პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილება საექსპორტო ხუთეულში - რას უნდა ველოდეთ ქართულ ბაზარზე უკრაინის კრიზისის გამო
ცვლილება საექსპორტო ხუთეულში - რას უნდა ველოდეთ ქართულ ბაზარზე უკრაინის კრიზისის გამო

ღვი­ნომ სა­ექ­სპორ­ტო პო­ზი­ცია გა­იმ­ყა­რა, თხი­ლი კი ად­გილს თან­და­თა­ნო­ბით კარ­გავს. რუ­სე­თის ბაზ­რის გახ­სნამ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უძ­რა­ვად მყო­ფი სა­ექ­სპორ­ტო ხუ­თე­უ­ლი და­შა­ლა. სა­მო­მავ­ლოდ კი სა­ექ­სპორ­ტო ნუს­ხა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნის კრი­ზის­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში უფრო მეტი მო­ცუ­ლო­ბის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი გა­დის, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის 27 ქვე­ყა­ნა­ში ერ­თად.

სა­ექ­სპორ­ტო ათე­უ­ლის ბო­ლო­ში მყოფ­მა ღვი­ნო­ებ­მა მე­სა­მე ად­გილ­ზე გად­მო­ი­ნაც­ვლა და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად დი­დია, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მალე ეს პრო­დუქ­ტი უფრო მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზეც ვი­ხი­ლოთ.

2014 წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ლი­დერ­თა ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: პირ­ველ ად­გილ­ზეა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი, შემ­დეგ ფე­რო­შე­ნად­ნო­ბე­ბი და მე­სა­მე ად­გილ­ზეა ღვი­ნო. ამ სა­მე­ულს მოს­დევს სპი­ლენ­ძის მად­ნე­ბი, აზო­ტო­ვა­ნი სა­სუ­ქე­ბი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი, რკი­ნიგ­ზის ლო­კო­მო­ტი­ვე­ბი, სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, თხი­ლი, სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

2013 წელს პირ­ვე­ლი-მე­ო­რე ად­გი­ლი უც­ვლე­ლი იყო, მე­სა­მე ად­გილს თხი­ლის ექ­სპორ­ტი იკა­ვებ­და, მას მოს­დევ­და სპი­ლენ­ძი, აზო­ტო­ვა­ნი სა­სუ­ქე­ბი და ღვი­ნო.

სტა­ტის­ტი­კო­სი სოსო არჩვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის ის სფე­როა, სა­დაც დი­ნა­მი­კუ­რად ხდე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გორც ექ­სპორ­ტის გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, ისე პრო­დუქ­ტის სა­ხე­ო­ბებ­ში.

"შარ­შან რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზარ­და ექ­სპორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ხარ­ჯზე. ამ ქვე­ყა­ნა­ზე მო­დის ღვი­ნის ექ­სპორ­ტის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მე­ო­თხედ­ზე მეტი. ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ფორ­მით კი მან უკვე გა­და­ა­ჭარ­ბა 2005 წლის პი­კურ მაჩ­ვე­ნე­ბელს", - გა­ნა­ცხა­და არჩვა­ძემ.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იქ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ექ­სპორ­ტო გე­ოგ­რა­ფია, გან­სა­კუთ­რე­ბით, აგ­რო­სა­სურ­სა­თო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის ექ­სპორ­ტის­თვის.

"უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სპორტზე გა­დი­ო­და თხი­ლი, ხილი, ციტ­რუ­სე­ბი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი. ეს მო­ცუ­ლო­ბა იყო უფრო დიდი, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის 28 ქვე­ყა­ნა­ში აგ­რო­სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი. ახლა უკ­რა­ი­ნა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დის წი­ნა­შე დგას. ამან შე­იძ­ლე­ბა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­დან ამ ქვე­ყა­ნა­ში ექ­სპორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა­ზე. ამი­ტომ ექ­სპორ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­ხი­ლოთ - გე­ოგ­რა­ფი­ის ცვლი­ლე­ბა და სა­ექ­სპორ­ტო სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა", - ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

იგი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლი ისევ ღვი­ნო­სა და მი­ნე­რა­ლურ წყლებს აქვს.

"ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი ძვე­ლია. პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ქარ­თულ პრო­დუქტზე არ­სე­ბობს დიდი მო­თხოვ­ნა.

ღვი­ნის ქარ­ხნებ­მა მა­რა­გი თით­ქმის ამო­წუ­რეს, მათ ექ­სპორ­ტის­თვის უფრო მეტი ყუ­რძე­ნი დას­ჭირ­დე­ბათ, რათა გაზ­რდილ მო­თხოვ­ნას ადეკ­ვა­ტუ­რად უპა­სუ­ხონ. საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­დან თხი­ლიც," - ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ციტ­რუსს, მისი სა­ექ­სპორ­ტო პო­ზი­ცია ცოტა შე­ლა­ხუ­ლია. ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ მსოფ­ლი­ო­ში ციტ­რუ­სის ბა­ზა­რი კარ­გა­დაა დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად კი, ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით, ქარ­თუ­ლი ექ­სპორ­ტი ნაკ­ლე­ბად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი ციტ­რუ­სი მი­სა­ღე­ბი იყო ჩა­კე­ტი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პი­რო­ბებ­ში. რო­დე­საც ბაზ­რე­ბი გა­იხ­სნა, ქარ­თულ ციტ­რუსს სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან შე­ტა­ნი­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ციტ­რუ­სი.

ექ­სპერ­ტის, ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის ხუ­თე­უ­ლის ცვლი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქნე­ბა იმა­ზე, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­გო­რი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა რუ­სეთს.

"თუ რუ­სეთ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­და და მას პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნა რუ­სულ ბა­ზარ­ზე, ღვი­ნის ექ­სპორ­ტი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია.

იგი თხი­ლის ექ­სპორ­ტის პო­ზი­ცი­ის და­კარ­გვას სე­ზო­ნურ ფაქ­ტორს უკავ­ში­რებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე თხი­ლის ექ­სპორ­ტი ისევ გა­იზ­რდე­ბა. ექ­სპერ­ტის ვა­რა­დუ­ით, და­წი­ნა­ურ­დე­ბა აზო­ტის ექ­სპორ­ტი, და­ნარ­ჩენ პრო­დუქტთან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ქიში
0

მევენახეობას სახელმწიფო ასუფსიდირებს, ხოლო თხილი სულ ერთ ადგილზე ჰყავს დაკიდებული, მეორეც კარასინ-აბაშიძის ფორმატი, ვაჭრობის ფორმატია, რასაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და შედეგიც სახეზეა...ეხლა ვიმარჩიელოთ აწყობს ეს საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ არა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცვლილება საექსპორტო ხუთეულში - რას უნდა ველოდეთ ქართულ ბაზარზე უკრაინის კრიზისის გამო

ცვლილება საექსპორტო ხუთეულში - რას უნდა ველოდეთ ქართულ ბაზარზე უკრაინის კრიზისის გამო

ღვინომ საექსპორტო პოზიცია გაიმყარა, თხილი კი ადგილს თანდათანობით კარგავს. რუსეთის ბაზრის გახსნამ, წლების განმავლობაში უძრავად მყოფი საექსპორტო ხუთეული დაშალა. სამომავლოდ კი საექსპორტო ნუსხაში ცვლილებები, შესაძლოა, უკრაინის კრიზისმა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში უფრო მეტი მოცულობის ქართული პროდუქტი გადის, ვიდრე ევროკავშირის 27 ქვეყანაში ერთად.

საექსპორტო ათეულის ბოლოში მყოფმა ღვინოებმა მესამე ადგილზე გადმოინაცვლა და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მოთხოვნა იმდენად დიდია, არ არის გამორიცხული, რომ მალე ეს პროდუქტი უფრო მოწინავე ადგილზეც ვიხილოთ.

2014 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ლიდერთა ათეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა ავტომობილების ექსპორტი, შემდეგ ფეროშენადნობები და მესამე ადგილზეა ღვინო. ამ სამეულს მოსდევს სპილენძის მადნები, აზოტოვანი სასუქები, მინერალური წყლები, რკინიგზის ლოკომოტივები, სპირტიანი სასმელები, თხილი, სამკურნალო საშუალებები.

2013 წელს პირველი-მეორე ადგილი უცვლელი იყო, მესამე ადგილს თხილის ექსპორტი იკავებდა, მას მოსდევდა სპილენძი, აზოტოვანი სასუქები და ღვინო.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ საგარეო ვაჭრობა საქმიანობის ის სფეროა, სადაც დინამიკურად ხდება ცვლილებები, როგორც ექსპორტის გეოგრაფიაში, ისე პროდუქტის სახეობებში.

"შარშან რუსეთის მიმართულებით რამდენჯერმე გაიზარდა ექსპორტის მოცულობა ღვინისა და მინერალური წყლების ხარჯზე. ამ ქვეყანაზე მოდის ღვინის ექსპორტის თითქმის ნახევარი და მინერალური წყლების მეოთხედზე მეტი. ღირებულებითი ფორმით კი მან უკვე გადააჭარბა 2005 წლის პიკურ მაჩვენებელს", - განაცხადა არჩვაძემ.

მოსალოდნელია გარკვეული ცვლილება მოხდეს უკრაინასთან დაკავშირებით. იქ მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს საქართველოს საექსპორტო გეოგრაფია, განსაკუთრებით, აგროსასურსათო დანიშნულების საქონლის ექსპორტისთვის.

"უკრაინაში ექსპორტზე გადიოდა თხილი, ხილი, ციტრუსები, მინერალური წყლის საკმაოდ დიდი ნაწილი. ეს მოცულობა იყო უფრო დიდი, ვიდრე ევროკავშირის 28 ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. ახლა უკრაინა საკმაოდ სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობაზე. ამიტომ ექსპორტში ცვლილებები ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ - გეოგრაფიის ცვლილება და საექსპორტო სტრუქტურის ცვლილება", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალი ისევ ღვინოსა და მინერალურ წყლებს აქვს.

"ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართულ პროდუქტზე არსებობს დიდი მოთხოვნა.

ღვინის ქარხნებმა მარაგი თითქმის ამოწურეს, მათ ექსპორტისთვის უფრო მეტი ყურძენი დასჭირდებათ, რათა გაზრდილ მოთხოვნას ადეკვატურად უპასუხონ. საკმაოდ დიდი რაოდენობით გადიოდა საქართველოდან თხილიც," - ამბობს სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება ციტრუსს, მისი საექსპორტო პოზიცია ცოტა შელახულია. ამის მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოში ციტრუსის ბაზარი კარგადაა დივერსიფიცირებული. რეალურად კი, ხარისხის თვალსაზრისით, ქართული ექსპორტი ნაკლებად კონკურენტუნარიანია.

სპეციალისტების განცხადებით, ქართული ციტრუსი მისაღები იყო ჩაკეტილი საბჭოთა კავშირის პირობებში. როდესაც ბაზრები გაიხსნა, ქართულ ციტრუსს სერიოზულ კონკურენციას უწევს ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეტანილი მაღალი ხარისხის ციტრუსი.

ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, საექსპორტო პროდუქციის ხუთეულის ცვლილება დამოკიდებული ქნება იმაზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით როგორი პოზიცია ექნება რუსეთს.

"თუ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის პროცესი გაგრძელდა და მას პრობლემა არ შეექმნა რუსულ ბაზარზე, ღვინის ექსპორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

იგი თხილის ექსპორტის პოზიციის დაკარგვას სეზონურ ფაქტორს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ შემოდგომაზე თხილის ექსპორტი ისევ გაიზრდება. ექსპერტის ვარადუით, დაწინაურდება აზოტის ექსპორტი, დანარჩენ პროდუქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"