ სახლში ვატარებდი და ჩემი და რეზოს თბილი ურთიერთობა კვლავინდებურად გრძელდებოდა. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერეთ, რომ თავდავიწყებით გვიყვარდა ერთმანეთი. მე ვხვდებოდი, რომ ჩემთვის პირველ რიგში მამაკაცი იყო და მხოლოდ მასთან შევქმნიდი ოჯახს. თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა ჩვენ შორის ფიზიკური სიახლოვე დამყარდა, მალე დავორსულდი, სახლში დაბრუნებულმა, დედას ვუთხარი ყველაფერი - მეგონა გამიგებდა. დედა კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, ოთახში ჩემთან ერთად ჩაიკეტა და ვენები გადაიჭრა. თურმე ჩემი შეშინება უნდოდა - იფიქრა, შიშის საფუძველზე მუცელი მოეშლებაო. დედა გადავარჩინეთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც მუცელი მომეშალა და ვერც მისმა თავგანწირვამ მაიძულა, რეზო გადამეყვარებინა... დედა ისევ ცდილობდა, რომ მუცელი მომშლოდა და ერთხელ, კიბეზე ზეთი დამისხა - იქნებ, ფეხი დაუცურდეს და დაეცესო... ყველაფერს იღბალი უნდა, არც ამან გაჭრა. მესამე ცდაზე, თაგვის წამალი ჩამიყარა საჭმელში. საავადმყოფოში მოვხვდი, სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს, მაგრამ ყველამ გაიგო, თუ რა მიზეზით მოხდა ეს და რეზოს ყურამდეც მიაღწია ყოველივემ. ჩამოვიდა ჩემს სანახავად და საავადმყოფოდან როსტოვში გავიპარეთ. არავინ იცოდა ჩვენი ადგილსამყოფელი და ტელევიზია ხშირად გადმოსცემდა მაშინ ჩემს სურათს და მონაცემებს, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულისას... რეზოს შესახებ არაფერს ამბობდნენ. მამამისი - ე.ი. ბიძაჩემი თურმე ყველგან დაგვეძებდა – ჩვენი მოკვლა ჰქონდა განზრახული - მაგრამ რომ ვერ გვიპოვა, სიბრაზისა და სირცხვილისგან, თავი საბძელში ჩამოიხრჩო... მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩემს მულს – რეზოს დას სატელეფონო კავშირი ჰქონდა ჩვენთან. მანვე შეგვატყობინა რეზოს მამის დაღუპვის ამბავი და გადავწყვიტეთ, დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავით. მაშინ უკვე პირველი შვილი გვყავდა და გვეგონა, ბავშვს რომ დაინახავდნენ, ახლობლებს გული მოულბებოდათ... მთელი სოფელი აგვიმხედრდა. სოფელში არც შეგვიშვეს... ვინაიდან რეზოს მამა ცოცხალი აღარ იყო, ვიფიქრეთ, რომ საფრთხე აღარ გვემუქრებოდა და თბილისში დავსახლდით. დრომ თავისი ქნა, გარკვეული ხნის შემდენ, სოფელმაც მივგიღო და ნათესავებმაც. დედის გული მაინც ვერ მოვიგე - სულ ახლახან, ისე გარდაიცვალა, რომ მასთან მისვლის საშუალებაც არ მომცა... ამბობენ, რომ ჩვენს გვარს ეს გენეტიკურად მოსდგამს - მაგალითად, ბებიაჩემი ღვიძლ დეიდაშვილს ჰყავდა ცოლად... არაჩვეულებრივი შვილები გვყავს, სამი შვილიშვილიც. მე და რეზოს კი, უწინდებურად გვიყვარს ერთმანეთი. ორივე ეკლესიურად ვცხოვრობთ და იმედი გვაქვს, რომ ღმერთი მოგვიტევებს ჩადენილ ცოდვას...

ჯენარო ქრისტესაშვილი, ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, კლინიკური გენეტიკისა და რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი:

- შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკის მანძილზე, მხოლოდ ერთეული შემთხვევები მქონდა იმისა, როდესაც საქმე ეხებოდა ქართველებს შორის ნათესაურ ქორწინებას. ვფიქრობ, რომ ქართველებში ეს პრობლემა არ დგას. ხშირია ამგვარი ქორწინება აზერბაიჯანელებსა და ებრაელებში. ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ იმ ერებს ვასახელებ, რომელთა წარმომადგენლებიც უშუალოდ მოგვმართავენ დახმარებისთვის. ქორწინებას ისეთ ნათესავებს შორის, როგორებიც არიან ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ინბრიდინგი, ხოლო როდესაც კავშირი მყარდება ე.წ. პირველი ხარისხის ნათესავებს შორის – ინცესტი ეწოდება. ინცესტი მიღებული იყო ეგვიპტის საგვარეულოებში, რათა არ მომხდარიყო ქონებისა და ძალაუფლების გაყოფა უცხო ადამიანებთან. ცნობილია აგრეთვე, რომ კათოლიკური ეკლესია არ კრძალავს ქორწინებას მეორე ხარისხის ნათესავებს შორის.

- რატომ ვლინდება ასეთი ქორწინების შედეგად გაჩენილ ბავშვებში სხვადასხვა სახის პათოლოგია?

- ყოველი ჩვენგანი შეიძლება იყოს სხვადასხვა გენური მუტაციის მატარებელი. ნორმალურ გენეტიკურ აპარატში ზოგიერთი გენი იცვლება და პათოლოგიურად, მუტანტურად იქცევა. თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს რამდენიმე ასეთი მუტაციის მატარებელი. როდესაც ეს ისეთი მუტაციებია, რომელიც ერთეულ მდგომარეობაში არ ვლინდება და მხოლოდ დაწყვილების შემთხვევაში იჩენს თავს, ეს უკვე საშიროებას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, ნათესაური ქორწინება ხელს უწყობს ერთი ტიპის გენების დაწყვილებას. საერთოდ, გენების დაწყვილების რისკი, მათ შორის, პათოლოგიური სახის, იზრდება მაშინ, როდესაც მეუღლეები ერთი რაიონიდან, ერთი სოფლიდან არიან. ამას განაპირობებს ის, რომ შესაძლებელია, მათ ერთი წინაპარი ჰყავდათ. ამგვარ სიტუაციას ჩვენ ვუწოდებთ საქორწინო დისტანციის შემცირებას. ამიტომ ამბობენ, რომ სხვა ეროვნებასთან შეჯვარებით უმჯობესდება მომავალი თაობის გენეტიკა.

- კერძოდ, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მუტანტური გენების დაწყვილებამ?

- მაგალითად, აშკენაზის გვარში (მოგეხსენებათ, ეს ებრაული გვარია) ძალზე ხშირია მძიმე ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე "თეისაქსის" დაავადება. ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებულია თალასემია, ამიტომ აქ ხშირად შეიძლება მოხდეს ამ გენების დაწყვილება, ასევე, სხვადასხვა სახის გემოგლობინოპათიებისა. ამ ქვეყნებში ხშირად ავლენენ გენის მატარებლებს. თუ ოჯახში ავადმყოფი ბავშვი დაიბადა, ცხადია, რომ მისი და-ძმანი ე.წ. რისკის ჯგუფში ხვდებიან. ხშირად წყვილებს ქორწინებამდე უწევენ გენეტიკურ კონსულტაციას, ამოწმებენ, არიან თუ არა ისინი ჰეტეროზიგოტები ანუ გენის ფარული მატარებლები. თუ წყვილს გაცნობიერებული აქვს, რომ ნათესაურმა კავშირმა შეიძლება გაზარდოს დაავადებათა რისკი, ისინი ან საერთოდ აღარ ქორწინდებიან, ან უნდა ჩაუტარდეთ პრენატალური დიაგნოსტიკა (ნაყოფის გამოკვლევა). დიდ როლს თამაშობს აგრეთვე ე.წ. "წინაპრის ეფექტი" და ამის მაგალითად, ჩრდილოეთ რუსეთის მოსახლეობას ასახელებენ. თურმე სანამ ჩუქჩები მხოლოდ ირმის ჯოგების მოვლით იყვნენ დაკავებულნი, ვერავინ ამჩნევდა მათ გონებრივ ჩამორჩენილობას. მას შემდეგ, რაც მათ მათემატიკის შესწავლა დაიწყეს და აბსტრაქტულ აზროვნებას მიენიჭა უპირატესობა, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, რომ მათ ახასიათებთ ერთ-ერთი ნივთიერების - ფენილალანინის ცვლის მოშლა, რაც მსუბუქი ტიპის გონებრივ ჩამორჩენას იწვევს. როგორც გაირკვა, ვიღაც ერთ წინაპარს ჰქონდა ეს დაავადება და ვინაიდან მთელი სოფელი ერთი კაცის შთამომავალია და შორეულ, მიუწვდომელ სოფლებში თავისთავად მხოლოდ ნათესაური ქორწინებები ხდება, ამან მთელი მოსახლეობა დააავადა.

ჩვენი წინაპარი ძალზე ბრძენი იყო: ხშირად მსმენია, რომ წინათ ქალის შერთვა უცხო სოფლიდან ერჩივნათ. გარდა დაავადებებისა, ნათესაური ქორწინების დროს ე.წ. ლეტალური გენების დაწყვილება ხდება, რის გამოც, ხშირია ორსულობის შეწყვეტა, ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობა, რომლის მიზეზსაც ხშირ შემთხვევაში ვერ ადგენენ.

მამა ღვთისო, ქაშვეთის ეკლესიის მღვდელი:

- ეკლესია სასტიკად ეწინააღმდეგება ნათესავებს შორის ქორწინებას. ჩვენ ქართველები ვართ - ტრადიციების მიმდევარი ერი, ამიტომ გვაქვს, როგორც დაწერილი, აგრეთვე დაუწერელი კანონები. ქართველებში მოგვარეობაც კი ახლობლობად აღიქმება. ქრისტიანული ეკლესია კრძალავს, როგორც ქორწინებას ნათესავებს შორის, ასევე ნათელ-მირონის მქონეთა შორის.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენთვის მოემართოთ ასეთ წყვილებს, ჯვრისწერის ან აღსარების მიღების თხოვნით?

- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია, მაგრამ ჯვრისწერის უფლება არასდროს მიმიცია. მე მიმაჩნია, რომ ამ მძიმე და საშინელმა დრომ დააცილა ადამიანები ერთმანეთს. ისეთი სიახლოვე ნათესავებს შორის, როგორიც ადრე იყო, აღარ არის. ხშირად ხდება ისე, რომ ახალგაზრდები ხვდებიან, შეუყვარდებათ ერთმანეთი და მხოლოდ გაკითხვა-გამოკითხვის შემდეგ ირკვევა, რომ ნათესავები არიან. ვესაუბრებით ასეთ წყვილებს, მოგვყავს საწინააღმდეგო არგუმენტები... სხვათა შორის, არც გვედავებიან ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაუჯერებიათ ჩვენთვის და ერთმანეთს დაშორებიან.

- რამდენად მძიმეა, ამგვარი ქორწინების შედეგად ჩადენილი ცოდვა?

- ათ მცნებაში გვიწერია: "არა კაც-ჰკლა. არა იმრუშო". - ცოდვის ხარისხი დადგენილი არ არის, მაგრამ ცოდვა ცოდვაა. არსებობს მიუტევებელი ცოდვაც - მაგალითად, სულიწმინდის გვემა. როდესაც საუბარია ნათესაური ქორწინებით ჩადენილ ცოდვაზე, ძნელია მართლმსაჯულების მსგავსად, დაადო მათ სასჯელი. ასეთ შემთხვევაში ცოდვა უკვე ჩადენილია და მათ პასუხი უნდა აგონ. მაგალითისთვის, ერთ შემხთვევას მოგიყვანთ: გოგონას დედა და ვაჟის მამა ბიძაშვილები იყვნენ - ე.ი. გოგონას მამის და მისი დედამთილი გახდა. ბავშვებს ერთმანეთი შეუყვარდათ და გაიპარნენ. გაუჩნდათ შვილი, რომელიც ხორცის ნაჭერს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბავშვს, არც თავი ჰქონდა, არც ფეხები და ხელები, მხოლოდ გული უფეთქავდა... ყველამ ჩათვალა, რომ ეს ბავშვი მათი დიდი ცოდვის საზღაური იყო.

ემა ტუხიაშვილი

ჟურნალი "გზა"

#42 16.10.2003