სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილი ტელევიზიას მარგო ლუჩკოსთან, დელფინსა და 35 ბალერინასთან ერთად უბრუნდება
შალვა რამიშვილი ტელევიზიას მარგო ლუჩკოსთან, დელფინსა და 35 ბალერინასთან ერთად უბრუნდება

ძა­ლი­ან მალე შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მას "იმე­დის" ეთერ­ში ვი­ხი­ლავთ. მას­თან ერ­თად შოუს მარ­გო ლუ­ჩკო წა­იყ­ვანს. შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან გა­და­ცე­მა­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ დავ­რწმუნ­დით, რომ ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად და სკან­და­ლუ­რად აპი­რებს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ კი ცოტა უც­ნა­უ­რი გა­მო­ვი­და, თუმ­ცა ალ­ბათ, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის­გან სი­უ­რრე­ა­ლის­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ.

- შალ­ვა, რა ტი­პის გა­და­ცე­მას ამ­ზა­დებთ?

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა კარ­გი.

- ვნა­ხოთ, ასე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დის შემ­დეგ რას შე­მოგ­ვთა­ვა­ზებთ.

- ეს არაა ამ­ბი­ცია. გი­ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არაა ამ­ბი­ცი­უ­რი და ამ­ბობს, რომ მისი გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა ცუდი?!

- რა თე­მებ­ზე იქ­ნე­ბა თქვე­ნი გა­და­ცე­მა?

- შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თვა­ლო თე­მე­ბი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა ამ გა­და­ცე­მა­ში: გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, ვე­შა­პე­ბის რეწ­ვის პრობ­ლე­მე­ბი და ას­ტრო­ნავ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნე­ბის სა­კი­თხე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებთ მსუ­ბუ­ქად და იუ­მო­რით.

- მარ­გო ლუ­ჩკო რა­ტომ აირ­ჩი­ეთ თა­ნა­წამ­ყვა­ნად?

- მარ­გოს აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი "აი­ბი­სის­თან" არ­სე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კურ­სე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გად ფლობს ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბის ნე­ი­რო­ლინგვის­ტურ ტექ­ნი­კას. და­მაბ­ნე­ვე­ლად მოქ­მე­დებს რეს­პონ­დენ­ტებ­ზე. შე­უძ­ლია, რეს­პონ­დენტს ათ­ქმე­ვი­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი დე­ტა­ლი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან.

- მარ­გოს იც­ნობ­დით, თუ გა­და­ცე­მის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში გა­ი­ცა­ნით?

- მარ­გოს შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დელ კა­ლენ­დრის ფურ­ცელ­ზე წა­ვი­კი­თხე. პა­ტა­რა მო­სა­ხე­ვი კა­ლენ­დრე­ბი რო­მაა, იმ ფურ­ცელ­ზე ეწე­რა მარ­გოს ამ­ბე­ბი. ახლა გა­ვი­ცა­ნი და დავ­რწმუნ­დი, რომ რაც იმ კა­ლენ­დრის ფურ­ცელ­ზე ეწე­რა, მარ­თა­ლია.

- წლე­ბის წინ წა­კი­თხუ­ლი ასე კარ­გად და­გა­მახ­სოვ­რდათ?

- მა­შინ მარ­გომ ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, გა­მი­ხარ­და, რომ ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნი არ­სე­ბობ­და და მა­შინ დავ­გეგ­მე, რომ თუ შოუს გა­ვა­კე­თებ­დი, ჩემ­თან ერ­თად იქ­ნე­ბო­და წამ­ყვა­ნი.

- რამ­დე­ნი წლის წი­ნან­დელ ამ­ბავს მიყ­ვე­ბით?

- ეს იყო 2006 წლის კა­ლენ­და­რი.

- 2006 წლის მერე ბევ­რი შოუ გქონ­დათ, მაგ­რამ მარ­გო არ ყო­ფი­ლა თა­ნა­წამ­ყვა­ნი.

- კი, მაგ­რამ, მე ფაქ­ტობ­რი­ვად პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებს ვა­კე­თებ­დი, ვიბ­რძო­დი მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად პო­ლი­ტი­კურ შე­ფე­რი­ლო­ბას აძ­ლევ­და შო­უ­ებს. ახლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­მარ­ცხე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, მარ­გოს გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლად შე­მიძ­ლია.

- უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვთ, პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა რა თე­მა­ზე იქ­ნე­ბა?

- რა თქმა უნდა. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა გა­დის ეთერ­ში, რო­დე­საც ჯორ­და­ნო ბრუ­ნოს დაწ­ვი­დან სრულ­დე­ბა 450 წლის­თა­ვი და ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, რომ გა­და­ცე­მას იუ­მო­რის­ტუ­ლად და სკეტ­ჩუ­რად წი­თელ ხა­ზად გაჰ­ყვეს ეს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი დღე. გა­და­ცე­მა­ში გვექ­ნე­ბა აუზი, გვე­ყო­ლე­ბა ცო­ცხა­ლი დელ­ფი­ნი, რო­მელ­საც აკ­ვა­რი­უ­მით მო­ვიყ­ვანთ, გვე­ყო­ლე­ბა 35 ბა­ლე­რი­ნა, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვენ უკვე და­დე­ბუ­ლი გვაქვს კონ­ტრაქ­ტი.

- ამას ხუმ­რობთ, თუ მარ­თლა ამ­ბობთ?

- "ხუმ­რობთ" რას ნიშ­ნავს, არა­ფერს არ ვხუმ­რობ. ბა­ლე­რი­ნე­ბი დელ­ფინ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლე­ბენ თავ-ბრუ­დამ­ხვევ ტან­გოს.

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ვერ ვხვდე­ბი, ჯორ­და­ნო ბრუ­ნოს­თან დელ­ფი­ნი რა კავ­შირ­შია.

- ზუს­ტად ამას იხი­ლავს ძვირ­ფა­სი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი. ჩვენ გვაქვს ეკ­ლექ­ტუ­რი შოუ, ეს ცოტა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი შოუ იქ­ნე­ბა და ვეც­დე­ბით და­უ­კავ­ში­რე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შერ­წყმას.

- რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გავა ეთერ­ში გა­და­ცე­მა?

- გვინ­დო­და, კვი­რა­ში ორ­ჯერ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ღა­მის ვა­რი­ან­ტიც გვინ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო, ერო­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტე­ბით, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ ეტაპ­ზე კვი­რა­ში ერთხელ, შა­ბათს ათ სა­ათ­ზე გა­ვი­დეთ ეთერ­ში.

- შა­ბათს ათ სა­ათ­ზე კონ­კუ­რენტ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­დის სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­ი­ტინ­გე­ბის ბრძო­ლა იქ­ნე­ბა.

- რო­მელ არხზე ლა­პა­რა­კობთ?

- "რუს­თა­ვი 2"-ზე.

- აა, მახ­სენ­დე­ბა ასე­თი არხი, "დარ­დუ­ბა­ლა" გა­დი­ო­და თა­ვის დრო­ზე.

- გახ­სენ­დე­ბათ და ახლა, რო­გორც ვხვდე­ბი, არ უყუ­რებთ.

- ზუს­ტად არ მა­გონ­დე­ბა, მაგ­რამ მე მგო­ნი, ვუ­ყუ­რებ. მე ყვე­ლა არხს ვუ­ყუ­რებ. ვუ­ყუ­რებ სე­რი­ა­ლებს, ზეს­ტა­ფო­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ას და ალ­ბათ "რუს­თა­ვი 2"- საც ვუ­ყუ­რებ.

იხი­ლეთ ვრცლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შალვა რამიშვილი ტელევიზიას მარგო ლუჩკოსთან, დელფინსა და 35 ბალერინასთან ერთად უბრუნდება

შალვა რამიშვილი ტელევიზიას მარგო ლუჩკოსთან, დელფინსა და 35 ბალერინასთან ერთად უბრუნდება

ძალიან მალე შალვა რამიშვილის გადაცემას ''იმედის'' ეთერში ვიხილავთ. მასთან ერთად შოუს მარგო ლუჩკო წაიყვანს. შალვა რამიშვილთან გადაცემაზე საუბრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ძალიან ეფექტურად და სკანდალურად აპირებს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას. ჩვენი ინტერვიუ კი ცოტა უცნაური გამოვიდა, თუმცა ალბათ, ჩვენი რესპონდენტისგან სიურრეალისტური პასუხები არ გაგიკვირდებათ.

- შალვა, რა ტიპის გადაცემას ამზადებთ?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ გადაცემა იქნება კარგი.

- ვნახოთ, ასეთი ამბიციური განაცხადის შემდეგ რას შემოგვთავაზებთ.

- ეს არაა ამბიცია. გინახავთ ადამიანი, რომელიც საერთოდ არაა ამბიციური და ამბობს, რომ მისი გადაცემა იქნება ცუდი?!

- რა თემებზე იქნება თქვენი გადაცემა?

- შემიძლია ჩამოვთვალო თემები, რომელიც არ იქნება ამ გადაცემაში: გლობალური დათბობა, ვეშაპების რეწვის პრობლემები და ასტრონავტების აღმოჩენების საკითხები. დანარჩენი ყველა თემაზე ვისაუბრებთ მსუბუქად და იუმორით.

- მარგო ლუჩკო რატომ აირჩიეთ თანაწამყვანად?

- მარგოს აქვს დამთავრებული ''აიბისისთან'' არსებული ჟურნალისტური კურსები. ძალიან კარგად ფლობს ინტერვიუს აღების ნეიროლინგვისტურ ტექნიკას. დამაბნეველად მოქმედებს რესპონდენტებზე. შეუძლია, რესპონდენტს ათქმევინოს ნებისმიერი დეტალი ინტიმური ცხოვრებიდან.

- მარგოს იცნობდით, თუ გადაცემის მზადების პროცესში გაიცანით?

- მარგოს შესახებ რამდენიმე წლის წინანდელ კალენდრის ფურცელზე წავიკითხე. პატარა მოსახევი კალენდრები რომაა, იმ ფურცელზე ეწერა მარგოს ამბები. ახლა გავიცანი და დავრწმუნდი, რომ რაც იმ კალენდრის ფურცელზე ეწერა, მართალია.

- წლების წინ წაკითხული ასე კარგად დაგამახსოვრდათ?

- მაშინ მარგომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გამიხარდა, რომ ასეთი ქალბატონი არსებობდა და მაშინ დავგეგმე, რომ თუ შოუს გავაკეთებდი, ჩემთან ერთად იქნებოდა წამყვანი.

- რამდენი წლის წინანდელ ამბავს მიყვებით?

- ეს იყო 2006 წლის კალენდარი.

- 2006 წლის მერე ბევრი შოუ გქონდათ, მაგრამ მარგო არ ყოფილა თანაწამყვანი.

- კი, მაგრამ, მე ფაქტობრივად პოლიტიკურ შოუებს ვაკეთებდი, ვიბრძოდი მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც გარკვეულწილად პოლიტიკურ შეფერილობას აძლევდა შოუებს. ახლა მიხეილ სააკაშვილი დამარცხებულია და შესაბამისად, მარგოს გამოყენება ძალიან პროდუქტიულად შემიძლია.

- უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, პირველი გადაცემა რა თემაზე იქნება?

- რა თქმა უნდა. პირველი გადაცემა გადის ეთერში, როდესაც ჯორდანო ბრუნოს დაწვიდან სრულდება 450 წლისთავი და ჩვენ შევეცდებით, რომ გადაცემას იუმორისტულად და სკეტჩურად წითელ ხაზად გაჰყვეს ეს ღირსშესანიშნავი დღე. გადაცემაში გვექნება აუზი, გვეყოლება ცოცხალი დელფინი, რომელსაც აკვარიუმით მოვიყვანთ, გვეყოლება 35 ბალერინა, რომლებთანაც ჩვენ უკვე დადებული გვაქვს კონტრაქტი.

- ამას ხუმრობთ, თუ მართლა ამბობთ?

- ''ხუმრობთ'' რას ნიშნავს, არაფერს არ ვხუმრობ. ბალერინები დელფინთან ერთად შეასრულებენ თავ-ბრუდამხვევ ტანგოს.

- ძალიან საინტერესოა და ვერ ვხვდები, ჯორდანო ბრუნოსთან დელფინი რა კავშირშია.

- ზუსტად ამას იხილავს ძვირფასი ტელემაყურებელი. ჩვენ გვაქვს ეკლექტური შოუ, ეს ცოტა ექსპერიმენტული შოუ იქნება და ვეცდებით დაუკავშირებელი ელემენტების ერთმანეთთან შერწყმას.

- რა პერიოდულობით გავა ეთერში გადაცემა?

- გვინდოდა, კვირაში ორჯერ გაგვეკეთებინა. ღამის ვარიანტიც გვინდოდა ყოფილიყო, ეროტიკული მომენტებით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე კვირაში ერთხელ, შაბათს ათ საათზე გავიდეთ ეთერში.

- შაბათს ათ საათზე კონკურენტ ტელევიზიაში გადის სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'', სავარაუდოდ, რეიტინგების ბრძოლა იქნება.

- რომელ არხზე ლაპარაკობთ?

- ''რუსთავი 2''-ზე.

- აა, მახსენდება ასეთი არხი, ''დარდუბალა'' გადიოდა თავის დროზე.

- გახსენდებათ და ახლა, როგორც ვხვდები, არ უყურებთ.

- ზუსტად არ მაგონდება, მაგრამ მე მგონი, ვუყურებ. მე ყველა არხს ვუყურებ. ვუყურებ სერიალებს, ზესტაფონის ტელევიზიას და ალბათ ''რუსთავი 2''- საც ვუყურებ.

იხილეთ ვრცლად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები