პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისში – "ერთი კლიენტი 60 წლისაა, ჩემი ასაკის შვილიშვილები ჰყავს"
არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისში – "ერთი კლიენტი 60 წლისაა, ჩემი ასაკის შვილიშვილები ჰყავს"

ქარ­თველ მე­ძა­ვებ­ზე ბევ­რი და­წე­რი­ლა. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად ამახ­ვი­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო მოვ­ლე­ნა­ზე - არას­რულ­წლო­ვან­თა პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ზე. ექ­სპერტთა აზ­რით, მათი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა და უფრო გა­დამ­ჭრე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია სა­ჭი­რო ამ მოვ­ლე­ნის აღ­საკ­ვე­თად. დღეს არას­რულ­წლო­ვა­ნი მე­ძა­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი კლი­ენ­ტებს სა­კუ­თარ სხე­ულს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნე­ტფო­რუ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სთა­ვა­ზობს. ინ­გაც ერთ-ერთი მათ­გა­ნია.

ინგა 16 წლის

- პარტნი­ორს ძი­რი­თა­დად ინ­ტიმ-ჩატ­ში ვნა­ხუ­ლობ ხოლ­მე, თო­რემ სა­როს­კი­პო­ში ნამ­დვი­ლად არ ვმუ­შა­ობ და არც ვა­პი­რებ. იქ რა მინ­და?! იქ რომ ვი­მუ­შაო, სხვებს წილი უნდა მივ­ცე და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ამის სურ­ვი­ლი.

- პარტნი­ორს ეუბ­ნე­ბი ასაკს?

- რომ მი­ყუ­რებ მე­ტყო­ბა ასა­კი?

- 16 წლი­სა­ზე ცოტა მეტს ნამ­დვი­ლად ჰგავ­ხარ.

- ჰოდა, ყვე­ლას ასე ჰგო­ნია. მეც ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ 20-21 წლის ვარ. გა­აჩ­ნია, რა ხა­სი­ათ­ზე ვარ. პრინ­ციპ­ში, ისეთ ხალ­ხთან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომც გა­ი­გონ ასა­კი, ეს მა­ინც არა­ფერს შეც­ვლის.

- ოჯახ­ში იცი­ან შენი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ?

- ჩემი მშობ­ლე­ბი იკ­ლა­ვენ თავს ჩემი კონ­ტრო­ლით. თუ ღამე კლი­ენ­ტთან ვარ, მა­შინ ბუ­ნებ­რი­ვია, კი­თხუ­ლო­ბენ ხოლ­მე ჩემს ამ­ბავს და ვე­უბ­ნე­ბი, რომ და­ქალ­თან ვრჩე­ბი. რო­გორც წესი, იჯე­რე­ბენ ხოლ­მე, მაგ­რამ ერთხელ მა­მა­ჩემს ეჭვი შე­ე­პა­რა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, უარი მეთ­ქვა კლი­ენტზე და სახ­ლში მივ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ანა­ზღა­უ­რე­ბას რამ­დენს ითხოვ?

- ფას­ზე ჩატ­ში­ვე ვუ­თან­ხმდე­ბი. 50-100 ლარი. ბუ­ნებ­რი­ვია, 100 ლა­რი­დან ვი­წყებ და თუ აწყობთ, ხომ კარ­გი, თუ არა­და, ვუკ­ლებ. ოჯახ­ში ვა­ტყუ­ებ, ტო­ტა­ლი­ზა­ტორს ვთა­მა­შობ-მეთ­ქი, რად­გან ფული სულ მაქვს. . ზოგ­ჯერ ისე­თი კლი­ენ­ტი შემ­ხვედ­რია, რომ მე­ტიც უჩუ­ქე­ბია. რამ­დე­ნი­მეს­თან მუდ­მი­ვად მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა სექ­სის გა­რე­შეც მო­უ­ცი­ათ ფული.

- უფრო ხში­რად რა ტი­პის კლი­ენ­ტე­ბი გყავს?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი. ძი­რი­თა­დად 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც იმის თავი არ აქვთ, ქალი შე­ა­ბან და ჩატ­ში ერ­თო­ბი­ან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბით. ერთი კლი­ენ­ტი მყავს, რო­მე­ლიც 60 წლი­საა. ლა­მის ჩემი ტოლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავს. ის მარ­თლა კარ­გი კა­ცია, სი­მარ­თლე გი­თხრათ, სექ­სი იშ­ვი­ა­თად გვაქვს, მაგ­რამ როცა ვნა­ხუ­ლობ, გუ­ლუხ­ვად მა­ჯილ­დო­ვებს ხოლ­მე. სხვა­ნა­ი­რი ტი­პია, ქარ­თველ კა­ცებს არ ჰგავს.

- რას ნიშ­ნავს ქარ­თველ კა­ცებს არ გავს? 16 წლის ხარ და რა იცი, რო­გო­რია ქარ­თვე­ლი კაცი?

- 2 წე­ლია ამ საქ­მით "ვერ­თო­ბი" და იმა­ზე კარ­გად ვიცი, რო­გო­რია ქარ­თვე­ლი კაცი ვიდ­რე, ბევ­რმა 40 წლის ქალ­მა. უხე­შე­ბი ხართ ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი. მე­ძა­ვი მარ­ტო ის ჰგო­ნი­ათ, რომ სექ­სი ჰქონ­დეს. არ­ცერ­თი კაცი არ ხე­დავს მე­ძავ­ში ქალს. სექ­სის მერე ისე მი­აგ­დებთ ქალს, თით­ქოს ჩვა­რი იყოს, ასე მარ­ტო მე­ძავ­თან კი არა, ცოლ­თა­ნაც იქ­ცე­ვით.

- მო­მა­ვალ­ში რას აპი­რებ?

- რას უნდა ვა­პი­რებ­დე? გავ­თხოვ­დე­ბი, აბა სულ ასე ხომ არ ვივ­ლი? ვნა­ხავ ვინ­მე კაცს და შევ­ქმნი ოჯახს.

- მერე ის ქარ­თვე­ლი კაცი, რო­მელ­საც ასე ლან­ძღავ, მო­გიყ­ვანს ცო­ლად?

- მო­მიყ­ვანს, აბა რას იზამს. იმას კი არ ვე­ტყვი, რომ მე­ძა­ვო­ბით ვშო­უ­ლობ­დი ფულს. დღეს ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის და­კარ­გვის გამო აღარ ამ­ბო­ბენ გო­გო­ზე უარს. თან რამე ისეთ ტყუ­ილს ვე­ტყვი, რის გა­მოც დავ­კარ­გე ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა (თან ქარ­თვე­ლი კა­ცის მო­ტყუ­ე­ბა­ზე იოლი არა­ფე­რია), რომ ეჭ­ვიც არ გა­უჩ­ნდე­ბა.

- გა­მო­რი­ცხავ, რომ გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ ძველ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­აგ­რძე­ლებ?

- იმე­დია აღარ მო­მი­წევს მე­ძა­ვო­ბით ფუ­ლის შოვ­ნა, მაგ­რამ თუ ფული არ მექ­ნე­ბა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, ერთი-ორ­ჯერ ისევ გა­ვი­ხე­დო წარ­სუ­ლის­კენ.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

მო­პა­რუ­ლი ბავ­შვო­ბა - მე­ძა­ვი ბავ­შვე­ბი (+22 ფოტო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისში – "ერთი კლიენტი 60 წლისაა, ჩემი ასაკის შვილიშვილები ჰყავს"

არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისში – "ერთი კლიენტი 60 წლისაა, ჩემი ასაკის შვილიშვილები ჰყავს"

ქართველ მეძავებზე ბევრი დაწერილა. თუმცა, სამწუხაროდ, ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ ყველაზე საგანგაშო მოვლენაზე - არასრულწლოვანთა პროსტიტუციაზე. ექსპერტთა აზრით, მათი რაოდენობა იზრდება და უფრო გადამჭრელი ღონისძიებებია საჭირო ამ მოვლენის აღსაკვეთად. დღეს არასრულწლოვანი მეძავების დიდი ნაწილი კლიენტებს საკუთარ სხეულს სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა ინტერნეტფორუმების საშუალებით სთავაზობს. ინგაც ერთ-ერთი მათგანია.

ინგა 16 წლის

- პარტნიორს ძირითადად ინტიმ-ჩატში ვნახულობ ხოლმე, თორემ საროსკიპოში ნამდვილად არ ვმუშაობ და არც ვაპირებ. იქ რა მინდა?! იქ რომ ვიმუშაო, სხვებს წილი უნდა მივცე და ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი.

- პარტნიორს ეუბნები ასაკს?

- რომ მიყურებ მეტყობა ასაკი?

- 16 წლისაზე ცოტა მეტს ნამდვილად ჰგავხარ.

- ჰოდა, ყველას ასე ჰგონია. მეც ყველას ვეუბნები, რომ 20-21 წლის ვარ. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. პრინციპში, ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, რომც გაიგონ ასაკი, ეს მაინც არაფერს შეცვლის.

- ოჯახში იციან შენი საქმიანობის შესახებ?

- ჩემი მშობლები იკლავენ თავს ჩემი კონტროლით. თუ ღამე კლიენტთან ვარ, მაშინ ბუნებრივია, კითხულობენ ხოლმე ჩემს ამბავს და ვეუბნები, რომ დაქალთან ვრჩები. როგორც წესი, იჯერებენ ხოლმე, მაგრამ ერთხელ მამაჩემს ეჭვი შეეპარა და იძულებული გავხდი, უარი მეთქვა კლიენტზე და სახლში მივსულიყავი.

- ანაზღაურებას რამდენს ითხოვ?

- ფასზე ჩატშივე ვუთანხმდები. 50-100 ლარი. ბუნებრივია, 100 ლარიდან ვიწყებ და თუ აწყობთ, ხომ კარგი, თუ არადა, ვუკლებ. ოჯახში ვატყუებ, ტოტალიზატორს ვთამაშობ-მეთქი, რადგან ფული სულ მაქვს. . ზოგჯერ ისეთი კლიენტი შემხვედრია, რომ მეტიც უჩუქებია. რამდენიმესთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა, ყოფილა შემთხვევა სექსის გარეშეც მოუციათ ფული.

- უფრო ხშირად რა ტიპის კლიენტები გყავს?

- ყველანაირი. ძირითადად 30 წლამდე მამაკაცები, რომლებსაც იმის თავი არ აქვთ, ქალი შეაბან და ჩატში ერთობიან ვირტუალური ფანტაზიებით. ერთი კლიენტი მყავს, რომელიც 60 წლისაა. ლამის ჩემი ტოლი შვილიშვილები ჰყავს. ის მართლა კარგი კაცია, სიმართლე გითხრათ, სექსი იშვიათად გვაქვს, მაგრამ როცა ვნახულობ, გულუხვად მაჯილდოვებს ხოლმე. სხვანაირი ტიპია, ქართველ კაცებს არ ჰგავს.

- რას ნიშნავს ქართველ კაცებს არ გავს? 16 წლის ხარ და რა იცი, როგორია ქართველი კაცი?

- 2 წელია ამ საქმით "ვერთობი" და იმაზე კარგად ვიცი, როგორია ქართველი კაცი ვიდრე, ბევრმა 40 წლის ქალმა. უხეშები ხართ ქართველი კაცები. მეძავი მარტო ის ჰგონიათ, რომ სექსი ჰქონდეს. არცერთი კაცი არ ხედავს მეძავში ქალს. სექსის მერე ისე მიაგდებთ ქალს, თითქოს ჩვარი იყოს, ასე მარტო მეძავთან კი არა, ცოლთანაც იქცევით.

- მომავალში რას აპირებ?

- რას უნდა ვაპირებდე? გავთხოვდები, აბა სულ ასე ხომ არ ვივლი? ვნახავ ვინმე კაცს და შევქმნი ოჯახს.

- მერე ის ქართველი კაცი, რომელსაც ასე ლანძღავ, მოგიყვანს ცოლად?

- მომიყვანს, აბა რას იზამს. იმას კი არ ვეტყვი, რომ მეძავობით ვშოულობდი ფულს. დღეს ქალიშვილობის დაკარგვის გამო აღარ ამბობენ გოგოზე უარს. თან რამე ისეთ ტყუილს ვეტყვი, რის გამოც დავკარგე ქალიშვილობა (თან ქართველი კაცის მოტყუებაზე იოლი არაფერია), რომ ეჭვიც არ გაუჩნდება.

- გამორიცხავ, რომ გათხოვების შემდეგ ძველ საქმიანობას გააგრძელებ?

- იმედია აღარ მომიწევს მეძავობით ფულის შოვნა, მაგრამ თუ ფული არ მექნება, არ გამოვრიცხავ, ერთი-ორჯერ ისევ გავიხედო წარსულისკენ.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

მოპარული ბავშვობა - მეძავი ბავშვები (+22 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია