ევროპარლამენტმა რუსული გაზსადენის "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას რუსეთთან გაზის საკითხში არსებულ დავაში დაეხმაროს. ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.
ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, რომელსაც დღეს სტრასბურგში უყარეს კენჭი, "ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაზსადენი "სამხრეთის ნაკადი" არ უნდა აშენდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების სხვა წყაროები".
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დახმარება უკრაინისადმი გაზის რევერსის უზრუნველყოფაში და ევროკავშირთან აქტური ურთიერთკავშირები კიევს უსაფრთხოს გახდის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისგან.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე ნავთობსადენის "სამხრეთ ნაკადის" იმ მილების დემონტაჟი განახორციელა, რომელიც 2013 წელს რუსული "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ერთად დამონტაჟდა, როგორც "სამხრეთ ნაკადის" დაწყების სიმბოლო.