Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელ გოგოსთან სტივ ჯობსმა "გამყიდა" - რეპერ მასტერის ამბავი "ამბებისთვის"
"უკრაინელ გოგოსთან სტივ ჯობსმა "გამყიდა" - რეპერ მასტერის ამბავი "ამბებისთვის"

რე­პე­რი მას­ტე­რი, იგი­ვე გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­თვის, ერთ მხი­ა­რულ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მის უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

- რო­დე­საც კი­ევ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სა­დაც ჩემი და უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლის დუ­ეტ­ზე - "თბი­ლი­სი-კი­ე­ვი" კლიპს ვი­ღებ­დით, ასე­თი კუ­რი­ო­ზი გა­დამ­ხდა. პრინ­ციპ­ში, ეს კუ­რი­ო­ზიც "თბი­ლი­სურ-კი­ე­ვუ­რია", რად­გან მისი ნა­ხე­ვა­რი იქ და­ი­წყო და აქ გაგ­რძელ­და...

- რას გუ­ლის­ხმობ?

- კი­ევ­ში, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, კლუბ­ში ერთი გოგო გა­ვი­ცა­ნი... ალ­ბათ, ერ­თმა­ნეთს ოთხი დღე ვხვდე­ბო­დით. ამ­დე­ნი ხანი ადა­მი­ან­თან რომ ურ­თი­ერ­თობ, ზრდი­ლო­ბის სა­კი­თხია, შენს ქვე­ყა­ნა­ში მო­იწ­ვევ და დავ­პა­ტი­ჟე კი­დეც, - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი, გა­გი­მას­პინ­ძლდე­ბი-მეთ­ქი. ოღონდ, თავი დი­დად არ გა­მო­მიდ­ვია, რო­გორც იტყვი­ან, ცალყბად ვუ­თხა­რი. მა­ნაც თავი ზრდი­ლო­ბი­ა­ნად და­მიქ­ნია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი ემო­ცია არც გა­მო­უ­ხა­ტავს. იმის მერე ერ­თმა­ნეთს და­ვემ­შვი­დო­ბეთ და თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი...

- რა მოხ­და თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ?

- ის მოხ­და, რომ ფიქ­რე­ბით მა­ინც იქით­კენ ვი­ყა­ვი, - ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ქა­ლა­ქი კი­ე­ვი... იქ ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს, შე­იძ­ლე­ბა ბა­ნა­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ასეა. იმ ქა­ლაქ­ში რო­გორც კი ჩახ­ვალ, რა­ღაც პო­ზი­ტი­ვი იგ­რძნო­ბა. ევ­რო­პა­ში ბევ­რგან ვყო­ფილ­ვარ, ამე­რი­კა­შიც, მაგ­რამ კი­ე­ვი მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ძმა­კაც­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ იქ გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და, არ ვიცი. ფაქ­ტია, რომ კი­ევ­მა თავი ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა...

უკ­რა­ი­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ორი დღე იყო გა­სუ­ლი, ჩემს აგა­რაკ­ზე, წავ­კის­ში ვი­ყა­ვი ასუ­ლი და იმ გო­გოს­გან წე­რი­ლი მი­ვი­ღე: "გი­ორ­გი, ჩა­მოვ­დი­ვარ და ხვალ უკვე შენ­თან ვიქ­ნე­ბი". მე­გო­ნა, ხუმ­რობ­და და არ და­ვუ­ჯე­რე. მერე იმ ბი­ლე­თის ფოტო გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რომ­ლი­თაც თბი­ლის­ში მოფ­რი­ნავ­და და რო­მე­ლიც "ინ­სტაგ­რამ­ზე" ჰქონ­და ატ­ვირ­თუ­ლი...

იმ ბი­ლე­თის ნახ­ვის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ შარ­ში ვი­ყა­ვი, რად­გან ჯი­ბე­ში მხო­ლოდ 40 ლარი მედო და ჩემ­თან სტუმ­რად, ერთი კვი­რით, უკ­რა­ი­ნე­ლი გოგო მო­დი­ო­და. მოკ­ლედ რომ ვთქვა, მზად არ ვი­ყა­ვი. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე პირ­ვე­ლი რაც თავ­ში მო­მი­ვი­და, იმ გო­გოს მივ­წე­რე: - აუ, კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში ვარ-მეთ­ქი და შარ­შან და­ნი­ა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ჩემი ფოტო გა­ვუგ­ზავ­ნე. ეს იმ მო­საზ­რე­ბით გა­ვა­კე­თე, რომ იქ­ნებ ახლა ჩა­მოს­ვლა გა­და­ი­ფიქ­როს, მერე ცო­ტას "მო­ვი­ხო­დე­ბი" და შე­სა­ბა­მი­სად დავ­ხვდე­ბი-მეთ­ქი...

- რა გი­პა­სუ­ხა?

- ასე­თი რამ მომ­წე­რა: კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში კი არა, კარ­გა­დაც ვიცი, სა­დაც ხარ და სმა­ი­ლე­ბი და­მა­ყა­რა. მივ­ხვდი, რომ "დამ­წვა," მაგ­რამ რო­გორ, ეს ვერ გა­ვი­გე. უეც­რად დავ­ხე­დე ჩემს აი­ფონს - "ფე­ის­ბუქ­ზე" ვე­მე­სი­ჯე­ბი, ჩარ­თუ­ლი მაქვს ლო­კა­ცი­ის მი­სა­თი­თე­ბე­ლი ისა­რი და ჩემი მე­სი­ჯი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: "მე კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში ვარ" - და დაბ­ლა აწე­რია SENT FROM TSAVKISI, GEORGIA ანუ სტივ ჯობსმა "გამ­ყი­და", რომ წავ­კის­ში ვი­ყა­ვი და არა კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში...

ამა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნე, რა თქმა უნდა, ვუ­თხა­რი, რომ ვხუმ­რობ­დი. მოკ­ლედ, ვერ გა­მოვ­ძვე­რი... ჩა­მო­ვი­და ის გოგო და კარ­გა­დაც დავ­ხვდი. ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში ერთი კვი­რა დარ­ჩა, მერე მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ვა­ცი­ლე და ვის­წავ­ლე, რომ ზრდი­ლო­ბის გამო არ უნდა და­პა­ტი­ჟო ადა­მი­ა­ნი შენს ქვე­ყა­ნა­ში, რა იცი და მარ­თლა რომ ჩა­მო­ვი­დეს? თუმ­ცა მას­თან ერ­თად, მარ­თლა კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რე... მშვე­ნი­ე­რი გოგო და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"უკრაინელ გოგოსთან სტივ ჯობსმა "გამყიდა" - რეპერ მასტერის ამბავი "ამბებისთვის"

"უკრაინელ გოგოსთან სტივ ჯობსმა "გამყიდა" - რეპერ მასტერის ამბავი "ამბებისთვის"

რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი სპეციალურად ჩვენთვის, ერთ მხიარულ ამბავს იხსენებს, რომელიც მის უკრაინაში ყოფნას უკავშირდება.  

- როდესაც კიევში გადაღებებზე ვიმყოფებოდი, სადაც ჩემი და უკრაინელი მომღერლის დუეტზე - "თბილისი-კიევი" კლიპს ვიღებდით, ასეთი კურიოზი გადამხდა. პრინციპში, ეს კურიოზიც "თბილისურ-კიევურია", რადგან მისი ნახევარი იქ დაიწყო და აქ გაგრძელდა...

- რას გულისხმობ?

- კიევში, როგორც ხდება ხოლმე, კლუბში ერთი გოგო გავიცანი... ალბათ, ერთმანეთს ოთხი დღე ვხვდებოდით. ამდენი ხანი ადამიანთან რომ ურთიერთობ, ზრდილობის საკითხია, შენს ქვეყანაში მოიწვევ და დავპატიჟე კიდეც, - საქართველოში ჩამოდი, გაგიმასპინძლდები-მეთქი. ოღონდ, თავი დიდად არ გამომიდვია, როგორც იტყვიან, ცალყბად ვუთხარი. მანაც თავი ზრდილობიანად დამიქნია და ამასთან დაკავშირებით დიდი ემოცია არც გამოუხატავს. იმის მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ და თბილისში წამოვედი...

- რა მოხდა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ?

- ის მოხდა, რომ ფიქრებით მაინც იქითკენ ვიყავი, - ძალიან მომეწონა ქალაქი კიევი... იქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. იმ ქალაქში როგორც კი ჩახვალ, რაღაც პოზიტივი იგრძნობა. ევროპაში ბევრგან ვყოფილვარ, ამერიკაშიც, მაგრამ კიევი მართლა განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. შეიძლება იმიტომ, რომ ძმაკაცთან ერთად ვიყავი, შეიძლება იმიტომ, რომ იქ გადაღებები მქონდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ კიევმა თავი ძალიან შემაყვარა...

უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე იყო გასული, ჩემს აგარაკზე, წავკისში ვიყავი ასული და იმ გოგოსგან წერილი მივიღე: "გიორგი, ჩამოვდივარ და ხვალ უკვე შენთან ვიქნები". მეგონა, ხუმრობდა და არ დავუჯერე. მერე იმ ბილეთის ფოტო გამომიგზავნა, რომლითაც თბილისში მოფრინავდა და რომელიც "ინსტაგრამზე" ჰქონდა ატვირთული...

იმ ბილეთის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ შარში ვიყავი, რადგან ჯიბეში მხოლოდ 40 ლარი მედო და ჩემთან სტუმრად, ერთი კვირით, უკრაინელი გოგო მოდიოდა. მოკლედ რომ ვთქვა, მზად არ ვიყავი. ამ ყველაფრის ფონზე პირველი რაც თავში მომივიდა, იმ გოგოს მივწერე: - აუ, კოპენჰაგენში ვარ-მეთქი და შარშან დანიაში გადაღებული ჩემი ფოტო გავუგზავნე. ეს იმ მოსაზრებით გავაკეთე, რომ იქნებ ახლა ჩამოსვლა გადაიფიქროს, მერე ცოტას "მოვიხოდები" და შესაბამისად დავხვდები-მეთქი...

- რა გიპასუხა?

- ასეთი რამ მომწერა: კოპენჰაგენში კი არა, კარგადაც ვიცი, სადაც ხარ და სმაილები დამაყარა. მივხვდი, რომ "დამწვა," მაგრამ როგორ, ეს ვერ გავიგე. უეცრად დავხედე ჩემს აიფონს - "ფეისბუქზე" ვემესიჯები, ჩართული მაქვს ლოკაციის მისათითებელი ისარი და ჩემი მესიჯი ასე გამოიყურება: "მე კოპენჰაგენში ვარ" - და დაბლა აწერია SENT FROM TSAVKISI, GEORGIA ანუ სტივ ჯობსმა "გამყიდა", რომ წავკისში ვიყავი და არა კოპენჰაგენში...

ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ვხუმრობდი. მოკლედ, ვერ გამოვძვერი... ჩამოვიდა ის გოგო და კარგადაც დავხვდი. ჩვენს დედაქალაქში ერთი კვირა დარჩა, მერე მშვიდობიანად გავაცილე და ვისწავლე, რომ ზრდილობის გამო არ უნდა დაპატიჟო ადამიანი შენს ქვეყანაში, რა იცი და მართლა რომ ჩამოვიდეს? თუმცა მასთან ერთად, მართლა კარგი დრო გავატარე... მშვენიერი გოგო და პოზიტიური ადამიანია!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება