გორის რაიონის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, ზარალი მიადგა ქვახვრელს , ხიდისთავს და ატენის ნაწილს. ძლიერი სეტყვა და წვიმა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სეტყვამ გაანადგურა ხილის ნარგავები, ვენახები და ნათესი კულტურები. მოსახლეობა ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.