გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს დაიწყება.
პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში 26-27 ივნისს ჩატარდება.
გამოცდა ზოგად უნარებში 30 ივნისს და 1 ივლისს არის დანიშნული. ინგლისურ ენაში – 2 -3 ივლისს. რუსულ, გერმანულ და ფრანგული ენებში კი გამოცდა 4 ივლისს ჩატარდება.
რაც შეეხება დანარჩენ საგნებს, გამოცდების განრიგი შემდეგია: 8 ივლისი (- ლიტერატურა; 9 ივლისი - გეოგრაფია; 10 ივლისი - ისტორია; 11 ივლისი - მათემატიკა; 14 ივლისი - ქიმია; 14 ივლისი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 15 ივლისი - ბიოლოგია; 16 ივლისი - ფიზიკა; 16 ივლისი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე აქვეყნებს 2014 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგსაც - 7 ივლისი - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 8 ივლისი - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; 14 ივლისი - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 15 ივლისი - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.