საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ალასანია "ნაციონალების" გუნდის წევრი იყო და ეტყობა, ისევ აქვს მათდამი სიმპათია"
"ირაკლი ალასანია "ნაციონალების" გუნდის წევრი იყო და ეტყობა, ისევ აქვს მათდამი სიმპათია"

უკ­რა­ი­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს სნა­ი­პე­რე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი 13 აქ­ტი­ვის­ტი დიდ­ხანს არ და­ა­ვი­წყდე­ბა მსოფ­ლი­ოს. მა­შინ ადა­მი­ა­ნებ­ზე მო­ნა­დი­რე­ნი პუ­ტინ­თან იყ­ვნენ ასო­ცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ურ­მას პა­ე­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის ქეთ­რინ ეშ­ტო­ნის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის ყო­უ­ტუ­ბე-ზე გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მსრო­ლე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც "ბერ­კუტს" და მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებს სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტებ­დნენ, შე­საძ­ლოა რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა რი­გე­ბი­და­ნაც ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ქარ­თუ­ლი არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი, ბა­ტა­ლი­ონ "ავა­ზას" ყო­ფი­ლი სარ­და­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი რუ­სულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ამ­ბობს, რომ მა­იდ­ნის აქ­ცი­ებ­ში უშუ­ა­ლოდ სა­ა­კაშ­ვილს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი 4 ქარ­თვე­ლი სნა­ი­პე­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია და ამ სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა. მა­იდ­ნის ოპე­რა­ცი­ის­თვის უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნას­წარ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, ვგუ­ლის­ხმობ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზონ­დერჯგუ­ფებს. ჯერ კი­დევ 2010 წლის უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს ცდი­ლობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი იქ სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვას. მა­შინ იგეგ­მე­ბო­და ის, რაც ახლა მოხ­და მა­ი­დან­ზე, ამი­ტო­მაც 2000-მდე ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­იყ­ვა­ნეს და გა­ა­ნა­წი­ლეს უკ­რა­ი­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. მა­შინ იქა­ურ ძა­ლო­ვან სამ­სა­ხუ­რებს ეყოთ გო­ნი­ე­რე­ბა და დრო­უ­ლად გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი.

- რა იცით მა­ი­დან­ზე მოქ­მე­დი სნა­ი­პე­რე­ბის თუ ზონ­დერე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც რუ­სულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ისა­უბ­რეთ?

- ვიცი, რომ მა­ი­დან­ზე 4 ქარ­თვე­ლი სნა­ი­პე­რი მუ­შა­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან ასე­ვე ჩაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ სხვა ზონ­დერჯგუ­ფე­ბიც, რომ­ლე­ბიც მო­მი­ტინ­გე­ებ­ში იყ­ვნენ შე­რე­უ­ლი. უკ­რა­ი­ნა­ში სნა­ი­პე­რე­ბი ჩა­ვიდ­ნენ ასე­ვე ბალ­ტი­ის­პი­რე­თი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, რუ­სე­თი­დან, იყ­ვნენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც.

ქარ­თვე­ლი სნა­ი­პე­რე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. ისი­ნი მარ­ტო მა­იდ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში კი არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ბინ­ძურ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ჩვენ ვი­ცით მათი ვი­ნა­ო­ბა,

მაგ­რამ, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვახ­მა­უ­რებთ. ვი­ცით ისიც, რო­დის ჩაფ­რინ­დნენ ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტში, სად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ დი­რექ­ტი­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად.

ვიცი, რომ ქარ­თველ ზონ­დერებ­სა და სნა­ი­პე­რებს კი­ევ­ში ჰქონ­დათ შტა­ბი, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ შტაბს", რო­გორც ისი­ნი უწო­დებ­დნენ, ხში­რად სტუმ­რობ­დნენ: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, გია ბა­რა­მი­ძე, გივი თარ­გა­მა­ძე, გიგა ბო­კე­რია, გი­ორ­გი ვა­შა­ძე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დნენ. იმა­საც გან­სა­ზღვრავ­დნენ, თუ რო­გორ უნდა ემოქ­მე­დათ სნა­ი­პე­რებს. მათ ზონ­დერებს ევა­ლე­ბო­დათ "ბერ­კუტ­თან" ჩხუ­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, რაც მა­სობ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და.

- რა­ტომ ვერ აიყ­ვა­ნეს უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლე­ბი, თუკი ისი­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა გუნ­დი­დან იყ­ვნენ?

- მო­ვა­ლე­ო­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სას სნა­ი­პე­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ე.წ. "კრი­შე­ბი" იცავ­დნენ. სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, რომ სნა­ი­პერ­თა გან­ლა­გე­ბის ად­გი­ლებ­ზე შეს­ვლა სე­რი­ო­ზულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და და ამა­საც მო­ე­რიდ­ნენ.

- დღეს სად არის ეს ხალ­ხი?

- ოთხი­ვე სნა­ი­პე­რი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­შია და თბი­ლი­სუ­რი მა­იდ­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა. მათი მი­ზა­ნია პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვი­ონ, რის შემ­დე­გაც შე­მოვ­ლენ რუ­სე­ბი, რო­გორც ეს გა­ა­კე­თეს 2008 წელს, აგ­ვის­ტოს ომის დროს...

ესე­ნი ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას დროს მუ­შა­ობ­დნენ.

ხმა­მაღ­ლა ვა­ცხა­დებ: ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან არე­უ­ლო­ბის დროს ხალ­ხის და­სა­ხო­ცად, მათ შო­რის მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა.

- ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბაც ამა­ზე მე­ტყვე­ლებ­და?!

- შს მი­ნის­ტრმა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გეგ­მის მცი­რე ნა­წი­ლი გა­ახ­მო­ვა­ნა, რი­თაც გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბი უცხო არ აღ­მოჩ­ნდეს... ახლო მო­მა­ვალ­ში გა­ვავ­რცე­ლებთ 50 კა­ცის სიას, რომ­ლებ­საც ახა­ლა­ი­ა­სა და შაშ­კი­ნის მი­ნის­ტრო­ბის დროს სა­ჩუქ­რად ლე­გა­ლუ­რად აქვთ მი­ღე­ბუ­ლი სა­ხე­ლო­ბი­თი ია­რა­ღი. მეს­მის ოფი­ცე­რი პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­ჯილ­დო­ოს ია­რა­ღით, მაგ­რამ არ მეს­მის,

რო­გორ მი­ი­ღო ერთი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 50-მა ოფი­ცერ­მა ერ­თდრო­უ­ლად შაშ­ხა­ნე­ბი და პის­ტო­ლე­ტე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, მათი 70% ისევ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­ძა­ხე­ბა­ზე თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში მო­ახ­დე­ნენ რე­ა­გი­რე­ბას.

- მი­ნის­ტრმა არა­ფე­რი იცის ამ ხალ­ხზე?

- გარ­კვე­უ­ლი სა­ხის მე­სი­ჯე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნეთ, თუმ­ცა რე­აქ­ცია არ მოჰ­ყო­ლია. ირაკ­ლი ალა­სა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გუნ­დის წევ­რი იყო და ეტყო­ბა, ისევ აქვს მათ­და­მი სიმ­პა­თია. სამ­წუ­ხა­როდ,

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უწყე­ბი­დან არ უნდა გა­დი­ო­დეს, ცი­ხე­ში ხვდე­ბა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას­თან, ის კი იქი­დან დი­რექ­ტი­ვებს აძ­ლევს თა­ვის ყურ­მოჭ­რილ ოფიც­რებს.

- ხომ არ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია თა­თუ­ხაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ზე?

- თა­თუ­ხაშ­ვი­ლის მოკ­ვლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სჭირ­დე­ბო­და. ის, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­ი­პა­რა, ახა­ლა­ი­ას ხალ­ხმა სცე­მა. მა­ნამ­დე მას თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვი, აკო მი­ნაშ­ვი­ლის ცოლი მი­უგ­ზავ­ნეს და ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა მოს­თხო­ვეს. ვფიქ­რობ, უა­რის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს, გას­წო­რე­ბოდ­ნენ.

გივი თარ­გა­მა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი:

- წი­თე­ლაშ­ვი­ლი არის რუსი კა­ზა­კე­ბის გე­ნე­რა­ლი, ანუ არა­ნა­ი­რი გე­ნე­რა­ლი არ არის. ჯავ­შან­ჟი­ლე­ტებს იპა­რავ­და და ყიდ­და. რუ­სებ­მა რაც მოს­თხო­ვეს, ის თქვა...

- ეს გან­ცხა­დე­ბა ხომ არ გა­ა­ფუ­ჭებს უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას, ასე­ვე, ამ სა­კი­თხით ხომ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და­სავ­ლე­თი?

- წი­თე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში არა­ვინ მი­ი­ღებს, იქ ჩვენ კარ­გად გვიც­ნო­ბენ...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ირაკლი ალასანია "ნაციონალების" გუნდის წევრი იყო და ეტყობა, ისევ აქვს მათდამი სიმპათია"

"ირაკლი ალასანია "ნაციონალების" გუნდის წევრი იყო და ეტყობა, ისევ აქვს მათდამი სიმპათია"

უკრაინის რევოლუციის დროს სნაიპერების მიერ მოკლული 13 აქტივისტი დიდხანს არ დაავიწყდება მსოფლიოს. მაშინ ადამიანებზე მონადირენი პუტინთან იყვნენ ასოცირებული, თუმცა მოგვიანებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას პაეტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის საუბრის ჩანაწერის ყოუტუბე-ზე გავრცელების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მსროლელები, რომლებიც "ბერკუტს" და მშვიდობიან დემონსტრანტებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, შესაძლოა რევოლუციონერთა რიგებიდანაც ყოფილიყვნენ. ქართული არმიის გენერალი, ბატალიონ "ავაზას" ყოფილი სარდალი ტრისტან წითელაშვილი რუსულ ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ მაიდნის აქციებში უშუალოდ სააკაშვილს დაქვემდებარებული 4 ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა. სკანდალურ ინფორმაციაზე ტრისტან წითელაშვილს ვესაუბრეთ:

- ეს ინფორმაცია გადამოწმებულია და ამ საკითხებით დაინტერესებულია საქართველოს პროკურატურა. მაიდნის ოპერაციისთვის უკრაინასა და საქართველოში წინასწარ ემზადებოდნენ, ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერჯგუფებს. ჯერ კიდევ 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცდილობდა სააკაშვილის გუნდი იქ სიტუაციის არევას. მაშინ იგეგმებოდა ის, რაც ახლა მოხდა მაიდანზე, ამიტომაც 2000-მდე ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ჩაიყვანეს და გაანაწილეს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. მაშინ იქაურ ძალოვან სამსახურებს ეყოთ გონიერება და დროულად გაანეიტრალეს ეს ადამიანები.

- რა იცით მაიდანზე მოქმედი სნაიპერების თუ ზონდერების შესახებ, რომელზეც რუსულ ტელეკომპანიასთან ისაუბრეთ?

- ვიცი, რომ მაიდანზე 4 ქართველი სნაიპერი მუშაობდა. საქართველოდან ასევე ჩაყვანილი ჰყავდათ სხვა ზონდერჯგუფებიც, რომლებიც მომიტინგეებში იყვნენ შერეული. უკრაინაში სნაიპერები ჩავიდნენ ასევე ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, იყვნენ ადგილობრივებიც.

ქართველი სნაიპერები ვანო მერაბიშვილის უწყებაში მუშაობდნენ. ისინი მარტო მაიდნის ოპერაციაში კი არა, საქართველოში ყველა ბინძურ საქმეში მონაწილეობდნენ. ჩვენ ვიცით მათი ვინაობა,

მაგრამ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვახმაურებთ. ვიცით ისიც, როდის ჩაფრინდნენ ბორისპოლის აეროპორტში, სად იკრიბებოდნენ დირექტივების მისაღებად.

ვიცი, რომ ქართველ ზონდერებსა და სნაიპერებს კიევში ჰქონდათ შტაბი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხელმძღვანელობდნენ.

"საქართველოს განმათავისუფლებელ შტაბს", როგორც ისინი უწოდებდნენ, ხშირად სტუმრობდნენ: მიხეილ სააკაშვილი, გია ბარამიძე, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, გიორგი ვაშაძე და გადაწყვეტილებებს იღებდნენ. იმასაც განსაზღვრავდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ სნაიპერებს. მათ ზონდერებს ევალებოდათ "ბერკუტთან" ჩხუბის პროვოცირება, რაც მასობრივ დაპირისპირებას გამოიწვევდა.

- რატომ ვერ აიყვანეს უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩასაფრებული მკვლელები, თუკი ისინი რევოლუციონერთა გუნდიდან იყვნენ?

- მოვალეობის აღსრულებისას სნაიპერების უსაფრთხოებას ე.წ. "კრიშები" იცავდნენ. სპეცსამსახურებმა კარგად იცოდნენ, რომ სნაიპერთა განლაგების ადგილებზე შესვლა სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა და ამასაც მოერიდნენ.

- დღეს სად არის ეს ხალხი?

- ოთხივე სნაიპერი ამჟამად საქართველოშია და თბილისური მაიდნისთვის ემზადება. მათი მიზანია პროვოკაციები და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, რის შემდეგაც შემოვლენ რუსები, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს...

ესენი ყოფილი ძალოვანები არიან, რომლებიც ვანო მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას დროს მუშაობდნენ.

ხმამაღლა ვაცხადებ: ეს ადამიანები ემზადებიან არეულობის დროს ხალხის დასახოცად, მათ შორის მოქმედი პოლიტიკოსებისა.

- ჭიკაიძის განცხადებაც ამაზე მეტყველებდა?!

- შს მინისტრმა "ნაციონალების" გეგმის მცირე ნაწილი გაახმოვანა, რითაც გაგვაფრთხილა, რომ შემდგომი მოქმედებები უცხო არ აღმოჩნდეს... ახლო მომავალში გავავრცელებთ 50 კაცის სიას, რომლებსაც ახალაიასა და შაშკინის მინისტრობის დროს საჩუქრად ლეგალურად აქვთ მიღებული სახელობითი იარაღი. მესმის ოფიცერი პრეზიდენტმა დააჯილდოოს იარაღით, მაგრამ არ მესმის,

როგორ მიიღო ერთი ბრძანების საფუძველზე 50-მა ოფიცერმა ერთდროულად შაშხანები და პისტოლეტები. სამწუხაროდ, მათი 70% ისევ თავდაცვის სამინისტროში მუშაობს და "ნაციონალების" დაძახებაზე თვალის დახამხამებაში მოახდენენ რეაგირებას.

- მინისტრმა არაფერი იცის ამ ხალხზე?

- გარკვეული სახის მესიჯები გავუგზავნეთ, თუმცა რეაქცია არ მოჰყოლია. ირაკლი ალასანია "ნაციონალების" გუნდის წევრი იყო და ეტყობა, ისევ აქვს მათდამი სიმპათია. სამწუხაროდ,

თავდაცვის სამინისტროდან ყველა ინფორმაცია, რომელიც უწყებიდან არ უნდა გადიოდეს, ციხეში ხვდება ბაჩანა ახალაიასთან, ის კი იქიდან დირექტივებს აძლევს თავის ყურმოჭრილ ოფიცრებს.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია თათუხაშვილის მკვლელობაზე?

- თათუხაშვილის მოკვლა ხელისუფლებას არ სჭირდებოდა. ის, როცა პროკურატურიდან გაიპარა, ახალაიას ხალხმა სცემა. მანამდე მას თავისი ნათესავი, აკო მინაშვილის ცოლი მიუგზავნეს და ჩვენების შეცვლა მოსთხოვეს. ვფიქრობ, უარის შემდეგ გადაწყვიტეს, გასწორებოდნენ.

გივი თარგამაძე, პარლამენტის წევრი:

- წითელაშვილი არის რუსი კაზაკების გენერალი, ანუ არანაირი გენერალი არ არის. ჯავშანჟილეტებს იპარავდა და ყიდდა. რუსებმა რაც მოსთხოვეს, ის თქვა...

- ეს განცხადება ხომ არ გააფუჭებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას, ასევე, ამ საკითხით ხომ დაინტერესდება დასავლეთი?

- წითელაშვილის განცხადებას სერიოზულად უკრაინაში არავინ მიიღებს, იქ ჩვენ კარგად გვიცნობენ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა