პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს" - ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტსა და ივანიშვილზე
"მაშინ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს" - ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტსა და ივანიშვილზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ხმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მის­ცა და მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის შან­სიც ჰქონ­და, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბა არ­ჩია. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "შეხ­ვედ­რე­ბი მწე­რალ­თა სახ­ლში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე მა­შინ, როცა საფ­რან­გე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მა­შინ მეც აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რე­ვო­ლუ­ცია ახა­ლი მომ­ხდა­რი იყო ნო­ემ­ბერ­ში. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს პა­რიზ­ში ვი­ყა­ვი. მე­გობ­რებს აქ ვუ­რე­კავ­დით და ვუ­ლო­ცავ­დით. ყვე­ლას გვი­ხა­რო­და, რომ ცვლი­ლე­ბა მო­დის. მი­თუ­მე­ტეს, ჩვენ საფ­რან­გეთ­ში ვი­ყა­ვით და საფ­რან­გე­თის მსგავ­სი ქვეყ­ნის ნახ­ვა გვინ­დო­და აქ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი გვა­ხა­რებ­და. მე ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი იმ გა­ჭირ­ვე­ბას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და, იმ და­ჭა­ო­ბე­ბულ და კო­რუმ­პი­რე­ბულ სის­ტე­მას. ამი­ტომ, მე მი­ხა­რო­და, ის რაც ხდე­ბო­და, სწო­რედ ამი­ტომ მე ხმა მი­ვე­ცი მა­შინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პა­რიზ­ში. სა­ელ­ჩო­ში მი­ვე­დი, მახ­სოვს, სტუ­დენ­ტე­ბი და­ვი­რაზ­მეთ და ხმა მი­ვე­ცით ცვლი­ლე­ბას. შემ­დეგ ვბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვე­ძებ სამ­სა­ხურს. არ­ჩე­ვა­ნი მქონ­და, რომ და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. გა­სა­უბ­რე­ბე­ბიც გა­ვი­ა­რე, იმი­ტომ, რომ მა­შინ აგ­რო­ვებ­დნენ უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულ სტუ­დენ­ტებს და მე­ო­რე არ­ჩე­ვა­ნიც გა­მო­მიჩ­ნდა, რომ და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნაშ­ვილ­თან, მე­ნე­ჯე­რის ასის­ტენ­ტად", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იფიქ­რა და გა­ა­კე­თა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი - და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან.

ამას­თან, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ბოლო რე­კო­მენ­და­ცია და რჩე­ვა, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან თუ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბას შო­რის არ­ჩე­ვანს აკე­თებ­და, მის­მა მე­უღ­ლემ მის­ცა და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის "სწორ რჩე­ვებს აძ­ლე­ვენ".

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მაშინ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს" - ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტსა და ივანიშვილზე

"მაშინ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს" - ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტსა და ივანიშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა და მის ადმინისტრაციაში მუშაობის დაწყების შანსიც ჰქონდა, თუმცა ივანიშვილთან მუშაობა არჩია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემაში "შეხვედრები მწერალთა სახლში" სტუმრობისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანი არჩევანი გავაკეთე მაშინ, როცა საფრანგეთიდან საქართველოში დავბრუნდი. მაშინ მეც აღტაცებული ვიყავი, რევოლუცია ახალი მომხდარი იყო ნოემბერში. ძალიან კარგად მახსოვს, რევოლუციის დროს პარიზში ვიყავი. მეგობრებს აქ ვურეკავდით და ვულოცავდით. ყველას გვიხაროდა, რომ ცვლილება მოდის. მითუმეტეს, ჩვენ საფრანგეთში ვიყავით და საფრანგეთის მსგავსი ქვეყნის ნახვა გვინდოდა აქ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გვახარებდა. მე ძალიან განვიცდიდი იმ გაჭირვებას, რაც საქართველოში არსებობდა, იმ დაჭაობებულ და კორუმპირებულ სისტემას. ამიტომ, მე მიხაროდა, ის რაც ხდებოდა, სწორედ ამიტომ მე ხმა მივეცი მაშინ მიხეილ სააკაშვილს პარიზში. საელჩოში მივედი, მახსოვს, სტუდენტები დავირაზმეთ და ხმა მივეცით ცვლილებას. შემდეგ ვბრუნდები საქართველოში და ვეძებ სამსახურს. არჩევანი მქონდა, რომ დამეწყო მუშაობა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში. გასაუბრებებიც გავიარე, იმიტომ, რომ მაშინ აგროვებდნენ უცხოეთში განათლებამიღებულ სტუდენტებს და მეორე არჩევანიც გამომიჩნდა, რომ დამეწყო მუშაობა ბატონ ბიძინა ივანაშვილთან, მენეჯერის ასისტენტად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში იფიქრა და გააკეთა სწორი არჩევანი - დაიწყო მუშაობა ბიძინა ივანიშვილთან.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ბოლო რეკომენდაცია და რჩევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობას შორის არჩევანს აკეთებდა, მისმა მეუღლემ მისცა და ისინი ერთმანეთს ყოველთვის "სწორ რჩევებს აძლევენ".

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა