პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რუსეთს მივუერთდებით აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო" - პრორუსული მაცდური პროპაგანდის მორიგი სამიზნე დევნილები არიან
"თუ რუსეთს მივუერთდებით აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო" - პრორუსული მაცდური პროპაგანდის მორიგი სამიზნე დევნილები არიან

"აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ახა­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო - გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, მათ შო­რის დევ­ნი­ლე­ბიც, - გვარ­სა და სა­ხელს ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, - აქ­ტი­უ­რად და­დი­ან აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­ლე­ბებ­ში და ავ­რცე­ლე­ბენ ხმას, თუ რუ­სეთს მი­ვუ­ერ­თდე­ბით, აფხა­ზე­თი დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბაო. ამ­გვა­რი აზ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ხდე­ბა ძი­რი­თა­დად კომ­პაქ­ტუ­რი ჩა­სახ­ლე­ბე­ბის ად­გი­ლებ­ში. ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც ამას ლა­პა­რა­კო­ბენ, ზუს­ტად ვიცი, რომ და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან", - აცხა­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი პა­ა­ტა და­ვი­თა­ია გა­ზეთ "ალი­ას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­თა­უ­რით რა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო დევ­ნი­ლებ­ში?

"ეუბ­ნე­ბი­ან - იცით რა, ამე­რი­კა შორს არის, რუ­სე­თი კი ახ­ლოს, ამი­ტომ თუ ევ­რო­კავ­შირ­ში არ აღ­მოვ­ჩნდე­ბით და და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვალთ, მა­შინ აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი დაბ­რუნ­დე­ბაო. ფაქ­ტია, ასე­თი რამ რე­ა­ლუ­რად არ მოხ­დე­ბა და არა­ვინ და­გიბ­რუ­ნებს აფხა­ზეთს - ნივ­თი ხომ არ არის, რომ და­გიბ­რუ­ნოს. მაგ­რამ ეს დევ­ნი­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. ორი კვი­რაა ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაქ­სი­მუმ ერთი თვე. პი­რა­დად ჩემს ახ­ლობ­ლებ­თან მო­ვიდ­ნენ და ასე­თი სა­უბ­რე­ბი იყო. ჩემი პარ­ტი­ის წევ­რებ­თა­ნაც მი­ვიდ­ნენ ღრმა­ღე­ლე­ში - სა­დაც არის ე.წ. ბირ­ჟე­ბი იქ ხდე­ბა ეს ძი­რი­თა­დად. ეს ბირ­ჟე­ბია ამინ­დის შემ­ქმნე­ლი კონ­კრე­ტულ და­სახ­ლე­ბებ­ში. მა­გა­ლი­თად, არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც ასე ხდე­ბა, როცა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის პრო­პა­გან­და მიმ­დი­ნა­რე­ობს - მი­დი­ან და იქ ხდე­ბა თე­მე­ბის გარ­ჩე­ვა", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას პა­ა­ტა და­ვი­თა­ია.

"არა­ვის ვაბ­რა­ლებ, რომ ვი­ღაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი აგენ­ტია, მაგ­რამ როცა ხე­და­ვენ - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ ხდე­ბა, რუ­სე­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია, ყი­რიმს იპყრობს, პრო­პა­გან­დას უწევს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­დის და აცხა­დებს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რო­ბა არ უნდა, სომ­ხეთს კი სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა უნდა - ასეთ დროს გა­მო­დი­ან და ამ­ბო­ბენ, რუ­სე­თი დი­დია, ვერ ვე­ო­მე­ბით და "და­ვუწ­ვეთ, რად­გან ამ და­წო­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ცხინ­ვა­ლი და სო­ხუ­მი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, ფო­ნის შემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია. რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ან­გა­რიშს უწე­ვენ იმას, რომ აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლებს აქვთ საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა და ომი რომ და­ი­წყოს, მათ წი­ნა­აღ­მდეგ იო­მე­ბენ. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის პრე­ვენ­ცია ის არის, რომ ძალა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ია­რა­ღი აი­ღოს ხელ­ში, თა­ვი­სი იდე­ო­ლო­გი­ით გა­ა­ნე­იტ­რა­ლოს და ეს მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია", - გა­ნაგ­რძობს პა­ა­ტა და­ვი­თა­ია.

"ძნე­ლია და­ამ­ტკი­ცო ვის აქვს მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი. მაგ­რამ მე­ო­რე თე­მაა ის, რომ რუ­სუ­ლი ჯარი რომ შე­მო­ვი­დეს, ეს გან­წყო­ბე­ბის თა­ვი­სას ითა­მა­შებს. მე რაც შე­მეძ­ლო გა­ვა­კა­თე, გა­ვახ­მა­უ­რე ფაქ­ტი და იმე­დია, დევ­ნი­ლე­ბი ამას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ", - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი ნდა შე­კი­თხვას - "ხში­რად გვეს­მის უკვე, რომ რუ­სულ პრო­პა­გან­დას "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" მარ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ეწე­ვი­ან. ხომ არ გა­გირ­კვე­ვი­ათ ვისი და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დე­ბენ?" - პა­სუ­ხობს:

"არა, მაგ­რამ არა მგო­ნია. იმის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს ვთქვა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" არც ძალა, არას შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. ვინც და­დის, იმა­თი 80% შე­მიძ­ლია და­გარ­წმუ­ნოთ, რომ არაა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"თუ რუსეთს მივუერთდებით აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო" - პრორუსული მაცდური პროპაგანდის მორიგი სამიზნე დევნილები არიან

"თუ რუსეთს მივუერთდებით აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო" - პრორუსული მაცდური პროპაგანდის მორიგი სამიზნე დევნილები არიან

"აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ახალი პროვოკაციული მოძრაობა დაიწყო - გარკვეული ადამიანების ჯგუფი, მათ შორის დევნილებიც, - გვარსა და სახელს ვერ დაგისახელებთ, - აქტიურად დადიან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასახლებებში და ავრცელებენ ხმას, თუ რუსეთს მივუერთდებით, აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო. ამგვარი აზრების გავრცელება პერმანენტულად ხდება ძირითადად კომპაქტური ჩასახლებების ადგილებში. ის ადამიანები ვინც ამას ლაპარაკობენ, ზუსტად ვიცი, რომ დაკავშირებულები არიან ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ევრაზიული კავშირის პროპაგანდას ეწევიან", - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა პროვოკაციული მოძრაობა დაიწყო დევნილებში?

"ეუბნებიან - იცით რა, ამერიკა შორს არის, რუსეთი კი ახლოს, ამიტომ თუ ევროკავშირში არ აღმოვჩნდებით და და სხვა მიმართულებით წავალთ, მაშინ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნდებაო. ფაქტია, ასეთი რამ რეალურად არ მოხდება და არავინ დაგიბრუნებს აფხაზეთს - ნივთი ხომ არ არის, რომ დაგიბრუნოს. მაგრამ ეს დევნილებისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ორი კვირაა ეს პროცესი მიმდინარეობს, მაქსიმუმ ერთი თვე. პირადად ჩემს ახლობლებთან მოვიდნენ და ასეთი საუბრები იყო. ჩემი პარტიის წევრებთანაც მივიდნენ ღრმაღელეში - სადაც არის ე.წ. ბირჟები იქ ხდება ეს ძირითადად. ეს ბირჟებია ამინდის შემქმნელი კონკრეტულ დასახლებებში. მაგალითად, არჩევნების დროსაც ასე ხდება, როცა რომელიმე პარტიის პროპაგანდა მიმდინარეობს - მიდიან და იქ ხდება თემების გარჩევა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.

"არავის ვაბრალებ, რომ ვიღაც მიზანმიმართული აგენტია, მაგრამ როცა ხედავენ - გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება, რუსეთი გააქტიურებულია, ყირიმს იპყრობს, პროპაგანდას უწევს ევრაზიულ კავშირს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობა არ უნდა, სომხეთს კი სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა უნდა - ასეთ დროს გამოდიან და ამბობენ, რუსეთი დიდია, ვერ ვეომებით და "დავუწვეთ, რადგან ამ დაწოლის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ცხინვალი და სოხუმი. ფსიქოლოგიური მომენტია, ფონის შემზადება, რომელიც მართული პროცესია. რუსეთის სპეცსამსახურები ანგარიშს უწევენ იმას, რომ აფხაზეთიდან დევნილებს აქვთ საბრძოლო გამოცდილება და ომი რომ დაიწყოს, მათ წინააღმდეგ იომებენ. სპეცსამსახურების პრევენცია ის არის, რომ ძალა, რომელმაც შეიძლება იარაღი აიღოს ხელში, თავისი იდეოლოგიით გაანეიტრალოს და ეს მუშაობა დაწყებულია", - განაგრძობს პაატა დავითაია.

"ძნელია დაამტკიცო ვის აქვს მართვის სადავეები. მაგრამ მეორე თემაა ის, რომ რუსული ჯარი რომ შემოვიდეს, ეს განწყობების თავისას ითამაშებს. მე რაც შემეძლო გავაკათე, გავახმაურე ფაქტი და იმედია, დევნილები ამას გაითვალისწინებენ", - დასძენს რესპონდენტი ნდა შეკითხვას - "ხშირად გვესმის უკვე, რომ რუსულ პროპაგანდას "ნაციონალებისგან" მართული ჯგუფები ეწევიან. ხომ არ გაგირკვევიათ ვისი დავალებით მოქმედებენ?" - პასუხობს:

"არა, მაგრამ არა მგონია. იმის გამოცდილება მაქვს ვთქვა, რომ "ნაციონალებს" არც ძალა, არას შესაძლებლობა არ აქვთ. ვინც დადის, იმათი 80% შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არაა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?