პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით
მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

უცხო­ურ ბაზ­რებ­ზე ოქრო იაფ­დე­ბა. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას მო­თხოვ­ნის ვარ­დნას უკავ­ში­რე­ბენ. გა­ი­ა­ფე­ბის ტენ­დენ­ცია წინა კვი­რას აღი­ნიშ­ნა ჩი­ნეთ­ში, რო­მე­ლიც ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის უმ­სხვი­ლე­სი მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კი სა­პი­რის­პი­რო ტენ­დენ­ცი­აა. 7-13 აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ოქ­როს (999 სინ­ჯის) სა­ბაზ­რო სა­შუ­ა­ლო ფას­მა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გრამ­ზე 71 ლარი შე­ად­გი­ნა, რაც "აგო­რა ფი­ნან­სე­ბის" მო­ნა­ცე­მე­ბით, წინა კვი­რის მაჩ­ვე­ნე­ბელს 1,5%-ით აღე­მა­ტე­ბა.

ქარ­თვე­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფაქ­ტორს ფა­სებ­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია და არც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმ­ცა, არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ გა­ი­ა­ფე­ბა გა­ყიდ­ვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით მა­ინც მოხ­დეს.

ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა უცხო­ურ ბაზ­რებ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც. რო­გორც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, 2014 წლის ბო­ლომ­დე ოქ­როს ფასი, შე­საძ­ლოა, 22%-ით - 1 უნ­ცი­ა­ზე 1025 დო­ლა­რამ­დე და­ე­ცეს. ფა­სებ­ზე გავ­ლე­ნის მი­ზე­ზად ამ შემ­თხვე­ვა­ში აშშ-ში სტი­მუ­ლი­რე­ბის ხა­რის­ხი­სა და ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბა სა­ხელ­დე­ბა.

ანა­ლი­ტი­კოს­თა გან­მარ­ტე­ბით, ივ­ლი­სის ბო­ლო­სათ­ვის ოქ­როს ფასი 1175 დო­ლა­რამ­დე და­ე­ცე­მა, ხოლო სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­სათ­ვის კი 1090 დო­ლა­რამ­დე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოქ­რო­ზე ანა­ლო­გი­უ­რი ფას­დაკ­ლე­ბა 2009 წელს და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც ერთი უნ­ცია ოქ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 1025 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი "აგო­რა ფი­ნან­სე­ბის" კვი­რის ეკო­ნო­მი­კურ მო­ნი­ტორ­ში მო­ცე­მუ­ლი ანა­ლი­ზით, 1 გრ 583 სინ­ჯი ოქ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბა 41.34 ლარს შე­ად­გენს. 750 სინ­ჯი ოქ­როს ფასი – 53.80 ლა­რია, 98 სინ­ჯის – 69.27 ლარი, ხოლო 999 სინ­ჯი ოქ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბა 72.32 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

დი­ლე­რე­ბი ნაკ­ლე­ბად ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოქრო გა­ი­აფ­დეს. მათი თქმით, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ფა­სე­ბის კლე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ, რად­გან ოქრო ძვი­რად აქვთ შეს­ყი­დუ­ლი. თუმ­ცა, არის მო­ლო­დი­ნი, რომ კლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზეც გა­ი­აფ­დე­ბა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

თბი­ლი­სის ოქ­როს ბირ­ჟებ­ზე ძნე­ლად შეხ­ვდე­ბით მო­ვაჭ­რე­ებს, რომ­ლებ­საც ოქრო უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­აქვთ. მათი უმე­ტე­სო­ბა ოჯა­ხე­ბი­დან ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბით ვაჭ­რობს. ძა­ლი­ან ცოტა ინ­ტერ­ნე­ტით უკ­ვე­თავს, რის ტენ­დენ­ცი­აც ამ ბოლო დროს გაჩ­ნდა.

დი­ლე­რებს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ოქ­როს შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი დიდი ხნის წინ და­კარ­გა და დღემ­დე პა­სი­უ­რია. ხალ­ხი ოქ­როს მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყი­დუ­ლობს, ძი­რი­თა­დად, ქორ­წი­ლე­ბის­თვის, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე – იშ­ვი­ა­თად.

"ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში" მდე­ბა­რე ოქ­როს ბირ­ჟა­ზე 1 გრა­მი ოქ­როს (ჯარ­თი) სწა­ყი­სი ფასი 45 ლარს შე­ად­გენს, ხოლო 1 გრა­მი ბა­ჯაღ­ლოს (ჯარ­თი) ფასი – 75 ლა­რია. 583 სინ­ჯი ოქ­როს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა (ნა­კე­თო­ბა), მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 51-53 ლა­რამ­დეა, ხოლო 1 გრა­მი ბა­ჯაღ­ლოს ფასი (ნა­კე­თო­ბა) 95 ლარს შე­ად­გენს.

"იაფი ხანა ოქ­როს ბიზ­ნე­სის­თვის დას­რულ­და. 2-3 წლის წი­ნათ გრა­მი ოქრო 40 ლა­რიც ღირ­და, მაგ­რამ ეს წარ­სულს ჩა­ბარ­და და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლამ­დე მისი გა­ი­ა­ფე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ბოლო პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად მი­დის სა­უ­ბა­რი ოქ­როს გა­ი­ა­ფე­ბა­ზე, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. უცხო­ეთ­ში კი ფა­სე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად იც­ვლე­ბა, რაც ჩვენ­თან გავ­ლე­ნას თით­ქმის არ ახ­დენს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თვით­დი­ნე­ბა­ზე ვართ, რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ თუ არ გა­ნა­პი­რო­ბა, ფასი არ იც­ვლე­ბა.

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, ოქ­როს ფასი ერ­თსა და იმა­ვე ნიშ­ნულ­ზეა, უმ­ნიშ­ვნე­ლო სხვა­ო­ბა იყო 1 კვი­რის წინ, მაგ­რამ მა­ლე­ვე ჩვე­ულ მაჩ­ვე­ნე­ბელს და­უბ­რუნ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას არ ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ი­ა­ფე­ბა დიდ­ხანს თუ გაგ­რძელ­დე­ბა, სი­ტუ­ა­ცია აქაც შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. მცი­რე რყე­ვე­ბი, რა­საც უცხო­ურ ბირ­ჟებ­ზე ად­გი­ლი აქვს, ად­გი­ლობ­რივ ფა­სებ­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს", - ამ­ბობს მა­რი­ნა სუ­რა­მა­ნი­ძე, დი­ლე­რი.

დღეს­დღე­ო­ბით ქარ­თვე­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი თავ­სა­ტე­ხი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის კლე­ბაა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ოქ­როს მი­მართ ინ­ტე­რე­სია და­კარ­გუ­ლი, რად­გან ხალ­ხს მისი შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს.

"რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო, როცა ოქ­როს გა­ი­ა­ფე­ბა მოგ­ვიხ­და, მაგ­რამ გა­ყიდ­ვა­ზე გავ­ლე­ნა არც ერთხელ არ მო­უხ­დე­ნია. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ოქ­რო­უ­ლო­ბას ყი­დუ­ლობს მა­შინ, როცა მის­თვის ეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა. ასე­თია ქორ­წი­ლი, რო­დე­საც ოქ­როს ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის იმე­ტე­ბენ, თუნ­დაც ვა­ლის აღე­ბა დას­ჭირ­დეთ. იშ­ვი­ა­თად და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზეც ყი­დუ­ლო­ბენ.

ჩემ­თვის დღემ­დე გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ არ მოხ­და გა­ი­ა­ფე­ბა, როცა რე­ა­ლუ­რად ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ფა­სებს ჩვენ არ ვად­გენთ და არც ამ კი­თხვა­ზე გვაქვს პა­სუ­ხი.

არ გა­მოვ­რი­ცხავთ, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნი გა­ყიდ­ვის სტი­მუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით გა­ი­აფ­დეს. ამა­ზე ად­რეც იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არც გვაქვს, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბით ისე­დაც არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა. ხში­რად ხდე­ბა, რომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ფერს ვყი­დით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოქ­როს ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი მომ­ხმა­რებ­ლის გა­რე­შეა", - ამ­ბობს "ოქ­როს ბირ­ჟის" დი­ლე­რი.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება. ანალიტიკოსები ფასების შემცირებას მოთხოვნის ვარდნას უკავშირებენ. გაიაფების ტენდენცია წინა კვირას აღინიშნა ჩინეთში, რომელიც ძვირფასი ლითონის უმსხვილესი მომხმარებელია.

ქართულ ბაზარზე კი საპირისპირო ტენდენციაა. 7-13 აპრილის მდგომარეობით, ოქროს (999 სინჯის) საბაზრო საშუალო ფასმა ადგილობრივ ბაზარზე გრამზე 71 ლარი შეადგინა, რაც "აგორა ფინანსების" მონაცემებით, წინა კვირის მაჩვენებელს 1,5%-ით აღემატება.

ქართველი მოვაჭრეების ინფორმაციით, საერთაშორისო ფაქტორს ფასებზე გავლენა არ მოუხდენია და არც უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ გაიაფება გაყიდვების სტიმულირების მიზნით მაინც მოხდეს.

ფასების შემცირება უცხოურ ბაზრებზე გაგრძელდება მომავალშიც. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, 2014 წლის ბოლომდე ოქროს ფასი, შესაძლოა, 22%-ით - 1 უნციაზე 1025 დოლარამდე დაეცეს. ფასებზე გავლენის მიზეზად ამ შემთხვევაში აშშ-ში სტიმულირების ხარისხისა და ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების პროგრამის დასრულება სახელდება.

ანალიტიკოსთა განმარტებით, ივლისის ბოლოსათვის ოქროს ფასი 1175 დოლარამდე დაეცემა, ხოლო სექტემბრის ბოლოსათვის კი 1090 დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ ოქროზე ანალოგიური ფასდაკლება 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი უნცია ოქროს ღირებულებამ 1025 დოლარი შეადგინა.

საქართველოში კი "აგორა ფინანსების" კვირის ეკონომიკურ მონიტორში მოცემული ანალიზით, 1 გრ 583 სინჯი ოქროს ღირებულება 41.34 ლარს შეადგენს. 750 სინჯი ოქროს ფასი – 53.80 ლარია, 98 სინჯის – 69.27 ლარი, ხოლო 999 სინჯი ოქროს ღირებულება 72.32 ლარით განისაზღვრება.

დილერები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ საქართველოში ოქრო გაიაფდეს. მათი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების კლებას ვერ შეძლებენ, რადგან ოქრო ძვირად აქვთ შესყიდული. თუმცა, არის მოლოდინი, რომ კლების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ძვირფასი ლითონი ადგილობრივ ბაზარზეც გაიაფდება, მაგრამ ეს მხოლოდ მოგვიანებით.

თბილისის ოქროს ბირჟებზე ძნელად შეხვდებით მოვაჭრეებს, რომლებსაც ოქრო უცხოეთიდან ჩამოაქვთ. მათი უმეტესობა ოჯახებიდან ჩაბარებული ძვირფასეულობით ვაჭრობს. ძალიან ცოტა ინტერნეტით უკვეთავს, რის ტენდენციაც ამ ბოლო დროს გაჩნდა.

დილერებს თუ დავუჯერებთ, ქართველმა მომხმარებელმა ოქროს შეძენის სურვილი დიდი ხნის წინ დაკარგა და დღემდე პასიურია. ხალხი ოქროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ყიდულობს, ძირითადად, ქორწილებისთვის, დაბადების დღეებზე – იშვიათად.

"ბავშვთა სამყაროში" მდებარე ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ოქროს (ჯართი) სწაყისი ფასი 45 ლარს შეადგენს, ხოლო 1 გრამი ბაჯაღლოს (ჯართი) ფასი – 75 ლარია. 583 სინჯი ოქროს საბაზრო ღირებულება (ნაკეთობა), მოვაჭრეების ინფორმაციით, 51-53 ლარამდეა, ხოლო 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი (ნაკეთობა) 95 ლარს შეადგენს.

"იაფი ხანა ოქროს ბიზნესისთვის დასრულდა. 2-3 წლის წინათ გრამი ოქრო 40 ლარიც ღირდა, მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა და ამ მაჩვენებლამდე მისი გაიაფება წარმოუდგენელია. ბოლო პერიოდში მუდმივად მიდის საუბარი ოქროს გაიაფებაზე, მაგრამ ადგილობრივ ბაზარს ამის შესაძლებლობა არ აქვს. უცხოეთში კი ფასები სისტემატურად იცვლება, რაც ჩვენთან გავლენას თითქმის არ ახდენს. შეიძლება ითქვას, თვითდინებაზე ვართ, რაღაც აუცილებლობამ თუ არ განაპირობა, ფასი არ იცვლება.

ბოლო რამდენიმე თვეა, ოქროს ფასი ერთსა და იმავე ნიშნულზეა, უმნიშვნელო სხვაობა იყო 1 კვირის წინ, მაგრამ მალევე ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ჯერჯერობით არანაირ ცვლილებას არ ველოდებით, მაგრამ საზღვარგარეთ გაიაფება დიდხანს თუ გაგრძელდება, სიტუაცია აქაც შეიძლება შეიცვალოს. მცირე რყევები, რასაც უცხოურ ბირჟებზე ადგილი აქვს, ადგილობრივ ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს", - ამბობს მარინა სურამანიძე, დილერი.

დღესდღეობით ქართველი მოვაჭრეებისთვის ყველაზე დიდი თავსატეხი რეალიზაციის კლებაა. ისინი ამბობენ, რომ ოქროს მიმართ ინტერესია დაკარგული, რადგან ხალხს მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს.

"რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ოქროს გაიაფება მოგვიხდა, მაგრამ გაყიდვაზე გავლენა არც ერთხელ არ მოუხდენია. მომხმარებელი ოქროულობას ყიდულობს მაშინ, როცა მისთვის ეს აუცილებლობაა. ასეთია ქორწილი, როდესაც ოქროს ახლობელი ადამიანისთვის იმეტებენ, თუნდაც ვალის აღება დასჭირდეთ. იშვიათად დაბადების დღეებზეც ყიდულობენ.

ჩემთვის დღემდე გაუგებარია რატომ არ მოხდა გაიაფება, როცა რეალურად ამის შესაძლებლობა აქვთ. ფასებს ჩვენ არ ვადგენთ და არც ამ კითხვაზე გვაქვს პასუხი.

არ გამოვრიცხავთ, ძვირფასი ლითონი გაყიდვის სტიმულირების მიზნით გაიაფდეს. ამაზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ ვერ მოხერხდა. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი არც გვაქვს, ძვირფასეულობით ისედაც არავინ ინტერესდება. ხშირად ხდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვყიდით, ფაქტობრივად, ოქროს ქართული ბაზარი მომხმარებლის გარეშეა", - ამბობს "ოქროს ბირჟის" დილერი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ