პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემში რაღაც დემონია" - შალვა რამიშვილი ეთერში ჟირაფებთან და სპილოებთან ერთად დაბრუნდება
"ჩემში რაღაც დემონია" - შალვა რამიშვილი ეთერში ჟირაფებთან და სპილოებთან ერთად დაბრუნდება

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი იმ სფე­როს უბ­რუნ­დე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, უფრო შეჰ­ფე­რის.

აპ­რი­ლის ბო­ლო­დან, "იმე­დის" ეთერ­ში "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შოუ" გავა. "გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და მა­ყუ­რე­ბელს ვურ­ჩევ, და­ე­ბას ტე­ლე­ეკ­რან­თან. მას ჩვენ ისეთ პრო­დუქტს შევ­თა­ვა­ზებთ, რომ პირს და­ა­ღებს და შე­საძ­ლოა, კონ­ტრო­ლიც კი და­კარ­გოს", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი, სულ ცოტა ხნის წინ - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის კონ­სულ­ტან­ტი და აწ უკვე შო­უ­მე­ნი.

- შალ­ვა, რა და­უდ­გრო­მე­ლი ხარ, ერთ ად­გი­ლას დიდ­ხანს რა­ტომ ვერ ჩერ­დე­ბი?

- (იცი­ნის) რა ვიცი აბა, ალ­ბათ ბო­ბო­ქა­რი სული მაქვს.

- შენი მხრი­დან ცოტა უც­ნა­უ­რი გა­ნა­ცხა­დი იყო და იქ­ნებ აგ­ვიხ­სნა, რა გინ­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში? ისე­თი არას­ტან­დარ­ტუ­ლი ტიპი, რო­მე­ლიც ჩარ­ჩო­ებ­ში თით­ქოს არ თუ - ვერ ჯდე­ბა, უცებ ჩი­ნოვ­ნი­კი ხდე­ბა...

- ბავ­შვო­ბა­ში ბო­შამ მიმ­კი­თხა­ვა და მი­თხრა, რომ მრა­ვალ­წახ­ნა­გა ცხოვ­რე­ბა მექ­ნე­ბო­და და ერთ-ერთი წახ­ნა­გი პო­ლი­ტი­კუ­რი აღ­მოჩ­ნდა. ბოშა ქა­ლის სი­ტყვე­ბი გა­მარ­თლდა და სწო­რედ იღ­ბლის მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის გამო აღ­მოვ­ჩნდი პო­ლი­ტი­კა­ში. როცა პო­ლი­ტი­კა­ში ხარ, პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრთან ახ­ლოს უნდა იყო და ამი­ტომ აღ­მოვ­ჩნდი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად.

- უმად­ლი იღ­ბლის მე­ტა­ფი­ზი­კურ გავ­ლე­ნას?

- ეს ბე­დის­წე­რის მო­თხოვ­ნა იყო. მარ­თა­ლი თქვი, რომ ჩემი ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამი­ტო­მაც ვიც­ვლი ცხოვ­რე­ბის ყა­ი­დას წე­ლი­წად­ში 2-3-ჯერ.

- იქ­ნებ იმის დამ­ტკი­ცე­ბა გინ­დო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­დის? ბო­ლოს და ბო­ლოს, რას "ჩა­ლი­ჩობ", თუ იცი?

- ჩემ­ში რა­ღაც დე­მო­ნია, რო­მე­ლიც არ მას­ვე­ნებს. დე­მო­ნი არის ჩემ­ში და სოკ­რა­ტე­ში.

- გა­ლა­კტი­ონ­ზე თქვა ეგ ტე­რენ­ტიმ... რა­ტომ­ღა და­ტო­ვე პოს­ტი? ან მის­ვლა რა იყო, ან - წა­მოს­ვლა? ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შემ­თხვე­ვით, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა? იქ­ნებ გვი­ან მიხ­ვდი, რომ იქ არ იყო შენი ად­გი­ლი? ან იქ­ნებ

გა­მო­გიშ­ვეს?

- აი, ეს არის სწო­რედ ამ დე­მო­ნი­სა და ბო­შის ნამ­კი­თხა­ვე­ბის გავ­ლე­ნა. ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევრ სფე­როს მი­ვედ-მო­ვე­დე­ბი, მინ­და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნო და მერე გან­ვავ­რცო. არა­ვის გა­მო­ვუშ­ვი­ვარ. გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბი, რომ იქ კი იყო ჩემი ად­გი­ლი, მაგ­რამ სა­დაც დავ­ბრუნ­დი, ეს სფე­რო უფრო შე­მე­ფე­რე­ბა.

- ამას რომ მიმხვდა­რი­ყა­ვი, მა­ინ­ცდა­მა­ინც პრე­ზი­დენ­ტის კონ­სულ­ტან­ტი უნდა გამ­ხდა­რი­ყა­ვი? რო­დის მიხ­ვე­დი მაგ დას­კვნამ­დე?

- ამას მივ­ხვდი 15 მარ­ტის დი­ლის 12 სა­ათ­ზე. ამას გა­გე­ბით შეხ­ვდა ყვე­ლა, მათ შო­რის - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მი­თხრა, რომ გა­მო­მი­ვა. მოდი, შო­უ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, არ მინ­და პო­ლი­ტი­კურ ნი­უ­ან­სებ­ზე სა­უ­ბა­რი.

- კარ­გი, ვი­ლა­პა­რა­კოთ. რა სა­ხის შოუს წა­იყ­ვან?

- შოუ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რე­ბელს ვურ­ჩევ, ეკ­რან­თან და­ე­ბას, რად­გან კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ამ გა­და­ცე­მას ამ­ზა­დებს, აშშ-ის ერთ-ერთ სტუ­დი­ა­ში შე­ი­ძი­ნა მა­ყუ­რე­ბელ­ზე და მის ქვეც­ნო­ბი­ერ­ზე

ზე­მოქ­მე­დე­ბის ნე­ი­რო­ლინგვის­ტუ­რი მე­თო­დი. ეს არის ეფექ­ტი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და აღი­ა­რე­ბუ­ლი

მე­თო­დი. ანუ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ხუმ­რო­ბე­ბით გა­ვუ­მას­პინ­ძლდეთ მა­ყუ­რე­ბელს, რომ გა­ო­ცე­ბის­გან პირი და­ა­ღონ და კონ­ტრო­ლიც კი და­კარ­გონ. ეს შე­იძ­ლე­ბა ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით შევ­თა­ვა­ზოთ. შოუ 10 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ასა­კოვ­ნე­ბის­თვის კი იმი­ტომ იქ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა. გვექ­ნე­ბა ბუ­ფო­ნა­დის ელე­მენ­ტე­ბიც - ყვე­ლა შო­უ­ში გვინ­და ერთი დიდი ცხო­ვე­ლის გა­მო­ჩე­ნა. ახლა იმას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ეს ცხო­ვე­ლი ჟი­რა­ფი იქ­ნე­ბა თუ სპი­ლო. ყვე­ლა შო­უ­ში იქ­ნე­ბი­ან ბა­ლე­რი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბულ, ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რულ ცეკ­ვას შე­ას­რუ­ლე­ბენ. მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბა და გვინ­და მა­რო­კო­დან, ტა­ი­ლან­დი­დან, ცე­ი­ლო­ნი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ არა მსა­ხი­ო­ბე­ბი, არა­მედ ად­გი­ლობ­რი­ვი კო­ლო­რი­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გლე­ხე­ბი.

ვუ­ყუ­რებ რუ­სულ შო­უ­ებ­საც და არ­სად აქამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, ცე­ი­ლო­ნე­ლი ჩაის მკრე­ფა­ვი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ ეროვ­ნულ სიმ­ღე­რებს, ცეკ­ვებს. მე ახლა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას კი არ გავ­ცემ, ძი­რი­თად ნა­წილს ჩემ­თვის ვი­ნა­ხავ, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ასე იქ­ნე­ბა.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ დიდ თან­ხებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სპონ­სო­რი ვინ იქ­ნე­ბა?

- არა, არ ითხოვს დიდ თან­ხებს. სპონ­სო­რი ჯერ არ გვყავს.

- წე­ღან თქვი, შოუ 10 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის არ იქ­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლიო. რა­ტომ, პი­კან­ტუ­რი თე­მე­ბი­სა და ელე­მენ­ტე­ბის გამო, ალ­ბათ?

- ჩვენ გვაქვს იდეა, რომ და­ვამ­სხვრი­ოთ თოვ­ლის ბა­ბუ­ის მითი. ეს იქ­ნე­ბა ძალ­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი მსხვრე­ვა და შე­იძ­ლე­ბა ნამ­სხვრე­ვე­ბი სტუ­დი­ა­ში და უფრო შორს და­ი­ყა­როს. პა­ტა­რა ბავ­შვს, რო­მელ­საც სჯე­რა თოვ­ლის ბა­ბუ­ის, ამას რომ შე­ხე­დავს, შე­იძ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნოს. ნუ, არის სხვა მი­ზე­ზე­ბიც, რა­ტო­მაც უნდა მო­ა­რი­დონ პა­ტა­რე­ბი ამ შოუს. იმე­დია, ამ ინ­ტერ­ვი­უს 5-6 წლის ბავ­შვე­ბი არ წა­ი­კი­თხა­ვენ.

- შენი აზ­რით, დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა თე­მე­ბი აინ­ტე­რე­სებს?

- ჩემი აზ­რით, ბევ­რი თემა აინ­ტე­რე­სებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი ეს არ არის. მთა­ვა­რია, რო­გორ მი­ვაწ­ვდით მას მა­ყუ­რე­ბელს. მა­გა­ლი­თად, ჟი­რა­ფით სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გაშ­ლა უც­დია ვინ­მეს? ჟი­რა­ფის მეშ­ვე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა ტაქ­სის მძღო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. ანუ ჩვენ გვექ­ნე­ბა ალე­გო­რი­უ­ლი გა­დას­ვლე­ბი.

- იქ­ნებ მი­მახ­ვედ­რო, ჟი­რა­ფით რო­გორ უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნო სო­ცი­ა­ლუ­რი და ტაქ­სის მძღო­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი?

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ, გა­იხ­სე­ნეთ, რო­გო­რია ჟი­რა­ფი, ტაქ­სის ტრა­ფა­რე­ტი და რა კავ­შირ­ში არი­ან ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან.

ჩვე­ნი სტი­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ვა­ფიქ­როთ, თა­ვად მივ­ცეთ ფან­ტა­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა და თვი-

თონ მიხ­ვდე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს.

- რა ერ­ქმე­ვა შოუს და რო­დის გავა ეთერ­ში?

- "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შოუ" აპ­რი­ლის ბო­ლო­დან, შა­ბა­თო­ბით გავა ეთერ­ში. ეს იქ­ნე­ბა ერ­თსა­ა­თი­ა­ნი გა­და­ცე­მა.

რამ­დე­ნი­მე სა­ი­დუმ­ლო გავთქვი. შე­იძ­ლე­ბა ის არც გა­ვა­კე­თოთ, რაც ვთქვი, შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სიც გა­მო­ვი­დეს, ვნა­ხოთ... ეს შოუ ძა­ლი­ან კარ­გი უნდა გა­მო­ვი­დეს.

- იმე­დია, ამ შო­უ­ში მა­ინც დარ­ჩე­ბი დიდ­ხანს.

- შოუ და­ახ­ლო­ე­ბით 15-16 წელ­ზე გვაქვს გათ­ვლი­ლი.

- კაცი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის ყა­ი­დას წე­ლი­წად­ში 2-3-ჯერ იც­ვლის, ამ შო­უ­ში აპი­რებს და­ბე­რე­ბას?

- რა­ტო­მაც არა, ვნა­ხოთ...

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ჩემში რაღაც დემონია" - შალვა რამიშვილი ეთერში ჟირაფებთან და სპილოებთან ერთად დაბრუნდება

"ჩემში რაღაც დემონია" - შალვა რამიშვილი ეთერში ჟირაფებთან და სპილოებთან ერთად დაბრუნდება

შალვა რამიშვილი იმ სფეროს უბრუნდება, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, უფრო შეჰფერის.

აპრილის ბოლოდან, "იმედის" ეთერში "შალვა რამიშვილის შოუ" გავა. "გადაცემა იქნება არაორდინარული და მაყურებელს ვურჩევ, დაებას ტელეეკრანთან. მას ჩვენ ისეთ პროდუქტს შევთავაზებთ, რომ პირს დააღებს და შესაძლოა, კონტროლიც კი დაკარგოს", - ამბობს ჟურნალისტი, სულ ცოტა ხნის წინ - საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი და აწ უკვე შოუმენი.

- შალვა, რა დაუდგრომელი ხარ, ერთ ადგილას დიდხანს რატომ ვერ ჩერდები?

- (იცინის) რა ვიცი აბა, ალბათ ბობოქარი სული მაქვს.

- შენი მხრიდან ცოტა უცნაური განაცხადი იყო და იქნებ აგვიხსნა, რა გინდოდა პოლიტიკაში? ისეთი არასტანდარტული ტიპი, რომელიც ჩარჩოებში თითქოს არ თუ - ვერ ჯდება, უცებ ჩინოვნიკი ხდება...

- ბავშვობაში ბოშამ მიმკითხავა და მითხრა, რომ მრავალწახნაგა ცხოვრება მექნებოდა და ერთ-ერთი წახნაგი პოლიტიკური  აღმოჩნდა. ბოშა ქალის სიტყვები გამართლდა და სწორედ იღბლის მეტაფიზიკური გავლენების გამო აღმოვჩნდი  პოლიტიკაში. როცა პოლიტიკაში ხარ, პოლიტიკურ ცენტრთან ახლოს უნდა იყო და ამიტომ აღმოვჩნდი მარგველაშვილის მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად.

- უმადლი იღბლის მეტაფიზიკურ გავლენას?

- ეს ბედისწერის მოთხოვნა იყო. მართალი თქვი, რომ ჩემი ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებელია და ამიტომაც ვიცვლი ცხოვრების ყაიდას წელიწადში 2-3-ჯერ.

- იქნებ იმის დამტკიცება გინდოდა, რომ ყველაფერი გამოგდის? ბოლოს და ბოლოს, რას "ჩალიჩობ", თუ იცი?

- ჩემში რაღაც დემონია, რომელიც არ მასვენებს. დემონი არის ჩემში და სოკრატეში.

- გალაკტიონზე თქვა ეგ ტერენტიმ... რატომღა დატოვე პოსტი? ან მისვლა რა იყო, ან - წამოსვლა? ეს გადაწყვეტილება, შემთხვევით, პოლიტიკურ პროცესებს ხომ არ უკავშირდება? იქნებ გვიან მიხვდი, რომ იქ არ იყო შენი ადგილი? ან იქნებ

გამოგიშვეს?

- აი, ეს არის სწორედ ამ დემონისა და ბოშის ნამკითხავების გავლენა. ცხოვრებაში ძალიან ბევრ სფეროს მივედ-მოვედები, მინდა გამოცდილება შევიძინო და მერე განვავრცო. არავის გამოვუშვივარ. გულწრფელად გეუბნები, რომ იქ კი იყო ჩემი ადგილი, მაგრამ სადაც დავბრუნდი, ეს სფერო უფრო შემეფერება.

- ამას რომ მიმხვდარიყავი, მაინცდამაინც პრეზიდენტის კონსულტანტი უნდა გამხდარიყავი? როდის მიხვედი მაგ დასკვნამდე?

- ამას მივხვდი 15 მარტის დილის 12 საათზე. ამას გაგებით შეხვდა ყველა, მათ შორის - მარგველაშვილი და მითხრა, რომ გამომივა. მოდი, შოუზე ვილაპარაკოთ, არ მინდა პოლიტიკურ ნიუანსებზე საუბარი.

- კარგი, ვილაპარაკოთ. რა სახის შოუს წაიყვან?

- შოუ ძალიან საინტერესო და არაორდინარული იქნება და მაყურებელს ვურჩევ, ეკრანთან დაებას, რადგან კომპანიამ, რომელიც ამ გადაცემას ამზადებს, აშშ-ის ერთ-ერთ სტუდიაში შეიძინა მაყურებელზე და მის ქვეცნობიერზე

ზემოქმედების ნეიროლინგვისტური მეთოდი. ეს არის ეფექტიანი კომუნიკაციის ყველაზე ძლიერი და აღიარებული

მეთოდი. ანუ ჩვენ შეიძლება ისეთი ხუმრობებით გავუმასპინძლდეთ მაყურებელს, რომ გაოცებისგან პირი დააღონ და კონტროლიც კი დაკარგონ. ეს შეიძლება ნახევრად ხუმრობით შევთავაზოთ. შოუ 10 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ იქნება. ასაკოვნებისთვის კი იმიტომ იქნება სასარგებლო, რომ მაყურებელი ახალგაზრდავდება. გვექნება ბუფონადის ელემენტებიც - ყველა შოუში გვინდა ერთი დიდი ცხოველის გამოჩენა. ახლა იმას განიხილავენ, ეს ცხოველი ჟირაფი იქნება თუ სპილო. ყველა შოუში იქნებიან ბალერინები, რომლებიც განსაკუთრებულ, ექსტრაორდინარულ ცეკვას შეასრულებენ. მიდის მოლაპარაკება და გვინდა მაროკოდან, ტაილანდიდან, ცეილონიდან ჩამოვიყვანოთ არა მსახიობები, არამედ ადგილობრივი კოლორიტული ადამიანები, გლეხები.

ვუყურებ რუსულ შოუებსაც და არსად აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. მაგალითად, ცეილონელი ჩაის მკრეფავი. ეს ადამიანები შეასრულებენ თავიანთ ეროვნულ სიმღერებს, ცეკვებს. მე ახლა საიდუმლოებას კი არ გავცემ, ძირითად ნაწილს ჩემთვის ვინახავ, მაგრამ დაახლოებით ასე იქნება.

- ეს ყველაფერი ალბათ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. სპონსორი ვინ იქნება?

- არა, არ ითხოვს დიდ თანხებს. სპონსორი ჯერ არ გვყავს.

- წეღან თქვი, შოუ 10 წლამდე ბავშვებისთვის არ იქნება რეკომენდებულიო. რატომ, პიკანტური თემებისა და ელემენტების გამო, ალბათ?

- ჩვენ გვაქვს იდეა, რომ დავამსხვრიოთ თოვლის ბაბუის მითი. ეს იქნება ძალზე ხმაურიანი მსხვრევა და შეიძლება ნამსხვრევები სტუდიაში და უფრო შორს დაიყაროს. პატარა ბავშვს, რომელსაც სჯერა თოვლის ბაბუის, ამას რომ შეხედავს, შეიძლება არ მოეწონოს. ნუ, არის სხვა მიზეზებიც, რატომაც უნდა მოარიდონ პატარები ამ შოუს. იმედია, ამ ინტერვიუს 5-6 წლის ბავშვები არ წაიკითხავენ.

- შენი აზრით, დღეს საზოგადოებას რა თემები აინტერესებს?

- ჩემი აზრით, ბევრი თემა აინტერესებს საზოგადოებას, მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის. მთავარია, როგორ მივაწვდით მას მაყურებელს. მაგალითად, ჟირაფით სოციალური პრობლემების გაშლა უცდია ვინმეს? ჟირაფის მეშვეობით შეიძლება ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებული პრობლემებიც წარმოვაჩინოთ. ანუ ჩვენ გვექნება ალეგორიული გადასვლები.

- იქნებ მიმახვედრო, ჟირაფით როგორ უნდა წარმოაჩინო სოციალური და ტაქსის მძღოლების პრობლემები?

- როგორ გეკადრებათ, გაიხსენეთ, როგორია ჟირაფი, ტაქსის ტრაფარეტი და რა კავშირში არიან ისინი ერთმანეთთან.

ჩვენი სტილი იქნება ისეთი, რომ მაყურებელი დავაფიქროთ, თავად მივცეთ ფანტაზიის საშუალება და თვი-

თონ მიხვდებიან ყველაფერს.

- რა ერქმევა შოუს და როდის გავა ეთერში?

- "შალვა რამიშვილის შოუ" აპრილის ბოლოდან, შაბათობით გავა ეთერში. ეს იქნება ერთსაათიანი გადაცემა.

რამდენიმე საიდუმლო გავთქვი. შეიძლება ის არც გავაკეთოთ, რაც ვთქვი, შეიძლება უარესიც გამოვიდეს, ვნახოთ... ეს შოუ ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს.

- იმედია, ამ შოუში მაინც დარჩები დიდხანს.

- შოუ დაახლოებით 15-16 წელზე გვაქვს გათვლილი.

- კაცი, რომელიც ცხოვრების ყაიდას წელიწადში 2-3-ჯერ იცვლის, ამ შოუში აპირებს დაბერებას?

- რატომაც არა, ვნახოთ...

ნანა ფიცხელაური

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება