პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და. სას­წა­უ­ლი კი­დევ ერთხელ გან­მე­ორ­და. ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის გად­მოს­ვლა უტყუ­ა­რი ნი­შა­ნია მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა და მას­ში მად­ლის არ­სე­ბო­ბი­სა.

საფ­ლავ­თან შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლის­თვის წმინ­და ცე­ცხლი, რომ­ლის გარ­და­მოს­ვლა­საც მორ­წმუ­ნე­ნი დღეს დი­ლი­დან ელო­დე­ბოდ­ნენ, იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა პატ­რი­არ­ქმა თე­ო­ფი­ლემ გა­მო­ი­ტა­ნა. ათა­სო­ბით მორ­წმუ­ნე ცე­ცხლს ერ­თმა­ნეთს უნა­წი­ლებს.

იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი პატ­რი­არ­ქი აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში, უფ­ლის საფ­ლავ­ზე, თბი­ლი­სის დრო­ით, და­ახ­ლო­ე­ბით, 15:09 სა­ათ­ზე შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც საფ­ლა­ვი და­ი­ხუ­რა. მა­ნამ­დე პატ­რი­არ­ქი სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გა­ჩხი­რეკს, აგ­რეთ­ვე - ებ­რა­უ­ლი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. ცე­ცხლი საფ­ლა­ვი­დან ზუს­ტად 15:16 წუთ­ზე გად­მო­ვი­და.

მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის გად­მოს­ვლის­თვის იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი პატ­რი­არ­ქმა სა­გან­გე­ბო ლოც­ვე­ბი შე­ას­რუ­ლა.

წმინ­და ცე­ცხლის გად­მოს­ვლის­თვის აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­ვიდ­ნენ, მათ შო­რის არი­ან მომ­ლოც­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც.

მო­ცი­ქულ­თა და წმინ­და მა­მა­თა მოწ­მო­ბით, უნივ­თო ცე­ცხლმა მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი ჯერ კი­დევ აღ­დგო­მი­სას გა­აბრ­წყი­ნა. ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლი იე­რუ­სა­ლი­მის აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში პირ­ვე­ლად III სა­უ­კუ­ნე­ში გად­მო­ვი­და. გად­მო­ცე­მით, სა­აღ­დგო­მო ლი­ტა­ნი­ო­ბა­ზე კან­დელ­ში ზეთი შე­მო­აკ­ლდათ და პატ­რი­არ­ქმა ნარ­ცის­მა კურ­თხე­ვა გას­ცა, მათ­ში სი­ლო­ა­მის ემ­ბა­ზის წყა­ლი ჩა­ეს­ხათ. რო­დე­საც პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვა შე­ას­რუ­ლეს, ზე­ცი­დან ცე­ცხლი გად­მო­ვი­და და კან­დე­ლე­ბი აან­თო, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ლი­ტა­ნი­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩამ­ქრა­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობისა.

საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე, თბილისის დროით, დაახლოებით, 15:09 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხირეკს, აგრეთვე - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა. ცეცხლი საფლავიდან ზუსტად 15:16 წუთზე გადმოვიდა.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია