კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად
სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

სახ­ლში პას­კის (კუ­ლი­ჩის) გა­მო­ცხო­ბა მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია. გარ­და იმი­სა, რომ სახ­ლში გა­მომ­ცხვა­რი უფრო გემ­რი­ე­ლია, ამ დროს დღე­სას­წა­უ­ლის შეგ­რძნე­ბაც უფრო იმა­ტებს. ჩვე­ნი გვერ­დის ერთ-ერ­თმა მკი­თხველ­მა, თა­მარ ჭე­ლი­ძემ, პას­კის ცხო­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი რჩე­ვე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რა, რო­მელ­საც თქვენც გთა­ვა­ზობთ.

1. პას­კას რომ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი ყვი­თე­ლი ფერი ჰქონ­დეს, ამი­სათ­ვის ცო­ტა­ო­დენ ზაფ­რანს წინა დღით და­ვას­ხამთ მდუ­ღა­რეს და ამ ნა­ყენს და­ვუ­მა­ტებთ ცომ­ში.

2. ასე­ვე, უფრო მეტი ყვი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის­თვის, კვერ­ცხის გუ­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ე­მა­ტოს 1 ჩაის კოვ­ზი მა­რი­ლი.

3. ქიშ­მი­ში რომ ცომს კარ­გად მი­ე­წე­ბოს და არ "ჩა­ი­ძი­როს" პას­კა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა "ამოვ­სვა­როთ" ფქვილ­ში.

4. სა­ნე­ლებ­ლებს რომ უკეთ გა­მო­უ­ვი­დეს არო­მა­ტი, წი­ნა­წარ, სა­ნამ სხვა რა­მეს მო­ამ­ზა­დებთ, ცხე­ლი რძე და­ას­ხით ჭი­ქა­ში, გა­ა­ჩე­რეთ და შემ­დეგ და­უ­მა­ტეთ ცომს.

5. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბევ­რი სა­ფუ­ა­რი! 6-7 კვერ­ცხი­ან პას­კა­ზე 50-60 გრ სვე­ლი კარ­გი სა­ფუ­ა­რი სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. შე­და­რე­ბით ნელა ამო­ვა, სა­მა­გი­ე­როდ პას­კა არ გა­მოშ­რე­ბა.

6. სა­ფუ­ა­რის შე­სა­მოწ­მებ­ლად, სა­ნამ ოპა­რას მომ­ზა­დე­ბას და­ი­წყებთ, ჯერ ის მხო­ლოდ თბილ რძე­ში გახ­სე­ნით. და­ე­ლო­დეთ 10-15 წთ. თუ კარ­გად ამო­ვა, ე.ი. კარ­გია.

7. პას­კის ცომს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ძა­ლი­ან დიდი ხანი ზელ­ვა. უნდა ზი­ლოთ მა­ნამ, სა­ნამ ცომი თი­თებს თა­ვი­სით არ მოს­ცილ­დე­ბა! ამან შე­იძ­ლე­ბა 1 სა­ა­თამ­დეც კი წა­ი­ღოს, გა­აჩ­ნია რამ­დენ კვერ­ცხი­ა­ნი ცომი გაქვთ.

8. პას­კას რომ ლა­მა­ზი მრგვა­ლი თავი ქჰონ­დეს, ფორ­მა­ში ჩა­სა­დე­ბად მო­წყვე­ტი­ლი ცომი ხელ­ში ისე უნდა და­ვა­მუ­შა­ვოთ, რომ ნა­ო­ჭე­ბი­ა­ნი მხა­რე ფორ­მის ქვე­და მხა­რეს მო­ექ­ცეს და მრგვა­ლი მხა­რე - ზე­და­პირ­ზე.

9. იტა­ლი­ურ პა­ნე­ტო­ნეს ლა­მაზ მგვალ თავ­ზე პა­ტა­რა ჯვარს უკე­ტე­ბენ ბას­რი და­ნით, რიც გა­მოც ის შუ­ა­ში ლა­მა­ზად და სი­მეტ­რი­უ­ლად იშ­ლე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

იხი­ლეთ პას­კის ცხო­ბის ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

სასარგებლო რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

სახლში პასკის (კულიჩის) გამოცხობა მთელი რიტუალია. გარდა იმისა, რომ სახლში გამომცხვარი უფრო გემრიელია, ამ დროს დღესასწაულის შეგრძნებაც უფრო იმატებს. ჩვენი გვერდის ერთ-ერთმა მკითხველმა, თამარ ჭელიძემ, პასკის ცხობის შესახებ საკუთარი რჩევები და გამოცდილება გაგვიზიარა, რომელსაც თქვენც გთავაზობთ.

1. პასკას რომ უფრო ინტენსიური ყვითელი ფერი ჰქონდეს, ამისათვის ცოტაოდენ ზაფრანს წინა დღით დავასხამთ მდუღარეს და ამ ნაყენს დავუმატებთ ცომში.

2. ასევე, უფრო მეტი ყვითელი შეფერილობისთვის, კვერცხის გულებს აუცილებლად უნდა დაემატოს 1 ჩაის კოვზი მარილი.

3. ქიშმიში რომ ცომს კარგად მიეწებოს და არ "ჩაიძიროს" პასკაში, აუცილებლად უნდა "ამოვსვაროთ" ფქვილში.

4. სანელებლებს რომ უკეთ გამოუვიდეს არომატი, წინაწარ, სანამ სხვა რამეს მოამზადებთ, ცხელი რძე დაასხით ჭიქაში, გააჩერეთ და შემდეგ დაუმატეთ ცომს.

5. არ გამოიყენოთ ბევრი საფუარი! 6-7 კვერცხიან პასკაზე 50-60 გრ სველი კარგი საფუარი სავსებით საკმარისია. შედარებით ნელა ამოვა, სამაგიეროდ პასკა არ გამოშრება.

6. საფუარის შესამოწმებლად, სანამ ოპარას მომზადებას დაიწყებთ, ჯერ ის მხოლოდ თბილ რძეში გახსენით. დაელოდეთ 10-15 წთ. თუ კარგად ამოვა, ე.ი. კარგია.

7. პასკის ცომს აუცილებლად უნდა ძალიან დიდი ხანი ზელვა. უნდა ზილოთ მანამ, სანამ ცომი თითებს თავისით არ მოსცილდება! ამან შეიძლება 1 საათამდეც კი წაიღოს, გააჩნია რამდენ კვერცხიანი ცომი გაქვთ.

8. პასკას რომ ლამაზი მრგვალი თავი ქჰონდეს, ფორმაში ჩასადებად მოწყვეტილი ცომი ხელში ისე უნდა დავამუშავოთ, რომ ნაოჭებიანი მხარე ფორმის ქვედა მხარეს მოექცეს და მრგვალი მხარე - ზედაპირზე.

9. იტალიურ პანეტონეს ლამაზ მგვალ თავზე პატარა ჯვარს უკეტებენ ბასრი დანით, რიც გამოც ის შუაში ლამაზად და სიმეტრიულად იშლება.

იხილეთ ვრცლად

იხილეთ პასკის ცხობის ვიდეოგაკვეთილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს