სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა გოლგოთისკენ: მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება, ანუ უდიდესი სიწმინდე მორწმუნეთათვის
გზა გოლგოთისკენ: მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება, ანუ უდიდესი სიწმინდე მორწმუნეთათვის

გზა, რო­მე­ლიც ჯვარ­ცმად მი­მა­ვალ­მა უფალ­მა გოლ­გო­თამ­დე გან­ვლო, "ვია დო­ლო­რო­სას" სა­ხელ­წო­დე­ბი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი. ამ გზა­ზე გვხვდე­ბა მა­ცხოვ­რის თო­თხმე­ტი გა­ჩე­რე­ბა. ამ გზა­ზე მა­ცხოვ­რის თო­თხმე­ტი გა­ჩე­რე­ბა უფრო და­სავ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­აა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­დე­საც და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ე­ბი არ იყ­ვნენ გა­ყო­ფილ­ნი. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის თორ­მეტ გა­ჩე­რე­ბას ით­ვლის, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად უდი­დე­სი სიწ­მინ­დეა. ლა­თი­ნუ­რი ეკ­ლე­სია ამ გზის ათ­ვლას პი­ლა­ტეს სა­სახ­ლი­დან იწყებს, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ით კი გოლ­გო­თის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა იწყე­ბა პი­ლა­ტეს სა­სახ­ლეს­თან, პრე­ტო­რი­უმ­თან არ­სე­ბუ­ლი დი­ლე­გით, სა­დაც მა­ცხო­ვა­რი სი­ნედ­რი­ო­ნის­გან გან­სჯის შემ­დეგ, ხუთ­შა­ბათ სა­ღა­მოს ჩას­ვეს, რად­გან უკვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იყო და პი­ლა­ტეს წი­ნა­შე ვერ წა­რად­გენ­დნენ. დი­ლე­გი დღემ­დე არ­სე­ბობს. ძალ­ზე მცი­რე ზო­მის ქვა­ბულ­ში დიდი, გახ­ვრე­ტი­ლი ლოდი დევს. მას­ზე მჯდარ­მა ფე­ხე­ბი ლოდ­ში უნდა გა­უ­ყა­როს, რათა შემ­დეგ ჯაჭ­ვით შე­უ­ბორ­კონ. სწო­რედ ეს არის მა­ცხოვ­რის პირ­ვე­ლი გა­ჩე­რე­ბა.

გამ­თე­ნი­ი­სას, იესო, მღვდელმთავ­რებ­მა და მათ­გან მოს­ყი­დულ­მა ხალ­ხმა, პრე­ტო­რი­უმ­ში წა­იყ­ვა­ნეს. პი­ლა­ტე იუ­დე­ვე­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად გა­მო­ვი­და. სწო­რედ აქ გა­ი­მარ­თა სა­უ­ბა­რი მასა და იუ­დე­ვე­ლებს შო­რის. ეს არის მა­ცხოვ­რის მე­ო­რე გა­ჩე­რე­ბა. რო­გორც ვი­ცით, აქ გა­მო­უ­ტა­ნეს ჯვარ­ზე გაკ­ვრის გა­ნა­ჩე­ნი მა­ცხო­ვარს...

შემ­დეგ პი­ლა­ტემ რო­მა­ელ ჯა­რის­კა­ცებს გა­ა­შოლტვი­ნა მა­ცხო­ვა­რი. გა­შოლტვა ძალ­ზე მძი­მე და სას­ტი­კი სას­ჯე­ლი იყო, ადა­მი­ანს მთელ ძა­ლებს არ­თმევ­და, შემ­დეგ მე­წა­მუ­ლი მო­სას­ხა­მი მო­ას­ხეს _ სა­მე­ფო შე­სა­მო­სე­ლი (რო­მე­ლიც რო­მა­ელ ჯა­რის­კა­ცებს ეც­ვათ), თავ­ზე ეკ­ლის გვირ­გვი­ნი და­ად­გეს და შეს­ძა­ხოდ­ნენ: "გი­ხა­რო­დეს, იუ­დე­ველ­თა მე­ფევ!"

ამ დრო­ი­სათ­ვის უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ჯვა­რი, რო­მე­ლიც მა­ცხო­ვარს გოლ­გო­თამ­დე უნდა ეზი­და. იმ ორი ავა­ზა­კის ჯვა­რი, რომ­ლე­ბიც მა­ცხო­ვარ­თან ერ­თად უნდა ეც­ვათ ჯვარს, უკვე კარ­გა ხნის დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, ხოლო რად­გან იე­სოს ჯვარ­ცმა ბოლო მო­მენ­ტში გა­და­წყდა, ამი­ტომ, რაც "უც­ბათ ხელ­ში მოხ­ვდათ", ის ხე გა­მო­ი­ყე­ნეს: ეს იყო სო­ლო­მო­ნის ტაძ­რის ხი­დად გა­დე­ბუ­ლი ძელი _ იმ ხის­გან გა­მოთ­ლი­ლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი აღ­თქმის მა­მა­მა­თა­ვარ აბ­რა­ა­მის დის­წუ­ლის, ლო­ტის მიერ და­ნერ­გი­ლი 3 ხმე­ლი ტო­ტის გა­ნედ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ე­ზარ­და ერ­თმა­ნეთს და ერთ დიდ ხედ აღ­მო­ცენ­და; იე­რუ­სა­ლი­მის ტაძ­რის აგე­ბი­სას ეს ხე მოჭ­რეს და სამ­შე­ნებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზის გამო, აღარ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ და ტაძ­რის კე­დელ­თან და­უგ­დი­ათ. გა­მოხ­და ხანი და მის­გან ხიდი და­უ­გი­ათ ტაძ­რის მახ­ლობ­ლად ჩა­მა­ვალ ნა­კა­დულ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად. ხიდ­ზე ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მი­მო­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და ხე მტვრი­თა და ტა­ლა­ხით და­ი­ფა­რა. სწო­რედ ამ ხის­გან გა­ა­კე­თეს ჯვა­რი, რათა უკი­დუ­რე­სად და­ემ­ცი­რე­ბი­ნათ მხსნე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სა. გოლ­გო­თის­კენ მი­მა­ვალ­მა უფალ­მა კი ამ­გვა­რი ჯვრის ზიდ­ვით კა­ცობ­რი­ო­ბის ცოდ­ვე­ბი, ადა­მი­ან­თა და­ნა­შა­ულ­თა სი­ბინ­ძუ­რე ზიდა...

პრე­ტო­რი­უ­მი­დან სა­მი­ოდ კი­ლო­მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ მა­ცხო­ვა­რი წა­იქ­ცა. ეს იყო ამ გზა­ზე მე­სა­მე გა­ჩე­რე­ბა. ჯვარ­ცმად მი­მა­ვა­ლი უფა­ლი წა­მო­ა­ყე­ნეს, ისევ აჰ­კი­დეს ჯვა­რი და აი­ძუ­ლეს, გზა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ამ გზა­ზე მე­ო­თხე გა­ჩე­რე­ბა ის ად­გი­ლია, სა­დაც ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი ელო­და მა­ცხო­ვარს მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებ­თან და მარ­თალ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. იუ­დე­ველ­თა მღვდელმთავ­რებ­მა და სი­ნედ­რი­ო­ნის სხვა წევ­რებ­მა ღვთის­მშო­ბე­ლი და იე­სოს მომ­ხრე­ნი პრე­ტო­რი­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­უშ­ვეს, თა­ვი­ან­თი მოს­ყი­დუ­ლე­ბი მი­იყ­ვა­ნეს, რათა პი­ლა­ტეს­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ მთელ ერს სურ­და მისი ჯვარ­ცმა. ამი­ტო­მაც ღვთის­მშო­ბე­ლი ამ ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით დახ­ვდა მა­ცხო­ვარს.

რამ­დე­ნი­მე მეტრში გზა უხ­ვევს, სა­ი­და­ნაც ძვე­ლი იე­რუ­სა­ლი­მი­დან გავ­დი­ვართ. ამ ად­გი­ლას მა­ცხო­ვა­რი მე­ო­რედ და­ე­ცა. ეს იყო მე­ხუ­თე გა­ჩე­რე­ბა. ამ დროს გზად მინ­დვ­რი­დან მო­მა­ვალ­მა იუ­დე­ველ­მა _ სვი­მონ კვი­რი­ნელ­მა გა­მო­ი­ა­რა. მა­ცხოვ­რის ჯვა­რი მას აჰ­კი­დეს და მსვლე­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლეს. რო­გორც ჩანს, სვი­მონ კვი­რი­ნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, რად­გან ასე მო­ექ­ცნენ. შემ­დგომ­ში ის უფ­ლის მო­ცი­ქუ­ლი გახ­და. მა­ცხოვ­რის სა­მოც­და­ათ მო­ცი­ქულ­თა შო­რი­საა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

მე­ექ­ვსე გა­ჩე­რე­ბა გოლ­გო­თის გზა­ზე არის ის ად­გი­ლი, სა­დაც მა­ცხო­ვარს მარ­თა­ლი ვე­რო­ნი­კა მი­ე­გე­ბა. წმინ­და ქალ­წუ­ლი ბი­ნი­დან უცქერ­და სა­ში­ნელ პრო­ცე­სი­ას. მა­ცხოვ­რის და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი სა­ხის ხილ­ვი­სას გა­რეთ გა­მო­ვარ­და და ტი­ლო­თი შე­უმშრა­ლა და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სახე. ტი­ლო­ზე მა­ცხოვ­რის ხელ­თუქ­მნე­ლი ხა­ტე­ბა აი­სა­ხა. ეს არის უფ­ლის ერთ-ერთი ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი.

ჯვრის გა­რე­შე მი­მა­ვა­ლი მა­ცხო­ვა­რი რამ­დე­ნი­მე მეტრში მე­სა­მედ და­ე­ცა. ეს არის მეშ­ვი­დე გა­ჩე­რე­ბა. მერ­ვე გა­ჩე­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც მა­ცხო­ვარს იე­რუ­სა­ლი­მე­ლი დე­და­კა­ცე­ბი მის­ტი­რი­ან. იესო შედ­გა, მი­უბ­რუნ­და მათ და მი­მარ­თა: _ იე­რუ­სა­ლი­მის ასულ­ნო, ნუ მტირთ, შვილ­თა თქვენ­თა და თავ­თა თქვენ­თა სტი­რო­დე­თო...

მე­ცხრე გა­ჩე­რე­ბა არის გოლ­გო­თის მახ­ლობ­ლად, სა­დაც მა­ცხო­ვა­რი კვლავ და­ე­ცა.

მე­ა­თე შე­ჩე­რე­ბა ის ად­გი­ლია, სა­დაც გან­კა­ცე­ბულ უფალს ჯერ სა­მო­სე­ლი შე­მო­ა­ძარ­ცვეს, შემ­დეგ კი ჯვარ­ზე მი­ამ­სჭვა­ლეს; იე­სოს სა­მო­სე­ლი და­ხი­ეს და ისე და­ი­ნა­წი­ლეს, კვარ­თზე კი, რო­მე­ლიც ღვთის­მშობ­ლის მიერ იყო მოქ­სო­ვი­ლი, წილი ჰყა­რეს, რო­გორც ფსალ­მუნ­ში იყო ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი: "გა­ნიყ­ვეს სა­მო­სე­ლი ჩემი მათ შო­რის და კვარ­თსა ჩემ­სა ზედა გა­ნიგ­დეს წილი". ამ ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი მეტ­რის მო­შო­რე­ბით, გოლ­გო­თის წვერ­ზე, გაჭ­რი­ლი იყო ორმო, სა­დაც ჯვა­რი უნდა ჩა­ე­სოთ. ჯვარ­ზე მიმსჭვა­ლუ­ლი მა­ცხო­ვა­რი გოლ­გო­თის წვერ­ზე აიყ­ვა­ნეს და ჯვა­რი აღ­მარ­თეს. ეს არის მე­თორ­მე­ტე შე­ჩე­რე­ბა. რო­გორც ვი­ცით, ჯვარ­ზე მიმჭვა­ლულ მხსნელს შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ და დას­ცი­ნოდ­ნენ. ის კი ლო­ცუ­ლობ­და თა­ვი­სი მტრე­ბის­თვის: "მა­მაო, მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან!". ამ­გვა­რი ქმე­დე­ბით უფალ­მა მცნე­ბად დაგ­ვი­დო მტრე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და მტრე­ბის­თვის ლოც­ვა. რო­დე­საც წყა­ლი ითხო­ვა, ძმ­რით გაჟ­ღენ­თი­ლი ღრუ­ბე­ლი მი­ა­წო­დეს, წყურ­ვი­ლის გრძნო­ბა კი­დევ უფრო რომ გამ­ძაფ­რე­ბო­და. ლონ­გი­ნოზ ასის­თავ­მა, რომ­ლის ხელ­ქვე­ით­მა ჯა­რი­კა­ცებ­მაც აღას­რუ­ლეს გა­ნა­ჩე­ნი, ჯვარ­ზე გაკ­რულ იე­სოს გვერ­დში მახ­ვი­ლი უგ­მი­რა (შემ­დგომ­ში მან იე­სო­ში გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი შე­იც­ნო და ქრის­ტე აღი­ა­რა, მო­წა­მებ­რი­ვა­დაც აღეს­რუ­ლა ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის გამო).

მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმის შემ­დეგ მიწა გა­ნი­პო, მზე დაბ­ნელ­და, დე­და­მი­წა შე­ზან­ზარ­და. ამ­გვა­რად შე­იძ­რა ხი­ლუ­ლი სამ­ყა­რო, ის ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ეშ­მაკს და­ემ­სგავ­სნენ და გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი აც­ვეს ჯვარს...

მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმა მოხ­და პა­რას­კევს. იმ სა­ღა­მოს იწყე­ბო­და იუ­დე­ველ­თა პა­ს­ე­ქი. მათ არ უნ­დო­დათ, რომ თა­ვი­ანთ უდი­დეს დღე­სას­წა­ულს ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი იუ­დე­ვე­ლე­ბით შეხ­ვედ­როდ­ნენ. პი­ლა­ტეს­თან მი­ვიდ­ნენ და სთხო­ვეს, ნება და­ერ­თო, სიკ­ვდი­ლის და­საჩ­ქა­რებ­ლად ჯვარ­ცმუ­ლე­ბის­თვის წვი­ვე­ბი გა­და­ემტვრი­ათ. რო­დე­საც ჯვარ­ცმის ად­გი­ლას დაბ­რუნ­დნენ, მა­ცხო­ვა­რი უკვე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი დახ­ვდათ, ამი­ტომ მის­თვის წვი­ვე­ბი აღარ გა­და­უმტვრე­ვი­ათ. ამა­ვე დროს, ნი­კო­დი­მო­სი, გა­მა­ლი­ე­ლი და იო­სებ არი­მა­თი­ე­ლი მი­ვიდ­ნენ პი­ლა­ტეს­თან და იე­სოს გვა­მი გა­მო­ი­თხო­ვეს. პი­ლა­ტეს ნე­ბარ­თვის შემ­დეგ, მა­ცხოვ­რის სხე­უ­ლი ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნეს და ჯვარ­ცმის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ათ მეტრში და­ას­ვე­ნეს იქვე მდე­ბა­რე ლოდ­ზე. ეს ად­გი­ლი არის მე­ცა­მე­ტე შე­ჩე­რე­ბა.

მა­ცხოვ­რის სხე­ულს ნელ­სა­ცხე­ბე­ლი სცხეს, ტი­ლო­ში გა­ახ­ვი­ეს და იქვე, კლდე­ში გა­მოკ­ვე­თილ იო­სებ არი­მა­თი­ე­ლის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­მარხში დაკ­რძა­ლეს, რო­მელ­შიც არა­ვინ ყო­ფი­ლა დას­ვე­ნე­ბუ­ლი. სა­მარ­ხი გოლ­გო­თი­დან 30 მეტრში მდე­ბა­რე­ობ­და. ეს იყო მე­თო­თხმე­ტე შე­ჩე­რე­ბა. რო­გორც ვი­ცით, სა­მარხში მა­ცხო­ვა­რი სამი დღე-ღამე იყო დაკ­რძა­ლუ­ლი. იქვე აღ­დგა მკვდრე­თით.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე, ჟურ­ნა­ლი "კა­რიბ­ჭე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გზა გოლგოთისკენ: მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება, ანუ უდიდესი სიწმინდე მორწმუნეთათვის

გზა გოლგოთისკენ: მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება, ანუ უდიდესი სიწმინდე მორწმუნეთათვის

გზა, რომელიც ჯვარცმად მიმავალმა უფალმა გოლგოთამდე განვლო, "ვია დოლოროსას" სახელწოდებითაცაა ცნობილი. ამ გზაზე გვხვდება მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება. ამ გზაზე მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება უფრო დასავლური ტრადიციაა, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროიდან მომდინარეობს, როდესაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები არ იყვნენ გაყოფილნი. მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის თორმეტ გაჩერებას ითვლის, რომელიც თავისთავად უდიდესი სიწმინდეა. ლათინური ეკლესია ამ გზის ათვლას პილატეს სასახლიდან იწყებს, მართლმადიდებლური ტრადიციით კი გოლგოთისკენ მიმავალი გზა იწყება პილატეს სასახლესთან, პრეტორიუმთან არსებული დილეგით, სადაც მაცხოვარი სინედრიონისგან განსჯის შემდეგ, ხუთშაბათ საღამოს ჩასვეს, რადგან უკვე ძალიან გვიანი იყო და პილატეს წინაშე ვერ წარადგენდნენ. დილეგი დღემდე არსებობს. ძალზე მცირე ზომის ქვაბულში დიდი, გახვრეტილი ლოდი დევს. მასზე მჯდარმა ფეხები ლოდში უნდა გაუყაროს, რათა შემდეგ ჯაჭვით შეუბორკონ. სწორედ ეს არის მაცხოვრის პირველი გაჩერება.

გამთენიისას, იესო, მღვდელმთავრებმა და მათგან მოსყიდულმა ხალხმა, პრეტორიუმში წაიყვანეს. პილატე იუდეველებთან შესახვედრად გამოვიდა. სწორედ აქ გაიმართა საუბარი მასა და იუდეველებს შორის. ეს არის მაცხოვრის მეორე გაჩერება. როგორც ვიცით, აქ გამოუტანეს ჯვარზე გაკვრის განაჩენი მაცხოვარს...

შემდეგ პილატემ რომაელ ჯარისკაცებს გააშოლტვინა მაცხოვარი. გაშოლტვა ძალზე მძიმე და სასტიკი სასჯელი იყო, ადამიანს მთელ ძალებს ართმევდა, შემდეგ მეწამული მოსასხამი მოასხეს _ სამეფო შესამოსელი (რომელიც რომაელ ჯარისკაცებს ეცვათ), თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს და შესძახოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!"

ამ დროისათვის უკვე დამზადებული ჰქონდათ ჯვარი, რომელიც მაცხოვარს გოლგოთამდე უნდა ეზიდა. იმ ორი ავაზაკის ჯვარი, რომლებიც მაცხოვართან ერთად უნდა ეცვათ ჯვარს, უკვე კარგა ხნის დამზადებული ჰქონდათ, ხოლო რადგან იესოს ჯვარცმა ბოლო მომენტში გადაწყდა, ამიტომ, რაც "უცბათ ხელში მოხვდათ", ის ხე გამოიყენეს: ეს იყო სოლომონის ტაძრის ხიდად გადებული ძელი _ იმ ხისგან გამოთლილი, რომელიც ძველი აღთქმის მამამათავარ აბრაამის დისწულის, ლოტის მიერ დანერგილი 3 ხმელი ტოტის განედლების შემდეგ შეეზარდა ერთმანეთს და ერთ დიდ ხედ აღმოცენდა; იერუსალიმის ტაძრის აგებისას ეს ხე მოჭრეს და სამშენებლოდ გამოყენებას აპირებდნენ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო, აღარ გამოუყენებიათ და ტაძრის კედელთან დაუგდიათ. გამოხდა ხანი და მისგან ხიდი დაუგიათ ტაძრის მახლობლად ჩამავალ ნაკადულზე გადასასვლელად. ხიდზე ათწლეულების მანძილზე მიმოდიოდნენ ადამიანები და ხე მტვრითა და ტალახით დაიფარა. სწორედ ამ ხისგან გააკეთეს ჯვარი, რათა უკიდურესად დაემცირებინათ მხსნელი კაცობრიობისა. გოლგოთისკენ მიმავალმა უფალმა კი ამგვარი ჯვრის ზიდვით კაცობრიობის ცოდვები, ადამიანთა დანაშაულთა სიბინძურე ზიდა...

პრეტორიუმიდან სამიოდ კილომეტრის გავლის შემდეგ მაცხოვარი წაიქცა. ეს იყო ამ გზაზე მესამე გაჩერება. ჯვარცმად მიმავალი უფალი წამოაყენეს, ისევ აჰკიდეს ჯვარი და აიძულეს, გზა გაეგრძელებინა. ამ გზაზე მეოთხე გაჩერება ის ადგილია, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ელოდა მაცხოვარს მენელსაცხებლე დედებთან და მართალ ადამიანებთან ერთად. იუდეველთა მღვდელმთავრებმა და სინედრიონის სხვა წევრებმა ღვთისმშობელი და იესოს მომხრენი პრეტორიუმის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, თავიანთი მოსყიდულები მიიყვანეს, რათა პილატესთვის ეჩვენებინათ, რომ მთელ ერს სურდა მისი ჯვარცმა. ამიტომაც ღვთისმშობელი ამ ადგილიდან მოშორებით დახვდა მაცხოვარს.

რამდენიმე მეტრში გზა უხვევს, საიდანაც ძველი იერუსალიმიდან გავდივართ. ამ ადგილას მაცხოვარი მეორედ დაეცა. ეს იყო მეხუთე გაჩერება. ამ დროს გზად მინდვრიდან მომავალმა იუდეველმა _ სვიმონ კვირინელმა გამოიარა. მაცხოვრის ჯვარი მას აჰკიდეს და მსვლელობა გააგრძელეს. როგორც ჩანს, სვიმონ კვირინელი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, რადგან ასე მოექცნენ. შემდგომში ის უფლის მოციქული გახდა. მაცხოვრის სამოცდაათ მოციქულთა შორისაა მოხსენიებული.

მეექვსე გაჩერება გოლგოთის გზაზე არის ის ადგილი, სადაც მაცხოვარს მართალი ვერონიკა მიეგება. წმინდა ქალწული ბინიდან უცქერდა საშინელ პროცესიას. მაცხოვრის დასახიჩრებული სახის ხილვისას გარეთ გამოვარდა და ტილოთი შეუმშრალა დასისხლიანებული სახე. ტილოზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატება აისახა. ეს არის უფლის ერთ-ერთი ხელთუქმნელი ხატი.

ჯვრის გარეშე მიმავალი მაცხოვარი რამდენიმე მეტრში მესამედ დაეცა. ეს არის მეშვიდე გაჩერება. მერვე გაჩერებად მოიაზრება ადგილი, სადაც მაცხოვარს იერუსალიმელი დედაკაცები მისტირიან. იესო შედგა, მიუბრუნდა მათ და მიმართა: _ იერუსალიმის ასულნო, ნუ მტირთ, შვილთა თქვენთა და თავთა თქვენთა სტიროდეთო...

მეცხრე გაჩერება არის გოლგოთის მახლობლად, სადაც მაცხოვარი კვლავ დაეცა.

მეათე შეჩერება ის ადგილია, სადაც განკაცებულ უფალს ჯერ სამოსელი შემოაძარცვეს, შემდეგ კი ჯვარზე მიამსჭვალეს; იესოს სამოსელი დახიეს და ისე დაინაწილეს, კვართზე კი, რომელიც ღვთისმშობლის მიერ იყო მოქსოვილი, წილი ჰყარეს, როგორც ფსალმუნში იყო ნაწინასწარმეტყველები: "განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი". ამ ადგილიდან დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით, გოლგოთის წვერზე, გაჭრილი იყო ორმო, სადაც ჯვარი უნდა ჩაესოთ. ჯვარზე მიმსჭვალული მაცხოვარი გოლგოთის წვერზე აიყვანეს და ჯვარი აღმართეს. ეს არის მეთორმეტე შეჩერება. როგორც ვიცით, ჯვარზე მიმჭვალულ მხსნელს შეურაცხყოფდნენ და დასცინოდნენ. ის კი ლოცულობდა თავისი მტრებისთვის: "მამაო, მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!". ამგვარი ქმედებით უფალმა მცნებად დაგვიდო მტრების სიყვარული და მტრებისთვის ლოცვა. როდესაც წყალი ითხოვა, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიაწოდეს, წყურვილის გრძნობა კიდევ უფრო რომ გამძაფრებოდა. ლონგინოზ ასისთავმა, რომლის ხელქვეითმა ჯარიკაცებმაც აღასრულეს განაჩენი, ჯვარზე გაკრულ იესოს გვერდში მახვილი უგმირა (შემდგომში მან იესოში განკაცებული უფალი შეიცნო და ქრისტე აღიარა, მოწამებრივადაც აღესრულა ქრისტეს სარწმუნოების გამო).

მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მიწა განიპო, მზე დაბნელდა, დედამიწა შეზანზარდა. ამგვარად შეიძრა ხილული სამყარო, ის ადგილი, სადაც ადამიანები ეშმაკს დაემსგავსნენ და განკაცებული უფალი აცვეს ჯვარს...

მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა პარასკევს. იმ საღამოს იწყებოდა იუდეველთა პასექი. მათ არ უნდოდათ, რომ თავიანთ უდიდეს დღესასწაულს ჯვარზე გაკრული იუდეველებით შეხვედროდნენ. პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს, ნება დაერთო, სიკვდილის დასაჩქარებლად ჯვარცმულებისთვის წვივები გადაემტვრიათ. როდესაც ჯვარცმის ადგილას დაბრუნდნენ, მაცხოვარი უკვე აღსრულებული დახვდათ, ამიტომ მისთვის წვივები აღარ გადაუმტვრევიათ. ამავე დროს, ნიკოდიმოსი, გამალიელი და იოსებ არიმათიელი მივიდნენ პილატესთან და იესოს გვამი გამოითხოვეს. პილატეს ნებართვის შემდეგ, მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნეს და ჯვარცმის ადგილიდან დაახლოებით ათ მეტრში დაასვენეს იქვე მდებარე ლოდზე. ეს ადგილი არის მეცამეტე შეჩერება.

მაცხოვრის სხეულს ნელსაცხებელი სცხეს, ტილოში გაახვიეს და იქვე, კლდეში გამოკვეთილ იოსებ არიმათიელის საგვარეულო სამარხში დაკრძალეს, რომელშიც არავინ ყოფილა დასვენებული. სამარხი გოლგოთიდან 30 მეტრში მდებარეობდა. ეს იყო მეთოთხმეტე შეჩერება. როგორც ვიცით, სამარხში მაცხოვარი სამი დღე-ღამე იყო დაკრძალული. იქვე აღდგა მკვდრეთით.

შორენა მერკვილაძე, ჟურნალი "კარიბჭე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია