ბაგრატ ბაგრატიონის ვაჟი, პრინცი ხუანი, რომელიც ერეკლე მეორეს შთამომავალია და ესპანეთში ცხოვრობს, ამჯერად საქართველოში იმყოფება. ცნობილია პრინცის პირადი ცხოვრების გეგმების შესახებაც, - ის საფრანგეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მოდელზე, ქრისტინე ძიძიგურზე აპირებს ქორწინებას.
პრინცმა ხუანმა უკვე მიიპყრო Ambebi.ge-ს მკითხველთა ყურადღება, და როგორც ჩანს ის შეუმჩნეველი არც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის დარჩა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად საპატრიარქოში სადღესასწაულო მიღებას დაესწრო. აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო პრინცი ხუანი ქრისტინე ძიძიგურთან ერთად.
ასევე დაგაინტერესებთ: