პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე მართლმადიდებლური სასწაულის წინააღმდეგ - "ყველა ცეცხლი წვავს"
გოგა ხაჩიძე მართლმადიდებლური სასწაულის წინააღმდეგ - "ყველა ცეცხლი წვავს"

მა­შინ, რო­დე­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­რო მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­შია და წმინ­და ცე­ცხლის გად­მოს­ვლას ელო­დე­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, გოგა ხა­ჩი­ძე Facebook-ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ამ მოვ­ლე­ნი­სად­მი მისი სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ღიად წერს. უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, რომ უმ­ჯო­ბე­სია, სხვა რამე აღ­ვნიშ­ნოთ, "ის რაც მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მარ­თლა ღი­რე­ბუ­ლია".

Facebook/ გოგა ხა­ჩი­ძე, პარ­ლა­მენ­ტა­რი, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

"ცე­ცხლი, რო­მე­ლიც არ წვავს"

- არ მეს­მის, რა­ტომ ვი­გო­ნებთ ასე­თებს?...

ჩემს რწმე­ნას, და­მა­ტე­ბი­თი "ფო­კუ­სე­ბი" არა­ფერს მა­ტებს.

ყვე­ლა ცე­ცხლი წვავს.

სხვა რამე ვთქვათ, სხვა რამე აღ­ვნიშ­ნოთ. ის რაც მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მარ­თლა ღი­რე­ბუ­ლია", - წერს ხა­ჩი­ძე.

ცხა­დია, მისი ეს პოს­ტი რე­ზო­ნან­სუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მისი სტა­ტუ­სი მო­ი­წო­ნეს და, შე­სა­ბა­მი­სად, მის მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბი­ან და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, და­ვით პა­ი­ჭა­ძე, ქეთა გა­ბი­ა­ნი და მისი სხვა მხარ­დამ­ჭე­რი. არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც დე­პუ­ტატ­თან, მისი ნათ­ქვა­მის გამო პო­ლე­მი­კა­ში შე­ვიდ­ნენ. თუმ­ცა, ხა­ჩი­ძის მე­გო­ბარ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა ისე­თიც, რო­მე­ლიც მის ნათ­ქვამს კი­დევ სხვა არ­გუ­მენ­ტე­ბით ამ­ყა­რებს, პარ­ლა­მენ­ტარს მხარს უჭერს და წერს:

Facebook/ კო­მენ­ტა­რი გოგა ხა­ჩი­ძის სტა­ტუს­ზე:

Tara Merrick: "თვი­თა­ა­ლე­ბა ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნაა. აქ სან­თლე­ბი თეთრ ფოს­ფორ­ში აქვთ ამოვ­ლე­ბუ­ლი და სულ ცოტა ხან­ში, თა­ვი­სით აალ­დე­ბა. ის პა­უ­ზა, რო­მე­ლიც ფოს­ფორს ჟანგბად­თან რე­აქ­ცი­ი­სათ­ვის ესა­ჭი­რო­ე­ბა, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია მა­სებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად."

Tara Merrick: "რას შე­ე­ხე­ბა "ცე­ცხლის გად­მოს­ვლას", ის მხო­ლოდ გარ­კვე­ულ სა­ათ­ზე ხდე­ბა და ერთი მი­ზე­ზით: ეს ქვა­ბუ­ლი გა­ზის სა­ბა­დო­ზე დგას, ზე­მო­დან აქვს შემ­კრე­ბი ლინ­ზა (ადრე წყლით სავ­სე უფე­რო ჯამი იყო). გარ­კვე­ულ დროს მზე ზუს­ტად ქვა­ბუ­ლის თავ­ზე გა­ჩერ­დე­ბა (ამას ას­ტრო­ნო­მი­უ­ლად ით­ვლი­ან), ლინ­ზა მზის სხი­ვებს სა­ბა­დო­ზე და­ა­ფო­კუ­სი­რებს და ისიც აალ­დე­ბა. ზუს­ტად ისე­ვე, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბოს სათ­ვა­ლით ქა­ღალ­დზე ან ბა­ლახ­ზე ცე­ცხლის მო­კი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და.. ფო­კუ­სია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მა­სებს იზი­დავს და ფული მო­აქვს, რწმე­ნას­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის.."

კი­დევ ერთი, ვინც ხა­ჩი­ძის მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და­ვით პა­ი­ჭა­ძეა:

Facebook/ კო­მენ­ტა­რი გოგა ხა­ჩი­ძის სტა­ტუტსზე:

და­ვით პა­ი­ჭა­ძე: "ღმერ­თო, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, წვავს თუ არა ცე­ცხლი? რომ დაწ­ვას ან არ დაწ­ვას, ამით შენს დი­დე­ბას რა მო­აკ­ლდე­ბა ან რა მო­ე­მა­ტე­ბა? ვთქვათ, დაწ­ვა - ნუთუ ეს შე­არ­ყევს რწმე­ნას შენს მი­მართ? და თუ შე­არ­ყევს, რა რწმე­ნაა ეს? და ვინ ვარ მე - ასე­თი რწმე­ნის მქო­ნე? რა­ტომ ფიქ­რო­ბენ შენი მსა­ხურ­ნი, რომ ადა­მი­ა­ნი ვერ გი­წა­მებს ფო­კუ­სე­ბის გა­რე­შე? რო­გორ­ღა იმ­სა­ხუ­რებ ასეთ მსა­ხურთ, უფა­ლო?"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, ცე­ცხლის გად­მოს­ვლას და­ე­ლო­დე­ბა. იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი პატ­რი­არ­ქი აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში უფ­ლის საფ­ლავ­ზე თბი­ლი­სის დრო­ით, და­ახ­ლო­ე­ბით, 14.00 სა­ა­თის შემ­დეგ შევა და საფ­ლა­ვი და­ი­ხუ­რე­ბა. მა­ნამ­დე პატ­რი­არ­ქს სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­ჩხრე­კენ. მათ შო­რის - ებ­რა­უ­ლი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის გად­მოს­ვლის­თვის იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი პატ­რი­არ­ქი სა­გან­გე­ბო ლოც­ვებს შე­ას­რუ­ლებს.

ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის გად­მოს­ვლას ყო­ველ­წლი­უ­რად მორ­წმუ­ნე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან. მათ შო­რის არი­ან 280 ქარ­თვე­ლიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

გოგა ხაჩიძე მართლმადიდებლური სასწაულის წინააღმდეგ - "ყველა ცეცხლი წვავს"

გოგა ხაჩიძე მართლმადიდებლური სასწაულის წინააღმდეგ - "ყველა ცეცხლი წვავს"

მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის საფლავზე სასწაულის მოლოდინშია და წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამ მოვლენისადმი მისი სკეპტიკური დამოკიდებულების შესახებ ღიად წერს. უმცირესობის დეპუტატი ამბობს, რომ უმჯობესია, სხვა რამე აღვნიშნოთ, "ის რაც მართლა მნიშვნელოვანია და მართლა ღირებულია".

Facebook/ გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":

"ცეცხლი, რომელიც არ წვავს"

- არ მესმის, რატომ ვიგონებთ ასეთებს?...

ჩემს რწმენას, დამატებითი "ფოკუსები" არაფერს მატებს.

ყველა ცეცხლი წვავს.

სხვა რამე ვთქვათ, სხვა რამე აღვნიშნოთ. ის რაც მართლა მნიშვნელოვანია და მართლა ღირებულია", - წერს ხაჩიძე.

ცხადია, მისი ეს პოსტი რეზონანსულია სოციალურ ქსელში. მისი სტატუსი მოიწონეს და, შესაბამისად, მის მოსაზრებას ეთანხმებიან დავით დარჩიაშვილი, დავით პაიჭაძე, ქეთა გაბიანი და მისი სხვა მხარდამჭერი. არიან ისეთებიც, რომლებიც დეპუტატთან, მისი ნათქვამის გამო პოლემიკაში შევიდნენ. თუმცა, ხაჩიძის მეგობართა შორის აღმოჩნდა ისეთიც, რომელიც მის ნათქვამს კიდევ სხვა არგუმენტებით ამყარებს, პარლამენტარს მხარს უჭერს და წერს:

Facebook/ კომენტარი გოგა ხაჩიძის სტატუსზე:

Tara Merrick: "თვითაალება ცნობილი მოვლენაა. აქ სანთლები თეთრ ფოსფორში აქვთ ამოვლებული და სულ ცოტა ხანში, თავისით აალდება. ის პაუზა, რომელიც ფოსფორს ჟანგბადთან რეაქციისათვის ესაჭიროება, ძალიან ეფექტურია მასებზე ზეგავლენის მოსახდენად."

Tara Merrick: "რას შეეხება "ცეცხლის გადმოსვლას", ის მხოლოდ გარკვეულ საათზე ხდება და ერთი მიზეზით: ეს ქვაბული გაზის საბადოზე დგას, ზემოდან აქვს შემკრები ლინზა (ადრე წყლით სავსე უფერო ჯამი იყო). გარკვეულ დროს მზე ზუსტად ქვაბულის თავზე გაჩერდება (ამას ასტრონომიულად ითვლიან), ლინზა მზის სხივებს საბადოზე დააფოკუსირებს და ისიც აალდება. ზუსტად ისევე, როგორც ბავშვობაში ბებოს სათვალით ქაღალდზე ან ბალახზე ცეცხლის მოკიდება შეიძლებოდა.. ფოკუსია ეს ყველაფერი, მასებს იზიდავს და ფული მოაქვს, რწმენასთან არანაირ კავშირში არ არის.."

კიდევ ერთი, ვინც ხაჩიძის მოსაზრებას ეთანხმება, ტელეწამყვანი დავით პაიჭაძეა:

Facebook/ კომენტარი გოგა ხაჩიძის სტატუტსზე:

დავით პაიჭაძე: "ღმერთო, რა მნიშვნელობა აქვს, წვავს თუ არა ცეცხლი? რომ დაწვას ან არ დაწვას, ამით შენს დიდებას რა მოაკლდება ან რა მოემატება? ვთქვათ, დაწვა - ნუთუ ეს შეარყევს რწმენას შენს მიმართ? და თუ შეარყევს, რა რწმენაა ეს? და ვინ ვარ მე - ასეთი რწმენის მქონე? რატომ ფიქრობენ შენი მსახურნი, რომ ადამიანი ვერ გიწამებს ფოკუსების გარეშე? როგორღა იმსახურებ ასეთ მსახურთ, უფალო?"

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათის შემდეგ შევა და საფლავი დაიხურება. მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლები.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. მათ შორის არიან 280 ქართველიც.

"კორონა ჩვენთან ბევრი წელი დარჩება და ცოტა ხანში, ნერვი არ აგვიტოკდება ამ სახელის გაგონებაზე" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"შეუძლებელი შეძლო: 10 ღღით მეტხანს აცოცხლა დედა..." - რას წერს ექიმ ლევან რატიანზე ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი

"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა