საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ქართველი ჟურნალისტები უნდა გამოუშვან
ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ქართველი ჟურნალისტები უნდა გამოუშვან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში, ზუ­რაბ აბა­ში­ძე აცხა­დებს, რომ დღის ბო­ლომ­დე, "ტვ 3"-ის და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უნდა გა­მო­უშ­ვან. ამის შე­სა­ხებ ზუ­რაბ აბა­ში­ძემ პრა­ღა­ში, გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ით­ქვა, რომ ეს ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა გა­და­წყდეს. ვფიქ­რობ, იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი და ეს თემა დღის ბო­ლოს­თვის უნდა დას­რულ­დეს და მოგ­ვარ­დეს. სა­უბ­რის შე­დე­გად, რო­მე­ლიც გვქონ­და, ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ ეს სა­კი­თხი, ფრი­ად უსი­ა­მოვ­ნო, დღეს­ვე უნდა მოგ­ვარ­დეს. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას ნუ მი­ვაქ­ცევთ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას, მთა­ვა­რია რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი", - აღ­ნიშ­ნა აბა­ში­ძემ.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სო­ფელ აძვთან რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქტს გა­მო­ე­ხა­მუ­რა.

რო­გორც რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 15 აპ­რილს რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბა­თა­შო­რის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის დაც­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი ქარ­თვე­ლი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­კა­ვეს.

"მოქ­მე­დი წე­სის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ე­ცა. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ სა­ზღვრის დამ­რღვე­ვე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გა­და­ვიდ­ნენ სო­ფელ აძ­ვი­დან, მის მიმ­დე­ბა­რედ, სამ­ხრეთ ოსურ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, სა­დაც სა­სა­ზღვრო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­და­ღე­ბა მო­ახ­დი­ნეს", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, რო­გორც რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, ეს უნდა შე­ფას­დეს რო­გორც და­გეგ­მი­ლი აქ­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნიც პრა­ღა­ში, დღეს მიმ­დი­ნა­რე აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რის ატ­მოს­ფე­როს და­ძაბ­ვა იყო.

"ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც პრა­ღის მო­რი­გი შეხ­ვედ­რის წინ მსგავ­სი სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა ხდე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ეს ისე­ვე, რო­გორც ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის თვითმფრი­ნა­ვე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე, მოწ­მობს, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრძელ­დე­ბა ბრძო­ლა იმ ძა­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­სა და მათ შო­რის, ვინც იზი­ა­რებს მტრო­ბის გაღ­ვი­ვე­ბის­კენ მი­მარ­თულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ გა­ტა­რე­ბულ კურსს", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ3"-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი – ჟურ­ნა­ლის­ტი ბელა ზა­ქა­ი­ძე, ოპე­რა­ტო­რი ვახო ლე­კი­აშ­ვი­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ხე­ილ მი­ხო­ე­ვი - სო­ფელ აძვში გუ­შინ და­ა­კა­ვეს. ისი­ნი სო­ფელ­ში სი­უ­ჟე­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ქართველი ჟურნალისტები უნდა გამოუშვან

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ქართველი ჟურნალისტები უნდა გამოუშვან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დღის ბოლომდე, "ტვ 3"-ის დაკავებული ჟურნალისტები უნდა გამოუშვან. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ითქვა, რომ ეს ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს. ვფიქრობ, იქნება მიღებული ზომები და ეს თემა დღის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და მოგვარდეს. საუბრის შედეგად, რომელიც გვქონდა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს საკითხი, ფრიად უსიამოვნო, დღესვე უნდა მოგვარდეს. ჩვენთვის მთავარია, ეს ახალგაზრდები გაათავისუფლონ. ზედმეტ ყურადღებას ნუ მივაქცევთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, მთავარია რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ თქვენი კოლეგები", - აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს გამოეხამურა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 15 აპრილს რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც მთავრობათაშორის შეთანხმების შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვას ახორციელებენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ტელეჟურნალისტი დააკავეს.

"მოქმედი წესის თანახმად, დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გადაეცა. არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ეს უნდა შეფასდეს როგორც დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც პრაღაში, დღეს მიმდინარე აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ატმოსფეროს დაძაბვა იყო.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრაღის მორიგი შეხვედრის წინ მსგავსი სახის პროვოკაციის ორგანიზება ხდება. ყოველივე ეს ისევე, როგორც ბოლო დროს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა იმ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და მათ შორის, ვინც იზიარებს მტრობის გაღვივებისკენ მიმართულ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებულ კურსს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა ტელეკომპანია "ტვ3"-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი - სოფელ აძვში გუშინ დააკავეს. ისინი სოფელში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა