პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაცხოვრის ქართულ ხატთან მლოცველი რომის პაპი - ყოველწლიური სააღდგომო რიტუალი ვატიკანში
მაცხოვრის ქართულ ხატთან მლოცველი რომის პაპი - ყოველწლიური სააღდგომო რიტუალი ვატიკანში

აღ­დგო­მის სა­დღე­სას­წა­უ­ლო რი­ტუ­ა­ლებს შო­რის, რო­მე­ლიც ვა­ტი­კან­ში რო­მის პა­პის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იმარ­თე­ბა, ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქრის­ტეს ხელ­თუქ­მნე­ლი (Acheiropoetia) ხა­ტის თაყ­ვა­ნის­ცე­მის რი­ტუ­ა­ლია. ხატ­ზე მკვდრე­თით აღ­მდგა­რი უფა­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს რი­ტუ­ა­ლი აღ­დგო­მის შემ­დეგ წმინ­და პეტ­რეს­თან მა­ცხოვ­რის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის გახ­სე­ნე­ბას ეძღვნე­ბა. რი­ტუ­ა­ლი მე-14 სა­უ­კუ­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს. აღ­დგო­მის პირ­ვე­ლი დღის ლი­ტურ­გი­ა­ზე მისი აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცია 2000 წელს რო­მის პაპ­მა იო­ა­ნე პავ­ლე მე­ო­რემ აღად­გი­ნა. მას შემ­დეგ ის ყო­ველ წელს იმარ­თე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხატი, რო­მელ­საც რი­ტუ­ა­ლის დროს გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ, წლე­ბის წინ რო­მის პა­პის დაკ­ვე­თით ქარ­თვე­ლი ხატმწე­რის ამი­რან გოგ­ლი­ძის მიერ ქარ­თუ­ლი ხა­ტის ანა­ლო­გი­ით შე­იქ­მნა. რო­გორც თა­ვად ხატმწე­რი ამ­ბობს, ხატი სამ თვე­ში და­ი­წე­რა. მისი პე­რან­გი იტა­ლი­ე­ლე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რია.

"პაპ იო­ა­ნე-პავ­ლე მე­ო­რეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ თბი­ლის­ში შევ­ხვდი და ეს იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მა­ცხოვ­რის ხატი იყო ად­რინ­დე­ლი პე­რი­ო­დი­სა, რო­მელ­საც ხელ­თუქ­მნე­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ. ნა­ხეს, შე­ის­წავ­ლეს ნა­ხა­ტი რა ში­ნა­არ­სის იყო, რო­გო­რი სა­ღე­ბა­ვე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან პაპს ჩემს რამ­დე­ნი­მე მი­ნი­ა­ტუ­რულ ნა­მუ­შე­ვარ­ზე უკვე ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნა, ორი­ენ­ტა­ცია ქარ­თუ­ლი ხა­ტის მა­გა­ლით­ზე აი­ღეს", - იხ­სე­ნებს ხატმწე­რი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამი­რან გოგ­ლი­ძემ პა­პის­გან აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვაც მი­ი­ღო, რა­მაც მხატ­ვრის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამი­რან გოგ­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ჯერ სა­მე­ბის ტაძ­რის მთა­ვა­რი მხატ­ვრის, შემ­დეგ კი მხატ­ვარ­თუ­ხუ­ცე­სის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ამი­რან გოგ­ლი­ძე დღეს მსოფ­ლიო მხატ­ვარ­თუ­ხუ­ცეს­თა ხუ­თე­ულ­შია შე­სუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მაცხოვრის ქართულ ხატთან მლოცველი რომის პაპი - ყოველწლიური სააღდგომო რიტუალი ვატიკანში

მაცხოვრის ქართულ ხატთან მლოცველი რომის პაპი - ყოველწლიური სააღდგომო რიტუალი ვატიკანში

აღდგომის სადღესასწაულო რიტუალებს შორის, რომელიც ვატიკანში რომის პაპის მონაწილეობით იმართება, ერთ-ერთი გამორჩეული ქრისტეს ხელთუქმნელი (Acheiropoetia) ხატის თაყვანისცემის რიტუალია. ხატზე მკვდრეთით აღმდგარი უფალია გამოსახული. ეს რიტუალი აღდგომის შემდეგ წმინდა პეტრესთან მაცხოვრის პირველი შეხვედრის გახსენებას ეძღვნება. რიტუალი მე-14 საუკუნიდან იღებს სათავეს. აღდგომის პირველი დღის ლიტურგიაზე მისი აღნიშვნის ტრადიცია 2000 წელს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ აღადგინა. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება.

აღსანიშნავია, რომ ხატი, რომელსაც რიტუალის დროს გამოაბრძანებენ, წლების წინ რომის პაპის დაკვეთით ქართველი ხატმწერის ამირან გოგლიძის მიერ ქართული ხატის ანალოგიით შეიქმნა. როგორც თავად ხატმწერი ამბობს, ხატი სამ თვეში დაიწერა. მისი პერანგი იტალიელების ნამუშევარია.

"პაპ იოანე-პავლე მეორეს რამდენიმე წლის წინ თბილისში შევხვდი და ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. მართლმადიდებლური მაცხოვრის ხატი იყო ადრინდელი პერიოდისა, რომელსაც ხელთუქმნელად მიიჩნევდნენ. ნახეს, შეისწავლეს ნახატი რა შინაარსის იყო, როგორი საღებავებით შესრულებული. ვინაიდან პაპს ჩემს რამდენიმე მინიატურულ ნამუშევარზე უკვე ჰქონდა წარმოდგენა, ორიენტაცია ქართული ხატის მაგალითზე აიღეს", - იხსენებს ხატმწერი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოგვიანებით ამირან გოგლიძემ პაპისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სპეციალური მიწვევაც მიიღო, რამაც მხატვრის მეხსიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. რამდენიმე წლის წინ ამირან გოგლიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ სამების ტაძრის მთავარი მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის წოდება მიანიჭა. ამირან გოგლიძე დღეს მსოფლიო მხატვართუხუცესთა ხუთეულშია შესული.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი?" - იმნაძის თქმით, ქორწილი, ქელეხი და იუბილე ისევ არ არის რეკომენდებული