პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში
როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცვე­ლი - ფეხ­ბურ­თე­ლი ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში, არ­ნე­მის "ვი­ტეს­ში" თა­მა­შობს. 21 წლის ფეხ­ბურ­თელს სა­ზღვარ­გა­რეთ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს. ჰყავს ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლე - გვან­ცა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მე და ვაკო ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობთ. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც ვმე­გობ­რობ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. 17 წლის ასაკ­ში მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და, შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გაღ­რმავ­და და დავ­ქორ­წინ­დით.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, ოჯა­ხი რომ შექ­მე­ნით?

- ვა­კოც და მეც - ორი­ვე 19 წლის ვი­ყა­ვით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი დიდ­ხანს ვერ "გავ­ქა­ჩეთ".

- შვი­ლე­ბი არ გყავთ?

- არა, შვი­ლე­ბი ჯერ არ გვყავს. ყვე­ლა­ფე­რი წინ გვაქვს და არა­ფერს ვჩ­ქა­რობთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­ჟა­მად ჰო­ლან­დი­ა­ში ვცხოვ­რობთ, რად­გან ვაკო აქა­ურ გუნდში თა­მა­შობს... ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ. რო­გორც ვა­კოს საქ­მე მო­ი­თხოვს, მო­მა­ვალ­შიც ამის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ და სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც იქ გა­და­ვალთ. მთა­ვა­რია, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და პა­ტივს ვცემთ.

- შენ რა პრო­ფე­სია გაქვს?

- ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ნა­ად­რე­ვად და­ო­ჯა­ხე­ბის გამო ეს ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე. სა­მო­მავ­ლოდ დიდი გეგ­მე­ბი მაქვს. იმე­დია, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შევ­ძლებ.

- მე­უღ­ლე ხომ არ იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნა?

- არა, ვაკო ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყო. უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვცხოვ­რობ­დით და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ მო­ვა­ხერ­ხე სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ბა­რე­ბა.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- და-ძმა მყავს. 2 წლის ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­იც­ვა­ლა და დე­დამ, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ქა­ლის იდე­ა­ლია, უმა­მოდ გაგვზარ­და.

- შენი და ვა­კოს სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე. სიყ­ვა­რულ­ში პირ­ვე­ლად რო­დის გა­მო­გი­ტყდა?

- ჩემ მი­მართ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო. 2011 წლის ზა­ფხულ­ში ბა­თუმ­ში ვის­ვე­ნებ­დი და ვა­კომ სწო­რედ იქ ჩა­მო­მა­კი­თხა, სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­მი­ტყდა. მი­თხრა, - მიყ­ვარ­ხარ და შენ­თან ერ­თად ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც ვფიქ­რო­ბო.

- რთუ­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ცო­ლო­ბა?

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ცო­ლო­ბა რთუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ეს შე­იძ­ლე­ბა, ვა­კოს დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. ვფიქ­რობ, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმას, რა პრო­ფე­სი­ი­საა შენი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი; მთა­ვა­რია, უყ­ვარ­დე და პა­ტივს გცემ­დეს. ჩვენ ერ­თმა­ნეთს დის­კომ­ფორ­ტს არა­სო­დეს ვუქ­მნით. რო­გო­რი და­კა­ვე­ბუ­ლიც უნდა იყოს, ჩემ­თვის დროს ყო­ველ­თვის გა­მო­ნა­ხავს. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

- როცა ვა­კოს ცო­ლად გაჰ­ყე­ვი, ის უკვე ჰო­ლან­დი­ის გუნდში თა­მა­შობ­და?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და, ხოლო და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ჰო­ლან­დი­ის გუნდთან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი.

- ქორ­წი­ლი გქონ­დათ?

- არა, ჯვა­რი ძა­ლი­ან ვიწ­რო წრე­ში და­ვი­წე­რეთ, რად­გან ვა­კოს მხო­ლოდ დღე ჰქონ­და დას­ვე­ნე­ბა და ამ დრო­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის და­გეგ­მვა­საც კი ვერ მო­ვას­წრებ­დით (იღი­მის).

- როცა ვა­კოს თა­მა­ში აქვს, სტა­დი­ონ­ზე ყო­ველ­თვის მი­დი­ხარ?

- რა თქმა უნდა, ვცდი­ლობ, ყვე­ლა თა­მაშს და­ვეს­წრო, მე ხომ მისი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩემ­თვი­საც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვიდ­რე ვა­კოს ცო­ლად გავ­ყვე­ბო­დი, ფეხ­ბურ­თით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ გახ­ლდით და არც ამ თა­მა­შის წე­სე­ბი ვი­ცო­დი; უფრო მე­ტიც, სტა­დი­ონ­ზეც არ ვი­ყა­ვი ნამ­ყო­ფი. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლე, რა­ღა­ცებ­ში გა­ვერ­კვიე.

- ალ­ბათ დი­ა­სახ­ლი­სო­ბა გი­წევს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარს. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მეს­წავ­ლა... ჰო­ლან­დი­ა­ში ხში­რად მი­წევს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რად­გან ვა­კოს ქარ­თუ­ლი რა­ღა­ცე­ბი მოს­წონს. ჩემს მე­გობ­რებს უკ­ვირთ, - ყვე­ლა­ნა­ი­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას რო­გორ ახერ­ხე­ბო? ჰო­ლან­დი­ა­ში ყოფ­ნი­სას, ვა­კოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხში­რად უნ­დე­ბა ხინ­კა­ლი, ამი­ტომ ხინ­კლის მოხ­ვე­ვაც ვის­წავ­ლე.

- გა­მო­დის, რომ მარ­თლა კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ყო­ფილ­ხარ.

- თუ ადა­მი­ა­ნი რა­ი­მეს გა­კე­თე­ბას გუ­ლით შე­ეც­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებს! თავს არ ვი­ქებ, მაგ­რამ მარ­თლაც, გემ­რი­ლი კერ­ძე­ბი გა­მომ­დის.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ხართ?

- დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლა ხში­რად მი­წევს. ჩემი ქვეყ­ნის, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა ძა­ლი­ან მი­ჭირს. 3 თვე­ში ერთხელ ვა­ხერ­ხებ თბი­ლის­ში ჩას­ვლას და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს ჰო­ლან­დი­ა­ში რო­გორ ერ­თო­ბით?

- ჰო­ლან­დი­ის გუნდში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი - გუ­რამ კა­შია თა­მა­შობს. მე და გუ­რა­მის მე­უღ­ლე - თამ­თუ­კა გი­გაშ­ვი­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ და ხში­რად ვსტუმ­რობთ ერ­თმა­ნეთს; ერ­თად დავ­დი­ვართ შო­პინ­გებ­ზე, ბო­უ­ლინგ-ცენ­ტრებ­ში და სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­ში. როცა ჩვენს მე­უღ­ლე­ებს სცა­ლი­ათ, რა თქმა უნდა, ისი­ნიც ჩვენ გვერ­დით არი­ან და ყვე­ლა­ნი ერ­თად ვერ­თო­ბით.

- ვაკო სი­ურპრი­ზე­ბით თუ გა­ნე­ბივ­რებს?

- ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, გა­მა­ხა­როს. მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე სი­ურპრი­ზე­ბით არის სავ­სე. ჩემს მე­უღ­ლეს აქვს იმის ნიჭი და უნა­რი, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბი მო­ი­ფიქ­როს და გა­მა­ო­ცოს.

- ვა­კოს წარ­მა­ტე­ბებ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვი რა­ი­მე...

- ვა­კოს ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა ის არის, რომ ასეთ მა­გარ გუნდში თა­მა­შობს და ამ სე­ზონ­ზე უკვე 5 გოლი გა­ი­ტა­ნა. მისი წარ­მა­ტე­ბე­ბით ვა­მა­ყობ! ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ვაკო ყვე­ლა თა­მაშ­ზე ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი გა­ვუშ­ვა.

- ალ­ბათ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჰო­ლან­დი­ა­შიც ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ეყო­ლე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებ?

- ყვე­ლა ცნო­ბილ, წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თელს ჰყავს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი და ამ მხრივ, არც ვა­კოა გა­მო­ნაკ­ლი­სი. მას მარ­თლაც, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, თუმ­ცა სი­მარ­თლე გი­თხრათ, მათ არა­სო­დეს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. ზო­გა­დად, ეჭ­ვი­ა­ნი არ ვარ. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვენ­დო­ბით. ასე რომ არ იყოს, თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ვერ შევ­ძლებ­დით.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი - ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიაში, არნემის "ვიტესში" თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელს საზღვარგარეთ საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. ჰყავს ულამაზესი მეუღლე - გვანცა ნიშნიანიძე, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.

- მე და ვაკო ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენი მშობლები მეგობრები იყვნენ და შესაბამისად, ჩვენც ვმეგობრობდით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. 17 წლის ასაკში მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა, შემდეგ ეს ურთიერთობა გაღრმავდა და დავქორწინდით.

- რამდენი წლის იყავით, ოჯახი რომ შექმენით?

- ვაკოც და მეც - ორივე 19 წლის ვიყავით. შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს ვერ "გავქაჩეთ".

- შვილები არ გყავთ?

- არა, შვილები ჯერ არ გვყავს. ყველაფერი წინ გვაქვს და არაფერს ვჩქარობთ. მოგეხსენებათ, ამჟამად ჰოლანდიაში ვცხოვრობთ, რადგან ვაკო აქაურ გუნდში თამაშობს... ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. როგორც ვაკოს საქმე მოითხოვს, მომავალშიც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ და სადაც საჭირო იქნება, საცხოვრებლადაც იქ გადავალთ. მთავარია, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და პატივს ვცემთ.

- შენ რა პროფესია გაქვს?

- ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა, წარმატებული და ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ნაადრევად დაოჯახების გამო ეს ოცნება ვერ ავიხდინე. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. იმედია, მათ განხორციელებას შევძლებ.

- მეუღლე ხომ არ იყო წინააღმდეგი, რომ სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გაგეგრძელებინა?

- არა, ვაკო ამის წინააღმდეგი არ იყო. უბრალოდ, საქართველოში არ ვცხოვრობდით და აქედან გამომდინარე, ვერ მოვახერხე სამსახიობოზე ჩაბარება.

- დედმამიშვილები გყავს?

- და-ძმა მყავს. 2 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და დედამ, რომელიც ჩემთვის ქალის იდეალია, უმამოდ გაგვზარდა.

- შენი და ვაკოს სიყვარულის შესახებ გვიამბე. სიყვარულში პირველად როდის გამოგიტყდა?

- ჩემ მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო. 2011 წლის ზაფხულში ბათუმში ვისვენებდი და ვაკომ სწორედ იქ ჩამომაკითხა, სიყვარულში გამომიტყდა. მითხრა, - მიყვარხარ და შენთან ერთად ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობო.

- რთულია წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა?

- წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა რთული ნამდვილად არ არის. ეს შეიძლება, ვაკოს დამსახურებაცაა. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა პროფესიისაა შენი მეორე ნახევარი; მთავარია, უყვარდე და პატივს გცემდეს. ჩვენ ერთმანეთს დისკომფორტს არასოდეს ვუქმნით. როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, ჩემთვის დროს ყოველთვის გამონახავს. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია.

- როცა ვაკოს ცოლად გაჰყევი, ის უკვე ჰოლანდიის გუნდში თამაშობდა?

- შეყვარებულები რომ ვიყავით, იმ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, ხოლო დაოჯახების შემდეგ ჰოლანდიის გუნდთან გააფორმა კონტრაქტი.

- ქორწილი გქონდათ?

- არა, ჯვარი ძალიან ვიწრო წრეში დავიწერეთ, რადგან ვაკოს მხოლოდ დღე ჰქონდა დასვენება და ამ დროში გრანდიოზული ქორწილის დაგეგმვასაც კი ვერ მოვასწრებდით (იღიმის).

- როცა ვაკოს თამაში აქვს, სტადიონზე ყოველთვის მიდიხარ?

- რა თქმა უნდა, ვცდილობ, ყველა თამაშს დავესწრო, მე ხომ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ. მისი წარმატებები ჩემთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. ვიდრე ვაკოს ცოლად გავყვებოდი, ფეხბურთით დაინტერესებული არ გახლდით და არც ამ თამაშის წესები ვიცოდი; უფრო მეტიც, სტადიონზეც არ ვიყავი ნამყოფი. ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე, რაღაცებში გავერკვიე.

- ალბათ დიასახლისობა გიწევს...

- (მაწყვეტინებს) სამზარეულოში ტრიალი ბავშვობიდანვე მიყვარს. ყოველთვის ვცდილობდი, გემრიელი კერძების მომზადება მესწავლა... ჰოლანდიაში ხშირად მიწევს ქართული კერძების მომზადება, რადგან ვაკოს ქართული რაღაცები მოსწონს. ჩემს მეგობრებს უკვირთ, - ყველანაირი კერძის მომზადებას როგორ ახერხებო? ჰოლანდიაში ყოფნისას, ვაკოს განსაკუთრებულად ხშირად უნდება ხინკალი, ამიტომ ხინკლის მოხვევაც ვისწავლე.

- გამოდის, რომ მართლა კარგი დიასახლისი ყოფილხარ.

- თუ ადამიანი რაიმეს გაკეთებას გულით შეეცდება, ყველაფერს შეძლებს! თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლაც, გემრილი კერძები გამომდის.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

- დიახ, საქართველოში ჩასვლა ხშირად მიწევს. ჩემი ქვეყნის, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე ყოფნა ძალიან მიჭირს. 3 თვეში ერთხელ ვახერხებ თბილისში ჩასვლას და ამით ბედნიერი ვარ.

- თავისუფალ დროს ჰოლანდიაში როგორ ერთობით?

- ჰოლანდიის გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - გურამ კაშია თამაშობს. მე და გურამის მეუღლე - თამთუკა გიგაშვილი მეგობრები ვართ და ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს; ერთად დავდივართ შოპინგებზე, ბოულინგ-ცენტრებში და სხვადასხვა გასართობ ადგილებში. როცა ჩვენს მეუღლეებს სცალიათ, რა თქმა უნდა, ისინიც ჩვენ გვერდით არიან და ყველანი ერთად ვერთობით.

- ვაკო სიურპრიზებით თუ განებივრებს?

- ყოველთვის ცდილობს, გამახაროს. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე სიურპრიზებით არის სავსე. ჩემს მეუღლეს აქვს იმის ნიჭი და უნარი, რომ ორიგინალური რაღაცები მოიფიქროს და გამაოცოს.

- ვაკოს წარმატებებზეც მოგვიყევი რაიმე...

- ვაკოს ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ასეთ მაგარ გუნდში თამაშობს და ამ სეზონზე უკვე 5 გოლი გაიტანა. მისი წარმატებებით ვამაყობ! ჩემი მოვალეობაა, ვაკო ყველა თამაშზე ბედნიერი და გახარებული გავუშვა.

- ალბათ, როგორც საქართველოში, ჰოლანდიაშიც ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება, ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებ?

- ყველა ცნობილ, წარმატებულ ფეხბურთელს ჰყავს თაყვანისმცემლები და ამ მხრივ, არც ვაკოა გამონაკლისი. მას მართლაც, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა სიმართლე გითხრათ, მათ არასოდეს შევუწუხებივარ. ზოგადად, ეჭვიანი არ ვარ. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. ასე რომ არ იყოს, თანაცხოვრებას ვერ შევძლებდით.

სოფო ჭონიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია