მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი" - სააკაშვილის მივიწყებული ინტერვიუ
"რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი" - სააკაშვილის მივიწყებული ინტერვიუ

რას ამ­ბობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი 13 წლის წინ - "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან, 2001 წელი

რუ­სე­თის პრე­სა­ში გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია სამი-ოთხი "ახალ­გაზ­რდის" შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც შე­ვარ­დნა­ძე მო­ი­აზ­რებს პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რე­ე­ბად. ის­ტებ­ლიშ­მენ­ტში კი კვლავ და­ი­წყეს მკი­თხა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ვე­ში "რუ­სე­თის კა­ცის" შე­საძ­ლო დას­მა­ზე და, იმავდრო­უ­ლად, კვლავ ამო­ა­ტივ­ტი­ვეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ვო­ი­ა­ჟი კი­ე­ვი-მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის მარ­შრუ­ტით, რომ­ლის კონ­ტექ­სტშიც "ორ­გა­ნუ­ლად" ჩას­ვეს იგორ გი­ორ­გა­ძეს­თან თუ რუ­სე­თის სხვა ემის­რებ­თან მისი შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რი­სა და სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბე­ბის თემა... ეს ვა­რა­უ­დი თით­ქოს გა­ნამ­ტკი­ცა თა­ვად იგორ გი­ორ­გა­ძის ნათ­ქვამ­მა: "ჩემ­თან ხში­რად დარ­ბი­ან შე­ვარ­დნა­ძის მიერ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი..." ვე­სა­უბ­რე­ბი ახა­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ლი­დერ­სა და პარ­ლა­მენ­ტარს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს:

- ჯერ ერთი, ვინ არის იგორ გი­ორ­გა­ძე, რას წარ­მო­ად­გენს, რომ მას შევ­ხვდე? მე­ო­რეც: ასე თუ ისე, მე ვარ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის მქო­ნე ფი­გუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მყავს უამ­რა­ვი მომ­ხრე. იგორ გი­ორ­გა­ძე კი რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის ტი­პუ­რი ოფი­ცე­რია, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ არის შემ­ჩნე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. ამი­ტომ, ასე­ვე "წარ­მა­ტე­ბით" შე­იძ­ლე­ბა შევ­ხვედ­რო­დი ჯა­ლა­ლე­დინს ან მურ­ვან ყრუს და მათ­გან მი­მე­ღო ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი... სა­ერ­თოდ, ნუ შე­მე­ჯიბ­რე­ბა ნუ­რა­ვინ და­სავ­ლეთ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. შე­ვახ­სე­ნებ ყვე­ლას, რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ელი­ტა­რუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ნიუ-იორკში, რო­მე­ლიც და­ამ­თავ­რა აშშ-ის ოთხმა პრე­ზი­დენ­ტმა. ამას­თან, პი­რა­დი მე­გო­ბა­რი გახ­ლა­ვართ ბევ­რი გავ­ლე­ნი­ა­ნი ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი­სა. ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დენ­ჯერ­მე შემ­ხვდნენ აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბი­ან ხოლ­მე ამა თუ იმ ქვეყ­ნის ამ რან­გის მო­ხე­ლეს (იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს), მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში. გარ­წმუ­ნებთ, ამ დო­ნის ამე­რი­კე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს აღარ შეხ­ვდე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა იგორ გი­ორ­გა­ძის ფი­გუ­რას, იგი არა­ფერს არ წარ­მო­ად­გენს და ცდი­ლო­ბენ მის­გან შექ­მნან "ამუ­ნია", რო­მე­ლიც თით­ქოს შე­ვარ­დნა­ძის მთა­ვა­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა.

- რუ­სე­თის პრე­სის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პრე­ზი­დენ­ტი აქ­ცენტს აკე­თებს სამ-ოთხ ახალ­გაზ­რდა­ზე, რო­გორც თა­ვის პო­ტენ­ცი­ურ მემ­კვიდ­რე­ზე, მაგ­რამ ამ მემ­კვიდ­რე­ებ­ში არ მო­ი­აზ­რებს... მი­ხე­ილს ანუ სა­ა­კაშ­ვილს...

- გული გა­მის­კდე­ბო­და, შე­ვარ­დნა­ძეს მე რომ "მო­ვე­აზ­რე­ბი­ნე" პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რედ. სი­ნამ­დვი­ლე­შიც მისი რი­ტო­რი­კა, რომ მემ­კვიდ­რედ მო­ი­აზ­რებს სამ-ოთხ ახალ­გაზ­რდას, ბლე­ფი და ფა­რი­სევ­ლო­ბაა, რად­გან შე­ვარ­დნა­ძეს პი­რა­დად ჩემ­თვის უთ­ქვამს, რომ მე მგუ­ლის­ხმობს მემ­კვიდ­რედ; ასე­ვე პი­რა­დად უთ­ქვამს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­თვის, რომ ის არის შე­ვარ­დნა­ძის მემ­კვიდ­რე; ასე­ვე უთ­ქვამს შა­ში­აშ­ვი­ლი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე გუ­ბერ­ნა­ტო­რის­თვის(!). ისიც ვიცი, რომ დღემ­დეც ეუბ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ადა­მი­ანს, რომ თა­ვის შემ­ცვლელ-მემ­კვიდ­რედ მო­ი­აზ­რებს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ: რო­გორც კი პრე­ზი­დენ­ტი და­ი­ჯე­რებს, რომ ვინ­მე მარ­თლა შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მისი შემ­ცვლე­ლი, იგი ავ­ტო­მა­ტუ­რად აღ­მოჩ­ნდე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა ბა­ნაკ­ში გა­დას­რო­ლი­ლი შე­ვარ­დნა­ძის მი­ერ­ვე.

- მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე გან­ვი­ხი­ლოთ ჩვე­ნი ში­ნა­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და ისიც, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ისა და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ჯა­ხე­ბის პი­რო­ბებ­ში რა ორი­ენ­ტა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დაჯ­დეს ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში.

- არა მგო­ნია, აშშ სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­ე­რი­ოს ჩვენს ში­ნა­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. რუ­სეთს კი ალ­ბათ აქვს და ექ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია. მათი ბერ­კე­ტე­ბია აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტი, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ გაგ­ვირ­თუ­ლონ ვი­თა­რე­ბა და ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ბა­თუ­მის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­ქა­ლა­ქი­სა. სხვა სე­რი­ო­ზულ ბერ­კე­ტებს რუ­სე­თის ხელ­ში ვერ ვხე­დავ. ცალ­კე უნდა ით­ქვას, რომ თვი­თონ პუ­ტინ­მა ის­წავ­ლა და­სავ­ლეთ­თან ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ენა­ზე ლა­პა­რა­კი და ის, რომ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ჯა­როდ და­ამ­ცი­რა დსთ-ის სა­მიტ­ზე, იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლად არ მი­იჩ­ნევს. რუსი რომ ვიყო, ძა­ლი­ა­ნაც მო­მე­წო­ნე­ბო­და პუ­ტი­ნი, რო­გორც ენერ­გი­უ­ლი და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც კარ­გად იცის, რა უნდა თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ რო­გორც ქარ­თველს, შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­მაჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და პრე­ზი­დენ­ტის ასეთ დამ­ცი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხილ­ვა. და კი­დევ: ყო­ველ­გვა­რი სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ აშშ-რუ­სე­თი შე­იძ­ლე­ბა გა­რიგ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ხარ­ჯზე და სა­ზი­ა­ნოდ, სი­სუ­ლე­ლეა. მაგ­რამ ჩვენ ზო­მა­ზე მე­ტად არ უნდა ვა­ფა­სებ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში აშშ-ის ჩა­რე­ვის პო­ტენ­ცი­ალს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი" - სააკაშვილის მივიწყებული ინტერვიუ

"რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი" - სააკაშვილის მივიწყებული ინტერვიუ

რას ამბობდა სააკაშვილი 13 წლის წინ  - "კვირის პალიტრის" არქივიდან, 2001 წელი

რუსეთის პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია სამი-ოთხი "ახალგაზრდის" შესახებ, რომლებსაც შევარდნაძე მოიაზრებს პოლიტიკურ მემკვიდრეებად. ისტებლიშმენტში კი კვლავ დაიწყეს მკითხაობა საქართველოს სათავეში "რუსეთის კაცის" შესაძლო დასმაზე და, იმავდროულად, კვლავ ამოატივტივეს მიხეილ სააკაშვილის გახმაურებული ვოიაჟი კიევი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით, რომლის კონტექსტშიც "ორგანულად" ჩასვეს იგორ გიორგაძესთან თუ რუსეთის სხვა ემისრებთან მისი შესაძლო შეხვედრისა და საიდუმლო სერობების თემა... ეს ვარაუდი თითქოს განამტკიცა თავად იგორ გიორგაძის ნათქვამმა: "ჩემთან ხშირად დარბიან შევარდნაძის მიერ განაწყენებული ბავშვები..." ვესაუბრები ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერსა და პარლამენტარს მიხეილ სააკაშვილს:

- ჯერ ერთი, ვინ არის იგორ გიორგაძე, რას წარმოადგენს, რომ მას შევხვდე? მეორეც: ასე თუ ისე, მე ვარ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარკვეული პოლიტიკური პრეტენზიების მქონე ფიგურა საქართველოში და მყავს უამრავი მომხრე. იგორ გიორგაძე კი რუსეთის დაზვერვის ტიპური ოფიცერია, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებაში. ამიტომ, ასევე "წარმატებით" შეიძლება შევხვედროდი ჯალალედინს ან მურვან ყრუს და მათგან მიმეღო ინსტრუქციები... საერთოდ, ნუ შემეჯიბრება ნურავინ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობებში. შევახსენებ ყველას, რომ დამთავრებული მაქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარული იურიდიული ფაკულტეტი ნიუ-იორკში, რომელიც დაამთავრა აშშ-ის ოთხმა პრეზიდენტმა. ამასთან, პირადი მეგობარი გახლავართ ბევრი გავლენიანი ამერიკელი სენატორისა. ჩემი მინისტრობის პერიოდში რამდენჯერმე შემხვდნენ აშშ-ის იუსტიციის მინისტრი და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი. ეს ადამიანები ძალიან იშვიათად ხვდებიან ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის ამ რანგის მოხელეს (იუსტიციის მინისტრს), მით უმეტეს, საქართველოში. გარწმუნებთ, ამ დონის ამერიკელი მოღვაწეები საქართველოს არც ერთ იუსტიციის მინისტრს აღარ შეხვდება... რაც შეეხება იგორ გიორგაძის ფიგურას, იგი არაფერს არ წარმოადგენს და ცდილობენ მისგან შექმნან "ამუნია", რომელიც თითქოს შევარდნაძის მთავარი ალტერნატივაა.

- რუსეთის პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი აქცენტს აკეთებს სამ-ოთხ ახალგაზრდაზე, როგორც თავის პოტენციურ მემკვიდრეზე, მაგრამ ამ მემკვიდრეებში არ მოიაზრებს... მიხეილს ანუ სააკაშვილს...

- გული გამისკდებოდა, შევარდნაძეს მე რომ "მოვეაზრებინე" პოლიტიკურ მემკვიდრედ. სინამდვილეშიც მისი რიტორიკა, რომ მემკვიდრედ მოიაზრებს სამ-ოთხ ახალგაზრდას, ბლეფი და ფარისევლობაა, რადგან შევარდნაძეს პირადად ჩემთვის უთქვამს, რომ მე მგულისხმობს მემკვიდრედ; ასევე პირადად უთქვამს ზურაბ ჟვანიასთვის, რომ ის არის შევარდნაძის მემკვიდრე; ასევე უთქვამს შაშიაშვილისა და კიდევ რამდენიმე გუბერნატორისთვის(!). ისიც ვიცი, რომ დღემდეც ეუბნება სხვადასხვა ადამიანს, რომ თავის შემცვლელ-მემკვიდრედ მოიაზრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ: როგორც კი პრეზიდენტი დაიჯერებს, რომ ვინმე მართლა შეიძლება აღმოჩნდეს მისი შემცვლელი, იგი ავტომატურად აღმოჩნდება მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადასროლილი შევარდნაძის მიერვე.

- მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე განვიხილოთ ჩვენი შინაპოლიტიკური ვითარება და ისიც, თუ საქართველოში აშშ-ისა და რუსეთის ინტერესების შეჯახების პირობებში რა ორიენტაციის ხელისუფლება შეიძლება დაჯდეს ქვეყნის სათავეში.

- არა მგონია, აშშ სერიოზულად ჩაერიოს ჩვენს შინაპოლიტიკურ პროცესებში. რუსეთს კი ალბათ აქვს და ექნება მცდელობა, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. მათი ბერკეტებია აფხაზეთის კონფლიქტი, სადაც შეუძლიათ გაგვირთულონ ვითარება და ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები, განსაკუთრებით ახალქალაქისა. სხვა სერიოზულ ბერკეტებს რუსეთის ხელში ვერ ვხედავ. ცალკე უნდა ითქვას, რომ თვითონ პუტინმა ისწავლა დასავლეთთან ცივილიზებულ ენაზე ლაპარაკი და ის, რომ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტი საჯაროდ დაამცირა დსთ-ის სამიტზე, იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი საქართველოს ანგარიშგასაწევ ძალად არ მიიჩნევს. რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი, როგორც ენერგიული და ნაციონალისტი პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა თავისი ქვეყნისთვის, მაგრამ როგორც ქართველს, შეურაცხყოფად მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში ხილვა. და კიდევ: ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ აშშ-რუსეთი შეიძლება გარიგდნენ საქართველოს ხარჯზე და საზიანოდ, სისულელეა. მაგრამ ჩვენ ზომაზე მეტად არ უნდა ვაფასებდეთ საქართველოს საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევის პოტენციალს.

განაგრძეთ კითხვა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა