ირაკლი ოქრუაშვილმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მერობის კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის პრესსამსახურში განუცხადეს. დარეგისტირების საკითხი კომისიამ ორი დღის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს.
"ინტერპრესნიუსი" ოქრუაშვილის ადვოკატსაც დაუკავშირდა. როგორც ზვიად კორძაძემ განმარტა, ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც მერობის კანდიდატი, საქართველოში ცხოვრების ცენზს აკმაყოფილებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში იმყოფებოდა.
"ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ცხოვრობდა 2012, 2013, 2014 წლებში. ის 2012 წელს ჩამოვიდა. ასე რომ, საქართველოში ცხოვრების 3 წელი გამოდის. სხვები რა პრობლემებს შეგვიქმნიან, ამის პროგნოზირება არ შეგვიძლია. სამართლებრივი ნაბიჯი გვექნება იმის შესაბამისი, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საარჩევნო კომისია. კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ვითარება ორ დღეში უნდა გაირკვეს", - განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.