პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ჯავახიშვილი და სოფო გელოვანი - "დღეს 90-იან წლებს გავაცოცხლებთ"
ლევან ჯავახიშვილი და სოფო გელოვანი - "დღეს 90-იან წლებს გავაცოცხლებთ"

დღეს ორ­შა­ბა­თია და "იმე­დის" ეთრში ტრა­დი­ცი­უ­ლად "ორი ვარ­საკ­ვლა­ვის" უნდა გა­ვი­დეს. შოუს და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია დარ­ჩე­ნი­ლი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რო­გორც ყო­ველ­თვის, დიდ სამ­ზა­დის­ში არი­ან. მეშ­ვი­დე ტურ­ში ასე­თი ამო­ცა­ნა აქვთ: "ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჰიტი" უნდა შე­ას­რუ­ლონ, ანუ 90-იანი წლე­ბის ცნო­ბილ მუ­სი­კა­ლურ კომ­პო­ზი­ცი­ებს ააჟ­ღე­რე­ბენ, ვინ რო­გორ შეძ­ლებს ამას, სა­ღა­მოს გა­მოჩ­ნდე­ბა, მა­ნამ­დე კი რა­დე­ნი­მე მათ­განს შე­ვეხ­მი­ა­ნეთ და მათი წი­ნა­სა­კონ­კურ­სო გან­წყო­ბა და­ვა­ფიქ­სი­რეთ.

ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი:

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვემ­ზა­დე­ბით კონ­კურ­სის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი წყვი­ლის შან­სებს, ეს მა­ყუ­რე­ბელ­მა უნდა გან­სა­ზღვროს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ისე ცუდი წყვი­ლი ვართ და ჟი­უ­რი არც ისე ცუ­დად გვა­ფა­სებს, რაც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რე­ბე­ლი წყვეტს და ვნა­ხოთ... დღეს 90-იანი წლე­ბის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ჰიტი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ...

- რას გვე­ტყვი შენს პარტნი­ორ­ზე, მგო­ნი, გა­გი­მარ­თლა, რომ მე­წყვი­ლედ ნინი წიკ­ლა­უ­რი შეგ­ხვდა, არა?

- ძნე­ლია, სი­ტყვე­ბით აღვწე­რო და გად­მოვ­ცე, თუ რო­გო­რი, კარ­გი და სუ­პერ მე­წყვი­ლეა ნინი. სცე­ნა­ზე მას­თან ერ­თად დგო­მა ძა­ლი­ან მა­გა­რია, სა­ოც­რად დიდი ენერ­გე­ტი­კის პატ­რო­ნია და ასე­თი­ვე დიდი ენერ­გი­ით გმუხ­ტავს...

- შვი­ლე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- შვი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მათ აზრს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ და ახ­ლაც ასეა. ისი­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბი და ყვე­ლა­ზე მა­გა­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან...

- რა შე­იც­ვა­ლა ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა არც მა­ნამ­დე მაკ­ლდა, მაგ­რამ ახლა ეს ერთი ორად გაზ­რდი­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბოს ვგრძნობ, რაც ძა­ლი­ან სა­სა­ი­ა­მოვ­ნოა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო და­დე­ბი­თად გან­მა­წყობს...

სოფო გე­ლო­ვა­ნი:

- ორ­შა­ბა­თის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ნერ­ვი­უ­ლო გან­წყო­ბა მაქვს. მი­წევს არაპრო­ფე­სი­ნალ­თან სცე­ნა­ზე გას­ვლა, რაც ჩემ­თვის ბევ­რი ფიქ­რის მი­ზე­ზია. უამ­რავ რა­ღა­ცა­ზე ვფიქ­რობ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უჭირთ კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლა და მე მი­წევს იმ ადა­მი­ა­ნის პარტნი­ო­რო­ბა, რომ­ლის­თვი­საც სცე­ნა უცხოა... თუმ­ცა სა­ნამ შო­უ­ში "ორი ვარ­სკვლა­ვი" ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, მე­გო­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, არა­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

გა­ცი­ლე­ბით იო­ლია "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რად­გა­ნაც, მო­ცეკ­ვა­ვის­თვის რიტ­მის შეგ­რძნე­ბაც საკ­მა­რი­სია. აქ კი ადა­მინს, ამ შემ­თხვე­ვა­ში არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღე­რალს ვგუ­ლის­ხმობ, ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა: რიტ­მი, სმე­ნა, ხმა, კარ­გი ყური... სიმ­ღე­რა ურ­თუ­ლე­სი რამ არის. თუმ­ცა ყო­ვე­ლი ადა­მი­ნის შრო­მა ამ შო­უ­ში და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ჩემი პარტნი­ო­რი მიშა ბა­ღა­თუ­რია, რო­მე­ლიც სპორ­ტსმე­ნია, შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა შე­ნიშ­ვნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, დამ­ყო­ლი და მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნია. ამას­თან, აქვს ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მას სა­ოც­რად ეხ­მა­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე იზ­რდე­ბა.

- "ორი ვარ­სკვლა­ვი" პი­რა­დად შენ­თვის რას ნიშ­ნავს?

- მარ­თა­ლია გა­სარ­თო­ბი შოუა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა მხო­ლოდ, სცე­ნა­ზე პირ­და­პირ ეთრში, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მი­წევს მუ­შა­ო­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ბევ­რი კარ­გი რა­ღაც მო­მი­ტა­ნა. მე­ტად გა­ვიხ­სე­ნით მუ­სი­კა­ლუ­რად, კი­დევ მე­ტად და­ვიხ­ვე­წეთ. დღეს ვემ­ზა­დე­ბით 90-იანი წლე­ბის ცნო­ბი­ლი ჰი­ტის შე­სას­რუ­ლებ­ლად. კერ­ძოდ, "ბოის თუ მე­ნის" ერთ-ერთი ჰი­ტია, რო­მელ­საც ოთხი ადა­მი­ა­ნი ას­რუ­ლებ­და და ახლა ორმა უნდა ვიმ­ღე­როთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცა­ი­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ლევან ჯავახიშვილი და სოფო გელოვანი - "დღეს 90-იან წლებს გავაცოცხლებთ"

ლევან ჯავახიშვილი და სოფო გელოვანი - "დღეს 90-იან წლებს გავაცოცხლებთ"

დღეს ორშაბათია და "იმედის" ეთრში ტრადიციულად "ორი ვარსაკვლავის" უნდა გავიდეს. შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და მონაწილეები, როგორც ყოველთვის, დიდ სამზადისში არიან. მეშვიდე ტურში ასეთი ამოცანა აქვთ: "ჩემი საყვარელი ჰიტი" უნდა შეასრულონ, ანუ 90-იანი წლების ცნობილ მუსიკალურ კომპოზიციებს ააჟღერებენ, ვინ როგორ შეძლებს ამას, საღამოს გამოჩნდება, მანამდე კი რადენიმე მათგანს შევეხმიანეთ და მათი წინასაკონკურსო განწყობა დავაფიქსირეთ.

ლევან ჯავახიშვილი:

- ჩვეულებრივად ვემზადებით კონკურსისთვის. რაც შეეხება ჩვენი წყვილის შანსებს, ეს მაყურებელმა უნდა განსაზღვროს. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ცუდი წყვილი ვართ და ჟიური არც ისე ცუდად გვაფასებს, რაც, მნიშვნელოვანია, საბოლოოდ მაინც ყველაფერს მაყურებელი წყვეტს და ვნახოთ... დღეს 90-იანი წლების ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი უნდა შევასრულოთ...

- რას გვეტყვი შენს პარტნიორზე, მგონი, გაგიმართლა, რომ მეწყვილედ ნინი წიკლაური შეგხვდა, არა?

- ძნელია, სიტყვებით აღვწერო და გადმოვცე, თუ როგორი, კარგი და სუპერ მეწყვილეა ნინი. სცენაზე მასთან ერთად დგომა ძალიან მაგარია, საოცრად დიდი ენერგეტიკის პატრონია და ასეთივე დიდი ენერგიით გმუხტავს...

- შვილები რას გეუბნებიან?

- შვილების შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია. მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ და ახლაც ასეა. ისინი ჩემი მეგობრები და ყველაზე მაგარი გულშემატკივრები არიან...

- რა შეიცვალა ამ პროექტის შემდეგ შენს ცხოვრებაში?

- ხალხის სიყვარული და ყურადღება არც მანამდე მაკლდა, მაგრამ ახლა ეს ერთი ორად გაზრდილია. ადამიანების სითბოს ვგრძნობ, რაც ძალიან სასაიამოვნოა. ეს ყველაფერი უფრო დადებითად განმაწყობს...

სოფო გელოვანი:

- ორშაბათის ჩვეულებრივი სანერვიულო განწყობა მაქვს. მიწევს არაპროფესინალთან სცენაზე გასვლა, რაც ჩემთვის ბევრი ფიქრის მიზეზია. უამრავ რაღაცაზე ვფიქრობ. პროფესიონალებს უჭირთ კონცერტზე გამოსვლა და მე მიწევს იმ ადამიანის პარტნიორობა, რომლისთვისაც სცენა უცხოა... თუმცა სანამ შოუში "ორი ვარსკვლავი" ჩავერთვებოდი, მეგონა, რომ ეს ყველაფერი ადვილი იქნებოდა, არადა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

გაცილებით იოლია "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა რადგანაც, მოცეკვავისთვის რიტმის შეგრძნებაც საკმარისია. აქ კი ადამინს, ამ შემთხვევაში არაპროფესიონალ მომღერალს ვგულისხმობ, ბევრი რამ სჭირდება: რიტმი, სმენა, ხმა, კარგი ყური... სიმღერა ურთულესი რამ არის. თუმცა ყოველი ადამინის შრომა ამ შოუში დასაფასებელია. ჩემი პარტნიორი მიშა ბაღათურია, რომელიც სპორტსმენია, შრომისმოყვარე ადამიანია, ყველა შენიშვნას ითვალისწინებს, დამყოლი და მორჩილი ადამიანია. ამასთან, აქვს შინაგანი კულტურა, ეს ყველაფერი მას საოცრად ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ტურიდან ტურამდე იზრდება.

- "ორი ვარსკვლავი" პირადად შენთვის რას ნიშნავს?

- მართალია გასართობი შოუა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი სანახაობაა მხოლოდ, სცენაზე პირდაპირ ეთრში, მაყურებლის წინაშე მიწევს მუშაობა. ამ ყველაფერმა ბევრი კარგი რაღაც მომიტანა. მეტად გავიხსენით მუსიკალურად, კიდევ მეტად დავიხვეწეთ. დღეს ვემზადებით 90-იანი წლების ცნობილი ჰიტის შესასრულებლად. კერძოდ, "ბოის თუ მენის" ერთ-ერთი ჰიტია, რომელსაც ოთხი ადამიანი ასრულებდა და ახლა ორმა უნდა ვიმღეროთ.

ლალი ფაცია

სპეცაილურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება