მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის გარდა ერთი ქვეყანა მაინც მანახეთ, სადაც ასეთი "კაზიოლები" მეგა ვარსკვლავები ხდებიან"
"რუსეთის გარდა ერთი ქვეყანა მაინც მანახეთ, სადაც ასეთი "კაზიოლები" მეგა ვარსკვლავები ხდებიან"

მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი: მა­ნა­ხეთ ერთი ქვე­ყა­ნა მა­ინც, რო­მე­ლიც აშშ-მ, ან ევ­რო­საბ­ჭომ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა!"

"ბედ­ნი­ე­რე­ბი ქვეყ­ნე­ბის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ვინ­მე ერთ ქვე­ყა­ნას მა­ინც თუ მა­ნა­ხებს რუ­სე­თის გარ­და, სა­დაც ასე­თი "კა­ზი­ო­ლე­ბი" მეგა ვარ­სკვლა­ვე­ბი ხდე­ბი­ან, თა­ნახ­მა ვარ ერთი სა­ა­თი თვითგვე­მა მო­ვუ­წყო სა­კუ­თარ თავს და მხო­ლოდ მის "სიმ­ღე­რებს" ვუს­მი­ნო:)", - წერს ქურ­და­ძე.

მომ­ღე­რა­ლი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნამ რუ­სე­თი­სა და რუ­სე­ბის წყევ­ლა-კრულ­ვით ყი­რი­მი და­კარ­გა.

"მე მიყ­ვარს რუ­სე­თი და მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი. მა­ნა­ხეთ, ერთი ქვე­ყა­ნა მა­ინც, რო­მე­ლიც აშშ-მა ან ევ­რო­საბ­ჭომ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა! შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა გახ­დეს ასე­თი, მაგ­რამ რუ­სე­თი­სა და რუ­სე­ბის წყვე­ლა-კრულ­ვით მათ უკვე ყი­რი­მი და­კარ­გეს. სა­ჭი­როა, გა­ვა­გე­ბი­ნოთ უკ­რა­ი­ნას, რომ ჩვენ­თან უნდა იმე­გობ­რონ და არ უნდა გვა­გი­ნონ და გვა­ფურ­თხონ. ისევ და ისევ ხალ­ხი გა­წამ­დე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ე­კი­თხე­ბა. ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი ვალი და­უგ­როვ­და. ვინ გა­ის­ტუმ­რებს ამ თან­ხას, სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ამა­ლა? არა. ისევ და ისევ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წევს ამ ფუ­ლის გა­დახ­და.სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ლუ­რი მთლი­ა­ნო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა- სა­ქარ­თვე­ლო ოსეთ­საც სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გავს და აფხა­ზეთ­საც, თუ, ღმერ­თმა ნუ ქნას, ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და­ა­პი­რე­ბენ. ისი­ნი შავს ყო­ველ­თვის თეთ­რს და­უ­ძა­ხე­ბენ, ამი­სი მა­გა­ლი­თი სულ ცოტა ხნის წინ, კო­სო­ვო­ში ვი­ხი­ლეთ", -აცხა­დებს ის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"რუსეთის გარდა ერთი ქვეყანა მაინც მანახეთ, სადაც ასეთი "კაზიოლები" მეგა ვარსკვლავები ხდებიან"

"რუსეთის გარდა ერთი ქვეყანა მაინც მანახეთ, სადაც ასეთი "კაზიოლები" მეგა ვარსკვლავები ხდებიან"

მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის სოსო პავლიაშვილის განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"სოსო პავლიაშვილი: მანახეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც აშშ-მ, ან ევროსაბჭომ გააბედნიერა!"

"ბედნიერები ქვეყნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ვინმე ერთ ქვეყანას მაინც თუ მანახებს რუსეთის გარდა, სადაც ასეთი "კაზიოლები" მეგა ვარსკვლავები ხდებიან, თანახმა ვარ ერთი საათი თვითგვემა მოვუწყო საკუთარ თავს და მხოლოდ მის "სიმღერებს" ვუსმინო:)", - წერს ქურდაძე.

მომღერალი სოსო პავლიაშვილი "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთისა და რუსების წყევლა-კრულვით ყირიმი დაკარგა.

"მე მიყვარს რუსეთი და მადლობელი ვარ მისი. მანახეთ, ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც აშშ-მა ან ევროსაბჭომ გააბედნიერა! შეიძლება უკრაინა გახდეს ასეთი, მაგრამ რუსეთისა და რუსების წყველა-კრულვით მათ უკვე ყირიმი დაკარგეს. საჭიროა, გავაგებინოთ უკრაინას, რომ ჩვენთან უნდა იმეგობრონ და არ უნდა გვაგინონ და გვაფურთხონ. ისევ და ისევ ხალხი გაწამდება, საბოლოოდ კი ისევ ხელისუფლებას მოეკითხება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მრავალმილიარდიანი ვალი დაუგროვდა. ვინ გაისტუმრებს ამ თანხას, სააკაშვილი და მისი ამალა? არა. ისევ და ისევ მოსახლეობას მოუწევს ამ ფულის გადახდა.საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა- საქართველო ოსეთსაც საბოლოოდ დაკარგავს და აფხაზეთსაც, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ნატოში გაწევრიანებას დააპირებენ. ისინი შავს ყოველთვის თეთრს დაუძახებენ, ამისი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ, კოსოვოში ვიხილეთ", -აცხადებს ის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს