მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს წითელი კვერცხის შესახებ ქრისტიანმა
რა უნდა იცოდეს წითელი კვერცხის შესახებ ქრისტიანმა

რა უნდა ვი­ცო­დეთ წი­თე­ლი კვერ­ცხის შე­სა­ხებ, - ამის შე­სა­ხებ დე­კა­ნო­ზი ზუ­რაბ მჭედ­ლიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- რა სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს წი­თელ კვერ­ცხს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა, იგი მე­წა­მუ­ლი იყოს?

- სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მით: როცა მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის წი­ნა­შე წა­რად­გი­ნეს და მან ქრის­ტეს აღ­დგო­მა იქა­და­გა, იმ­პე­რა­ტორ­მა სკეპ­ტი­კუ­რად ჰკი­თხა: სად გი­ნა­ხავს ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი რამ, რითი და­ამ­ტკი­ცებ შენს ნათ­ქვამ­სო? მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნელ­მა კვერ­ცხი აჩ­ვე­ნა - თუ მისი ნა­ჭუ­ჭი არ და­ირ­ღვა, ისე­ვე რო­გორც ირ­ღვე­ვა ჩვე­ნი მი­წი­ე­რი სხე­უ­ლი, ვერც იქი­დან გა­მო­ვა ახა­ლი სი­ცო­ცხლე; ჩვე­ნი სხე­უ­ლიც, თუ სიკ­ვდი­ლი არ გა­ნი­ცა­და, ხე­ლახ­ლა ვერ იშ­ვე­ბაო.

ამ­გვა­რად, ეს სიმ­ბო­ლო პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნი­დან­ვე არ­სე­ბობ­და. კვერ­ცხის წით­ლად შე­ღებ­ვა კი მა­ცხოვ­რის სის­ხლის პკუ­რე­ბას ნიშ­ნავს, ამას­თა­ნა­ვე მე­წა­მუ­ლი სა­მე­ფო ფე­რია და იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მე­უ­ფე სუ­ფევს და ჩვენც ღირს ვიქ­მნე­ბით მისი სა­მე­ფოს მკვიდ­რო­ბი­სა. სხვა­დას­ხვა ფე­რად შე­ღებ­ვა კი წა­დი­ლია იმი­სა, რომ ეს სი­ხა­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ი­ხა­ტოს. შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფე­რი­თა და მო­ხა­ტუ­ლო­ბით გა­მოვ­ხა­ტოთ სი­ხა­რუ­ლი, რათა ჩვენს მი­წი­ერ თვალ­საც უხა­რო­დეს.

- რა­ტომ იკურ­თხე­ბა სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბი?

- არა მარ­ტო კვერ­ცხი იკურ­თხე­ბა, იკი­თხე­ბა ლოც­ვა კვერ­ცხი­სა და ყვე­ლის კურ­თხე­ვი­სა და ცალ­კე ხორ­ცის კურ­თხე­ვი­საც.

მო­ნას­ტერ­ში მხო­ლოდ ყვე­ლი და კვერ­ცხი იკურ­თხე­ბა, ერში - და­მა­ტე­ბით ხორ­ციც. ზო­გა­დად კურ­თხე­ვა ზე­ცას­თან კავ­ში­რია.

მარ­თა­ლია, დღე­სას­წა­უ­ლის გამო შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სნი­ლოთ, სუ­ლი­ერ ზე­იმს ხორ­ცი­ე­ლი დღე­სას­წა­უ­ლიც და­ვურ­თოთ, მაგ­რამ ესეც კურ­თხე­ვით უნდა ხდე­ბო­დეს, სხე­უ­ლიც ზე­ცას­თან უნდა იყოს კავ­შირ­ში, რად­გან თუმ­ცა იგი მი­წაა და მი­წად­ვე მი­იქ­ცე­ვა, მაგ­რამ სულ­თან ერ­თად მისი მი­წი­ე­რი სხე­უ­ლიც აღ­დგე­ბა და გახ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "კა­რიბ­ჭე"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

რა უნდა იცოდეს წითელი კვერცხის შესახებ ქრისტიანმა

რა უნდა იცოდეს წითელი კვერცხის შესახებ ქრისტიანმა

რა უნდა ვიცოდეთ წითელი კვერცხის შესახებ, - ამის შესახებ დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი საუბრობს:

- რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს წითელ კვერცხს, აუცილებელია თუ არა, იგი მეწამული იყოს?

- საეკლესიო გადმოცემით: როცა მარიამ მაგდალინელი იმპერატორის წინაშე წარადგინეს და მან ქრისტეს აღდგომა იქადაგა, იმპერატორმა სკეპტიკურად  ჰკითხა: სად გინახავს ბუნებაში ასეთი რამ, რითი დაამტკიცებ შენს ნათქვამსო? მარიამ მაგდალინელმა კვერცხი აჩვენა - თუ მისი ნაჭუჭი არ დაირღვა, ისევე როგორც ირღვევა ჩვენი მიწიერი სხეული, ვერც იქიდან გამოვა ახალი სიცოცხლე; ჩვენი სხეულიც, თუ სიკვდილი არ განიცადა, ხელახლა ვერ იშვებაო.

ამგვარად, ეს სიმბოლო პირველი საუკუნიდანვე არსებობდა. კვერცხის წითლად შეღებვა კი მაცხოვრის  სისხლის პკურებას ნიშნავს, ამასთანავე მეწამული სამეფო ფერია და იმაზე მიანიშნებს,  რომ მეუფე სუფევს და ჩვენც ღირს ვიქმნებით მისი სამეფოს მკვიდრობისა. სხვადასხვა ფერად შეღებვა კი წადილია იმისა, რომ ეს სიხარული მრავალფეროვნებით გამოიხატოს. შეიძლება სხვადასხვა ფერითა და მოხატულობით გამოვხატოთ სიხარული, რათა ჩვენს მიწიერ თვალსაც უხაროდეს.

- რატომ იკურთხება სააღდგომო კვერცხები?

- არა მარტო კვერცხი იკურთხება, იკითხება ლოცვა კვერცხისა და ყველის კურთხევისა და ცალკე ხორცის კურთხევისაც.

მონასტერში მხოლოდ ყველი და კვერცხი იკურთხება, ერში - დამატებით ხორციც. ზოგადად კურთხევა ზეცასთან კავშირია.

მართალია, დღესასწაულის გამო შეგვიძლია გავიხსნილოთ, სულიერ ზეიმს ხორციელი დღესასწაულიც დავურთოთ, მაგრამ ესეც კურთხევით უნდა ხდებოდეს, სხეულიც ზეცასთან უნდა იყოს კავშირში, რადგან თუმცა იგი მიწაა და მიწადვე მიიქცევა, მაგრამ სულთან ერთად მისი მიწიერი სხეულიც აღდგება და გახდება.

ჟურნალი "კარიბჭე"

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი კვლევა და პრეპარატი, რომელიც კოვიდ -19 -ის საწინააღმდეგოდ ეფექტიან შედეგს აჩვენებს - "Favipiravir -ი ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას სხეულის უჯრედებში"

ვიდეოკადრები რიკოთიდან, სადაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები - კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 3-12 მაისს?