მექსიკაში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი.
გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი გამონათქვამები:
1) ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის, თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.
2) თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას.
3) არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ.
4) არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს.
5) ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.
6) მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.
7) შეიძლება ღმერთს სურს, რომ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვდებით იმ ერთადერთს, იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერნი ვიყოთ.
8) ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ; უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი.
9) მე არ ვარ მდიდარი; მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული - ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.
10) ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა; გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.