სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს
საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს

საყ­დრი­სის სა­ბა­დოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღეს, დი­ლი­დან მად­ნის მო­პო­ვე­ბი­თი სა­მუ­შაო მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძემ აც­ნო­ბა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მისი თქმით, 08:00 სა­ა­თი­დან სა­ბა­დოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბულ­დო­ზე­რია შე­სუ­ლი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი სრულ­დე­ბა. "იღე­ბენ მი­წას. არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ძეგლი ჩა­მო­ი­შა­ლოს", - აღ­ნიშ­ნა მან.

14 აპ­რი­ლი­დან საყ­დრი­სის სა­ბა­დოს­თან საყ­რდი­სის გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტის აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც საყ­რდი­სის გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო მი­ქი­აშ­ვი­ლი იტყო­ბი­ნე­ბა, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია ხვალ საყ­დრი­სი-ყა­ჩა­ღი­ა­ნის სა­ბა­დოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მის­ვლას და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ად­გილ­ზე გაც­ნო­ბას აპი­რებს. ჟურ­ნა­ლის­ტი ცოტა ხნის წინ მი­ნისტრს პი­რა­დად ესა­უბ­რა.

მი­ქი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოდი­შა­რი­ამ ხვალ საყ­დრის­ში ჩას­ვლის, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გაც­ნო­ბის და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. ამას­თან, მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს მის­ცა და­ვა­ლე­ბა, პრო­ცესს მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი გა­უ­წი­ოს. თა­ვად სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი საყ­რდის­ში დღეს ჩა­დი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს

საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს

საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დღეს, დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ აცნობა, რომელიც ადგილზე იმყოფება.

მისი თქმით, 08:00 საათიდან საბადოს ტერიტორიაზე ბულდოზერია შესული, რომლის მეშვეობით სამუშაოები სრულდება. "იღებენ მიწას. არსებობს რეალური საშიშროება, რომ ძეგლი ჩამოიშალოს", - აღნიშნა მან.

14 აპრილიდან საყდრისის საბადოსთან საყრდისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის აქცია მიმდინარეობს.

როგორც საყრდისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენელი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი იტყობინება, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ხვალ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მისვლას და არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას აპირებს. ჟურნალისტი ცოტა ხნის წინ მინისტრს პირადად ესაუბრა.

მიქიაშვილის ინფორმაციით, ოდიშარიამ ხვალ საყდრისში ჩასვლის, არსებული ვითარების გაცნობის და აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ამასთან, მინისტრმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მისცა დავალება, პროცესს მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს. თავად სააგენტოს სპეციალისტები საყრდისში დღეს ჩადიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია