საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს''
''სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს''

მსა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მე­ო­ჯა­ხე და­თოს საყ­ვარ­ლის როლს თა­მა­შობს. იქაც არ­ღვევს სტე­რე­ო­ტი­პებს და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც თა­ვი­სუფ­ლად უყუ­რებს ისეთ თე­მებს, რაც პი­რად ცხოვ­რე­ბას და არა მარ­ტო ამ სა­კითხს ეხე­ბა...

- სა­ერ­თოდ მი­ვიჩ­ნევ, რომ ადა­მი­ანს სტე­რე­ო­ტი­პი აბ­რკო­ლებს და ხელს უშ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. როცა ერთი ადა­მი­ა­ნია სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ, ეს მისი პი­რა­დი ტრა­გე­დი­აა, მაგ­რამ როცა მთე­ლი ერი ამა­საა აყო­ლი­ლი, ეს უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­აა. ტრა­დი­ცია კი ისე­თი რა­მაა, თუ სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნებ, შე­იძ­ლე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა გა­ი­ლა­მა­ზო, თო­რემ თუ შენს გან­ვი­თა­რე­ბას ბე­ბი­ის ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ქმე-დე­ბის გა­მე­ო­რე­ბის გამო ხელს უშლი, ეს უბ­რა­ლოდ უგუ­ნუ­რე­ბაა. თუ ტრა­დი­ცია დღე­ვან­დე­ლო­ბას აღარ ეხ­მი­ა­ნე­ბა, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ის და­ჟი­ნე­ბით მხო­ლოდ იმი­ტომ უნდა შე­ვას­რუ­ლოთ, რომ წარ­სულ­ში ამას ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი აკე­თებ­და. მთა­ვა­რია, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და არა ტრა­დი­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა­ზე. თუმ­ცა უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მეც მაქვს ოჯახ­ში გარ­კვე­უ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო ტრა­დი­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, ახა­ლი წლის ღა­მეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვა­სა­ჩუქ­რებთ, ეს და­დე­ბით გან­წყო­ბას უფრო გვი­მაღ­ლებს.

ჩვენს ინ­ტერ­ვი­უს 9 აპ­რილს ვწერთ. ამ დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ე­წირ­ნენ ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვერ იქ­ნე­ბა, სა­ნამ ინ­დი­ვი­დე­ბი ვერ ან არ იქ­ნე­ბი­ან თა­ვი­სუ­ფალ­ნი. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ანარ­ქი­ას კი არ ნიშ­ნავს, არა­მედ სრულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. რე­ა­ლუ­რად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ვერც ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ ვაღ­წევთ, რად­გან ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვუ­ყუ­რებთ, ყვე­ლა ფიქ­რობს იმა­ზე, რას იტყვის მე­ზო­ბე­ლი, ახ­ლო­ბე­ლი და ა.შ. სა­ბო­ლო­ოდ კი ერ­თმა­ნე­თის შე­ხე­დუ­ლე­ბებს ეწი­რე­ბა ჩვე­ნი პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ხში­რად ით­მე­ნენ ქმრის­გან შე­უ­რა­ცხყო­ფას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვინ­მემ არ თქვას, ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი­აო.

- ალ­ბათ გსმე­ნია ბავ­შვის­თვის "მა­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის" სა­კი­თხიც, რის გა­მოც ხში­რად ქა­ლე­ბი არ ან­გრე­ვენ ოჯახს.

- თუ ქალი მხო­ლოდ იმი­ტომ იტანს შე­უ­რა­ცხყო­ფას, რომ შვი­ლებს მამა სჭირ­დე­ბათ, ის ან უთავ­მოყ­ვა­რე­ოა, ან არ აქვს სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლებს ცხოვ­რე­ბას და ეს მხო­ლოდ გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თია. ბავ­შვი ოჯახ­ში უნდა ხე­დავ­დეს სიყ­ვა­რულს, თუკი ამის ნაც­ვლად უყუ­რებს სკან­და­ლებს და ის­მენს, რო­გორ აყე­ნებს მამა შე­უ­რა­ცხყო­ფას დე­დას, უფრო და­უ­ზი­ან­დე­ბა ფსი­ქი­კა, ვიდ­რე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად და­შო­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

- რო­გორ ფიქ­რობ, დღეს ქალი კი­დევ არის სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?

- თუ გლო­ბა­ლუ­რად შევ­ხე­დავთ, მა­შინ - არა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ქალი მა­მა­კაც­ზე ბევ­რად მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებს, ამას­თა­ნა­ვე უვ­ლის ოჯახს, შვი­ლებს, მა­შინ, როცა კაცი ძი­რი­თა­დად კა­რი­ე­რა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ვინ არის უფრო ძლი­ე­რი, თა­ვად გა­და­წყვი­ტეთ. მარ­თა­ლია, ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ქალი უფრო მეტ რა­ღა­ცას უძ­ლებს და იტანს, ვიდ­რე მა­მა­კა­ცი, მაგ­რამ ქა­ლის ხიბ­ლი მა­ინც ისაა, რომ სუს­ტია. შე­იძ­ლე­ბა, ხან­და­ხან გან­გებ ისუს­ტებს თავს, რად­გან მა­მა­კა­ცის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა.

- შე­ხე­დუ­ლე­ბა კა­ცი­სა და ქა­ლის ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ ხში­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ანუ კა­ცის ღა­ლა­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლდეს, ქა­ლის – არა…...

- ეს სტე­რე­ო­ტი­პი სა­ი­დან მო­დის, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. რე­ლი­გი­უ­რი კუ­თხი­თაც რომ შევ­ხე­დოთ, ორი­ვეს მხრი­დან დიდ ცოდ­ვად ით­ვლე­ბა. გარ­და ამი­სა, სი­სუ­ლე­ლეა იმის თქმა, რომ მა­მა­კაცს უფრო ხში­რად უნდა სექ­სი, ვიდ­რე ქალს, ეს ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თე­მაა და სა­ერ­თოდ არ ვე­თან­ხმე­ბი, რომ მა­მა­კა­ცი უნდა იყოს პო­ლი­გა­მი­უ­რი არ­სე­ბა და ქალი – მო­ნო­გა­მი­უ­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ნე­ბი­დან და მე­ო­რე ნა­ხევ­რის პა­ტი­ვის­ცე­მი­დან მო­დის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

''სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს''

''სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს''

მსახიობი ნინო მუმლაძე ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მეოჯახე დათოს საყვარლის როლს თამაშობს. იქაც არღვევს სტერეოტიპებს და რეალურ ცხოვრებაშიც თავისუფლად უყურებს ისეთ თემებს, რაც პირად ცხოვრებას და არა მარტო ამ საკითხს ეხება...

- საერთოდ მივიჩნევ, რომ ადამიანს სტერეოტიპი აბრკოლებს და ხელს უშლის განვითარებაში. როცა ერთი ადამიანია სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, ეს მისი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ როცა მთელი ერი ამასაა აყოლილი, ეს უკვე სერიოზული პრობლემა და ეროვნული ტრაგედიაა. ტრადიცია კი ისეთი რამაა, თუ სწორად გამოიყენებ, შეიძლება, ყოველდღიურობა გაილამაზო, თორემ თუ შენს განვითარებას ბებიის ტრადიციად ქცეული ქმე-დების გამეორების გამო ხელს უშლი, ეს უბრალოდ უგუნურებაა. თუ ტრადიცია დღევანდელობას აღარ ეხმიანება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დაჟინებით მხოლოდ იმიტომ უნდა შევასრულოთ, რომ წარსულში ამას ჩვენი წინაპარი აკეთებდა. მთავარია, ორიენტირებულები ვიყოთ განვითარებაზე და არა ტრადიციების ზედმიწევნით შესრულებაზე. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მეც მაქვს ოჯახში გარკვეული სასიამოვნო ტრადიციები, მაგალითად, ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები ერთმანეთს ვასაჩუქრებთ, ეს დადებით განწყობას უფრო გვიმაღლებს.

ჩვენს ინტერვიუს 9 აპრილს ვწერთ. ამ დღეს ადამიანები შეეწირნენ ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი ვერ იქნება, სანამ ინდივიდები ვერ ან არ იქნებიან თავისუფალნი. თავისუფლება ანარქიას კი არ ნიშნავს, არამედ სრულ დამოუკიდებლობას. რეალურად, დამოუკიდებლობას ვერც ერთი ადამიანი ვერ ვაღწევთ, რადგან ყველა ერთმანეთს ვუყურებთ, ყველა ფიქრობს იმაზე, რას იტყვის მეზობელი, ახლობელი და ა.შ. საბოლოოდ კი ერთმანეთის შეხედულებებს ეწირება ჩვენი პირადი თავისუფლება. ხშირად ითმენენ ქმრისგან შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ არ თქვას, ქმარს გაშორებულიაო.

- ალბათ გსმენია ბავშვისთვის ''მამის შენარჩუნების'' საკითხიც, რის გამოც ხშირად ქალები არ ანგრევენ ოჯახს.

- თუ ქალი მხოლოდ იმიტომ იტანს შეურაცხყოფას, რომ შვილებს მამა სჭირდებათ, ის ან უთავმოყვარეოა, ან არ აქვს საკუთარი თავის იმედი, რომ დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას და ეს მხოლოდ გასამართლებელი საბუთია. ბავშვი ოჯახში უნდა ხედავდეს სიყვარულს, თუკი ამის ნაცვლად უყურებს სკანდალებს და ისმენს, როგორ აყენებს მამა შეურაცხყოფას დედას, უფრო დაუზიანდება ფსიქიკა, ვიდრე ცივილიზებულად დაშორებული მშობლების შემთხვევაში.

- როგორ ფიქრობ, დღეს ქალი კიდევ არის სუსტი სქესის წარმომადგენელი?

- თუ გლობალურად შევხედავთ, მაშინ - არა. საქართველოში ხშირია შემთხვევა, როცა ქალი მამაკაცზე ბევრად მაღალ ანაზღაურებას იღებს, ამასთანავე უვლის ოჯახს, შვილებს, მაშინ, როცა კაცი ძირითადად კარიერაზეა ორიენტირებული. ვინ არის უფრო ძლიერი, თავად გადაწყვიტეთ. მართალია, ფიზიოლოგიურ დონეზე დამტკიცებულია, რომ ქალი უფრო მეტ რაღაცას უძლებს და იტანს, ვიდრე მამაკაცი, მაგრამ ქალის ხიბლი მაინც ისაა, რომ სუსტია. შეიძლება, ხანდახან განგებ ისუსტებს თავს, რადგან მამაკაცის მხარდაჭერა სჭირდება.

- შეხედულება კაცისა და ქალის ღალატის შესახებ ხშირად განსხვავებულია, ანუ კაცის ღალატი შეიძლება გამართლდეს, ქალის – არა…...

- ეს სტერეოტიპი საიდან მოდის, ნამდვილად არ ვიცი. რელიგიური კუთხითაც რომ შევხედოთ, ორივეს მხრიდან დიდ ცოდვად ითვლება. გარდა ამისა, სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს, ეს ძალიან ინდივიდუალური თემაა და საერთოდ არ ვეთანხმები, რომ მამაკაცი უნდა იყოს პოლიგამიური არსება და ქალი – მონოგამიური. ეს ყველაფერი შეგნებიდან და მეორე ნახევრის პატივისცემიდან მოდის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება