მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

20

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 16:51-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, ყოველდღიურებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი რეჟისორის რეკორდი - 105 წუთში, ერთკადრად გადაღებული ფილმი - "დავიწყებული მეფე"
ქართველი რეჟისორის რეკორდი - 105 წუთში, ერთკადრად გადაღებული ფილმი - "დავიწყებული მეფე"

რე­ჟი­სორ­მა ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძემ მსოფ­ლიო რე­კორ­დი მოხ­სნა - მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "და­ვი­წყე­ბუ­ლი მეფე" უწყვეტ კად­რად, 105 წუთ­ში (ერთ დღე­ში) თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ პა­ვი­ლი­ონ­ში გა­და­ი­ღო.

ფილ­მის ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის რიგ სა­კი­თხებ­ში ეძებს დღეს ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­თა­ვეს: დე­მეტ­რე ორ­ბე­ლი ფა­შის­ტე­ბის ავი გან­ზრახ­ვის მსხვერ­პლი ხდე­ბა, თუმ­ცა მე­გო­ბა­რი ბე­რე­ბი მას გან­დო­ბი­ლი გრი­გო­ლის ციხე-დარ­ბაზს შე­ა­ფა­რე­ბენ, სა­დაც გა­ი­გებს, თუ რა მი­სია აკის­რია... თა­მა­რი, რუს­თვე­ლი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, სტა­ლი­ნი, ჰიტ­ლე­რი - სხვა­დას­ხვა ეპო­ქის გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თავს ერთ ფილმში იყ­რი­ან...

ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე:

- "და­ვი­წყე­ბუ­ლი მეფე" ერთ, უწყვეტ კადრშია გა­და­ღე­ბუ­ლი, ერ­თდუბ­ლი­ა­ნი ფილ­მია და ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი იყო. სპე­ცი­ა­ლუ­რი სცე­ნა­რი გა­კეთ­და, არც ერთ მსა­ხი­ობ­სა და ჯგუ­ფის წევ­რს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, რად­გა­ნაც ასეთ დროს არა­ვის შე­უძ­ლია თქვას, კა­მე­რა გა­მორ­თე, ესა თუ ის სცე­ნა შემ­დეგ დუბ­ლში გა­და­ვი­ღო­თო. ეს არის მთლი­ა­ნი, 105-წუ­თი­ა­ნი დუბ­ლი, რო­მელ­შიც ყვე­ლამ თა­ვი­სი ნაშ­რო­მი უნდა და­დოს.

- ფილმში დემ­ნა უფ­ლის­წუ­ლია მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი. რა­ტომ?

- დიახ, ფილ­მი დემ­ნა უფ­ლის­წულ­ზე, შოთა რუს­თველ­სა და "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზეა", ანუ რო­გორ წა­ვი­და დემ­ნა უფ­ლის­წუ­ლი იე­რუ­სა­ლიმ­ში და რო­გორ გახ­და შოთა რუს­თვე­ლი. ასე­ვე აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" კო­დებ­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოსთნ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამას­თან, სი­უ­ჟეტს თე­მა­ტუ­რად სტა­ლი­ნი უკავ­შირ­დე­ბა, შემ­დეგ ჰიტ­ლე­რი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, თა­მარ მეფე...

- ფილმში შოთა რუს­თვე­ლი ბრმაა. ეს სა­ო­ცარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს მა­ყუ­რე­ბელ­ზე...

- თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში" ავ­ტო­რი ხში­რად იხ­სე­ნი­ებს სის­ხლი­ან, ცხელ ცრემლს, როცა მისი გმი­რე­ბი ტი­რი­ან, რაც ტრა­გი­კუ­ლად დაბრმა­ვე­ბულ ადა­მინს ახა­სი­ა­თებს და ამი­ტო­მაც არის ფილმში რუს­თა­ვე­ლი უსი­ნათ­ლო...

- ფილმში სტა­ლი­ნის გა­მო­ჩე­ნით რა გინ­დო­და, გეთ­ქვა? აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტა­ლი­ნის როლს მსა­ხი­ო­ბი ქარ­თლოს მა­რა­დიშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს.

- სტა­ლი­ნის ნა­თარ­გმნია "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" 1414 სტრო­ფი და სწო­რედ აქე­დან წა­მო­ვი­და მისი ფილმში ჩარ­თვის იდე­აც. სტა­ლი­ნი მის­ტი­კუ­რი ადა­მი­ნია, სამ­ყა­რო­ში უდი­დე­სი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან სა­ო­ცა­რი მე­ნე­ჯე­რიც იყო და ზო­გა­დად უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი...

- ბევ­რი ტრა­გე­დია კი და­ატ­რი­ა­ლა...

- სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წყდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი, რა­საც ჩვენ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ. რო­გორც კი ჩვენს ფუნ­ქცი­ას და­ვიბ­რუ­ნებთ, და­მი­ჯე­რეთ, სხა­ვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებთ. ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში დიდ როლს თა­მა­შო­ბენ. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა დიდ­გო­რის ბრძო­ლით მთე­ლი ევ­რო­პა და­იც­ვა, ის ბრძო­ლა რომ წაგ­ვე­გო, მსოფ­ლი­ო­ში სხვა გა­და­ნა­წი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე, ეპო­ქებს შო­რის ასე გაჭ­რი­ლი­ყა­ვი?

- ეს ჩემ­მა ის­ტო­რი­ი­სა და მის­ტი­კი­სად­მი სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ფილმში არის რა­ღაც მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას... ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ ფაქ­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან დამ­თხვე­ვაც.

- რო­დის გა­და­ი­ღე?

- 2010 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს 105 წუთ­ში გა­და­ვი­ღე და ის მა­ყუ­რე­ბელ­მა მონ­ტა­ჟის გა­რე­შე იხი­ლა.

- მთა­ვა­რი გმი­რი დემ­ნა უფ­ლის­წუ­ლის შთა­მო­მა­ვა­ლია, რომ­ლის როლ­საც და­ვით ქა­ცა­რა­ვა ას­რუ­ლებს...

- მთა­ვარ როლ­შია დათო ქა­ცა­რა­ვა და ასე­ვე სა­ლო­მე ფა­ღა­ვა. სა­ერ­თოდ, ბევ­რი სცე­ნაა და ყვე­ლას თა­ვის დატ­ვირ­თვა აქვს. მოქ­მე­დე­ბა დათო ქა­ცა­რა­ვას გმი­რის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - ბად­რი კა­კა­ბა­ძე, ნუგ­ზარ ჩი­ქო­ვა­ნი (ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე), გუჯა ბურ­დუ­ლი (დაბრმა­ვე­ბუ­ლი შოთა რუს­თვე­ლი)...

- გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ამე­რი­კი­დან იყო?

- ნა­ხევ­რად ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან, ნა­ხევ­რად - აქე­დან იყ­ვნენ. დიდი მადლბა ყვე­ლას, ვინც ამ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და.

- ფილმში მა­რა­დი­ულ თე­მას ეხე­ბი - ბრძო­ლას სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რე­ბი გყავს მოქ­მედ გმი­რე­ბად და ეპი­ცენ­ტრი არის სა­ქარ­თვე­ლო...

- შე­ვე­ცა­დე, მთე­ლი ეს ფილ­მი და მისი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა, სცე­ნა ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რაც ასე გა­მოვ­ხა­ტე... როცა ეს სცე­ნა­რი დავ­წე­რე, ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მქონ­და, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმ ყვე­ლა დე­ტა­ლის გად­მო­ცე­მა, რაც გად­მო­ვე­ცი. თან, ყვე­ლაფ­რის უწყვეტ კად­რად წარ­მოდ­გე­ნა, მსა­ხი­ო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა. ოთხ კვი­რა­ში აე­წყო პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი და ერთ დღე­ში გა­და­ვი­ღეთ.

- რა დაჯ­და ფილ­მი?

- 130 ათა­სი დო­ლა­რამ­დე...

და­ვით ქა­ცა­რა­ვა:

- "და­ვი­წყე­ბუ­ლი მეფე" - ეს არის ექ­სპე­რი­მენ­ტი არა მარ­ტო ქარ­თულ კი­ნო­ში, მსოფ­ლიო კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში, რად­გა­ნაც ასე­თი რამ თით­ქმის არ ხდე­ბა...

სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე იყო, მსა­ხი­ო­ბებს შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი უნდა დაგ­ვე­დო. ფილ­მს ერთი დუბ­ლით იღებ­დნენ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ საქ­მე­ში 60-მდე მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მარ­თლა დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტვირ­თი იყო, რად­გა­ნაც აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ისე უნდა იმოქ­მე­დო, რომ 60 კა­ცის შრო­მა წყალ­ში არ ჩა­ი­ყა­როს. ოპე­რა­ტორ­საც ურ­თუ­ლე­სი საქ­მე ჰქონ­და - სა­ა­თი და 45 წუთი მძი­მე კა­მე­რა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვია.

- სცე­ნე­ბი მა­ნამ­დე იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი და არ იყო ერ­თმა­ნე­თის­გან შორს, არა?

- არა, საკ­მა­ოდ შორი იყო. პირ­ვე­ლი სცე­ნა სას­ტუმ­რო "ტიფ­ლის­ში" გა­და­ვი­ღეთ, მერე მას მოჰ­ყვა სა­მან­ქა­ნო ვო­ი­ა­ჟი, "გონ­კე­ბი" და წა­ვე­დით დი­ღომ­ში, "იმე­დის" ერთ-ერთ პა­ვი­ლი­ონ­ში. იქ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. სა­ნამ თვი­თონ არ დავ­რწმუნ­დით იმა­ში, რომ ეს ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო და გა­კეთ­და, მა­ნამ­დე ეჭვი მე­პა­რე­ბო­და მეც და სხვა­საც. რაც მთა­ვა­რია, ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და ნი­კას, რომ ეს სა­მუ­შაო შეს­რულ­დე­ბო­და. მისი მხრი­დან გამ­ბე­და­ვი ნა­ბი­ჯი იყო.

- ფილმში დემ­ნა უფ­ლის­წუ­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი ხართ...

- ეს ჩემი მე­ო­რე კი­ნო­რო­ლი გახ­ლდათ და ნი­კას მხრი­დან თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემ­თვის მთა­ვა­რი როლი მო­ე­ცა. ჩემ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა და ფსო­ნი დადო. არ ვიცი, გა­ვუ­მარ­თლე თუ არა, მაგ­რამ ამას არა­სო­დეს და­ვი­ვი­წყებ.

მი­მაჩ­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფილ­მია. რე­ჟი­სო­რის სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვა იყო, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე. მსა­ხი­ო­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზა­ზე დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა +ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს

ქართველი რეჟისორის რეკორდი - 105 წუთში, ერთკადრად გადაღებული ფილმი - "დავიწყებული მეფე"

ქართველი რეჟისორის რეკორდი - 105 წუთში, ერთკადრად გადაღებული ფილმი - "დავიწყებული მეფე"

რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მსოფლიო რეკორდი მოხსნა - მხატვრული ფილმი "დავიწყებული მეფე" უწყვეტ კადრად, 105 წუთში (ერთ დღეში) თბილისის ქუჩებსა და სპეციალურად მოწყობილ პავილიონში გადაიღო.

ფილმის ავტორი საქართველოს ისტორიის რიგ საკითხებში ეძებს დღეს ჩვენში არსებული პრობლემების სათავეს: დემეტრე ორბელი ფაშისტების ავი განზრახვის მსხვერპლი ხდება, თუმცა მეგობარი ბერები მას განდობილი გრიგოლის ციხე-დარბაზს შეაფარებენ, სადაც გაიგებს, თუ რა მისია აკისრია... თამარი, რუსთველი, ილია ჭავჭავაძე, სტალინი, ჰიტლერი - სხვადასხვა ეპოქის გამოჩენილი ადამიანები თავს ერთ ფილმში იყრიან...

ნიკოლოზ ხომასურიძე:

- "დავიწყებული მეფე" ერთ, უწყვეტ კადრშია გადაღებული, ერთდუბლიანი ფილმია და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი იყო. სპეციალური სცენარი გაკეთდა, არც ერთ მსახიობსა და ჯგუფის წევრს შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა, რადგანაც ასეთ დროს არავის შეუძლია თქვას, კამერა გამორთე, ესა თუ ის სცენა შემდეგ დუბლში გადავიღოთო. ეს არის მთლიანი, 105-წუთიანი დუბლი, რომელშიც ყველამ თავისი ნაშრომი უნდა დადოს.

- ფილმში დემნა უფლისწულია მთავარი პერსონაჟი. რატომ?

- დიახ, ფილმი დემნა უფლისწულზე, შოთა რუსთველსა და "ვეფხისტყაოსანზეა", ანუ როგორ წავიდა დემნა უფლისწული იერუსალიმში და როგორ გახდა შოთა რუსთველი. ასევე აქცენტი კეთდება "ვეფხისტყაოსნის" კოდებზე და იმაზე, თუ როგორ არის ეს ყველაფერი საქართველოსთნ დაკავშირებული. ამასთან, სიუჟეტს თემატურად სტალინი უკავშირდება, შემდეგ ჰიტლერი, ილია ჭავჭავაძე, თამარ მეფე...

- ფილმში შოთა რუსთველი ბრმაა. ეს საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე...

- თუ დააკვირდებით, "ვეფხისტყაოსანში" ავტორი ხშირად იხსენიებს სისხლიან, ცხელ ცრემლს, როცა მისი გმირები ტირიან, რაც ტრაგიკულად დაბრმავებულ ადამინს ახასიათებს და ამიტომაც არის ფილმში რუსთაველი უსინათლო...

- ფილმში სტალინის გამოჩენით რა გინდოდა, გეთქვა? აღსანიშნავია, რომ სტალინის როლს მსახიობი ქართლოს მარადიშვილი შესანიშნავად ასრულებს.

- სტალინის ნათარგმნია "ვეფხისტყაოსნის" 1414 სტროფი და სწორედ აქედან წამოვიდა მისი ფილმში ჩართვის იდეაც. სტალინი მისტიკური ადამინია, სამყაროში უდიდესი გონებრივი და ფიზიკური პოტენციალის მქონე. ჩემი გადმოსახედიდან საოცარი მენეჯერიც იყო და ზოგადად უნიკალური ადამიანი...

- ბევრი ტრაგედია კი დაატრიალა...

- საერთოდ, საქართველოში წყდება მსოფლიოში მნიშვნელოვანი ამბები, რასაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ. როგორც კი ჩვენს ფუნქციას დავიბრუნებთ, დამიჯერეთ, სხავანაირად ვიცხოვრებთ. ქართველები მსოფლიო ისტორიაში დიდ როლს თამაშობენ. დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლით მთელი ევროპა დაიცვა, ის ბრძოლა რომ წაგვეგო, მსოფლიოში სხვა გადანაწილება იქნებოდა.

- რატომ გადაწყვიტე, ეპოქებს შორის ასე გაჭრილიყავი?

- ეს ჩემმა ისტორიისა და მისტიკისადმი სიყვარულმა განაპირობა. ფილმში არის რაღაც მომენტები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღების მიქცევას... ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მნიშვნელოვანი იყო ამ ფაქტების ერთმანეთთან დამთხვევაც.

- როდის გადაიღე?

- 2010 წლის 29 ოქტომბერს 105 წუთში გადავიღე და ის მაყურებელმა მონტაჟის გარეშე იხილა.

- მთავარი გმირი დემნა უფლისწულის შთამომავალია, რომლის როლსაც დავით ქაცარავა ასრულებს...

- მთავარ როლშია დათო ქაცარავა და ასევე სალომე ფაღავა. საერთოდ, ბევრი სცენაა და ყველას თავის დატვირთვა აქვს. მოქმედება დათო ქაცარავას გმირის გარშემო ვითარდება. მონაწილეობენ - ბადრი კაკაბაძე, ნუგზარ ჩიქოვანი (ილია ჭავჭავაძე), გუჯა ბურდული (დაბრმავებული შოთა რუსთველი)...

- გადამღები ჯგუფი ამერიკიდან იყო?

- ნახევრად ლოს-ანჯელესიდან, ნახევრად - აქედან იყვნენ. დიდი მადლბა ყველას, ვინც ამ სურათის გადაღებაში მონაწილეობდა, ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოვიდა.

- ფილმში მარადიულ თემას ეხები - ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ცნობილი ფიგურები გყავს მოქმედ გმირებად და ეპიცენტრი არის საქართველო...

- შევეცადე, მთელი ეს ფილმი და მისი თითოეული სიტყვა, სცენა ჩემი გულისტკივილი ყოფილიყო, რაც ასე გამოვხატე... როცა ეს სცენარი დავწერე, ნაკლები გამოცდილება და შესაძლებლობაც მქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმ ყველა დეტალის გადმოცემა, რაც გადმოვეცი. თან, ყველაფრის უწყვეტ კადრად წარმოდგენა, მსახიობებთან მუშაობა. ოთხ კვირაში აეწყო პავილიონები და ერთ დღეში გადავიღეთ.

- რა დაჯდა ფილმი?

- 130 ათასი დოლარამდე...

დავით ქაცარავა:

- "დავიწყებული მეფე" - ეს არის ექსპერიმენტი არა მარტო ქართულ კინოში, მსოფლიო კინოინდუსტრიაში, რადგანაც ასეთი რამ თითქმის არ ხდება...

საპასუხისმგებლო საქმე იყო, მსახიობებს შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა დაგვედო. ფილმს ერთი დუბლით იღებდნენ.

წარმოიდგინეთ, ამ საქმეში 60-მდე მსახიობი მონაწილეობდა. მართლა დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი იყო, რადგანაც აცნობიერებ, რომ ისე უნდა იმოქმედო, რომ 60 კაცის შრომა წყალში არ ჩაიყაროს. ოპერატორსაც ურთულესი საქმე ჰქონდა - საათი და 45 წუთი მძიმე კამერა ხელიდან არ გაუშვია.

- სცენები მანამდე იყო მომზადებული და არ იყო ერთმანეთისგან შორს, არა?

- არა, საკმაოდ შორი იყო. პირველი სცენა სასტუმრო "ტიფლისში" გადავიღეთ, მერე მას მოჰყვა სამანქანო ვოიაჟი, "გონკები" და წავედით დიღომში, ''იმედის'' ერთ-ერთ პავილიონში. იქ ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად იყო გაკეთებული. სანამ თვითონ არ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო და გაკეთდა, მანამდე ეჭვი მეპარებოდა მეც და სხვასაც. რაც მთავარია, ეჭვი არ ეპარებოდა ნიკას, რომ ეს სამუშაო შესრულდებოდა. მისი მხრიდან გამბედავი ნაბიჯი იყო.

- ფილმში დემნა უფლისწულის შთამომავალი ხართ...

- ეს ჩემი მეორე კინოროლი გახლდათ და ნიკას მხრიდან თამამი გადაწყვეტილება, ჩემთვის მთავარი როლი მოეცა. ჩემზე სერიოზული აქცენტი გააკეთა და ფსონი დადო. არ ვიცი, გავუმართლე თუ არა, მაგრამ ამას არასოდეს დავივიწყებ.

მიმაჩნია, რომ წარმატებული ფილმია. რეჟისორის საინტერესო ხედვა იყო, სერიოზული გამოცდილებაც მივიღე. მსახიობად ჩამოყალიბების გზაზე დიდი წვლილი შეიტანა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა +ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება