მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალური თუ ილუზიური "ლავ სთორი" და მისი მთავარი გმირები
რეალური თუ ილუზიური "ლავ სთორი" და მისი მთავარი გმირები

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგვარ სე­რი­ალს "ვკი­თხუ­ლობ­დით": ტრფო­ბის ობი­ექ­ტის­გან - რა­დი­ო­წამ­ყვან გიგა ბატ­კუ­აშ­ვი­ლის­გან უარ­ყო­ფი­ლი ნატა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი მე­ტო­ქეს - ტე­ლე­წამ­ყვან მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვილს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით "ებ­რძო­და", მერ­სიმ კი ნა­ტას შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი "ფე­ის­ბუკ­ზე" გა­ნა­თავ­სა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მე­სი­ჯე­ბის ში­ნა­არსმა გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა კი­დეც... გა­დავ­წყვი­ტე, ინ­ტერ­ნეტ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი "სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის" გმი­რებს გავ­სა­უბ­რე­ბო­დი.

მერ­სი:

- ნატა გი­გას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფანი, რა­დი­ომსმე­ნე­ლი გახ­ლავთ. უბ­რა­ლოდ, მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა - ბატ­კუ­აშ­ვი­ლი მგო­ნი, ხმით შე­უყ­ვარ­და.

- ნა­ტას პი­რა­დად იც­ნობ?

- მე და გიგა ერ­თსა და იმა­ვე ჰოლ­დინ­გში ვმუ­შა­ობთ. ერთ სა­ღა­მოს ნა­ტამ გი­გას მო­ა­კი­თხა, მაგ­რამ მა­შინ გი­გას იმ ქალ­ბა­ტო­ნის და­ნახ­ვა არ ესი­ა­მოვ­ნა (უკვე 4-5 წე­ლია, იც­ნობს). ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას მივ­ხვდი, რომ ნატა, ცოტა არ იყოს, შე­უ­რა­ცხა­დი გახ­ლდათ: ისეთ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­და, რომ გა­ვოც­დი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მას ისევ შევ­ხვდი. ჰოლ­დინ­გის თა­ნამ­შრომ­ლებს ეკი­თხე­ბო­და: - გიგა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უნდა მო­ვი­ტა­ცოო და ა.შ. ვუ­თხა­რი: - გი­გას­თან რა ხელი გაქვს ან რო­გორ უნდა მო­ი­ტა­ცო-მეთ­ქი? მან ის სა­ღა­მო ჩემ­თან ერ­თად დე­რე­ფან­ში გა­ა­ტა­რა (სტუ­დი­ა­ში უცხო პი­რე­ბი ვერ შე­დი­ან). სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ჰქონ­და და და­ჟი­ნე­ბით იმე­ო­რებ­და, - გიგა უნდა მო­ვი­ტა­ცოო. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს ქალ­ბა­ტო­ნი შე­მებ­რა­ლა და ახ­სნა და­ვუ­წყე: - ფაქ­ტია, რომ გი­გას არ აინ­ტე­რე­სებ. 5 წე­ლია, მოგ­წონს, ის კი გრძნო­ბა­ზე არ გპა­სუ­ხობს-მეთ­ქი. ეს არ ესი­ა­მოვ­ნა...

- შენ და გი­გას რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ერ­თმა­ნეთს პა­ტივს ვცემთ, ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონს, და­ნარ­ჩენს კი დრო გვიჩ­ვე­ნებს.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­გო­ნა, რომ უხამ­სი, "შემ­ტე­ვი" მე­სი­ჯე­ბის ავ­ტორს ბოხი ხმა და სა­უბ­რის აგ­რე­სი­უ­ლი ტონი ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ შევ­ცდი; ნატა ინ­ტერ­ვი­უ­ზე ზრდი­ლო­ბი­ა­ნად დამ­თან­ხმდა და ასე­ვე ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მე­სა­უბ­რა, რა­მაც ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მა­ო­ცა. რეს­პონ­დენ­ტმა ამიხ­სნა: გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მერ­სის უხამს შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ამი­ტო­მაც ვწერ­დიო.

- გიგა "ოდ­ნოს" წყა­ლო­ბით გა­ვი­ცა­ნი, შემ­დეგ მას­თან რა­დი­ო­ში მი­ვე­დი.

- სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით?

- მივ­წე­რე, - შენი ნახ­ვა მინ­და, ერ­თმა­ნე­თი უფრო ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ-მეთ­ქი... თა­ვი­დან ვმე­გობ­რობ­დით, რა­დი­ო­ში მას­თან ხში­რად მივ­დი­ო­დი. უსაყ­ვარ­ლე­სი ბიჭი იყო, მარ­თლა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და.

- უბ­რა­ლოდ მე­გობ­რობ­დით თუ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- მარ­თლა მომ­წონ­და და მა­საც მოვ­წონ­დი. ხან რას ვჩუქ­ნი­დი, ხან - რას. ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებ­დით.

- სა­ჩუქ­რებს თა­ვა­დაც გი­ძღვნი­და?

- სიმ­ღე­რებს "მჩუქ­ნი­და". როცა რა­დი­ო­ში მივ­დი­ო­დი, უხა­რო­და და თვა­ლე­ბიც უბრწყი­ნავ­და. სხვა­თა შო­რის, იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი რამე ვის­წავ­ლე: რეკ­ლა­მის ჩა­წე­რა, ხმის "და­დე­ბა" და ა.შ. ამის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი. 2011 წელს ერთ-ერთ კლუბ­ში, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს ერ­თად შევ­ხვდით. იქ იყ­ვნენ ჯგუ­ფის - "მგზავ­რე­ბი" წევ­რე­ბიც.

- არ გი­ფიქ­რია, რომ უბ­რა­ლოდ, ისე გექ­ცე­ო­და, რო­გორც ფანს, გულ­შე­მატ­კი­ვარს?

- არა მგო­ნია, ასე ყო­ფი­ლი­ყო... მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში გიგა აშ­კა­რად შე­იც­ვა­ლა, ჩემ მი­მართ "გა­ცივ­და". სხვა­თა შო­რის, თავ­და­პირ­ვე­ლად მომ­წონ­და, გა­და­ცე­მა მერ­სის­თან ერ­თად რომ მიჰ­ყავ­და და მახ­სოვს, მერ­სის კომ­პლი­მენ­ტიც ვუ­თხა­რი.

- შენ და გიგა "ოფი­ცი­ა­ლუ­რად" იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი?

- კი, ასეა. მის­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც იცოდ­ნენ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით მა­ნამ, ვიდ­რე ეს გოგო არ გა­მოჩ­ნდა და ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ა­ფუ­ჭა. მა­ხინ­ჯი და კი­დევ ვინ იცის, რა არ მი­წო­და!

- რა­ტომ?

- ვერ მი­ტანს. მაია ასა­თი­ა­ნის "პრო­ფილ­ში" პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, მივ­ხვდი, ვინც იყო და რაც იყო.

- შენი და გი­გას შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბამ რამ­დენ ხანს გას­ტა­ნა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 4 წელი. გიგა 2009 წელს გა­ვი­ცა­ნი და ერ­თმა­ნეთს ამ დრომ­დე ვხვდე­ბო­დით. "დაჟე", 23 ნო­ემ­ბერს კო­კერ­სპა­ნი­ე­ლის ჯი­შის ძაღ­ლი ვა­ჩუ­ქე, შემ­დეგ - ნა­გა­ზი.

- სიყ­ვა­რულ­ში რო­დის გა­მო­გი­ტყდა?

­- კლუბ­ში, "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტზე. ნას­ვა­მი იყო, როცა მიკრო­ფო­ნი აიღო ხელ­ში და მი­თხრა, - მიყ­ვარ­ხარ, შენ­თან ძა­ლი­ან კარ­გად ვარო.

- მას შემ­დეგ, შენ­თვის ფხი­ზელს თუ უთ­ქვამს, რომ უყ­ვარ­დი, რო­გორც ქალი და არა - რო­გორც მე­გო­ბა­რი?

- კი, უთ­ქვამს.

- ანუ ფიქ­რობ, რომ მერ­სის გამო მი­გა­ტო­ვა?

- ასე გა­მო­ვი­და. გუ­შინ­დე­ლის მერე, მათი და­ნახ­ვაც აღარ მინ­და: მერ­სიმ და გი­გამ მა­მა­ჩე­მის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­ი­გეს, და­უ­რე­კეს და უთხრეს, - თით­ქოს მათ "მჟა­ვას" შეს­ხმას ვუ­პი­რებ­დი. მერ­წმუ­ნეთ, ეს მო­ი­გო­ნეს. მამა შინ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სე­ნი. არ ვიცი, გი­გამ ასე რა­ტომ გამ­წი­რა.

- მერ­სის გა­ლან­ძღვის ნაც­ვლად, თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე თა­ვი­დან­ვე გი­გას რომ და­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, არ აჯო­ბებ­და?

- ისე­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო, აზ­რიც არ ჰქონ­და. მისი და­ნახ­ვაც არ მინ­და! ეგ ვინ ყო­ფი­ლა? ჰყავ­დეს სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, მეტს არც იმ­სა­ხუ­რებს. მათ­ზეა ნათ­ქვა­მი, - ფერი ფერ­სა, მად­ლი ღმერ­თსაო. ბედ­ნი­ე­რი ვარ, მშობ­ლე­ბი, ძმა, ნა­თე­სა­ვე­ბი და უსაყ­ვარ­ლე­სი ძაღ­ლი - ჯეკი რომ მყავს.

- ნატა, რას საქ­მი­ა­ნობ?

- სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რა­დი­ო­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე, შემ­დეგ პი­ა­რი­სა და პიარ-მე­ნე­ჯმენ­ტის კურ­სებ­ზე დავ­დი­ო­დი, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ივენთ-მე­ნე­ჯე­რად დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დი...

- ახლა რას აპი­რებ?

- ცხოვ­რე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ, მათ კი ბედ­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ! ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, გიგა ასე­თი და­უნ­დო­ბე­ლი თუ იყო. სხვა­თა შო­რის, მერ­სი ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის გამო ნა­სა­მარ­თლე­ვია და ცი­ხე­ში ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა. ეს ამ­ბა­ვი ახ­ლობ­ლის­გან შე­ვი­ტყვე. იმე­დი მაქვს, ადრე თუ გვი­ან, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მიბ­რძა­ნე­ბულ სულ­ხა­ნიშ­ვილს ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, გი­სო­სებს მიღ­მა დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევს. ძა­ლი­ან სა­წყე­ნია, რომ მაია ასა­თი­ა­ნი მის მსგავს ადა­მი­ა­ნებს შო­უ­ში იწ­ვევს და "აპი­ა­რებს", ეს სირ­ცხვი­ლია.

გიგა ბატ­კუ­აშ­ვი­ლი:

- ნა­ტას მა­მას მარ­თლაც და­ვუ­რე­კე და ავუხ­სე­ნი, რომ შვი­ლის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ე­ხე­და. სხვა­თა შო­რის, მა­მა­მი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ძა­ლი­ან შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ნა­ტას ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­და. 2 დღე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ შევ­სულ­ვარ და მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის გამო, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ.

- ნატა რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი. რა­დი­ოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსმე­ნე­ლია. რო­გორც სხვა მსმე­ნე­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ თა­ვი­ან­თი ფა­ვო­რი­ტი წამ­ყვა­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად, ისიც ასე მო­დი­ო­და.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გქო­ნი­ათ?

- რა სი­სუ­ლე­ლეა?! ეგ შე­კი­თხვა სა­ერ­თოდ არ უნდა და­გეს­ვა. რო­მან­ტი­კა არა, ის (იცი­ნის)...

- სა­ჩუქ­რებს მარ­თლა გი­ძღვნი­და?

- სა­ჩუქ­რებს ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მსმე­ნე­ლი მჩუქ­ნის, ასე­ვე - სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც. ეს უბ­რა­ლოდ სა­ჩუ­ქა­რია.

- ძაღ­ლე­ბი გა­ჩუ­ქა?

- არა (იცი­ნის). ძაღ­ლე­ბი და ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო ჩემ­თვის არა­ვის უჩუ­ქე­ბია... ზო­გა­დად, ყვე­ლა მსმე­ნელ­თან ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მათ დიდ პა­ტივს ვცემ, მიყ­ვარს. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას ფსი­ქი­კას ვერ ჩავ­წვდე­ბი, ზოგი ილუ­ზი­ა­ში ცხოვ­რობს. უბ­რა­ლოდ, ვი­საც ილუ­ზი­უ­რი სამ­ყა­რო აქვს, მთე­ლი გუ­ლი­თა და სუ­ლით თა­ნა­ვუგ­რძნობ. ყო­ველ­თვის მსურ­და, ამ ადა­მი­ანს მხარ­ში ამოვ­დგო­მო­დი და ამეხ­სნა, რომ ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად არის მო­წყო­ბი­ლი. მერ­სიც ანა­ლო­გი­უ­რად ცდი­ლობ­და, გონს მო­ეყ­ვა­ნა (როცა ნატა ჩვენ­თან, რა­დი­ო­ში იყო მო­სუ­ლი), მე­გობ­რულ რჩე­ვებს აძ­ლევ­და... ნა­ტას­გან ასეთ მე­სი­ჯებს არ ვე­ლო­დი. არც ერთი ჩემი თა­ნამ­შრომ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­ღირს არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბად. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მსმე­ნელ­თან სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­დეს. ნა­ტას შემ­თხვე­ვა­ში, ცოტა სხვაგ­ვა­რად მოხ­და, რა­ზეც გული მწყდე­ბა... როცა მა­მა­მისს ვე­სა­უბ­რე, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ ნა­ტამ მომ­წე­რა, - მა­პა­ტიე, არა­სო­დეს შე­გა­წუ­ხებ­თო...

P.S. ასე თუ ისე, ილუ­ზი­უ­რი თუ რე­ა­ლუ­რი "ლავ სთო­რი" მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და. მერ­სიმ ნარ­კო­ტი­კებ­თან კავ­ში­რი უარ­ყო და ამ ბრალ­დე­ბა­ზე იხა­ლი­სა, ნატა კი უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რის აწყო­ბას აპი­რებს, რო­გორც თა­ვად თქვა, - მერ­სის და გი­გას ჯიბ­რზე.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რეალური თუ ილუზიური "ლავ სთორი" და მისი მთავარი გმირები

რეალური თუ ილუზიური "ლავ სთორი" და მისი მთავარი გმირები

სოციალური ქსელის მომხმარებლები რამდენიმე დღის განმავლობაში ერთგვარ სერიალს "ვკითხულობდით": ტრფობის ობიექტისგან - რადიოწამყვან გიგა ბატკუაშვილისგან უარყოფილი ნატა გოდერძიშვილი მეტოქეს - ტელეწამყვან მერსი სულხანიშვილს შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით "ებრძოდა", მერსიმ კი ნატას შეტყობინებები "ფეისბუკზე" განათავსა. ტელეწამყვანი და სოციალური ქსელის მომხმარებლები მესიჯების შინაარსმა გაამხიარულა კიდეც... გადავწყვიტე, ინტერნეტში პოპულარული "სასიყვარულო სამკუთხედის" გმირებს გავსაუბრებოდი.

მერსი:

- ნატა გიგას ჩვეულებრივი ფანი, რადიომსმენელი გახლავთ. უბრალოდ, მისი აღმატებულება - ბატკუაშვილი მგონი, ხმით შეუყვარდა.

- ნატას პირადად იცნობ?

- მე და გიგა ერთსა და იმავე ჰოლდინგში ვმუშაობთ. ერთ საღამოს ნატამ გიგას მოაკითხა, მაგრამ მაშინ გიგას იმ ქალბატონის დანახვა არ ესიამოვნა (უკვე 4-5 წელია, იცნობს). ჯერ კიდევ პირველი შეხვედრისას მივხვდი, რომ ნატა, ცოტა არ იყოს, შეურაცხადი გახლდათ: ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ გავოცდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას ისევ შევხვდი. ჰოლდინგის თანამშრომლებს ეკითხებოდა: - გიგა ძალიან მიყვარს, უნდა მოვიტაცოო და ა.შ. ვუთხარი: - გიგასთან რა ხელი გაქვს ან როგორ უნდა მოიტაცო-მეთქი? მან ის საღამო ჩემთან ერთად დერეფანში გაატარა (სტუდიაში უცხო პირები ვერ შედიან). სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა და დაჟინებით იმეორებდა, - გიგა უნდა მოვიტაცოო. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ქალბატონი შემებრალა და ახსნა დავუწყე: - ფაქტია, რომ გიგას არ აინტერესებ. 5 წელია, მოგწონს, ის კი გრძნობაზე არ გპასუხობს-მეთქი. ეს არ ესიამოვნა...

- შენ და გიგას როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ერთმანეთს პატივს ვცემთ, ერთმანეთი მოგვწონს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ უხამსი, "შემტევი" მესიჯების ავტორს ბოხი ხმა და საუბრის აგრესიული ტონი ექნებოდა, მაგრამ შევცდი; ნატა ინტერვიუზე ზრდილობიანად დამთანხმდა და ასევე ზრდილობიანად მესაუბრა, რამაც ბუნებრივია, გამაოცა. რესპონდენტმა ამიხსნა: გაბრაზებული ვიყავი და მერსის უხამს შეტყობინებებს ამიტომაც ვწერდიო.

- გიგა "ოდნოს" წყალობით გავიცანი, შემდეგ მასთან რადიოში მივედი.

- საკუთარი ინიციატივით?

- მივწერე, - შენი ნახვა მინდა, ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ-მეთქი... თავიდან ვმეგობრობდით, რადიოში მასთან ხშირად მივდიოდი. უსაყვარლესი ბიჭი იყო, მართლა კარგი ურთიერთობა გვქონდა.

- უბრალოდ მეგობრობდით თუ რომანტიკული ურთიერთობა გქონდათ?

- მართლა მომწონდა და მასაც მოვწონდი. ხან რას ვჩუქნიდი, ხან - რას. ერთმანეთს კარგად ვუგებდით.

- საჩუქრებს თავადაც გიძღვნიდა?

- სიმღერებს "მჩუქნიდა". როცა რადიოში მივდიოდი, უხაროდა და თვალებიც უბრწყინავდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში ბევრი რამე ვისწავლე: რეკლამის ჩაწერა, ხმის "დადება" და ა.შ. ამისთვის მადლობას ვუხდი. 2011 წელს ერთ-ერთ კლუბში, ახალი წლის დღესასწაულს ერთად შევხვდით. იქ იყვნენ ჯგუფის - "მგზავრები" წევრებიც.

- არ გიფიქრია, რომ უბრალოდ, ისე გექცეოდა, როგორც ფანს, გულშემატკივარს?

- არა მგონია, ასე ყოფილიყო... მაგრამ ბოლო პერიოდში გიგა აშკარად შეიცვალა, ჩემ მიმართ "გაცივდა". სხვათა შორის, თავდაპირველად მომწონდა, გადაცემა მერსისთან ერთად რომ მიჰყავდა და მახსოვს, მერსის კომპლიმენტიც ვუთხარი.

- შენ და გიგა "ოფიციალურად" იყავით შეყვარებულები?

- კი, ასეა. მისმა თანამშრომლებმაც იცოდნენ, რომ შეყვარებულები ვიყავით მანამ, ვიდრე ეს გოგო არ გამოჩნდა და ყველაფერი არ გააფუჭა. მახინჯი და კიდევ ვინ იცის, რა არ მიწოდა!

- რატომ?

- ვერ მიტანს. მაია ასათიანის "პროფილში" პირველად რომ ვნახე, მივხვდი, ვინც იყო და რაც იყო.

- შენი და გიგას შეყვარებულობამ რამდენ ხანს გასტანა?

- დაახლოებით 4 წელი. გიგა 2009 წელს გავიცანი და ერთმანეთს ამ დრომდე ვხვდებოდით. "დაჟე", 23 ნოემბერს კოკერსპანიელის ჯიშის ძაღლი ვაჩუქე, შემდეგ - ნაგაზი.

- სიყვარულში როდის გამოგიტყდა?

­- კლუბში, "მგზავრების" კონცერტზე. ნასვამი იყო, როცა მიკროფონი აიღო ხელში და მითხრა, - მიყვარხარ, შენთან ძალიან კარგად ვარო.

- მას შემდეგ, შენთვის ფხიზელს თუ უთქვამს, რომ უყვარდი, როგორც ქალი და არა - როგორც მეგობარი?

- კი, უთქვამს.

- ანუ ფიქრობ, რომ მერსის გამო მიგატოვა?

- ასე გამოვიდა. გუშინდელის მერე, მათი დანახვაც აღარ მინდა: მერსიმ და გიგამ მამაჩემის ტელეფონის ნომერი გაიგეს, დაურეკეს და უთხრეს, - თითქოს მათ "მჟავას" შესხმას ვუპირებდი. მერწმუნეთ, ეს მოიგონეს. მამა შინ გაბრაზებული დაბრუნდა, მაგრამ ყველაფერი ავუხსენი. არ ვიცი, გიგამ ასე რატომ გამწირა.

- მერსის გალანძღვის ნაცვლად, თქვენს ურთიერთობაზე თავიდანვე გიგას რომ დალაპარაკებოდი, არ აჯობებდა?

- ისეთი გაბრაზებული იყო, აზრიც არ ჰქონდა. მისი დანახვაც არ მინდა! ეგ ვინ ყოფილა? ჰყავდეს სულხანიშვილი, მეტს არც იმსახურებს. მათზეა ნათქვამი, - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო. ბედნიერი ვარ, მშობლები, ძმა, ნათესავები და უსაყვარლესი ძაღლი - ჯეკი რომ მყავს.

- ნატა, რას საქმიანობ?

- საზოგადოებრივ რადიოში სტაჟირება გავიარე, შემდეგ პიარისა და პიარ-მენეჯმენტის კურსებზე დავდიოდი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ივენთ-მენეჯერად დიდხანს ვმუშაობდი...

- ახლა რას აპირებ?

- ცხოვრებას გავაგრძელებ, მათ კი ბედნიერებას ვუსურვებ! ნამდვილად არ მეგონა, გიგა ასეთი დაუნდობელი თუ იყო. სხვათა შორის, მერსი ნარკოტიკების გასაღების გამო ნასამართლევია და ციხეში ორწელიწად-ნახევარი გაატარა. ეს ამბავი ახლობლისგან შევიტყვე. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ტელევიზიიდან მიბრძანებულ სულხანიშვილს ცილისწამების გამო, გისოსებს მიღმა დაბრუნება მოუწევს. ძალიან საწყენია, რომ მაია ასათიანი მის მსგავს ადამიანებს შოუში იწვევს და "აპიარებს", ეს სირცხვილია.

გიგა ბატკუაშვილი:

- ნატას მამას მართლაც დავურეკე და ავუხსენი, რომ შვილისთვის აუცილებლად უნდა მიეხედა. სხვათა შორის, მამამისი არაჩვეულებრივი, ძალიან შეგნებული ადამიანია. ნატას ზედმეტი მოუვიდა. 2 დღე სოციალურ ქსელში არ შევსულვარ და მომხდარი ამბების გამო, შოკირებული ვარ.

- ნატა როგორ გაიცანი?

- წლების წინ გავიცანი. რადიოს ჩვეულებრივი მსმენელია. როგორც სხვა მსმენელები მოდიოდნენ თავიანთი ფავორიტი წამყვანების გასაცნობად, ისიც ასე მოდიოდა.

- რომანტიკული ურთიერთობა არ გქონიათ?

- რა სისულელეა?! ეგ შეკითხვა საერთოდ არ უნდა დაგესვა. რომანტიკა არა, ის (იცინის)...

- საჩუქრებს მართლა გიძღვნიდა?

- საჩუქრებს ყველა გულშემატკივარი, მსმენელი მჩუქნის, ასევე - სხვა ადამიანებიც. ეს უბრალოდ საჩუქარია.

- ძაღლები გაჩუქა?

- არა (იცინის). ძაღლები და ცხოველთა სამყარო ჩემთვის არავის უჩუქებია... ზოგადად, ყველა მსმენელთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მათ დიდ პატივს ვცემ, მიყვარს. ბუნებრივია, ყველას ფსიქიკას ვერ ჩავწვდები, ზოგი ილუზიაში ცხოვრობს. უბრალოდ, ვისაც ილუზიური სამყარო აქვს, მთელი გულითა და სულით თანავუგრძნობ. ყოველთვის მსურდა, ამ ადამიანს მხარში ამოვდგომოდი და ამეხსნა, რომ ცხოვრება სხვაგვარად არის მოწყობილი. მერსიც ანალოგიურად ცდილობდა, გონს მოეყვანა (როცა ნატა ჩვენთან, რადიოში იყო მოსული), მეგობრულ რჩევებს აძლევდა... ნატასგან ასეთ მესიჯებს არ ველოდი. არც ერთი ჩემი თანამშრომლის შეურაცხყოფა არ მიღირს არავისთან ურთიერთობად. ყოველთვის ვცდილობ, მსმენელთან სტაბილური ურთიერთობა მქონდეს. ნატას შემთხვევაში, ცოტა სხვაგვარად მოხდა, რაზეც გული მწყდება... როცა მამამისს ვესაუბრე, რამდენიმე წუთის შემდეგ ნატამ მომწერა, - მაპატიე, არასოდეს შეგაწუხებთო...

P.S. ასე თუ ისე, ილუზიური თუ რეალური "ლავ სთორი" მშვიდობიანად დასრულდა. მერსიმ ნარკოტიკებთან კავშირი უარყო და ამ ბრალდებაზე იხალისა, ნატა კი უცხოეთში გამგზავრებასა და კარიერის აწყობას აპირებს, როგორც თავად თქვა, - მერსის და გიგას ჯიბრზე.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება