საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგენტი ქალი, რომელიც სიკვდილის შემდეგ, მგლად გადაიქცევა... - კა-გე-ბეს პოლკოვნიკი თავს გადახდენილ შემზარავ ამბებზე
აგენტი ქალი, რომელიც სიკვდილის შემდეგ, მგლად გადაიქცევა... - კა-გე-ბეს პოლკოვნიკი თავს გადახდენილ შემზარავ ამბებზე

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2004 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც კა-გე-ბე-ს პოლ­კოვ­ნი­ლი ქა­ლის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ.

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი 80 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლავთ. ის ეროვ­ნე­ბით რუ­სია და თბი­ლის­ში ცოტა ხნის წინ, დის შვი­ლიშ­ვილ­თან სტუმ­რად გახ­ლდათ ჩა­მო­სუ­ლი. ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი ის გახ­ლდათ, რომ მის­თვის ან­დერ­ძით თა­ვი­სი ქო­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­კი­თხე­ბი და­ე­ზუს­ტე­ბი­ნა.

ნინა ლავ­რო­ვა კა-გე-ბეს პოლ­კოვ­ნი­კი გახ­ლავთ და და­უ­ფა­რა­ვად მოჰ­ყვა თავს გა­დახ­დე­ნი­ლი შემ­ზა­რა­ვი ამ­ბე­ბი და ამ ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ექ­სპლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბაც მოგ­ვცა, თუმ­ცა მის­თვის რუ­სეთ­ში ბევრ ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტს მი­უ­მარ­თავს და ყვე­ლა უა­რით გა­უს­ტუმ­რე­ბია... ლავ­რო­ვას­თვის მი­ცე­მულ პი­რო­ბას ვას­რუ­ლებთ და ინ­ტერ­ვი­უს, თბი­ლი­სი­დან მისი წას­ვლის შემ­დეგ ვაქ­ვეყ­ნებთ.

- და­ვი­ბა­დე 1914 წელს. მა­მა­ჩე­მი, სერ­გეი ლავ­რო­ვი, მე­ფის ოფი­ცე­რი გახ­ლდათ. 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, ის ბოლ­შე­ვი­კე­ბის მხა­რე­ზე გა­და­ვი­და. ყირ­გი­ზეთ­ში, სა­დამ­სჯე­ლო რაზმში მსა­ხუ­რობ­და. ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან, მა­გა­ლი­თად, თვით ცნო­ბილ მხატ­ვარ­თან, რე­რიხ­თა­ნაც კი ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

- თქვენ ყირ­გი­ზეთ­ში გა­დახ­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად?

- არა, მე დე­დას­თან ერ­თად ლე­ნინ­გრად­ში დავ­რჩი. შემ­დეგ, მა­მა­ჩემს რა­ღაც მი­ზე­ზი მო­უ­ძებ­ნეს და დახ­ვრი­ტეს. 1937 წელს მეც რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა შო­რის აღ­მოვ­ჩნდი - რო­გორც მე­ფის ოფიც­რის შვი­ლი... მა­შინ 23 წლის ვი­ყა­ვი. გვი­ან ღა­მით, შინ მოგ­ვა­კი­თხეს და მე და ჩემი და წაგ­ვიყ­ვა­ნეს. სხვა­დას­ხვა ოთახ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნეს... ტყა­ვის ქურ­თუკ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, ულ­ვა­ში­ა­ნი ახალ­გაზ­რდა კაცი თვა­ლებ­მო­ჭუ­ტუ­ლი მომ­ჩე­რე­ბო­და და ათას კი­თხვას მის­ვამ­და. ტან­და­ბა­ლი ვარ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ კოხ­ტა გოგო ვი­ყა­ვი; ვგრძნობ­დი - თუ ამ კაცს ჩემს თავს შევ­თა­ვა­ზებ­დი, უარს არ იტყო­და. სკა­მი­დან წა­მოვ­დე­ქი, მა­გი­და­ზე შე­მოვ­ჯე­ქი და გახ­და და­ვი­წყე. მა­შინ­ვე მეცა... ზუს­ტად ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ, მისი ავ­ტო­მო­ბი­ლით შინ მი­მიყ­ვა­ნეს. ჩემი და იმის შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს... მერე და­ი­წყო დიდი სა­მა­მუ­ლო ომი. მე ვი­თხო­ვე – ფრონტზე გა­მიშ­ვით-მეთ­ქი. აღ­რი­ცხვა­ზე ამიყ­ვა­ნეს და ჯავ­შნო­სან მა­ტა­რე­ბელ­ზე და­მა­წყე­ბი­ნეს სამ­სა­ხუ­რი. იქ და­ვი­ჭე­რი. ჯავ­შნო­სანს ჭურ­ვი რომ მოხ­ვდეს, ვა­გონს ვე­რა­ფერს აკ­ლებს, მაგ­რამ შიგ რაც არის, ყვე­ლა­ფერს მტვრად აქ­ცევს. ჭურ­ვი წინა ვა­გონს მოხ­ვდა, მე კი დარ­ტყმის ძა­ლამ ბურ­თი­ვით ამაგ­დო ჰა­ერ­ში და მუც­ლით ბასრ სა­გან­ზე და­ვე­ცი. სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს და სწო­რედ ამის შემ­დეგ დავ­კარ­გე დე­დო­ბის უნა­რი - შვილს ვე­რა­სო­დეს გა­ვა­ჩენ­დი.

- რო­გორც ვიცი, ბლო­კა­დის დროს, ლე­ნინ­გრად­ში იმ­ყო­ფე­ბო­დით.

- დიახ, ჩემი უმ­ცრო­სი და (რო­მე­ლიც 1937 წლის რეპ­რე­სი­ე­ბის იმის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა, რომ 12 წლის იყო) და დედა ქა­ლა­ქი­დან წა­ვიდ­ნენ, მე დავ­რჩი. კა-გე-ბემ სწო­რედ მა­შინ გა­და­მი­ბი­რა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბლო­კა­და 900 დღე გრძელ­დე­ბო­და და ქა­ლა­ქი სურ­სა­თის იმ მა­რა­გის იმე­დად იყო დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ბლო­კა­დის და­წყე­ბამ­დე არ­სე­ბობ­და. დამ­შე­ულ ხალ­ხს დღე­ში 200 გრა­მი პუ­რის გარ­და, არა­ფე­რი ჰქონ­და. ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თის ჭამა და­ი­წყეს... ამ დრო­ის­თვის მე, რო­გორც ტრავ­მი­რე­ბუ­ლი, ლე­ნინ­გრა­დის პუ­რის ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ­დი. იქვე ახ­ლოს იყო ფქვი­ლის სა­წყო­ბი, ამ სა­წყობ­ში ინა­ხე­ბო­და ფქვი­ლის სამ­წლი­ა­ნი მა­რა­გი. კარ­გად მახ­სოვს - ერთხელ, სა­წყობს ჭურ­ვი რომ მოხ­ვდა, რო­გო­რი თავ­გა­მო­დე­ბით ვცდი­ლობ­დით, გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა ფქვი­ლი. ნა­ხევ­რად დამ­წვა­რი ტომ­რე­ბი ცის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა. ნან­გრე­ვე­ბის გარ­შე­მო, შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე სნა­ი­პე­რე­ბი და­ა­ყე­ნეს, რომ­ლებ­საც ნაბ­რძა­ნე­ბი ჰქონ­დათ: ვინც ფქვი­ლის ტომ­რებს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, იქვე მო­ეკ­ლათ. ყო­ველ დი­ლით, 30-40 ადა­მი­ა­ნის გვა­მი გაჰ­ქონ­დათ იქი­დან. მათი სის­ხლით გაჟ­ღენ­თი­ლი ფქვი­ლით კი, პურს აცხობ­დნენ და მო­სახ­ლე­ო­ბას ური­გებ­დნენ...

- თქვენ რით იკ­ვე­ბე­ბო­დით? თუ პუ­რის ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა გშვე­ლო­დათ?

- ბევ­რი კომ­ბოს­ტოს მწნი­ლი მქონ­და და თა­ვი­დან, იმით გამ­ქონ­და თავი. შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა საქ­მე, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც, ნორ­მის ზე­მოთ, დღე­ში 200-400 გრა­მით მეტ პურს ვი­ღე­ბი.

- ამ­ჯე­რად თქვენ­მა სი­ლა­მა­ზემ გიშ­ვე­ლათ?..

- არა, საქ­მე სულ სხვაგ­ვა­რად გახ­ლდათ. ერთ დღეს, ჩვენს შტაბ­ში მი­ვე­დი. ოთახ­ში 3-4 ადა­მი­ა­ნი იჯდა. ცოტა ხნის შემ­დეგ, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ოთა­ხი­დან გა­ვი­და. მე ვთქვი: ეს კაცი ადა­მი­ა­ნის ხორ­ცით იკ­ვე­ბე­ბა-მეთ­ქი... თით­ქოს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს ჩემს სი­ტყვებს, მაგ­რამ თურ­მე მას­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და­უ­წე­სე­ბი­ათ და აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი... ამის შემ­დეგ ისევ და­მი­ბა­რეს შტაბ­ში, მომ­ცეს სპე­ცი­ა­ლუ­რი შტამ­პი, რო­მელ­ზეც ნო­მე­რი იყო ამოტვიფ­რუ­ლი და და­მა­ვა­ლეს – მევ­ლო ქუ­ჩებ­ში, აღ­მო­მე­ჩი­ნა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ხორცს ჭამ­დნენ და გა­მე­ნად­გუ­რე­ბი­ნა ისი­ნი; მოკ­ლუ­ლის­თვის სხე­ულ­ზე შტამ­პით ნო­მე­რი უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა...

- რა ნიშ­ნით ცნობ­დით ასეთ ხალ­ხს?

- კარ­გად ნაკ­ვებ ადა­მი­ანს იო­ლად ამო­იც­ნობ­დით - ჯან-ღო­ნით სავ­სე და ენერ­გი­უ­ლი იყო. გარ­და ამი­სა, თვა­ლე­ბი თით­ქოს ფოს­ფო­რის­ფრად უე­ლავ­და... თე­ძო­ე­ბის რხე­ვით ჩა­ვუვ­ლი­დი და ჩიხ­ში შე­ვი­ტყუ­ებ­დი, შემ­დეგ ია­რა­ღით ვკლავ­დი. მა­ძღარ ადა­მი­ანს ქალ­თან სი­ახ­ლო­ვის სურ­ვი­ლიც უჩ­ნდე­ბა და იო­ლად ებ­მე­ბო­და მა­ხე­ში... შემ­დეგ მო­რი­გე მან­ქა­ნა ჩა­მო­ივ­ლი­და და მკვდრებს აგ­რო­ვებ­და. თი­თო­ე­უ­ლი მოკ­ლუ­ლის­თვის 200 გრამ პურს მაძ­ლევ­დნენ...

- ლე­ნინ­გრად­ში ბევ­რი თქვენ­ნა­ი­რი დამ­სჯე­ლი იყო?

- ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ ვიც­ნობ­დით, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ 7-8 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და კა­ნი­ბა­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე და თი­თო­ე­ულს სა­კუ­თა­რი შტამ­პი გვქონ­და.

- თუ კა­ცი­ჭა­მი­ას ვერ მო­ძებ­ნი­დით, ალ­ბათ შე­გეძ­ლოთ, უდა­ნა­შა­უ­ლო კა­ციც მო­გეკ­ლათ...

- არა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ცოდ­ვა ისე­დაც ბლო­მად მაქვს და ტყუ­ი­ლად ნუ­რა­ფერს და­მაბ­რა­ლებთ...

- კი­დევ რა ცოდ­ვე­ბი გაქვთ?

- ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, კა-გე-ბემ თა­ვის სის­ტე­მა­ში სა­მუ­შა­ოდ დამ­ტო­ვა. 1949 წელს, სპეც­დათ­ვა­ლე­ბით თბი­ლის­ში გა­მომ­გზავ­ნეს. ჩემი პირ­ვე­ლი ქმა­რი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი. ის გვა­რად მა­ცა­ბე­რი­ძე გახ­ლდათ და შე­საძ­ლოა, დღე­საც ცო­ცხა­ლია. სამ­ხედ­რო პირი იყო და და­ვა­ლე­ბუ­ლი მქონ­და, და­მედ­გი­ნა, თუ რას საქ­მი­ა­ნობ­და, "სუფ­თა" იყო თუ არა და ჰქონ­და თუ არა კავ­ში­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ.

მო­სა­ხიბ­ლად ბევ­რი დრო არ დამ­ჭირ­ვე­ბია. მალე, ვი­ქორ­წი­ნეთ კი­დეც. მას­თან ერ­თად რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ­დი და თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დი... რო­დე­საც და­ვა­ლე­ბა შე­ვას­რუ­ლე და გა­სარ­კვე­ვი აღა­რა­ფე­რი მქონ­და, უნდა მო­მე­ძებ­ნა მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც მის­გან წა­მო­ვი­დო­დი. არც ეს გამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გან ძალ­ზე ეჭ­ვი­ა­ნი გახ­ლდათ...

- ვის­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- ცხენ­ზე...

- უკაც­რა­ვად, ვერ გა­ვი­გე...

- ყო­ველ დი­ლით, დე­დი­შო­ბი­ლა ვჯდე­ბო­დი ხოლ­მე ცხენ­ზე და ასე დავ­ჯი­რი­თობ­დი. ამ დროს, ქალი ენით აუ­წე­რელ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნიც­დის... ჰოდა ჩემი ქმა­რი სწო­რედ ცხენ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ცხა­რე კა­მა­თი მოგ­ვიხ­და, და­ნით დავ­ჭე­რი და იქი­დან გა­მო­ვი­ქე­ცი.

- გა­დარ­ჩა?

- დიახ, გა­დარ­ჩა და რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ლე­ნინ­გრად­ში ჩა­მო­მა­კი­თხა, მაგ­რამ იო­ლად მო­ვი­შო­რე თა­ვი­დან, რად­გან უკვე გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი...

- მე­ო­რე ქმარ­საც თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო გაჰ­ყე­ვით ცო­ლად?

- დიახ. ჩემი მე­ო­რე ქმა­რი ერთ-ერთი ქვეყ­ნის ელჩი იყო. მას­თან ერ­თად 4 წელი ვი­ცხოვ­რე. მიყ­ვარ­და. სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და და კარ­გი მე­უღ­ლეც იყო. კა-გე-ბე-სგან უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და მის შე­სა­ხებ. ბო­ლოს, მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბა გას­ცეს. იცით, რო­გორ დამ­წყდა გული? ორი კვი­რის მან­ძილ­ზე ვა­ჯან­ჯლებ­დი. ყო­ველ დი­ლით მი­რე­კავ­დნენ, მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ: "თუ ბრძა­ნე­ბას არ შე­ას­რუ­ლებ, ორი­ვეს ერ­თად გა­გა­სა­ღებ­თო"!.. ის უკვე 60 წლის გახ­ლდათ და ჯან­მრთე­ლო­ბა შერ­ყე­უ­ლი ჰქონ­და. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე სვამ­და წამ­ლებს და ნემ­სებ­საც იკე­თებ­და. დილა-სა­ღა­მოს, ინი­ექ­ცი­ას მე ვუ­კე­თებ­დი და სწო­რედ ამ დროს უნდა შე­მეშ­ხა­პუ­ნე­ბი­ნა მის­თვის ის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც კა-გე-ბემ გად­მომ­ცა. ერთ სა­ღა­მოს, ვი­ღაც თავ­გა­და­ხოტ­რი­ლი, მკვლე­ლის­სა­ხი­ა­ნი კაცი მო­ვი­და, სა­ფეთ­ქელ­ზე ია­რა­ღი მო­მა­დო და მი­თხრა: შენი ქმა­რი დღეს უნდა მოკ­ვდეს, მე­ო­რე ოთა­ხი­დან გა­დევ­ნებ თვალ­ყურს, თუ არ შე­ას­რუ­ლებ, ნაბ­რძა­ნე­ბი მაქვს, ორი­ვე მოგ­კლა­თო... რა უნდა მექ­ნა?.. როცა ჩემი ქმა­რი შინ დაბ­რუნ­და, ივახ­შმა და ჩემ­თან სა­უ­ბა­რი გა­ა­ბა, უგუ­ნე­ბო­ბა შე­მა­ტყო. ამის მი­ზე­ზად თა­ვის ტკი­ვი­ლი და­ვუ­სა­ხე­ლე. სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე, ნემ­სის გა­კე­თე­ბის დრო რომ მო­ახ­ლოვ­და, ტახ­ტზე წა­მოწ­ვა, გა­ემ­ზა­და. ხე­ლის კან­კა­ლით ჩა­ვარ­ჭე ნე­მის, შემ­დეგ მისი თავი კალ­თა­ში ჩა­ვი­დე და ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ კვდე­ბო­და; ჩემი ცრემ­ლე­ბი მას სა­ხეს უს­ვე­ლებ­და... მე­ო­რე დღეს, პრე­სა­ში და­ი­ბეჭ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ელჩი გუ­ლის შე­ტე­ვის­გან გარ­და­იც­ვა­ლა... მის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მარ­თლა გუ­ლით ვტი­რო­დი. თან ნაბ­რძა­ნე­ბი მქონ­და, რომ ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დაკ­რძალ­ვის დღეს­ვე "შე­მე­ბა"...

- მერე "შე­ა­ბით"?

- არა, გან­გებ ავა­რი­დე თავი. უფ­რო­სებს კი მო­ვახ­სე­ნე, რომ ამ საქ­მეს დრო სჭირ­დე­ბო­და... გა­და­წყვი­ტეს, ედ­რო­ვე­ბი­ნათ, მაგ­რამ მალე, ტი­ბეტ­ში გამ­გზავ­ნეს...

- ამ­ჯე­რად რა და­ვა­ლე­ბა გქონ­დათ?

- ტი­ბე­ტე­ლი ლა­მე­ბის­გან ადა­მი­ა­ნის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად სა­ჭი­რო, სხვა­დას­ხვა ხერ­ხის შეს­წავ­ლა მე­ვა­ლე­ბო­და. მათ­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა კი, არ­ცთუ ისე იოლი გახ­ლდათ... 1947 წელს, ტი­ბეტ­ში ჩი­ნე­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ. 400 ჩი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი შე­ვი­და გა­მოქ­ვა­ბულ­ში და ოთხა­სი­ვე ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლა. ისი­ნი მა­სობ­რი­ვი ფსი­ქო­ზის მსხვერ­პლი გახ­დნენ, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვა­ბულ­ში მყოფ­მა ლა­მებ­მა გა­მო­იწ­ვი­ეს. გა­მო­დის, ისი­ნი ფლობ­დნენ რა­ღაც ზე­ბუ­ნებ­რივ ძა­ლას და სწო­რედ ეს შე­დი­ო­და კა-გე-ბეს ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ში...

- ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­ის­წავ­ლეთ ეს მე­თო­დი თუ ვერა?

- ტი­ბე­ტე­ლი ლა­მე­ბი 1924 წელს გა­იყ­ვნენ თეთრ და შავ მა­გე­ბად. რო­გორც ვა­რა­უ­დობ­დნენ, შავი მა­გე­ბი ჰიტ­ლე­რის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში შე­დი­ოდ­ნენ და ფიქ­რობ­დნენ, რომ ის სწო­რედ მათი გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. მე და­ვუ­კავ­შირ­დი ლა­მებს, რომ­ლე­ბიც თეთ­რი მა­გი­ის მიმ­დევ­რე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი მხო­ლოდ ხან­დაზ­მულ, ბრძენ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მი­დი­ან, მაგ­რამ რო­გორ­ღაც შევ­ძე­ლი და მათი ნდო­ბა მო­ვი­პო­ვე... სწო­რედ მათ მიჩ­ვე­ნეს ქა­ლა­ქი შამ­ბა­ლა - უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნაშ­თი. ლა­მე­ბის­გან შე­ვის­წავ­ლე უამ­რა­ვი მე­თო­დი, რომ­ლი­თაც ადა­მი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, თვა­ლებ­ში უყუ­რებ კაცს, თით­ქოს ყუ­რა­დღე­ბით უს­მენ და ამ დროს, რა­საც გინ­და, იმას შთა­ა­გო­ნებ და გა­ა­კე­თე­ბი­ნებ... ასე­ვე შე­ვის­წავ­ლე მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­ოთ­დი... ყო­ვე­ლი­ვე ამას შედმგომ, ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვი­ყე­ნებ­დი. რო­დე­საც მე­სა­მედ გავ­თხოვ­დი, მალე სის­ხლის გა­თეთ­რე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, დღე­საც ცო­ცხა­ლი ვარ და ძალ­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს...

- მე­სა­მე მე­უღ­ლის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ...

- ის ლიტ­ვე­ლი გახ­ლდათ, კა-გე-ბეს, ინ­ტე­რე­სის მრა­ვა­ლი სფე­რო აქვს და მათ სხვა­დას­ხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა კუ­რი­რებს. ვალ­დი­სი (მე­სა­მე ქმა­რი) სამ­რეწ­ვე­ლო კა-გე-ბეში მუ­შა­ობ­და და კერ­ძოდ, ოქ­როს მო­პო­ვე­ბა­სა და ქვეყ­ნი­დან მის გა­დი­ნე­ბას მეთ­ვალ­ყუ­რე­ბო­და. მე კი, ვალ­დი­სის ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლა და­მე­ვა­ლა. და­ვუ­ახ­ლოვ­დი, ცო­ლად გავ­ყე­ვი და ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვრი­ლე­ბით და­ვად­გი­ნე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის უცხო­ე­თის ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე რე­ზი­დენ­ტთან იყო "შეკ­რუ­ლი", ასე­ვე ჩათ­რე­უ­ლი იყო ყალ­ბი ფუ­ლის დამ­ზა­დე­ბის საქ­მე­ში... მისი ლიკ­ვი­და­ცია მე და­მე­ვა­ლა. თვა­ლი არ და­მი­ხამ­ხა­მე­ბია, ისე მოვ­კა­ლი. სა­დარ­ბა­ზო­ში შე­მო­სულს, კი­ბე­ზე დავ­ხვდი, ია­რა­ღი შუბ­ლზე მი­ვა­დე და სას­ხლეტს გა­მოვ­კა­რი თითი. შინ უცებ შევ­ბრუნ­დი და კარი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ვა­ღე, რო­დე­საც კი­ბე­ზე ჩოჩ­ქო­ლი ატყდა და რომ და­ვი­ნა­ხე, ისე შე­ვი­ცხა­დე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო...

- სა­ინ­ტე­რე­სოა - არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, თქვენც მო­გი­შო­რებ­დნენ თა­ვი­დან?

- ერთი რამ ვი­ცო­დი კარ­გად: მა­ნამ­დე ვიქ­ნე­ბო­დი ცო­ცხა­ლი, ვიდ­რე კა-გე-ბეს ვჭირ­დე­ბო­დი. მის­თვის კი, დღემ­დე სა­ჭი­რო ვარ...

- რო­გორ? ისევ მუ­შა­ობთ?..

- ძი­რი­თა­დად, მო­მა­ვალ თა­ო­ბას ვზრდი. თუმ­ცა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ასა­კო­ვა­ნი ქალი დას­ჭირ­ვე­ბი­ათ ამა თუ იმ საქ­მის­თვის და მე გა­ვუგ­ზავ­ნი­ვარ.

- ბოლო და­ვა­ლე­ბას ხომ არ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- ეს ექ­ვსი წლის წინ იყო, ერთ-ერთი მი­ნის­ტრის ოჯახ­ში ყვა­ვი­ლე­ბის მომ­ვლე­ლად ვმუ­შა­ობ­დი. დაწ­ვრი­ლე­ბით ვე­ღარ გი­ამ­ბობთ, რად­გან ახა­ლი ამ­ბა­ვია და არ მინ­და, სი­ბე­რე ჩა­ვიმ­წა­რო...

- წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბას უფრთხით?

- არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მე­ლიც უა­რესს აკე­თებს...

- მაგ­რამ ჩვენ ჩვე­ნი და­ნა­შუ­ლის­თვის ვა­გებთ პა­სუხს...

- ტი­ბე­ტე­ლი ლა­მე­ბის თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნი იმ ცხო­ვე­ლად გა­და­იქ­ცე­ვა, რომ­ლის მსგავ­სა­დაც სი­ცო­ცხლე­ში ცხოვ­რობს, მა­გა­ლი­თად: ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნი - ღო­რად, ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი - ლო­მად, მში­შა­რა – თაგ­ვად. ვფიქ­რობ, მე სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მგე­ლი ვიქ­ნე­ბი. ისი­ნი სწო­რედ ჩემ­სა­ვით და­უნ­დობ­ლე­ბი არი­ან.

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#11 11.03.2004

აგენტი ქალი, რომელიც სიკვდილის შემდეგ, მგლად გადაიქცევა... - კა-გე-ბეს პოლკოვნიკი თავს გადახდენილ შემზარავ ამბებზე

აგენტი ქალი, რომელიც სიკვდილის შემდეგ, მგლად გადაიქცევა... - კა-გე-ბეს პოლკოვნიკი თავს გადახდენილ შემზარავ ამბებზე

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2004 წლის პუბლიკაციას, რომელიც კა-გე-ბე-ს პოლკოვნილი ქალის შესახებ მოგითხრობთ.

ჩემი რესპონდენტი 80 წლის ქალბატონი გახლავთ. ის ეროვნებით რუსია და თბილისში ცოტა ხნის წინ, დის შვილიშვილთან სტუმრად გახლდათ ჩამოსული. ჩამოსვლის მიზანი ის გახლდათ, რომ მისთვის ანდერძით თავისი ქონების გაფორმებისთვის საჭირო საკითხები დაეზუსტებინა.

ნინა ლავროვა კა-გე-ბეს პოლკოვნიკი გახლავთ და დაუფარავად მოჰყვა თავს გადახდენილი შემზარავი ამბები და ამ ინტერვიუს გამოქვეყნების ექსპლუზიური უფლებაც მოგვცა, თუმცა მისთვის რუსეთში ბევრ ცნობილ ჟურნალისტს მიუმართავს და ყველა უარით გაუსტუმრებია... ლავროვასთვის მიცემულ პირობას ვასრულებთ და ინტერვიუს, თბილისიდან მისი წასვლის შემდეგ ვაქვეყნებთ.

- დავიბადე 1914 წელს. მამაჩემი, სერგეი ლავროვი, მეფის ოფიცერი გახლდათ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ის ბოლშევიკების მხარეზე გადავიდა. ყირგიზეთში, სადამსჯელო რაზმში მსახურობდა. ბევრ ცნობილ ადამიანთან, მაგალითად, თვით ცნობილ მხატვართან, რერიხთანაც კი ჰქონდა ურთიერთობა.

- თქვენ ყირგიზეთში გადახვედით საცხოვრებლად?

- არა, მე დედასთან ერთად ლენინგრადში დავრჩი. შემდეგ, მამაჩემს რაღაც მიზეზი მოუძებნეს და დახვრიტეს. 1937 წელს მეც რეპრესირებულთა შორის აღმოვჩნდი - როგორც მეფის ოფიცრის შვილი... მაშინ 23 წლის ვიყავი. გვიან ღამით, შინ მოგვაკითხეს და მე და ჩემი და წაგვიყვანეს. სხვადასხვა ოთახში შეგვიყვანეს... ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, ულვაშიანი ახალგაზრდა კაცი თვალებმოჭუტული მომჩერებოდა და ათას კითხვას მისვამდა. ტანდაბალი ვარ, მაგრამ საკმაოდ კოხტა გოგო ვიყავი; ვგრძნობდი - თუ ამ კაცს ჩემს თავს შევთავაზებდი, უარს არ იტყოდა. სკამიდან წამოვდექი, მაგიდაზე შემოვჯექი და გახდა დავიწყე. მაშინვე მეცა... ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, მისი ავტომობილით შინ მიმიყვანეს. ჩემი და იმის შემდეგ არ მინახავს... მერე დაიწყო დიდი სამამულო ომი. მე ვითხოვე – ფრონტზე გამიშვით-მეთქი. აღრიცხვაზე ამიყვანეს და ჯავშნოსან მატარებელზე დამაწყებინეს სამსახური. იქ დავიჭერი. ჯავშნოსანს ჭურვი რომ მოხვდეს, ვაგონს ვერაფერს აკლებს, მაგრამ შიგ რაც არის, ყველაფერს მტვრად აქცევს. ჭურვი წინა ვაგონს მოხვდა, მე კი დარტყმის ძალამ ბურთივით ამაგდო ჰაერში და მუცლით ბასრ საგანზე დავეცი. სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს და სწორედ ამის შემდეგ დავკარგე დედობის უნარი - შვილს ვერასოდეს გავაჩენდი.

- როგორც ვიცი, ბლოკადის დროს, ლენინგრადში იმყოფებოდით.

- დიახ, ჩემი უმცროსი და (რომელიც 1937 წლის რეპრესიების იმის წყალობით გადაურჩა, რომ 12 წლის იყო) და დედა ქალაქიდან წავიდნენ, მე დავრჩი. კა-გე-ბემ სწორედ მაშინ გადამიბირა. მოგეხსენებათ, ბლოკადა 900 დღე გრძელდებოდა და ქალაქი სურსათის იმ მარაგის იმედად იყო დარჩენილი, რომელიც ბლოკადის დაწყებამდე არსებობდა. დამშეულ ხალხს დღეში 200 გრამი პურის გარდა, არაფერი ჰქონდა. ადამიანებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს... ამ დროისთვის მე, როგორც ტრავმირებული, ლენინგრადის პურის ქარხანაში ვმუშაობდი. იქვე ახლოს იყო ფქვილის საწყობი, ამ საწყობში ინახებოდა ფქვილის სამწლიანი მარაგი. კარგად მახსოვს - ერთხელ, საწყობს ჭურვი რომ მოხვდა, როგორი თავგამოდებით ვცდილობდით, გადაგვერჩინა ფქვილი. ნახევრად დამწვარი ტომრები ცის ქვეშ აღმოჩნდა. ნანგრევების გარშემო, შენობების სახურავებზე სნაიპერები დააყენეს, რომლებსაც ნაბრძანები ჰქონდათ: ვინც ფქვილის ტომრებს მიუახლოვდებოდა, იქვე მოეკლათ. ყოველ დილით, 30-40 ადამიანის გვამი გაჰქონდათ იქიდან. მათი სისხლით გაჟღენთილი ფქვილით კი, პურს აცხობდნენ და მოსახლეობას ურიგებდნენ...

- თქვენ რით იკვებებოდით? თუ პურის ქარხანაში მუშაობა გშველოდათ?

- ბევრი კომბოსტოს მწნილი მქონდა და თავიდან, იმით გამქონდა თავი. შემდეგ გამოჩნდა საქმე, რომლის წყალობითაც, ნორმის ზემოთ, დღეში 200-400 გრამით მეტ პურს ვიღები.

- ამჯერად თქვენმა სილამაზემ გიშველათ?..

- არა, საქმე სულ სხვაგვარად გახლდათ. ერთ დღეს, ჩვენს შტაბში მივედი. ოთახში 3-4 ადამიანი იჯდა. ცოტა ხნის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი ოთახიდან გავიდა. მე ვთქვი: ეს კაცი ადამიანის ხორცით იკვებება-მეთქი... თითქოს ყურადღება არ მიაქციეს ჩემს სიტყვებს, მაგრამ თურმე მასზე მეთვალყურეობა დაუწესებიათ და აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი... ამის შემდეგ ისევ დამიბარეს შტაბში, მომცეს სპეციალური შტამპი, რომელზეც ნომერი იყო ამოტვიფრული და დამავალეს – მევლო ქუჩებში, აღმომეჩინა ის ადამიანები, რომლებიც ადამიანის ხორცს ჭამდნენ და გამენადგურებინა ისინი; მოკლულისთვის სხეულზე შტამპით ნომერი უნდა დამეტოვებინა...

- რა ნიშნით ცნობდით ასეთ ხალხს?

- კარგად ნაკვებ ადამიანს იოლად ამოიცნობდით - ჯან-ღონით სავსე და ენერგიული იყო. გარდა ამისა, თვალები თითქოს ფოსფორისფრად უელავდა... თეძოების რხევით ჩავუვლიდი და ჩიხში შევიტყუებდი, შემდეგ იარაღით ვკლავდი. მაძღარ ადამიანს ქალთან სიახლოვის სურვილიც უჩნდება და იოლად ებმებოდა მახეში... შემდეგ მორიგე მანქანა ჩამოივლიდა და მკვდრებს აგროვებდა. თითოეული მოკლულისთვის 200 გრამ პურს მაძლევდნენ...

- ლენინგრადში ბევრი თქვენნაირი დამსჯელი იყო?

- ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ ვიცოდი, რომ 7-8 ადამიანი მუშაობდა კანიბალების ლიკვიდაციაზე და თითოეულს საკუთარი შტამპი გვქონდა.

- თუ კაციჭამიას ვერ მოძებნიდით, ალბათ შეგეძლოთ, უდანაშაულო კაციც მოგეკლათ...

- არა, გამორიცხულია. ცოდვა ისედაც ბლომად მაქვს და ტყუილად ნურაფერს დამაბრალებთ...

- კიდევ რა ცოდვები გაქვთ?

- ომის დამთავრების შემდეგ, კა-გე-ბემ თავის სისტემაში სამუშაოდ დამტოვა. 1949 წელს, სპეცდათვალებით თბილისში გამომგზავნეს. ჩემი პირველი ქმარი სწორედ საქართველოში გავიცანი. ის გვარად მაცაბერიძე გახლდათ და შესაძლოა, დღესაც ცოცხალია. სამხედრო პირი იყო და დავალებული მქონდა, დამედგინა, თუ რას საქმიანობდა, "სუფთა" იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა კავშირები საზღვარგარეთ.

მოსახიბლად ბევრი დრო არ დამჭირვებია. მალე, ვიქორწინეთ კიდეც. მასთან ერთად რაიონში ვცხოვრობდი და თავს მშვენივრად ვგრძნობდი... როდესაც დავალება შევასრულე და გასარკვევი აღარაფერი მქონდა, უნდა მომეძებნა მიზეზი, რომლის გამოც მისგან წამოვიდოდი. არც ეს გამჭირვებია, რადგან ძალზე ეჭვიანი გახლდათ...

- ვისზე ეჭვიანობდა?

- ცხენზე...

- უკაცრავად, ვერ გავიგე...

- ყოველ დილით, დედიშობილა ვჯდებოდი ხოლმე ცხენზე და ასე დავჯირითობდი. ამ დროს, ქალი ენით აუწერელ სიამოვნებას განიცდის... ჰოდა ჩემი ქმარი სწორედ ცხენზე ეჭვიანობდა. ცხარე კამათი მოგვიხდა, დანით დავჭერი და იქიდან გამოვიქეცი.

- გადარჩა?

- დიახ, გადარჩა და რამდენიმე წლის შემდეგ, ლენინგრადში ჩამომაკითხა, მაგრამ იოლად მოვიშორე თავიდან, რადგან უკვე გათხოვილი ვიყავი...

- მეორე ქმარსაც თქვენი სამსახურებრივი ინტერესების გამო გაჰყევით ცოლად?

- დიახ. ჩემი მეორე ქმარი ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი იყო. მასთან ერთად 4 წელი ვიცხოვრე. მიყვარდა. საუკეთესო თვისებები ჰქონდა და კარგი მეუღლეც იყო. კა-გე-ბე-სგან უამრავ ინფორმაციას იღებდა მის შესახებ. ბოლოს, მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. იცით, როგორ დამწყდა გული? ორი კვირის მანძილზე ვაჯანჯლებდი. ყოველ დილით მირეკავდნენ, მემუქრებოდნენ: "თუ ბრძანებას არ შეასრულებ, ორივეს ერთად გაგასაღებთო"!.. ის უკვე 60 წლის გახლდათ და ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. დღეში რამდენჯერმე სვამდა წამლებს და ნემსებსაც იკეთებდა. დილა-საღამოს, ინიექციას მე ვუკეთებდი და სწორედ ამ დროს უნდა შემეშხაპუნებინა მისთვის ის წამალი, რომელიც კა-გე-ბემ გადმომცა. ერთ საღამოს, ვიღაც თავგადახოტრილი, მკვლელისსახიანი კაცი მოვიდა, საფეთქელზე იარაღი მომადო და მითხრა: შენი ქმარი დღეს უნდა მოკვდეს, მეორე ოთახიდან გადევნებ თვალყურს, თუ არ შეასრულებ, ნაბრძანები მაქვს, ორივე მოგკლათო... რა უნდა მექნა?.. როცა ჩემი ქმარი შინ დაბრუნდა, ივახშმა და ჩემთან საუბარი გააბა, უგუნებობა შემატყო. ამის მიზეზად თავის ტკივილი დავუსახელე. საღამოს 9 საათზე, ნემსის გაკეთების დრო რომ მოახლოვდა, ტახტზე წამოწვა, გაემზადა. ხელის კანკალით ჩავარჭე ნემის, შემდეგ მისი თავი კალთაში ჩავიდე და ვუყურებდი, როგორ კვდებოდა; ჩემი ცრემლები მას სახეს უსველებდა... მეორე დღეს, პრესაში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ელჩი გულის შეტევისგან გარდაიცვალა... მის პანაშვიდებზე მართლა გულით ვტიროდი. თან ნაბრძანები მქონდა, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაკრძალვის დღესვე "შემება"...

- მერე "შეაბით"?

- არა, განგებ ავარიდე თავი. უფროსებს კი მოვახსენე, რომ ამ საქმეს დრო სჭირდებოდა... გადაწყვიტეს, ედროვებინათ, მაგრამ მალე, ტიბეტში გამგზავნეს...

- ამჯერად რა დავალება გქონდათ?

- ტიბეტელი ლამებისგან ადამიანის დასამორჩილებლად საჭირო, სხვადასხვა ხერხის შესწავლა მევალებოდა. მათთან კონტაქტის დამყარება კი, არცთუ ისე იოლი გახლდათ... 1947 წელს, ტიბეტში ჩინელები შევიდნენ. 400 ჩინელი ჯარისკაცი შევიდა გამოქვაბულში და ოთხასივე ჭკუიდან შეიშალა. ისინი მასობრივი ფსიქოზის მსხვერპლი გახდნენ, რომელიც გამოქვაბულში მყოფმა ლამებმა გამოიწვიეს. გამოდის, ისინი ფლობდნენ რაღაც ზებუნებრივ ძალას და სწორედ ეს შედიოდა კა-გე-ბეს ინტერესების სფეროში...

- ბოლოს და ბოლოს, შეისწავლეთ ეს მეთოდი თუ ვერა?

- ტიბეტელი ლამები 1924 წელს გაიყვნენ თეთრ და შავ მაგებად. როგორც ვარაუდობდნენ, შავი მაგები ჰიტლერის ინტერესის სფეროში შედიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ის სწორედ მათი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მე დავუკავშირდი ლამებს, რომლებიც თეთრი მაგიის მიმდევრები იყვნენ. ისინი მხოლოდ ხანდაზმულ, ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობაზე მიდიან, მაგრამ როგორღაც შევძელი და მათი ნდობა მოვიპოვე... სწორედ მათ მიჩვენეს ქალაქი შამბალა - უძველესი ცივილიზაციის ნაშთი. ლამებისგან შევისწავლე უამრავი მეთოდი, რომლითაც ადამიანზე ზემოქმედებაა შესაძლებელი. მაგალითად, თვალებში უყურებ კაცს, თითქოს ყურადღებით უსმენ და ამ დროს, რასაც გინდა, იმას შთააგონებ და გააკეთებინებ... ასევე შევისწავლე მრავალი დაავადების მკურნალობის მეოთდი... ყოველივე ამას შედმგომ, ჩემს საქმიანობაში ვიყენებდი. როდესაც მესამედ გავთხოვდი, მალე სისხლის გათეთრების დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ როგორც ხედავთ, დღესაც ცოცხალი ვარ და ძალზე კარგად ვგრძნობ თავს...

- მესამე მეუღლის შესახებაც გვიამბეთ...

- ის ლიტველი გახლდათ, კა-გე-ბეს, ინტერესის მრავალი სფერო აქვს და მათ სხვადასხვა განყოფილება კურირებს. ვალდისი (მესამე ქმარი) სამრეწველო კა-გე-ბეში მუშაობდა და კერძოდ, ოქროს მოპოვებასა და ქვეყნიდან მის გადინებას მეთვალყურებოდა. მე კი, ვალდისის ცხოვრების შესწავლა დამევალა. დავუახლოვდი, ცოლად გავყევი და ყველაფერი დაწვრილებით დავადგინე. აღმოჩნდა, რომ ის უცხოეთის ქვეყნის რამდენიმე რეზიდენტთან იყო "შეკრული", ასევე ჩათრეული იყო ყალბი ფულის დამზადების საქმეში... მისი ლიკვიდაცია მე დამევალა. თვალი არ დამიხამხამებია, ისე მოვკალი. სადარბაზოში შემოსულს, კიბეზე დავხვდი, იარაღი შუბლზე მივადე და სასხლეტს გამოვკარი თითი. შინ უცებ შევბრუნდი და კარი მხოლოდ მას შემდეგ გავაღე, როდესაც კიბეზე ჩოჩქოლი ატყდა და რომ დავინახე, ისე შევიცხადე, როგორც საჭირო იყო...

- საინტერესოა - არ გიფიქრიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თქვენც მოგიშორებდნენ თავიდან?

- ერთი რამ ვიცოდი კარგად: მანამდე ვიქნებოდი ცოცხალი, ვიდრე კა-გე-ბეს ვჭირდებოდი. მისთვის კი, დღემდე საჭირო ვარ...

- როგორ? ისევ მუშაობთ?..

- ძირითადად, მომავალ თაობას ვზრდი. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ასაკოვანი ქალი დასჭირვებიათ ამა თუ იმ საქმისთვის და მე გავუგზავნივარ.

- ბოლო დავალებას ხომ არ გაიხსენებდით?

- ეს ექვსი წლის წინ იყო, ერთ-ერთი მინისტრის ოჯახში ყვავილების მომვლელად ვმუშაობდი. დაწვრილებით ვეღარ გიამბობთ, რადგან ახალი ამბავია და არ მინდა, სიბერე ჩავიმწარო...

- წარსულის გახსენებას უფრთხით?

- არსებობს ხალხი, რომელიც უარესს აკეთებს...

- მაგრამ ჩვენ ჩვენი დანაშულისთვის ვაგებთ პასუხს...

- ტიბეტელი ლამების თეორიის თანახმად, სიკვდილის შემდეგ, ადამიანი იმ ცხოველად გადაიქცევა, რომლის მსგავსადაც სიცოცხლეში ცხოვრობს, მაგალითად: ბინძური ადამიანი - ღორად, ძალაუფლების მოყვარული - ლომად, მშიშარა – თაგვად. ვფიქრობ, მე სიკვდილის შემდეგ, მგელი ვიქნები. ისინი სწორედ ჩემსავით დაუნდობლები არიან.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#11 11.03.2004

ბორჯომში "რომპეტროლის" ფლაგმანი სადგური გაიხსნა

"ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ" - პაატა იმნაძე

"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ - ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს" - მეუფე იოანე